შოთა ნიშნიანიძე - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:01 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაბის პატარა სატუსაღოსთან
მოსჩანსს სამჭედლო და ძველი ხიდი,
გლეხი სახედრით ამ ხიდს გამოსცდა,
გზისპირას დაჯდა და ყურძენს ყიდის.

აგერ სარკმლიდან ხელს ჰყოფს ტუსაღი
და მუდარაში საყვედურს აქსოვს.
ფულს აფრიალებს და გლეხს უძახის:
“ერთი მტევანი მომყიდე კაცო“.

ხელი ციხიდან გადმოშვერილი
კლდეზე შეყინულ ნაკადულს მოჰგავს,
მერე გინება ისმის უშვერი,
თითქოს ნახირი გადადის ბოგას.

რაზედაც ტუსაღს უთხრეს უარი,
ვიღაცა გამვლელს მიაქვს ნისიად,
ხოლო ის გლეხი ტყუის თუ არა,
დღემდე პასუხი ვერ გამიცია.
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:03 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა განგებამ დამწყევლა, რა სულმა და სატანამ,
ზურაბივით
სხეულში ლექსი ვინ ჩამატანა
–სანამ გამიჩნდებოდი რა იმედად მოჩანდი!
შვილო, ზურაბ, სადამდი?
–ვაიმე, დედა, კოჭამდი!
–რა ვიცოდი თავმკვდარმა, აგრე თუ დამღუპანდი!
შვილო, ზურაბ სადამდი?
–ვაიმე, დედავ, მუხლამდი...
–ჩემო იმედ–ნუგეშო, რომ ვერ გშველი ვერრათი?
შვილო, ზურაბ, სადამდი?
–ვაიმე, დედა , ყელამდი...
.........................................
სურამისა ციხე ვარ, ხვედრით უსასტიკესი,
ჩემი შვილი ზურაბი შიგ გულივით მიკვნესის...
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:03 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგელს მეძახოდნენ ერთ დროს ბიჭები...
ვაი, რომ მგლობას ვერ დავიჩემებ.

ვაი, რომ თავი მგელი მეგონა,
თურმე ვყოფილვარ სულ მთლად უძლური.
რაც გაგიცანი–ძველი მგლობიდან
შემომრჩა მხოლოდ მგლური ძუნძული.
როგორც ბრდღვიალა ავტო–ფარები
რად მომაფეთე შენ ეგ თვალები...
................................
მგელი ვიყავი,მგელი, ბიჭებო
და კურდღელივით გადავიჩეხე...

 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:04 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაბილონიდან,
რომიდან,

სულაც არ ვამბობ ტყუილს,
და კიდევ უფრო შორიდან,
მგლური კანონი ყმუის.

მიწაზე,
წყალში, ჰაერში
მგლური კანონი მეფობს,
ომებისა და თარეშის
მწარეს ვკითხულობთ ეპოსს.

თუ ტყეში მშიერ მგელივით არ გაძუნძულდა შიში,–
ირმებისა და შველ–ნუკრის გადაშენდება ჯიში.

II
აღგვილა იგავ–არაკი, როგორც ზღაპრული თებე:
ცირკშ მალაყებს გადადის ლომი–ნადირთა მეფე.
ატრიალებენ კარუსელს, დათვს ახტუნებენ ცვედანს,
მამლაყინწა და მელიკო ვეფხვის ფიტულზე სხედან.
ბავშვებიც სიცილისაგან ვერ იკავებენ სლოკინს––
ხატაურა და თაგუნა დასეირნობენ ქოლგით.
სალამურს უკრავს ფაკირი,
თვალს არ აშორებს თოფრაკს
და პაპირუსის გრაგნილად
აშრიალებდა კობრა.
მერე ჰანგივით ცახცახებს,
თითქოს მაგიას აკმევს,
ჰგავს ვიოლინოს გასაღებს
და მუსიკალურ ფრაგმენტს...

III
მგელი კი ისევ მგელია! არ მორჯულდება მგელი!
მგლის თავზე სახარებაო,–თქმაა ღიმილის მგვრელი.
როგორც ტყეების სიმწვანის, პირველყოფლობის კლების,
ტყიდან სიმღერა მოისმის, როგორც ტირილი მგლების;
“თავისუფლები ვყოფილვართ მონათმფლობელურ რომში,
ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში,
არც ცირკში გვითამაშნია, ისევე მგლურად ვცხოვრობთ,
მგლობას არ გადავჩვეულვართ, გავძაღლებულვართ მხოლოდ.
სამხეცეებში ნუ გვამწყვდევთ, ორფეხიანთა ტომო,
არმია აღარ არსებობს...პარტიზანულად ვომობთ...
ცუდი ბიჭები დავზარდეთ მგლური კანონის მწვდომი?–
მსოფლიოს აზანზარებდა მგლის ნაშიერი რომი.
ბუნების ყევლა კანონი ,
იგავის მართალ–ტყუილი
დაწერილია, გეთაყვათ,
ჩვენი თათით და ყმუილით.
კაცო მოკვდაო, ნუ განსჯი ღვთიურ კეთილს და ბოროტს,
მხოლოდ განგებამ თუ უწყის მისი თავი და ბოლო“...

IV
ირგვლივ ცხოვრება ირევა
ტყესავით შიშის მგვრელი...
მგლისათვის მონადირე ვართ,
მონადირისთვის––მგელი.
შენც დაგკბენს მგლური კანონი, ვერც შენ იდგები ცალკე,
რომში ხარ დაბადებული და გაზრდილი ხარ ალგეთს.
მტერს მგლურად მიუხტებოდა, აწყევლინებდა სვე–ბედს
მეფე ვახტანგი–მგელკაცი, ქართლოსიანთა მეფე.

V
ჩემივე ლექსის ბწკარებში დამწყვდეული ვარ მგლისებრ,
მგელივით მივდი–მოვდივარ, ძლივს ვატრიალებ კისერს,–
მაღიზიანებს მკითხელი, ცნობისმოყვარედ მიმზერს.
ქეჩოს მგელივით ავშლი, სათქმელს ყმუილით მოვჭრი.–
ტუჩს გადამიხლეჩს სტრიქონი–მგლის ალესილი ღოჯი.
ჰაუ, სატკივარს უხდება კბილის გაკვრა და გესლი,
ვაითუ ჩემი ვიშვიში მხოლოდ გალობად გესმით
ხანდახან შიშიც ამიტანს, თავს შევუწყრები ხისტად :
იქნება ღვთის ხატს ვატარებ და ბუნაგი ვარ მგლისა ?
და ჩემში მგელი ამთქნარებს მგლური კანონის გამო,
მფხოტნის და მეწკურწკურება, გარეთ გავარდნას ლამობს...

VI
გაყმუის რომის ლეგენდა:
––ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
ატოტებულა ალგეთი:
––ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
არა მულტფილმის ან თოჯინების,
ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
ქეჩოაშლილი, დაღოჯილები,
ტყეს დაუბრუნეთ მგლები,
––მგლის თვალი აგვიბრიალეთ,
––მგლის თათი მოგვიქლასუნეთ,
––მგლის კბილი აგვიღრჭიალთ
და მოგვიქსიეთ მგლის სუნი!

ტყიდან ირემი ყვირის––
არ უშინდება ხირიმს...
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:05 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი
და მამულს ლოცავდა ყანწით და წიგნით,
გულისპირს ებნია წითელი მიხაკი
მზე და გაზაფხული-სულ ერთი მწიკვი.

ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი

ნუთუ სისხლისფერი მიხაკი ბრდღვიალა
მისნურად ამხელდა გადახსნილ იარას?!

ახლა საღილედან-ცარიელ ფანჯრიდან
აღარ შემოგვყურებს ციცქნა გაზაფხული.

ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი...

მისი ფიცხი ლექსი სივრცეებს გაჰყივის,
ჭიხვინით ათამაშებს ფაფრიან კისერს,
მგოსნებს მიუხტება ურა ულაყივით
და მძიმე ტორებით უხლიწავს სიზმრებს.

თურმე სიკვდილის წინ მიხაკი ინატრა...

არც შურისძიებას და არც პატიებას
არ ვითხოვ,მხოლოდ ცოდვით ვიდაგები:
კაცი აღარ იყო...და ისევ ტყვიებმა
მკერდზე დააბნიეს წითელი მიხაკები.
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:06 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოტნე გმირია,
დიდებული გმირი.... ოღონდაც

თუ ბიჭები ვართ,
ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,
ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლიც,
გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...
 
nukriaДата: კვ, 07.07.2013, 19:07 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გალეულს და ფერწსულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,

ვაიმე, როცა საშოში მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, _
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.
მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ _
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.
მადლობა უფალს, რომ არ დაგღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.
როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის `დედიკო~
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.
ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.
ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.
თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

II.
ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ,
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს!
ვინ მოუაროს შენს ზვრებს და ანბანს,
შენს ხმებს, ჩუქურთმებს, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი განბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!
იმედო, რწმენავ _ სულ შემენახე,

სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.
_კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ყივის ლექსი და ციხის ქონგური.
_ მიწაში დედავ...
და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი, ჩემებრ მოკლული.

თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,
''ვეფხისტყაოსანს'' თუ ვერ დავწერდით,
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არცერთი...

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,
აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..
 
nukriaДата: ორ, 08.07.2013, 02:20 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიახაც, ჩვენ ვართ მომღერლები თავისუფლების
და დიდებაზეც თავისუფლად გესაუბრებით,
მაგრამ დიდება ეს რომია, მრისხანე რომი,
ომებს მოითხოვს, მსხვერპლს მოითხოვს მგლის მადაც რომლის.

რას ვიზამთ, როცა ყველა გზები რომში მიდიან,
რომის გზაზე წევს კართაგენი... პონტო.... მიდია...
და ინაღდებენ დიდებას და ძალაუფლებას
გზები _ შუბები, მათრახები, გზები _ ყულფები.

აქაც, დარბაზში, ლომის ნიღბით ბევრი სეირნობს
აუდიტორიის გასართობად და სასეიროდ
და გამოდიან დიდების და ტაშის მონები __
გლადიატორთა ლეგიონები.

ღრიალებს ცირკი და მოცვივა ტაშს ნაპერწკლები
და პოეტებიც ძველი რომის ჰგვანან მეომრებს,
ჰა, გაშმაგებით მოიქნიეს მყიფე ლექსები
და შუბებივით მიანაყეს ერთიმეორეს.

ზოგიერთებმა რა იოლი გზა გამონახეს
და რა ამაო მღელვარებით ვართ დანატორი,
დიახაც, ხალხის მსახური ხარ, ტყვე ხარ, მონა ხარ,
მაგრამ არა ხარ (ღმერთი, რჯული!) გლადიატორი!

გლადიატორო პოეტებო, ასწით ჩანგები,
დე, რომის ოქრო თქვენს გონებას ნუ დანისლავდეს,
მას გაუმაჯოს, ვინც მონობას აუჯანყდება,
ვინც სპარტაკივით დაეცემა რომში მისვლამდე!..
 
nukriaДата: ოთხ, 04.12.2013, 22:11 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მრავლად არიან ბედის ურჩები,
თავიც ჰგონიათ ქვეყნის მომვლელი.

კაცობრიობას ძვირად უჯდება
პატარა კაცის დიდი როლები.
არ წაუკითხავს არცერთი წიგნი
და არც თავისი როლი ბოლომდე
და ისე უნდა ამ სულელ პინგვინს
ერს და ქვეყანას წინამძღოლობდეს.
ცვლიან და ცვლიან ომებს ომები.
ვინ ვის, ბატონო, რომელს რომელი?
სულ იცვლებიასნ მსახიობები,
არ იცვლებიან მხოლოდ როლები
 
nukriaДата: ხუთ, 09.01.2014, 03:21 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საით გაგექცეთ ღელის ტირიფებს
სად დაგემალო, ზვარო, ჭალაკო?
ნუ გამხდით, თქვენი ჭირიმე,
ნუ გამხდით ქვეყნის სალაპარაკოდ

რამ დაგამგვანა მაინც ალიონს,
ტურფა ვენახო, ტურფა თითაო,
თავი არ მომჭრათ, არ გადამრიოთ,
არ დაგერიოთ სულ სათითაოდ!

დავიღუპები, მორჩა, იმწამსვე
გაუმართლდებათ ეჭვი მალული;
მეტიც არ უნდათ ჩემს სახლიკაცებს,
გადააქნევენ თავს სინანულით.

ხმა ამოიღეთ, რამე მითხარით,
ხომ ჩემს სიგიჟეს არ გაიოცებთ?
თქვენდა კურთხევად მე ვარ მიმდგარი,
თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე!

ნუღარ ო, ნუღარ მელამაზებით
ხვავით, ბარაქით, ათინათებით,
მე ერთი ვარ და თქვენ ათასები,
ვაი რომ ვეღარ აგითავდებით...

მაინც რადა ხართ ასე კარგები,
დაუნდობელად მოგიზგიზენო,
უჰ, გაგექცევით, დავიკარგები,
ერთი დღით მაინც რომ მოვისვენო.

თბილისში მაინც არ ჩამომდიოთ,
თბილისში მაინც არ ჩამომაკითხოთ,
არ დამაწიოთ ნისლი ნოტიო,
არ მომიგზავნოთ ღვინო, აკიდო,

შემეშვით, ჭკუა არ ამირიოთ,
საქმე არ მიქნათ სამამაძაღლო_
თბილისში სახლი არ დამინგრიოთ,
აქ სამუდამოდ არ დამასახლოთ!
 
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
ძებნა:

მოგესალმები Гость