შოთა ნიშნიანიძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:00 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ნოდარ დუმბაძეს)
ერთი ყრუ ვიცი, მუსიკოსთა შემფასებელი,
როცა რაღაც ვთქვი:
ყრუ ბეთჰოვენი შემახსენეს და გამაჩუმეს.

ვიცი ერთი ბრმაც (შენ ბრმა უძახე)
ეს კიდევ ხედვის საიდუმლოს ასწავლის ყველას,
როცა რაღაც ვთქვი:
ბრმა ჰომეროსი შემახსენეს და გამაჩუმეს.

ერთ კაცსაც ვიცნობ: წმინდანებში დიდ პატივშია
(მან ამასწინათ ანგელოზის ფრთები იყიდა)
"ეშმაა-მეთქი"-რომ ვიყვირე-ჩაიქირქილეს...

დიახ, სამივეს კარგად ვიცნობ
მაგრამ ერთხელაც
თუ სამივემ მიცნო, ვინა ვარ,
მაშინვე ჯვარზე გამაკრავენ, ძელზე გამსვამენ,
მეგობართაგან ბევრი ლურსმანს მოარბენინებს...

მე ისევ ქურდი პოეტების იმედად ვრჩები-
ერთი რომელი მოიპარავს იმ ლურსმნებს...
ვნახოთ!
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:01 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
შენ რომ არ მყავდე ,მე ვერ ავიტან
ვერც ვეღარავის შევეგუები
ჩემი გამგები შნე ხარ თავიდან
და ერთადერთიც შენ მეგულები
მე ვერ ავიტან შენ რომ არ იყო
შენ ჟღურტული რომ არ მესმოდეს
ნეტა ბუნებამ ერთად წაიღოს
ჩვენი სიცოცხლე კარგი ესოდენ
შენ ღომ არ იყო ვინ დაიჯერებს
რომ არ ვარ ცუდი გულის პატრონი
შენ ერთადერთმა იცი ამჯერად
თუ როგორ მიყვარს ძმა თანატოლი
შენ რომ არ იყო ვინ დამიჯერებს
რომ ვარ ბავშვური და უწყინარი
შენ ერთადერთმა იცი ამჯერად
ჩემი ავკარგის ყველა წვრილმანი
როგორ იქნება დედაბუნებამ
ასეთი კარგი რომ გაგიმეტოს
ნუ გაიფუჭებ ბავშვო გუნებას
ო, ჩემო ბავშVო, ჩემო იმედო
ჩVენ ყველა წავალთ ..გარდავიქმნებით
წავალთ სიცოცხლის ახალ ნერგებად
მაშინ ამქვეყნად აღAრ ვიქნებით
და შნეი დარდიჩ აღAრ მექნება
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:02 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეგენდა

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ -
საქართველოში...
. . .
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
სწორედ იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:03 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამელუკები

ავიღებ მეგრულ შეცხადებას და ანძის ჭრიალს...
ბორკილის ჩხარუნს, ყრუ ბაიათს და ბაზრის ყაყანს...
ბოჩოლა ბიჭთან დავაყენებ საჭურისს ჩიას,
დავხატავ ოქროსბეჭდებიან ჩალმიან აღას;
ავიღებ ისარს, ცხენთა თქარუნს, ხმლების კაფიას
და ასე დავწერ მამელუკთა ბიოგრაფიას.

მათ ჯიშიანი ბედაურივით
გახედეს თვითონ არაბეთის მზე.
სიკვდილი იყო ბედაური დაუურველი,
ხიფათი იყო მარად ბედის მძლე.

ცხენზე შემჯდარი იმპერია ტორავს აზიას,
ჟამი ფლოქვებით იჯეკნება, ხმლით იკვებება,
დიდების დროშებს მამელუკთა სისხლი აცხია.
და მოხრჩოლავენ ყვავ-ყორნები და ლეგენდები...

აჰა, გრიგალი მოგელაობს ცხენზე შემჯდარი,
სამეფოები ეცემიან, უკან იხევენ...
შორს კი პატარა საქართველოს აკლია ჯარი
და მტერი არბევს ქართულ ციხეებს...

მათი ცხენების ძუა-ფაფარს, უნაგირს, აღვირს,
მათ ფიქრებს, ხსოვნას, მოგონებებს ცხენივით დაღლილთ,
ისე ეკიდათ „იავნანას“ ნაფლეთები, ცხელი სიზმრები,
როგორც ბრძოლიდან გამოსულებს ბღუჯა ისრების.

და მიჰქრის ჟამი სიკვდილივით დაუურველი,
ქვიშაში ჰყრია ლეგენდები და სულს ღაფავენ,
მზე კი ტორებს სცემს არაბული ბედაურივით
მამელუკების დაუტირალ უცხო საფლავებს...
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:07 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნერონი

ერთი სენი სჭირთ ადამიანებს,
დიდების სენი განუკურნელი.
ტაშს და დიებას კარგად იტანენ
გენიოსები
და კლოუნები.

დიდებისაკენ ლტოლვას ვნებიანს
საშიში ბანგი დაჰკრავს ცდუნების.
დიდებისაკენ კლოუნდებიან
ნიჭით ნაკლულნი და კაცუნები.

სასაცილოა ღმერთმანი ასწილ!
სასაცილოა და სატირალი:
ტახტზე ასული პატარა კაცი
ზედმეტი ქებით გახდა ტირანი.

ნერონს ღმერთობა ბრბომ დააბრალა,
უძღვნა უკვდავი მგოსნის სიგელი.
და რომელია უფრო საბრალო
თვითონ ტირანი თუ ბრბო მლიქვნელი?

მხოლოდ სკიპტრა და მხოლოდ გვირგვინი
როდი იკმარებს ქვეყნის მართვისთვს.
სასტიკი მეფე არის იგივე
ხელმოცარული ყალბი არტისტი.

სიყალბე ძენძავს ერის სიმდიდრეს,
სიყალბე ნიჭის-მიზეზთ მიზეზის
ყალბ ხელოვანში, არ გაგიკვირდეთ,
თვლემდეს ნერონი უსასტიკესი.

ტაშის ტყაპუნით დუღს ცათა სფერო,
ტაშის ტყაპუნით იხსნება ძეგლი _
სანამ ათას პაწია ნერონს,
არარაობის ცომიდა შექმნილს!

ბრბოა მოთავე ყველას სერობის,
ბრბოა საკუთარ ცოდვის მზღვეველიც,
გამომძერწველი ყველა ნერონის,
სამაგიეროდ დამასხვრეველიც.

შენც გეძალება ზოგჯერ ცდუნება,
დიდო ელიტავ, _ მპყრობელო ჭოგრის,
კაცში ღმერთს ეძებ რა რუდუნებით,
კაცში ღმერთს ეძებ და... ტირანს ჩორკნი...

ერთი სენი გვჭირს ადამიანებს,
დიდების სენი განუკურნელი,
მაგრამ დიდებას კარგად იტანენ
გენიოსები და... კლოუნები.
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:08 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიქელანჯელოს "მოსე"

მზერაში უცხო სიბრძნის სხივია,
მოკვდავი ვერც კი ახსნის უბრალოდ.
მოსე თუ ასე ღვთაებრივია,
შენ რაღა უნდა იყო, უფალო.

და აჰა, მოსემ აღმართა კვერთხი...
ამ დროს ან შიშობ, ან გელოცება...
მოსეს რომ კვერთხად ღვთის ხელი ეპყრა,
შენიშნეს მხოლოდ ანგელოსებმა.

მუხლზე ეცემა ხალხი დევნილი
და სულს იბრუნებს ციურ მანანით
და კვერთხის წვერზე, ბრმა ფრინველივით,
თვლემს ჰორიზონტი და ქანაანი.

ეს რა ძალაა ან რა სულია
სათნოების თუ რისხვის მრფქვეველი?
ერთ არსებაში მოქცეულია
ჯოჯოხეთი და სასუფეველი.

ნახევრად ღმერთი, თანაც ტყის კაცი,
ზებუნებრივი, თანაც ველური:
შემწყნარებელი თავის სიმკაცრით,
და შეწყნარებით გამკაცრებული.

შემზარავია მისი დუმილი,
იდუმალია და აუხსნელი,
მრავლისმთქმელია მისი დუმილი,
მაგიურია და მომნუსხველი.

დუმილით გიმზერს და უცნაურად
სულის კუნჭულებს გითვალიერებს.
ის, რაც სავსეა, როდი ხმაურობს,
ხმაურობს მხოლოდ სიცარიელე.

წინასწარმეტყველს თუ ესიზმრება
მესიის სიბრძნე და გზა ახალი?
მომავლის დიდი კატაკლიზმები
და უსასრულო გარდასახვანი?

კვერთხში მარხია ღვთის ნებისყოფა
ყოვლის აღმდგენი და შემმუსვრელი,
სტიქიონების მარადისობა,
მოკვდავის სულში შემოუსვლელი.

და ქვეყანაზე დიდი რაც კია -
მეფის სკიპტრაა თუ მხატვრის ფუნჯი,
თუ მოსეს კვერთხის მადლი არ სცხია,
რაღაც აკლია და რაღაც უჭირს.

მესმის საჭრეთლის ხმა სასურველი
და ოცნების დროს ამ ხმით ვენთები,
ამ ხმას მოჰყვება ლოცვის სურნელი,
სურნელი დაფნის და ლეგენდების.

შეგეკითხები გაუბედავად
და ნუ დამძრახავ მოკვდავს, გამჩენო,
რა იქნებოდა მოსე, ნეტავი,
რომ არ შეექმნა მიქელანჯელოს.

ქვადქცეულ მოსეს ფიქრით ვეხები,
ვით შთაგონებას, ჟამთან ნაომარს
და მარმარილოს თბილ ნატეხებით
თვალი ევსება არარაობას...
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 00:09 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეშმას ჩივილი

ეშმაკობაში ვბერდები
და არცთუ ისე უიღბლოდ.
მე ვიყო მართლა ეშმაკი,
სხვაზე ეშმაკი თუ ვიყო.

ნაღდი ეშმაკი მაშინ ხარ,
თუ დრო-ჟამს შენთვის მოიხმარ,
თუ ქვეყნის ამომგდები ხარ
და ხალხს წმინდანი ჰგონიხარ.

გინახავთ მოწამებრივი
მართლმსაჯულების მსახურნი?
მაღალზურგიან სკამებზე
ფრესკებად გამოსახულნი?

ისეთი შებერტყილია,
ისეთი ზოგი მათგანი,
იმათთან, ღმერთო, მართლა ვარ
მამა აბრამის ბატკანი.
................................
წუთისოფელი ომია,
ომი ფუტკრის და კრაზანის
აქლემის ქურდი ნემსის ქურდს,
ხდება, ციხეში აგზავნის.
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:22 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
###
"პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.

და თუ გიყვარდი, როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სულყველამ ერთად-
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები:
შენ გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს.
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით-
ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!

მას შემდგომ მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი.
თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი."
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:22 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი
ეს ორი დღეა, მზის მოლოდინში
მთებს მიეძალა ფერები ქარვის,
სახლის კიბეზე, სულ უბოდიშოდ,
ბოშაქალივით ჩამოჯდა ქარი.

ფერად ფოთლებში ურევდა ხელებს
უძინარი და გზაზე ნათრევი
და შემოდგომის ავდრიან დღეებს
მარჩიელობდა ფოტლის კარტებით...
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:22 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.
 
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
ძებნა:

მოგესალმები Гость