ტერენტი გრანელი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
Форум » ლიტერატურა » ტერენტი გრანელი » ტერენტი გრანელი
ტერენტი გრანელი
nukriaДата: ოთხ, 10.10.2012, 16:28 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი

(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .

მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ

და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა

და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.

ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,

ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

და იყო ბაღი და თეთრი სკამი,

მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.

და იყო წამი, ცისფერი წამი

და იყო წამი სხვა გარინდების..
 
nukriaДата: პარ, 07.02.2014, 19:39 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი,

მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეულ გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტკივილს,
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიციდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი,
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს!!!!
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:52 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს
პოეტს გარინდებულს როგორც პირამიდა
ზარების კივილში გრიგალი გამაფრენს
გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება
ტაძარში შევდივარ მხურვალე ლოცვებით
ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია
ჭლექიან პერებიტ ბაღებში თენდება
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან
ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი
მე ჩუმი მივყვები ლანდების ასეულს
ღამე უდაბნოა ვნება კოშმარია
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს
შემინდე შემინდე წმინდაო მარიამ
 
nukriaДата: ორ, 26.05.2014, 01:07 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონს!
ერთად ვხეტიალობდით
ჩვენ  თბილისის ბაებში.
რესტორნებში, კაფეში,
მე  შენ არსად გტოვებდი.
შენ პოეტად შეგიცნეს ,
როს ჩაგხედეს თვალებში.
მე კი  დავრჩი ამ ქვეყნად ,
უსახელო პოეტი!
 
nukriaДата: ორ, 09.06.2014, 14:18 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რვა ივნისია, ცხელა,

ოცნება ადის ცამდე.

მინდა მოვშორდე ყველას,

მინდა გავიქცე სადმე.

ჯერ კიდევ ძალა შემწევს,

ვიგრძნო დუმილი ვარდის,

მხოლოდ შენ ფიქრობ ჩემზე,

იცი რას ქვია დარდი.


ისევ მიწასთან ვდგევარ,

მინდა გავიდე ველზე,

ისევ მზიანი დღეა,

ისევ სიხარულს ვეძებ.

ავი სიზმარი ვნახე,

მგონია, გუშინ დილით,

აღარ ექნება სახე

ახლა უჩემო თბილისს.

ოცნება ადის ცამდე,

ვნანობ ამნაირ დღეში.

და ყაჩაღივით სადღაც

დავიმალები ტყეში.
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 03:48 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.

რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.
 


 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 03:49 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარშემო იდგა თბილი ჰაერი
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.

მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე,
ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი.
კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი
და შენ სახეზე ნელა მიმზერდი.

და თითქოს ბედი მიჰქონდა თვალებს
და მე სიმშვიდეს შენში ვეძებდი.
ნელა წარმოსთქვი: მე დავიღალე!
და შენ აღმართზე უცებ შეჩერდი.

ჩემებრ გაფრენის სურვილს ანთებდა
ეს ცა მაღალი და ასე მუქი.
ვამჩნევდი, სახეს რომ მინათებდა
შენი თვალების ცისფერი შუქი.

დღე იყო თეთრი, დღე იყო თბილი,
და მოგაგონდა შენ ჩემი ლექსი.
მე შენ დამტოვე ხელდაკრეფილი,
მე შენ დამტოვე და გაიქეცი.

გარშემო იდგა თბილი ჰაერი,
და იყო სივრცე, როგორც ზეწარი.
იყო შეხვედრა სულ სხვანაირი,
შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.
 


 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 03:51 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დავდიოდი შენთან ყოველთვის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
მე დავდიოდი, ახლაც მოვედი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
მე დავდიოდი შენთან მარადის,
მე დავდიოდი შენთან დაღლილი.
შენთან მომქონდა წმინდა ბარათი,
შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 03:51 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.
დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
 


 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 03:53 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს
და მე ბაღიდან ახლა ვბრუნდები.
ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,
ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები.
და მოლოდინიც სცადეს თვალებმა,
მოვარდა ქარი და სული მიჰყავს.
და ახლა სადღაც შორს იმალება
ქალი, რომელიც მე ასე მიყვარს.
და იყო სევდის გულზე დასევა,
ყვავილებია და კვლავ სიშორე.
და მიხარია, დღეს რომ ასე ვარ,
და მიხარია, რომ ვარ მდუმარე.
 


 
Форум » ლიტერატურა » ტერენტი გრანელი » ტერენტი გრანელი
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость