Чт, 17.08.2017, 16:39
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 1 из 41234»
Форум » ლიტერატურა » მიხეილ ქვლივიძე » მიხეილ ქვლივიძე
მიხეილ ქვლივიძე
verikolatariaДата: Вс, 04.03.2012, 22:48 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
პასუხი ირაკლი აბაშიძეს

"მაშ რამ? შენს ფრენას ფრთა რამ შეკვეცა?
რაწვამ აშკარამ,რა წვამ ფარულმან?
რამ გადმოგაგდო?რამ გადმოგხვეწა?
რამ?სიყვარულმა"
(ირაკლი აბაშიძე)

მაშ შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,

არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს

და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,

თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია...

იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:

თეიმურაზი,

არჩილ მეფე,

ვახტანგ მეექვსე,

საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში.

ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს.

მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი

და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით.

იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია.

ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი-სამიწე,

ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,

რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?

არა

ქართველთა გზა როდია ასე იოლი,

თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება...

სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი

და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება.
 
verikolatariaДата: Чт, 08.03.2012, 02:49 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად;
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს.

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამ ქვეყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს,
სადმე-წარსულში ან მომავალში.
 
verikolatariaДата: Чт, 08.03.2012, 02:51 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ყველაფერს ვგეგმავდი ვზომავდი ვითვლიდი
მეგონა მე თავი ბრძენი და დევგმირი.
_რას წარმოვიდგენდი თუ ჩემი ცხოვრება
წინასწარ ვიღაცას ჰქონდა დაგეგმილი.
 
verikolatariaДата: Чт, 08.03.2012, 02:55 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

_მარტო ვარ
_დავრჩები შენთან
_ავად ვარ
_მოგირჩენ ტკივილს
_გინდა?
_რა?
_გავხდები დედა,
შენი საყვარელი შვილის.


love
 
nukriaДата: Сб, 21.04.2012, 03:26 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!

ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, - თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.

ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად - სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...

ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...

და ისევ - ლოდინი, და ისევ - მზადება
და გული ცივდება - ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!
 
nukriaДата: Вт, 26.06.2012, 13:16 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...
 
nukriaДата: Вт, 21.08.2012, 16:55 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,
გახსოვდე ყველგან და მარად.

არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არა!

შენ თუ მიმატოვებ ვის უნდა შევჩივლო,
ვინ მეტყვის: წუხილი კმარა...
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო,
არა!
 
nukriaДата: Пт, 31.08.2012, 04:17 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტატოს ვედრება

გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე!
გამაცოცხლე და სიცოცხლით
ხელმეორედ გამაოცე!
გამაოცე,
გამაკვირვე,
განმაცვიფრე,
გამახარე,
გამამრავლე,
გამავრცელე
და ამქვეყნად დამამყარე!..
სანამ პირში სული მედგა
და მწყალობდა მაღლით ღმერთი,
სულ რაღაცას მოველოდი,
სულ რაღაცას ვაპირებდი;
სულ იმედის გუთანს ვები, —
რომ დამეხსნა ჩემი მხარე,
მაგრამ ჩემი ჭირნახულით
ვერ იქნა და ვერ ვიხარე!
და ამიტომ გევედრები:
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე,
გამაცოცხლე და სიცოცხლით
კიდევ ერთხელ გამაოცე!
გამაოცე,
გამამრავლე,
გამაასე-და-ათასე...
ცოცხალს თუ ვერ მომიარე,
მკვდარი მაინც დამაფასე!.
 
nukriaДата: Пт, 31.08.2012, 04:19 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედი
ბედი ამქვეყნად არვის უმართლებს,
ჭირთა მოთმენა _ კაცთა ნიჭია
და ჰა, ქართველმა თავის სუფრაზე
თვითონ სიკვდილიც შემოიჩვია!
შემოიჩვია, გვერდით დაისვა,
ვით სანაქებო ვინმე სტუმარი
და სამუდამოდ გაითავისა
მისი ტკივილი და საზრუნავი.
სადღეგრძელოებს, სალამს, სამძიმარს
მოჰყვა იმქვეყნად წასულთ ხსენება
და ყოველდღიურ ყოფად გადიქცა
პანაშვიდები თუ გასვენება...
მოთვინიერდა ლანდი ბოროტი, _
დღეთა ფერხულში ისიც ჩაება,
და აღარ ძალუძს სასტიკ მოლოდინს
ჩვენი გულების დაბეჩავება.
და მე არ მესმის: ვის, რად დასჭირდა,
რად ჰქვია მიწის მცირე ნაწილი
ქვეყანას, სადაც სათვალავში ვართ
ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი?!
 
nukriaДата: Пт, 31.08.2012, 04:19 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრომ დამაბერა და დამარბია,
გამიცამტვერა ნატვრა ყოველი,
მაინც ხვალინდელ დღისკენ გავრბივარ,
ვით უსინათლო მარათონელი.
სულ ასე ვირბენ... ღმერთის შეწევნით
არც დავეცემი გზაზე მოხუცი
და თუ მომავალს ვერ დავეწევი,
გავჩერდები და... წარსულს მოვუცდი!
 
Форум » ლიტერატურა » მიხეილ ქვლივიძე » მიხეილ ქვლივიძე
Страница 1 из 41234»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |