ხალხური ლექსები - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ხალხური ეპოსი » ხალხური ლექსები
ხალხური ლექსები
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:19 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემომეყარა ყივჩაღი

შემომეყარა ყივჩაღი
საზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა,
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,
მიმყვანდა სიდედრისასა,
ან კი ცოლს როგორ მივცემდი,
შვილსა, გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰხვია, აკოცა,
მოზიდა ნაწნავს თმისასა,
შესტირა საბრალო ქალმა:
,,ვაი, ცოლს ცუდი ყმისასა!"
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
მაგრამ დაუცდა მუხანათს,
ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოუქნივე,
ვენდე მადლს ლაშრის ჯვრისასა,
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც მომიხვდა ქვიშასა,
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას ნათელის მზისასა,
ცოლი სიდედრსა მივგვარე,
ის კი იქა სჭამს ქვიშასა.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:19 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერცხლის თასადამც მაქცია
რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქმნა წითლადა,
შამსმევდი, შაგერგებოდე.
ანა მქმნა ვერცხლის სათითე
რო ხელზე ჩაგეგებოდე,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდე.
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდე.
ან შენი ნამგლის ყანა მქნა
რო ფხაზე შაგეჭრებოდე.
ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდე,
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდე.
ან შენი ნანდაური მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდე,
ანა მქნა ვარდი ყოილი
რო პირზე დაგეყრებოდე,
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდე!
ან შენი ნანდაური მქნა ,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან შაწუხებული,
გზაზედაც შაგეყრებოდი,
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი...
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:20 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლომო, შე ლომის მოკლულო

ლომო, შე ლომის მოკლულო,ბუსნი-ჭალაის პირსაო
ვინ შაგიღება წითლადა მხარ-ბეჭი პერანგისაო?
ვინ გაგიმეტა სათოფრად, პატრონო ბევრი ცხვრისაო?
ჯავრისგან დაგიღრეჯია კბილები ბროლებისაო,
ლამაზად დაგიტირებდი, შიში არ მქონდეს ქმრისაო...
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:20 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ, ჩემო დიდო იმედო,
კოშკო, ნაგებო კირითა,

კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა.
წითელო მოვის პერანგო
შვიდგან შეკრულო ღილითა,
ცავ, წმინდავ, ვარსკვლავიანო,
მზევ, დაფენილო დილითა.
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანაც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა-ძილითა.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:20 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზენ ბაცალიგოს თოვლი თოვს
ქვენ ბაცალიგოს შრებისა
თინიბექაის ციხესა
მარჯვენა კუთხე სქდებისა.
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი
გულს უწადინოდ კვდებისა.
გვერდს უზის ცოლი ლამაზი
სანთელივითა დნებისა.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:21 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენჯერ მითქვამს ბალღებო -
ნუ ღრეცავთ სიმღერებსაო;
სიმღერას სწორე თქმა უნდა,
შეხმატკბილება ხმებსაო!..

მამა-პაპისა ჰანგები
სუფრასა ამშვენებსაო;
თქვენ კი უხეშათ გაჰკივით,
აქა იქ ჩაჰკრავთ ხმებსაო;
უფროსებს ყური დაუგდეთ -
გასწავლით სიმღერებსაო!..

“ჰოპუნა” “ყურშავს” არა ჰგავს,
“გვიბრძანე” – “მაყრულს”, “ჭონასა”,
ყველა ეს დიდი განძია,
გავს მარგალიტის კონასა!..
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:21 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაცვეთილ-დაჟანგებულხარ
ჩემო ნამგალო რკინაო
შენაც დაბერდი, მენაცა,
ორნივ ვაგდივართ შინაო,
ის დრო არ სჯობდა,როცა რო
შენ მიმიძღოდი წინაო?
პირს ოფლი გადმამდიოდა
როგორც ჟუჟუნა წვიმაო...:)
X
აი მთვარეო, მთვარეო
ლამაზ ქალს მიმაპარეო
გათენებამდე მამყოფე,
გათენდეს - გამაპარეო:)
X

შირაქის ველზე მივდივარ
უკან მაბრუნებს ქარიო
წინ შემეყარა პეპელა
წითლად უჩანდა მხარიო
საყვარლის კაბას ვამსგავსე
ღმერთო, დამწერე ჯვარიო:)
X

ქალავ, იგეთი თეთრი ხარ
როგო საყდარში კირიო
თვალები ვარსკვლავს მიგიგავს
მთვარესა კიდევ პირიო
მომელანდები სიზმარში
წამოვჯდები და ვტირიო
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:21 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგელმა თქვა

მგელმა თქვა: ქორწილს ვაპირებ,
ღვინო ჩავასხი ნასეტყვი,
წავალ, მეცხვარეს ცხვარსა ვთხოვ,
ციკანს მომცემს თუ ცხვარს მეტყვის.
არ მომცემს? ძალად წავართმევ,
თუ იტირებს და ბანს ვეტყვი!
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:21 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო,
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 16:22 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს,
მამული, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდა ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია.
არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაჰგმობს და დასწყევლის
მოძმე, ერი და ბერია.
 
Форум » ლიტერატურა » ხალხური ეპოსი » ხალხური ლექსები
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость