Вс, 25.06.2017, 18:34
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 1 из 11
Форум » ლიტერატურა » კონსტანტინე გამსახურდია » ლექსები
ლექსები
verikolatariaДата: Вт, 13.03.2012, 02:08 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ზღვისფერი გაქვს თვალები და,თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და ,მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს_ქარს,
და მოგიკლავ,მოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს...

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას.
 
nukriaДата: Пт, 25.04.2014, 14:48 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16208
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კონსტანტინე გამსახურდია
არ მიყვარს ვარდი
( სურათზე კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდია მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილის საფლავთან, კოლხური კოშკი ) არ მიყვარს ვარდი, აღარც მთვარე, მოგვი ციური, ძველ პოეტებმა რომ გასთელეს და შემაძაგეს. ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური, ღიმილის ნაცვლად სიძულვილი მატყვია ბაგეს. არ მიყვარს ღამე, სერენადა, შელლის მიმოზა, არც უკვდავება - კაცთა მოდგმა გულმავიწყია; სულმდაბალ ბრბომ თუ შუბლი დაფნით არ შემიმოსა, ჯერ სახელისთვის მათხოვრობა არ დამიწყია. თავს არ ვიტყუებ არც ოცნებით, არც მოჩვენებით, თუ ცის მნათობიც მომიძულებს და გამიმეტებს, - ელექტროს შუქი აღსავსეა ახალ მშვენებით, როს წინწკლებს აფრქვევს ძილმორეულ ღამის პლანეტებს. მე თქვენთვის დამაქვს, კაცუნებო, ნიღაბი შავი, აპოლოს რჩეულს თქვენ სალამიც არ გამიბედოთ, გვერდს ჩაგიარეთ და მიტომაც დავხარე თავი, შურით არეულ სახეებში რომ არ შეგხედოთ. იდუმალ კოშკში ფანტაზია დავსვი დედოფლად, მას ჩემი ლანდი სასიძოდ ჰყავს, მისივ მხლებელი, ვიცი გავირბენ შეუმჩნევლად ამ წუთი-სუფლად, ვით მძინარ ტყეში შუა ღამის მატარებელი.
 
Форум » ლიტერატურა » კონსტანტინე გამსახურდია » ლექსები
Страница 1 из 11
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |