იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
nukriaДата: ხუთ, 15.03.2012, 01:34 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.
***

ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

***
დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.

***
მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.
***

არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
***

კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.
***

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.

***
ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.

იმედი უბედურთა მეორე სულია.
***

სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
***

ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.
***

მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.
***

ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.
***

მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.
***

შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.
***

ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.
***

ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.
***

სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!
***

თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.
***

დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ" .
***

როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.

***
ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.
***

არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.
***

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?
***

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

***
დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ- მთავრობა.

***

სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.

***

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

***

ქალი ყოველი არსის გვირგვინია.
***

თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.
***

ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
***

არსებობენ ცრუხელოვანნი - დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი - გამორჩენისათვის.
***

შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.
***

ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.
***

ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.
***

ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.
***

ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.
 
Форум » Цитаты-გამონათქვამები » ციტატები » იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость