სადღეგრძელო
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:25 | Сообщение # 11 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| მოდით ამ ჭიქით იმ ჭინკას გაუმარჯოს, სულში რომ გვიზის და სასიამოვნო სისულელეებს რომ ჩაგადენინებს ხოლმე
|
|
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:26 | Сообщение # 12 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ეს იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.რომელიც მეორეზე არ გაფიქრებინებს და ეს იმ მეორე სიყვარულს გაუმარჯოს,რომელიც პირველს დაგავიწყებს
|
|
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:27 | Сообщение # 13 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
|
|
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:40 | Сообщение # 14 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ]იცით რას გაუმარჯოს?......
რაც არ გაგვიკეთებია და გვინატრია.......
რაც გაგვიკეთებია და გვინანია..........
რისი გაკეთებაც გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალზედ გვიანია. . .
|
|
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:52 | Сообщение # 15 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასდროს ახდება!.. იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც მართლა ნატვრა გახდება. იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს, ბალიშზე მწუხრისას დადენილს. იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს, -ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს. მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს, რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია. იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს, გულში რომ დაგინთებს სანთელს. ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს, ოცნებას, დამდნარ სანთელს. იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასდროს ახდება. იმ ნატვრას, იმ სიყვარულს, რომელიც მართლა ნატვრა გახდება!.. მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებას, ალერსს, გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს, ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!.. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს, იმ ატირებულ ტირიფს, რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს, მიატოვეს და ტირის. მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ მოჩურჩულე ღამეს, გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას, წარსულზე რომ იტყვის რამეს. მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს, იმ შენი მომავლის ორ ცას!.. ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს, მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !. ]
|
|
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:55 | Сообщение # 16 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| იმათი იყოს ეს სადღეგრძელო ტიციან ტაბიძე
ნიკო ფიროსმანი
რომ დავჯდებოდეთ დღეს პურის ჭამად,
მოვიგონებდეთ, ძმებო, ფიროსმანს.
მისი გული გვაქვს ჩვენ ღვინის ჯამად
და აქამდისინ ქართულ მირონს გვბანს.
გვიკურთხებს სუფრას აღდგომის კრავი,
მისი რუმბები და ნატურ-მორტი.
არ დაილევა კრავის საკლავი
და ასაბიით სუფრა მოირთო.
გაიარს კიდევ ათიოდ წელი
და ჩვენ ცხოვრებას უფრო მიქელავს.
ჩვენიც იქნება შესანდობელი,
შეგვაბრალებენ საწყალ ნიკალას.
და ატირდება წყვილი სანთელით
სამიკიტნოში სუფრა პატარა.
განვლო მან ცეცხლის კორიანტელი,
ბედმა უბედოდ ბევრი ატარა.
იყო საწყალი ერთი ოსტატი -
ასეთ ოსტატებს ზრდის საქართველო,
იკურთხოს მადლით მარჯვენა მათი,
იმათი იყოს ეს სადღეგრძელო.
|
|
|
|
verikolataria | Дата: შაბ, 15.08.2009, 23:57 | Сообщение # 17 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდეს ხვალისა, შენს სალოცავებს ვფიცავ - დაიზრდებიან ბალღები, ალგეთს ლეკვები მგლისა!
|
|
|
|
verikolataria | Дата: კვ, 16.08.2009, 00:06 | Сообщение # 18 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| წარმოიდგინეთ კაცი რომელსაც ღვინო უყვარს ,მაგრამ იმისათვის რომ დალიოს,ღვინოში არ გაგცვლის...კაცი რომელსაც ფული უყვარს მაგრამ ფულზე არ გაგყიდის...კაცი რომელსაც ქალი უყვარს ,მაგრამ ქალშიც არ გაგცვლის...ისეთ ადამიანს გაუმარჯოს რომელსაც ყველაფერი უყვარს ,მაგრამ არაფერში არ გაგცვლის![
|
|
|
|
verikolataria | Дата: კვ, 16.08.2009, 00:09 | Сообщение # 19 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| Как гласит древняя народная легенда, когда Господь раздавал людям земли, на которых они будут жить, грузины опоздали, поскольку были слишком заняты тем, что пили и ели. Когда же они явились перед Богом, Он им сказал, что свободных земель больше не осталось. На это грузины ответили, что опоздали из-за того, что пили за здоровье Господа и пригласили Его поучаствовать в застолье. Господь так замечательно провел время, что решил подарить грузинам землю, которую припас для себя. Воистину, Грузия - божественная страна!
|
|
|
|
verikolataria | Дата: კვ, 30.08.2009, 21:02 | Сообщение # 20 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| მინდა სასმისივით დაგეცალოს, სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე, ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს, ამაყი,უდარდელი დადიოდე. მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს, უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა, მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს, აგიხდეს,თუკი რამ გენატრება. მინდა ბედნიერი ქალი იყო, დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა, გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო, ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა. მინდა სასმისივით დაგეცალოს, სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე, წუხილი სიხარულში გაგეცვალოს, ამაყი,უდარდელი დადიოდე
|
|
|
|