სადღეგრძელო - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
სადღეგრძელო
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:10 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მაღალ ტახტრევანზედ იჯდა მამა ღმერთი,
და თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედო,
შიგ მზე სანთლად ენთო,
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ნიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა
რომ აღარავისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინაშე იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის მის ხვთობას მინდობილს,
ზოგს მთები არგუნა ზოგს მთის კალთები და
ზოგს ვრცელი უდაბნო ზოგს ვრცელი მინდორი.
ზოგს მყინვარი შეხვდა
ზოგს მყინვარ წვერები,
ნება უფლისა არიყო სადაო,
მაგრამ იმ გრზელ რიგში არ ჩანდნენ ქრთველნი,
რიგი და ქართველი?
საიდან სადაო...
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი,
მიწის გოჯაც კი არ დარჩა უბრალოდ,
სად იყო სად არა გამოჩნდნენ ქართველნი,
და ჰკითხეს ჩვენ რავქნათ გვითხარი უფალო.
მიწის ამზომნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ძალზე დაღლილი ჩანდა თვით მეუფეც,
ვინა ხართ?
რა გინდათ?
საიდან მოხვედით?
მთელი დედამიწა უკვე დანაწილდა.
ქართველნი გახლავართ გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ გაქეთ და გადიდეთ,
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო.
და დაგვაგვიანდა უფალო გვიწყალე.
ალპებად, ანძებად, თუ კავკასიონად,
აღიძრნენ მაღლა წარბებ შეკრულნი,
-ადვილი არაა სად დაგაბინაოთ?
-ასეთი მამაცნი ასეთი ერთულნი...
-ჭიუხიც, ბილიკიც, სუყველა გავეცი,
-ჩემთვის დავიტოვე პატარა წალკოტი,
-იქ კალთა დავბერტყე სიკეთის, სიუხვის,
-საჩემოთ ედემის სეხილით ვამკობდი.
-მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები...
-და რადგან მიწის ნამცეციც არ დარჩა,
-ზეცაში ვიცხოვრებ და ეს ედემი,
-თქვენთვის მიჩუქნია ვიქნები თანახმა.
და ასე წავიდა ღმერთი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა მზიური მთა ბარი
ამიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ქუხს მისი სიკეთის, სიუხვის ამბავი
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:11 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ღმერთმა ადამიანს 3 კიდობანი გამოატანა და გააფრთხილა:დედამიწამდე არ გახსნაო!
სულმა წასძლია ადამიანს და ერთი გახსნა.
ამოფრინდა იქიდან სიცოცხლე და გაუფრინდა...
კიდევ წასძლია სულმა...
ამოფრინდა იქიდან სიყვარული და გაუფრინდა!
ჩამოიტანა 1 კიდობანი დედამიწაზე და გახსნა_
ამოფრინდა იქიდან იმედი, გულში ჩაუფრინდა და დღემდე მასთან ცოცხლობს!!!!!!!!!!!!!! [/b]
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:12 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ზეცა-ფიროსმანის ლურჯი სუფრა,
ნეტავ მზის ყანები ვის ელიან?
ქუჩაში კოცნის გოგოს ბიჭი,
ვიღიმი თვალებში ნისლებია.
ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს
მე რომ არასოდეს მღირსებია .

 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:14 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეებს რომ დაიფიცებ...
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:15 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს,
უსარულო ბილიკს და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზა აბნეულ მგზავრს...
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:17 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
]მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან, "რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე". იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია, შენთვის კი ყველაფერი.
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:18 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მზე რომ დახატო თბილი უნდა იყო, თბილი რომ იყო ვიღაცამ უნდა გაგათბოს, რომ გაგათბოს უნდა უყვარდე რომ უყვარდე უნდა დაიმსახურო მოდით ამ სითბოს სიყვარულს დამსახურებას და ღირსებას გაუმარჯოს.
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:20 | Сообщение # 8
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ქართულ მიწა-წყალს გაუმარჯოს.

"საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა ტკბილი, მიწა მარადი.
შენ, მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
ქართულო მიწავ, ალბათ მიტომ დაპატარავდი"[/color][/b]
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:22 | Сообщение # 9
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
სარდაფში ვარ, კვლავ დავცალე ჭიქა,
საქართველოს ყურძნის წვენით სავსე;
ზღვის ტალღებში,რომ შევიდე იქაც
შენი ლანდი დამადგება თავზე..
აქ ფიროსმანს დაუხატავს კრავი,
აქ დარდების გასაქრობად სვამენ
მაშ , დამისხით კარდენახი შავი
ეგებ თეთრად მომეჩვენოს ღამე..
სარდაფში ვარ,კახურის სმის დროსაც
შენით მატკბობს მოგონება ტკბილი
კარგი იყო ის ბავშვობა როცა
გვქონდა ტყემლით მოკვეთილი კბილი
 
verikolatariaДата: შაბ, 15.08.2009, 23:23 | Сообщение # 10
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
გაუმარჯოს იმას,რაც ოდესმე მოხდება...იმას,რაც ოდესმე ვინმეს სულს აუტირებს და დაანახებს ზღაპრის ქვეყანას...იმას,რაც ოდესმე ვინმეს გააგდებს სიმყუდროვიდან ქარში,წვიმაში და შეაყენებს სიცხადის კართან ნიღაბმორგებულ ყოფის წინაშე,იმას,
რაც ოდესმე ლოცვად იქცევა...
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость