გიორგი არაბული - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
გიორგი არაბული
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 18:53 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“ჩემს სამყოფელში”

ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე
ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის…

ჩემს სამყოფელში მზე და მთვარე ერთად ანთია,
ჩემს სამყოფელში ყოველდღიურად იცვლებიან წელიწადის დროები,
ჩემს სამყოფელში ყველანაირ აზრს აგათლიან,
თუკი ერთხელაც თქვი რომ შენ ხარ ცოტა პოეტი.
ჩემს სამყოფელში ისმის მუდამ საგალობლები,
მცხოვრებნი ყველას ეძახიან მოდით, ოსანა!
აქ იშლებიან ბარათებად ხმელი ფოთლები,
და თხოვდებიან ვარსკვლავები შეუმოსავად.
აქ ფიქრებს სთესენ გადაღლილი, გლეხი სოფლები
და შემოდგომით მთვარე იღებს ლექსებს მოსავლად
ჩემს თეთრ ბინაში სამი გმირი ღამეებს ათევს,
“პატარა უფლისწული”, “თოლია ჯონათან ლივინგსტონი” და “ცასწავალა”,
ჩემს სამყოფელში ორი დღის წინ ბაობაბები დარგეს,
და მათ ერთ ღამეში მთვარემ ვარსკვლავების დათვლა ასწავლა.
ჩემს სამყოფელში ხშირად დასეირნობენ ალი და ნინო,
და მერე აქვე წმინდა გრძნობას ერთურთს უხსნიან,
აქ წურავს ლოთი დიონისე ნისლისგან ღვინოს,
ჩემს სამყოფელში, ჩემს ეზოში კარცერ-ლუქსია.

ჩემს სამყოფელში მცხოვრებთ ცასიქითლებსაც გვეძახიან,

ჩემთან ზღვა ღელავს და მოხუციც რაღაცას ეძებს,
და გილგამეშიც სიკვდილს ეძებს და მერე ებრძვის,
აქ ვიიონი, ლორკა, რემბო ყვირიან ლექსებს,
აქ მარცვალივით იკარგება ალალი ლექსი.
აქ მხოლოდ დგამენ ანტიპიესებს,
და იონესკოს აბსურდს ეტრფიან,
აქ არ ამბობენ ხმადაბლა ლექსებს,
ცოფებს ყრიან და ყეფით ყვებიან.
ჩემს სამყოფელში უქმე დღეები შავ-თეთრია,
და ტირის არავინ,
აქ ოცნებები, ნისლებივით იკარგებიან,
ფიქრები კიდევ დღიურს კერავენ.
………………………………………………………………………………
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი.
ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან,
დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა,
წამოდი,
წამო,
წა…
 
nukriaДата: ორ, 15.06.2015, 15:26 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიტყვის გალექსვა მომინდა,
ნამიან ალიონზედა,
სიტყვები ვეგარ ავკინძე,
ცრემლი მომადგა თვალზედა…

მე რა ვაწამებ არც ფურცლებს,
არც კალმებს ვისვრი ხრამშია,
გადამატარეთ მინდვრები,
მუზა მიმწევს მთაშია…

ბიჭოვ ეგ შავი თვალები,
ვითა მიგიგავს ნახშირსა.
ნუ ჩამიქროლებ ჯიქურად,
თვალებს ვერ გაწვდენ გზაპირსა…

შენს ცოდვას მე ნუ დამბრალებ,
თუ ჩემი ტრფობა გაწამებს,
ეგრე კლდესავით ნუ მიმზერ,
ნუ დამისველებ წამწამებს…

წამოდი ხელი ჩამჭიდე,
აწ მივაშუროთ მთებშიო,
მაგ შენსა გულის წადილსა,
ვკითხულობ მაგ თვალებშიო…

ეგ სიამაყე განრისხე,
ვაჟკაცო ნუ მძენ დარდასაო,
წამოდი ერთად წავიდეთ,
ხევში დავიწერთ ჯვარსაო…

შენი ხევსური სიგიჟით,
ალისფერ ტუჩებს დავნებდე,
ხელსში აყვანილს მატარე,
მაგ მხარ ბეჭზე მსურს დავბერდე…

მე გაგილექსე სიტურფე,
არაგვის პირას კალმითა,
ამ ლექსს გიტოვებ სახოვრად,
შემოგავიწყდე არ მინდა…

ავტორი: თ.ქ
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 18:22 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ძილმკვდარი მთვარე რომ ჩაქრეს,
ღამეს ალბათ სახელს შევუცვლი,
ფიქრები ქარებმა მომტაცეს...
ფიქრისთვის მე ვეღარ მოვიცლი -

ახლა თუ გამაფრენს თოლია,
ზეცისას ჩამოვწყვეტ საყურეს,
მთვარესაც თვალები ჰქონია,
მშორდება და ბრაზით დამყურებს.

"ან ღმერთს გიწოდებენ, ან კიდევ სატანას"
უნდა შეეგუო, ვით ჭირისუფალი.
მრავალი სიყალბის მოგიწევს ატანა...
მაგრამ მთავარია,
ხარ თავისუფალი.

მაშ, თავისუფლება, ჯონათან,
სიმართლეს ზეცაზე გავაფენ,
სამყაროს ამ ღამით მოვნათლავ,
სამყაროს შენს სახელს დავარქმევ.

"მაშ, არავითარი საზღვარი ჯონათან..."
არც ლექსში).

მე ფრთებით გავივლი ჰაერში,
მივფრინავ, მივყვები მარათონს,
სამყოფლის მზე მიდგას თვალებში.

ახლა,
ძილმომკვდარი მთვარე რომ დაბნელდეს,
სამყოფელს შენს სახელს დავარქმევ,
ჯონათან.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 18:25 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენს სოფელს ახლა
დამეწყრილი ხეობა იცავს,
გაგვიფერმკრთალდა ძაგანის და იახსრის მითი,
ხმლები კი არა
ხევსურეთში დაჟანგდა მიწა,
ახლა ვსხედვართ და
არაგველებს
თითებზე
ვითვლით.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 18:26 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე
ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის…

ჩემს სამყოფელში მზე და მთვარე ერთად ანთია,
ჩემს სამყოფელში ყოველდღიურად იცვლებიან წელიწადის დროები,
ჩემს სამყოფელში ყველანაირ აზრს აგათლიან,
თუკი ერთხელაც თქვი რომ შენ ხარ ცოტა პოეტი.
ჩემს სამყოფელში ისმის მუდამ საგალობლები,
მცხოვრებნი ყველას ეძახიან მოდით, ოსანა!
აქ იშლებიან ბარათებად ხმელი ფოთლები,
და თხოვდებიან ვარსკვლავები შეუმოსავად.
აქ ფიქრებს სთესენ გადაღლილი, გლეხი სოფლები
და შემოდგომით მთვარე იღებს ლექსებს მოსავლად
ჩემს თეთრ ბინაში სამი გმირი ღამეებს ათევს,
“პატარა უფლისწული”, “თოლია ჯონათან ლივინგსტონი” და “ცასწავალა”,
ჩემს სამყოფელში ორი დღის წინ ბაობაბები დარგეს,
და მათ ერთ ღამეში მთვარემ ვარსკვლავების დათვლა ასწავლა.
ჩემს სამყოფელში ხშირად დასეირნობენ ალი და ნინო,
და მერე აქვე წმინდა გრძნობას ერთურთს უხსნიან,
აქ წურავს ლოთი დიონისე ნისლისგან ღვინოს,
ჩემს სამყოფელში, ჩემს ეზოში კარცერ-ლუქსია.

ჩემს სამყოფელში მცხოვრებთ ცასიქითლებსაც გვეძახიან,

ჩემთან ზღვა ღელავს და მოხუციც რაღაცას ეძებს,
და გილგამეშიც სიკვდილს ეძებს და მერე ებრძვის,
აქ ვიიონი, ლორკა, რემბო ყვირიან ლექსებს,
აქ მარცვალივით იკარგება ალალი ლექსი.
აქ მხოლოდ დგამენ ანტიპიესებს,
და იონესკოს აბსურდს ეტრფიან,
აქ არ ამბობენ ხმადაბლა ლექსებს,
ცოფებს ყრიან და ყეფით ყვებიან.
ჩემს სამყოფელში უქმე დღეები შავ-თეთრია,
და ტირის არავინ,
აქ ოცნებები, ნისლებივით იკარგებიან,
ფიქრები კიდევ დღიურს კერავენ.
………………………………………………………………………………
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი,
ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს,
წამოდი შენაც, წამოდი ცაში და ჩემს ყვავილთა სახლში შემოდი.
ჩემს სამყოფელში მუდამ ვიღაცას ელოდებიან,
დღეს მოლოდინი შენი ჩამოწვა,
წამოდი,
წამო,
წა…
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 18:27 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილით ჩანთიანი უყვება აღმართს,
საღამოს სახლში...
პურს უყრის ჩიტებს,
საკუთარ ასაკს ყოველთვის მალავს,
საუბარს ხშირად ხელფასზე იწყებს;
-თურმე არ ყოფნის...
ამაზე ნაღვლობს,
ჭორაობს თავის მეზობლის ქმარზე,
თურმე წლებისგან ბევრ რამეს სწავლობს,
ფიქრობს მშობლებზე...
რემონტზე,
სახლზე.
იგონებს სტუდენტობას ან სულაც ბავშვობას,
აწმყოზე საუბარს გაურბის,
თურმე გულისწორებს თავადვე დაშორდა,
ძველი რომანები თემაა საუბრის.
დალაგებულ სახლს ისევ ალაგებს,
სურს, რომ კაცის სარეცხს აფენდეს,
საღამოს ივარცხნის დალალებს,
რომ დილით ბავშვობა გათენდეს.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 18:37 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 19:00 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 19:02 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება... კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო... "ამინ"
კაცობრიობა დაამწყვდიეს... კარი დახურეს...
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს... ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს - ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი)
 
nukriaДата: სამ, 27.09.2016, 19:31 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელის მთვარემ, ზეცის წარმართმა,
ვარსკვლავნი კრწანისს ჩამოათოვა,
შავმა დრომ წმინდა დროშა წაგვართვა,
ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა.
ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,
მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,
შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,
არაგველების სასაფლაოზე.
ეს დღე სხვა დღეებს სრულებით არ გავს,
ქარნი ყაყაჩოს ფურცლებს აცლიან,
კრწანისი წითელ ნაჭრელას ქარგავს
და სისხლისფერი ჩოხა აცვია.
მთის არწივს ყანწით მოაქვს არაყი,
შესანდობარი უნდა დავლიოთ,
ფეხზე წამოდგა მთელი ქალაქი
და ცრემლიანი ხვდება ალიონს.
ნამიან ველებს კვლავ ადგას ნისლი,
ზეცა ტირის და მიწაა სველი,
მტკივა კრწანისზე შემხმარი სისხლი,
ვით სააკაძეს მარაბდის ველი.
... და მაინც, მაინც ისმის მწყემსური,
ისმის ჩაკრულო გულგახელებით,
შუბლდალეწილი მოველ ხევსური,
რომ დავიტირო არაგველები.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость