გიორგი არაბული - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
გიორგი არაბული
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 15:15 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ასე თენდება, ვიღვიძებ რამეთუ
ყავა მაქვს დილით და ღერი სიგარეტი,
ჯობია რომელი რიჟრაჟი, ღამე თუ
მეზობლის ის გოგო რომ არ ვიკარებდი?...

ოთახი? არც ისე დიდია რადგანაც
ასეთი უყვარდა ცხონებულ ბაბუაჩემს,
წიგნებში ალაგია სანიშნედ აქ დანაც -
პურის საჭრელი და ძნელად გამოარჩევს -

უცხო ან სტუმარი, ან კიდევ ის გოგო,
მე რომ ბავშვობიდან დამსდევს და მეუბნება -
დამხატე შიშველი არ გამოიზოგო,
შენი სინდისი და სირცხვილის შვებულება.

მაშ ასე, ვაგრძელებ და ძველი მაგიდა,
მიწას მიეწება თითქოს აქაოდა -
უკვირს, განიცდის და ამბობს - აქ რა მინდა?...
გუშინ ერთი ცალი მსხალიც ქანაობდა -

მსხლის ხეზე, ხოლო მე რა ვიცი? საიდან?
თუ რას ან რატომ გრძნობს მაგიდა ჩემზე დიდი,
ახლა ამას ვფიქრობ და რაღაც საგნიდან
მესმის ბაბუას ხმა - ეჰეი, ჰეი კიდი.

მსურს ჩემზე დავწერო, მინდა და არ მინდა,
ან კიდევ ვერ მინდა, შენ გინდა? ვითომ, ვითომ?
დღესაც ზღვის სურვილი ჩაყლაპა ამინდმა
და წვიმა გაწვიმდა მსხვილ-მსხვილ, თითო-თითო.

ვეღარ ვიმორჩილებ სურვილებს აშკარაა,
თორმეტს ოცი უკლია იწყება აგვისტოც,
ჰოი ეს ზაფხულიც ძალიან პატარაა,
გადის დრო და გადის, გადის და გადის დრო.

დიახ! მე ვხატავდი! ვხატავ და დავხატავ,
დავიწყე ეს საქმე ჯერ კიდევ ბავშვობიდან,
მოკლული მყავს ორი, ხოლო რითმისთვის ცხრა კატა,
და მერე ავდექი წითელი გარშოკიდან.

ეძღვნება ეს ლექსი ლამაზს და მახინჯებს,
ქალს სულ არ ეხება და მაინც ქალია,
როი კი ასეთებს მხოლოდ და მაშინ წერს,
როცა ვიღაც უყვარს... და ძალიან მთვრალია!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 15:35 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუადღეა ამინდის, სახლში ვარ ჩვეულებრივ,
თავის ტკივილები მომყვება ლექს და ლექს,
არ მიყვარს გაღებილი ქალები, მე ბუნებრივს
უფრო ვყაბულდები, ის და ის, ეს და ეს -

ბანალურ თემებზე მდორე საუბრები,
ამომდის ყელში და ქრება მორიდება,
ჰოი, მე სხვანაირ ქალებს ვყაბულდები!
გახრწნილი ფიქრებიც კეთილშობილდება.

ვაკეთებ ჩანახატს ფსიქო-ლექს-ოგიურს,
რა რთული ყოფილა თავზე დაკვირვება,
ვეჩვევი შეგრძნებებს და როგორც ოპიუმს -
ვუმორჩილდები და... სარკეში დაპირება:

ხვალიდან არ მოვწევ მინიმუმ ხუთ ღერზე
უმეტესს, ავდგები შვიდისკენ ყოველდილით,
განრიგსაც ყოველ შემთხვევისთვის ფურცელზე
ჩამოვწერ და მერე, - ვითომ პოეტივით -

ავიღებ ჩემოდანს, ცილინდრს და სათვალეს,
დავყვები ქვეითად ქალაქის ქვაფენილს!
ვასრულებ დანაპირებს? - ე.ი ვაფრენ ჩათვალე,
პრინციპში მე ახლაც კი ვგავარ გაფრენილს.

შუადღეა ამინდის, ოთახში ისევ ჩემს
ვზივარ, გალას წიგნზე მიდია ფურცელი,
არა, ამ ბოლო დროს მიუჩვეველს ვიჩემებ,
იდეა? იდეა კვლავ არის უცვლელი -

ეს ლექსი ეძღვნებათ ლამაზებს, მახინჯებს,
ქალს სულ არ ეხება და მაინც ქალზეა,
როი კი ასეთებს მხოლოდ და მაშინ წერს,
როდესაც საშინელ პახმელი აზეა!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 16:07 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ლექსის საღამოა გარეთ თოვს და
მობუზულან აქ ბათუმის ეზონი,
ქარიც უმალ მივარდნილა ხეთა მწყობრს და
დაუბზარავს ყოვლად უმიზეზონი.

უშენობა ოთახებში ბოლთას სცემს და,
იანვრიდან შვიდ თუ რვა თვეს ავითვლი,
ფიქრი შენზე ამ ბოლო ხანს უფრო მსდევს და
ერთი ლესის საღამოსაც ჩავითვლი.

ზამთარია გარეთ თოვს და მიეთ მოეთს
დავამთავრებ ყოვლად უმისამართოდ
და მითხარი მსგავსი ლექსი რომელ პოეტს,
მოუძღვნია შენთვის ჩემო საზამთროვ.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 16:18 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე სექტემბერის, - ჰორიზონტს ბინდავს
თვალებს სათვალე გიმალავს შავი,
ნაპირზე ვწევართ, გავსცქერით ბლინდაჟს,
შორს შეუმჩნევლად ქანაობს ნავი.

მზემ დააჭირა, სველდები ზღვაში,
ხუჭუჭი თმები სწორდება როგორ,
მოგყვები უკან, ხოლო მაგ თმაში,
სურვილებს უფრო ვასველებ გოგო.

ვეწევი, მიცქერ, არ ვიმჩნევ თითქოს,
ზღვამ დაახველა ვეება ტალღა,
ლოყაზე უცებ ვიგრძენი სითბო,
და კოცნის ექო გაიბნა სადღაც.

ზურგზე კენჭების გატყვია ზოლი,
ერთი, ორი და სამი - ვხურდებით,
ქვებმა გაფანტა ტალღებში რგოლი
და იზეიმა ბაყაყურებით...

ასე ბავშვური მოგაქვს სიანცე,
ასეთ ლაღსა და ასეთ ნებიერს,
ზღვიდან ოცნების ზღვაში მიტაცებ,
და ბაგეს ვეძებ მეც უნებლიედ...

მზე სექტემბერის, - ჰორიზონტს ბინდავს,
მკერდზე კი შენი მეკვრება თავი,
ნაპირზე ვწევართ, გავსცქერით ბლინდაჟს
და შეუმჩნევლად ქანაობს ნავი.
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость