ნუგო გვენეტაძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ნუგო გვენეტაძე
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 12:21 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანი
პირქუში ქალი,
ჯოხის ამარა
რომ დასდგომია უკაცურ ბილიკს,
კაბის კალთით რომ აუთრევია
მისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვი
და მიდის, მიდის, არც იცის, საით.
იქნებ ბედკრული საქართველოა,
ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?!
ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალს
ჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში,
ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?!
ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?!
აბა, რად შევკრთით წამით ყველანი,
რად შეგვაცოცდა, მორიელივით,
შიში განკითხვის და აღსასრულის?!
ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი,
არაფრის გამო და არაფრისთვის,
ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი,
ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი...
და მიდის, მიდის, არც იცის, საით,
რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით,
სადმე, კლდეებში და ყინულებში.
მაინც არ არის ჩვენი საშველი,
თუ ისევ იმან არ მოგვაქცია
გზასაცდენილნი და დაქსაქსულნი.
თუ ისევ იმან არ გაგვახსენა,
რანი ვიყავით და რანი დავრჩით.
თუ ისევ იმან არ გვაპატია
ეს გულგრილობა გასაოცარი.
მაგრამ ჯერ მიდის... ჯერ გამოხედვაც
არ უნდა ჩვენსკენ...
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 12:23 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტანზე სუროსავით ლექსმა დაივანა,
სულის სამოსელი ქრისტე იესოა,
სანამ დამთავრდება “შუაღამიანი”...
სანამ ქუთუთოებს ბინდი მიექსოვა,
ვამსხვრევ მდუმარებას ფორტეპიანოზე,
ახლა ბეთჰოვენი შეცვლის ჩაიკოვსკის,
ზეცას დაემართა მკვეთრი ციანოზი,
სისხლი ვუწყალობე ერთი ჩაის კოვზი.
ნაპირს შემახიზნა უპოეზიობამ,
სადაც ღრმადშეჭრილი ზღვაში კონცხებია,
ვწერ და ემოციამ ვერ იმსახიობა,
მწუხრზე აღვლენილი ყალბი ლოცვებივით.
...........
ვსუნთქავ სახარებას, ამინდს ნაგოლგოთარს...
ვგრძნობ ეს სურნელება, მაშინ შემაწია
ღმერთმა, როცა ჩემში თომა დაგმო ჰოდა,
მოხდა ყველა ეჭვის სრული კრემაცია.

გიორგი გაბაიძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 18:18 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვალ წაგლეკავენ ეს ცრემლები,
სევდის მდინარე,
ახლა ის დროა,
როცა ცამდე ვაღმერთებ მართალს,
ვარ უსახელო
და აქედან გამომდინარე,
ლექსით ვიმრთელებ
სულზე მწარე ჭრილობის ნათალს.

არაფერია რადგან ქვეყნად
უკვდავად ქმნილი,
მარტოდ სიცოცხლე
და მასთანაც ვთამაშობთ, ვცრუობთ,
ალბათ ყველაზე გულწრფელი ვარ ,
როდესაც ვტირი,
ნუ გამაღიმებ,
თუ მომღიმარს ვერაფრით მგუობ.

როგორც ჰაერი,
ისე გსუნთქავ, არ ველი პასუხს,
მზერაც კი, არ მსურს არ-ღვთიური,
თუნდ იყოს მწველი,
სიმართლის გარდა
დღეს არაფრის მოსმენა არ მსურს,
სიცრუეს უკვე
შევალიე რამდენი წელი
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 18:30 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წლების სიბნელე ვერ დაჩრდილავს ამომავალ მზეს,
არც გვიბრძოლია, სულ უბრალოდ შუქი ავანთეთ!

და იმ დღეებში მართლა გათენდა საქართველო ბათუმიდან...

"ჰოდა ახლა სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა"....
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 18:48 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.

ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.

ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,
ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს
ამას თვითონ წყვეტს... და თუ დარჩა იმის უნარი,
რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.

ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად - ,,ვუყვარვარ’’,
,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,
რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა
და მარცვალ-მარცვალ, - ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.

სულში დანაზოგ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,
ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,
სიშორე, - შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,
უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად...!

მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
ყველა “ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!...
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 18:49 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე, არაყი, ზღვარი ივლება,
ახლა სიცხადეს წერენ თვალები,
შენზე ოცნებებს გადავივლებ და
-”პოეტიაო” - დამაბრალებენ.

არა, ძვირფასო, მოვრჩი, გავნელდი,
მხოლოდ შენს ხატებს ვუწერ ტროპარებს,
ლექსი კი მაშინ გადაგრანელდა,
როდესაც ღამეს ფიქრი მოვპარე -

გარდაცვალება. ხვალ რა იქნება,
ალბათ იტირებს ღმერთი ხელახლა,
იცი ძნელია იმის მიგნება,
რასაც იქ ეძებ, სადაც ვერ ნახავ,,,

არა აფსურდი, რადგან მე ასე,
ბევრი დილა და ღამე ვათიე,
ისევ ტკივილი მოდის მეასედ,
ისევ გეძახი, გთხოვ, მაპატიე!

ღამე, არაყი, უცხო სიზმრები,
კვლავ მაშინებენ მუქი თვალებით,
ვიცი, ხვალ რომ გულს ამომივსებენ
და უგულობას
დამაბრალებენ...

სულხან წულუკიძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 18:50 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

გამოქვეყნებულია: 11 ნოემბერი, 2010 15:24:46

წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ი

წვიმაა ახლა რემბრანტის ფუნჯი,
უნდა დაგხატოს,
მე კი მოლბერტი
ვდგავარ,
ჰო ვდგავარ და რაღაც ფუჭი
მოგონებებით უკვე მოვბერდი.

წვიმს და ცრემლებად ილევა ზეცა,
ყველა წვეთი კი ბოროტად მიტევს,
პერანგებივით ოცნებებს ვკეცავ,
და ვხედავ როგორ გიხატავს თითებს

წვიმა -
ჩემს მკერდზე,
შენ კი ძლიერად,
მიჭერ და გულში მეკვრები ისე,
რომ დაეკარგა წვიმას იერი
და შემოღამდა ფიქრებში ცისებრ...

ვინა ვარ? ქვეყნად მოვედი რატომ,
საით მივდივარ ან რაღა მინდა,
როდემდე უნდა ვიარო მარტომ?
რემბრანტი ხატავს,
ფერადად წვიმს და

შავი ღრუბლები წვეთებს მესვრიან,
მე ვდგავარ ისევ, როგორც მოლბერტი,
ვდგავარ და ვიცი რომ ეს ლექსია,
ჩემი სიკვდილის წინამორბედი.

სულხან წულუკიძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 18:53 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაა ახლა რემბრანტის ფუნჯი,
უნდა დაგხატოს,
მე კი მოლბერტი
ვდგავარ,
ჰო ვდგავარ და რაღაც ფუჭი
მოგონებებით უკვე მოვბერდი.

წვიმს და ცრემლებად ილევა ზეცა,
ყველა წვეთი კი ბოროტად მიტევს,
პერანგებივით ოცნებებს ვკეცავ,
და ვხედავ როგორ გიხატავს თითებს

წვიმა -
ჩემს მკერდზე,
შენ კი ძლიერად,
მიჭერ და გულში მეკვრები ისე,
რომ დაეკარგა წვიმას იერი
და შემოღამდა ფიქრებში ცისებრ...

ვინა ვარ? ქვეყნად მოვედი რატომ,
საით მივდივარ ან რაღა მინდა,
როდემდე უნდა ვიარო მარტომ?
რემბრანტი ხატავს,
ფერადად წვიმს და

შავი ღრუბლები წვეთებს მესვრიან,
მე ვდგავარ ისევ, როგორც მოლბერტი,
ვდგავარ და ვიცი რომ ეს ლექსია,
ჩემი სიკვდილის წინამორბედი.
 
nukriaДата: შაბ, 28.01.2017, 22:35 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვცნობ მეტაფორას გულისცემითაც
და შენს ნაბიჯებს კულისებიდან,

სულ მოდიხარ და ვერ მოაღწიე,
ხომ ასე იქცა ულისე მითად?!

როგორც ვიყავი შენთან ოდესღაც,
მახსენდება და სულ ისე მინდა!
 
nukriaДата: კვ, 26.02.2017, 20:28 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფარული ფიქრი სულ თან დამსდევს და
გთხოვ, მომიტევო, კითხვას რომ ვბედავ-
ეს ცხოვრება თუ სიზმრად მოგვეცა
სად გაგვაღვიძებ, უფალო, ნეტავ?..

..................<3

როცა ბაგენი მღერიან ლოცვას
და სრბოლა მაკრთობს ურჩი ფიქრების,
შემოგავედრებ, ღმერთო, ამ ცოდვას,
შემინდე...შენ ხომ გულშიც მიცქერი?..

ხათუნა შავგულიძე

კითხვა მაქვს:
რაა ეს?!
ამერიკელი კონგრესმენები,
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის,
აშშ-ს მთავრობის წევრები
რატომ არიან ასაკიანი და საქმიანი ხალხი?!
ს ა ქ მ ი ა ნი ხალხი!

საქართველო ხომ მათი სტრატეგიული პარტნიორია,
ჩვენ ხომ მაგარი რეფორმატორული ქვეყანა ვართ,
ჰოდა,"სადაა
უმწიფარი,
უტიფარი,
დილეტანტი,
ენაჭარტალა და
ბნელი იდეოლოგიზირებული ქართველი "ორიენტირებულების" სადარი ხალხი აშშ-ს ხელისუფლებაში?!
არ ჰყავთ ახალგაზრდობა,
თანაც,
ახალგაზრდობის ყველაზე ცუდი ნაწილი,
კონგრესში და სენატში,
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და
აშშ-ს მთავრობაში რომ მოიყვანონ?!"

ეეეჰ, "ჩამორჩა" აშშ "დემოკრატიის შუქურადყოფილს"
და ყველაზე მანგარ ქვეყანას!
"ჩამორჩა!"

p.s.
პასუხი არ გაქვს?!
აი, პასუხი:

ხალხშია განსხვავება - ამომრჩეველში!
ერთ მხარეს - პასუხისმგებლობაა,
მეორე მხარეს - უპასუხისმგებლობა და კერპთაყვანისმცემლობა!

და... მაგარ კვერცხებიან კაცებში,
რომლებიც არ აძლევენ ერთმანეთს თვითნებობის უფლებას სახელმწიფოს ხარჯზე,
განსხვავებით საქართველოსა,
სადაც ასეთი კაცები გათითოკაცებულია...
დღეის მდგომარეობით!
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость