ნუგო გვენეტაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ნუგო გვენეტაძე
nukriaДата: ხუთ, 22.03.2012, 03:25 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

წითელი ჰოლი და ცისფერი კაბარე,
დაღლილი ნოტები, გრძნობების მაესტრო,
ძველებურ ცხოვრებას წინა წლებს ვაბარებ,
მინდა რომ განაჩენს სიკვდილი წაესწროს.

დამისხით, დამისხით ბატონო კალვადოს,
იქნებ და დარდები ბახუსით მოვრკინო,
სიცოცხლე მომინდა, ო, მაგრამ რაღა დროს,
გვიან ხომ არ არის მითხარი ძმობილო.

დღეს მეძავ ქალებში ვიპოვი სიყვარულს,
უგულოდ, უცრემლოდ, “მე”_ების გარეშე,
ვგრძნობ იაფფასიან სუნამოს სიმყრალეს,
გამიშვი, გამიშვი ვუყვირი ფარეშებს.

მომდევდა ჭუჭყიან კაბარეს სიცივე,
და დაშტერებული უაზრო თვალები,
და დაყრუებული ქუჩების სიცილი,
და უკავალერო მეძავი ქალები.

ეს “მულენ რუჟია” , დამპალი სიცოცხლე,
წითელი ჰოლი და ცისფერი კაბარე,
აქ სანამ ვთვრებოდი მიყვარდი იცოდე,
ახლა კი წვრილმანებს კარისკაცს ვაბარებ.

 
nukriaДата: სამ, 06.12.2016, 08:02 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დაეშვა ქალწულის დონემდე,
და იშვა სამყაროს სრულყოფა ბაგაზე.

შენ ელი, ყოველ დღე, რომ ელი, ვის ელი?
ზღვისპირი გიზიდავთ შენ-ცა და თოლიებს,
ტალღებმა მოკრიფეს სოვ-ელი ბისერი,
და ყელზე შეგაბეს ქაფისფერ კოლიედ.

და სულში და ლექსში და გარეთ, შინ ელი,
შენ ელი, ელი და თუ მოვა თოვლივით -
თეთრი და იმდენად ლამაზად შიშვ-ელი
ვით ციდან მოსული და უარყოფილი.

ყოველდღე ვის ელი, რომ ელი, შენ ელი...
მოვა ის აპრილის თოვლივით და თუნდაც,
ნაფერებ ფიფქების ფერების მფენ-ელი,
ნამთვარევ თბილისთან... სხივჩამდნარ ბათუმთან.

და მიკვირს ვის ელი და მიკვირს მეც ასე,
მეც ასე რას ველი, ვის ვ-ელი, რომ ველი?!
ადიხარ გრძნობების ზე-ცების ზეცაზე,
თავს ირთობ ბათუმურ ამინდის ნოველით...
 
nukriaДата: სამ, 06.12.2016, 10:43 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს,
ქალაქს დაეტყო აციება,
მზის
აღარ მოსჩანს ნატამალი,
ცრის.
ალკოჰოლიც გაცილებით,
მღლის,
მოკრძალების გადამალვით...

ჩუ!..
ღამით როგორ უთოვია!
გულს
მოწყვეტილი შეხამებით -
თუ
ვერ დავასრულე უტოპია,
მძულს,
მაგრამ ისევ მეყვარები!...

კვლავ
ღამეების შეჯამებით,
ვკლავ
მხოლოდ მაშინ თუკი მნებავს,
მზრდად
სიგარეტით მოჯარებულ,
ღრმად
აჩქარებულ "მუზისცემას"...
 
nukriaДата: სამ, 06.12.2016, 16:21 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა გავდივარ დედის საფლავზე
აღელვებული მშვიდდება გული,
ენით ვერ აღვწერ... ამ ქვეყანაზე
ეს სხვა გრძნობაა, სხვა სიყვარული.

როცა გავდივარ დედის საფლავზე
სულს ეუფლება სიმშვიდე სრული,
ცრემლშეუშრობელს ამ ქვეყანაზე
მაცოცხლებს მხოლოდ ეს სიყვარული.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 15:18 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფხაზეთს ვიყავ წუხელ სიზმარში...
იმედისფერად ჰყვაოდა ზეცა...
შემომეგება და ჩემს წინაშე
ხასხასა მოლის ხალიჩებს ჰკეცდა.

მთლად ქართველებით გაივსო მიწა,
აფხაზეთს ქართლის სუნი სდიოდა...
ბაზალეთს გვერდით მიუწვა რიწა,
ფსოუც ჭოროხის გვერდით დიოდა.

მეც ერთ აფხაზ ბიჭს ხელი ჩავკიდე,
არ გვწყინდებოდა ერთურთის ცქერა,
და როგორც ღამე დღეს შეეყრება-
ის იყო შავი, მე ვიყავ ქერა...

გულში ვიძვრენდი აფხაზურ ზეცას
და ზღვაში შეჭრილ ოქროსფერ კონცხებს,
მერე ავტირდი ნაცემ ბალღივით
და რასაც შევწვდი ვკოცნე და ვკოცნე.

ქართული სუნი სდიოდა ყველას,
აფხაზურ სახლებს, მზეს და ბალახებს...
ღმერთო მაღალო! შარბათსიზმარი
ოღონდაც ცხადში კვლავ დამანახე!
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 15:32 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნენე ისე ფაშფაშებს ოდა ორთქლში გახვია,
თეთრი ადგას ალიონს და იღვიძებს მამალი,
დილას რაღაც სხვაგვარი გათენება ატყვია,
მჭადზე ჯვარი წითლდება ძირძველი და ალალი.

მოტეხილი დიდნენეც წელში ისე გასწორდა,
იფიქრებდა ინსანი რომ ცა ქუდად ეხურა,
პაპა როცა ტაბლაზე ციცრის კვერცხებს აწყობდა,
მაშინ ბაბას მეჩეთში წასვლა ეუხერხულა...

თენდებოდა საოცრად - გაღმა ყანა ყვაოდა,
ნალიაზე ეკიდა ფიჩხი-ფუტის ხელჩანთა,
ხოლო ღელე გამოღმა მდინარესთან დაობდა
და კლდეების კატარში ვარდისფერი მზე ჩანდა.

პაპამ ოდის სასარკმლეს ფარდა ჩამოაფარა,
მერე კარი ჩაკლიტა და ბუხართან მივიდა,
ნენემ კვერცხი წითელი ტალიკებზე გაშალა,
ჯვარი გამოისახა, დაჯდა და აქვითინდა.

აუხსნელი რჩებოდა ირგვლივ ჩემთვის ყოველი,
ახლაც თვალწინ მიდგება ნენე როგორ ტიროდა,
ასე ჩვენი ოდიდან თენდებოდა სოფელი
და ყოველ წელს აღდგომა ასე შემოდიოდა.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 15:36 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ვიღაც თვრება და არ იკლებს
ქალაქის პრესტიჟულ რესტორნებს.
აქ, სადღაც, ქართველი მღერის და
იქ, სადღაც, სხვა ქართველს ესროლეს.

ზოგისთვის - მწვანეა ჯერ კიდევ,
ზოგისთვის - გაწითლდა მინდორი,
სადღაც, აქ, ქართველს აქვს ლხინი და,
სადღაც, იქ, სხვა ქართველს - დიდგორი.

იქ ზოგი სამშობლოს იცავს და
აქ ზოგი კუჭს და მტერს ახარებს,
მეუღლე ზოგის - შავს იცვამს და
ზოგის კიდევ, - იცვლის საყვარლებს.

იქ ზოგი თავის ვალს იხდის და
ზოგი კი - სულელ თავს არიდებს,
ზოგი შვილს უმღერის “ნანას” და
ზოგიც - ლუ მინალით აძინებს.

სადღაც, აქ, დრო გაჰყავთ უსაქმურთ,
სადღაც კი - ტყვიის წინ დგებიან...
სადღაც, აქ, კვდებიან შიდსით და
სადღაც, იქ, გმირულად კვდებიან.

ეს საქართველოა სხვადასხვა!
ზრდის ერთად მლიქვნელს და პატრიოტს,
თუმც სადღაც დაშვებულ შეცდომებს
ცხოვრება არავის პატიობს.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:24 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მხარზე თქვენი ვიგრძენი მხარი
და ორი სიტყვით მეთქვა მომინდა,
რომ თუ გაგვფანტეს სხვადასხვა მხარეს
და ვერ დავბრუნდით სახლში ომიდან,
მაგ ტუჩის ნაპირებს, ჯერ კიდევ
უმზეოს,
ამბორით მივადგი საცდელი
ხარაჩო,
შეგრცხვა და იდექი ისეთი
უმწეო -
ვით ტიალ მინდორში პირველი
ყაყაჩო.

ჩვენ ზეცა გვხიბლავდა, ვხიბლავდით
ზეცასაც,
ღამით კი ვარსკვლავი წყდებოდა
ყოველთვის,
შემორჩა თმის სუნი ჩემს ლოგინს,
ზეწარს და
ადრე თუ მიყვარდი ახლა ვარ
პოეტი.

ამინდი ნერვებში წაექცა
ნოემბერს,
წამები წამებმა ცრემლებში
დაახრჩო,
წვიმდა და დღეები უშენოდ
მტოვებდნენ -
ვით ტიალ მინდორში სულ ბოლო
ყაყაჩოს.
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 16:32 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთრის კლავიშმა აუშვა მინორს,
ჰანგები თოვის შევიდა სოლოდ,
სიცარიელე დააჯდა მინდორს
და მოიქნია მწვერვალზე ბოლო.

ქარი არღვევდა იანვრის მოტივს,
კაცები თოვლში ბილიკებს რგავდნენ,
გზის დასაწყისში დაფლული ტოტი,
სახლის ჟანგიან ანტენას ჰგავდა.

ცალფეხშიშველა მირბოდა გოგო,
ცრემლიან თვალებს იწმენდდა ხშირად,
უკან კი ბოტი მოჩანდა როგორც,
თოვლის ბაბუას სტაფილოს ცხვირი.

მარტი თებერვლის ლოგინში იწვა,
მზემ შეისუნთქა ყინულის ბოლი,
ქვემოდან მიჰყვა და მერე მიწას,
თეთრეულივით გადასძვრა თოვლი...
 
nukriaДата: ხუთ, 15.12.2016, 19:37 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგ თვალებში ჩაეტია ცა,
ცაც არის და შიგადაშიგ ცრის,
ვარსკვლავების ჩამოვარდნას ვცავთ
აივნიდან მე და შენ და ის.

ხან ვსაუბრობთ, ვიღლებით და ხან
დუმილი და ამინდები გვღლის,
თუ იწვიმა მაშინ ვნებებს ვბანთ,
მაგრამ უკვე ისე აღარ წვიმს.

ვეგუებით რეალობას და
ზამთარ-ზამთარ მივაცილებთ დროს,
თუ გათოვდა ჩვენ ვოცნებობთ, მდა,
მაგრამ უკვე ისე აღარც თოვს.

ჰგავს და არ ჰგავს მთვარე ახლა ცელს,
საღამოა, ნახევარი ცხრის,
კვლავ ერთი წლით შემიყვარდი წელს
და ერთი წლით დამიბერდი მის.

დამიბერდი და რარიგად თან...
რახან მეტად ეტანები ძილს -
ან დავთვალოთ ვარსკვლავები ან
ვიჯდეთ ასე მე და შენ და ის.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость