კობა ჭუმბურუძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 40
  • 41
  • »
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 15:51 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Фет А. А.
Весенний дождь


Еще светло перед окном,
В разрывы облак солнце блещет,
И воробей своим крылом,
В песке купаяся, трепещет.
А уж от неба до земли,
Качаясь, движется завеса,
И будто в золотой пыли
Стоит за ней опушка леса.
Две капли брызнули в стекло,
От лип душистым медом тянет,
И что-то к саду подошло,
По свежим листям барабанит.

სარკმელს გარე სინათლე ჩანს,
ღრუბლებშუა მზე იღვრება,
ბეღურა კი სილას ქექავს,
გუნგრაობს და იგანგლება.
ციდან, თითქო მიწამ იხმო,
დაეშვება რწევით ფარდა,
ტევრი გარინდულა მიღმა,
ოქროფერი შვენის ქანდა.
მინას ნამი მიეპკურა,
ცაცხვი აფრქვევს თაფლის სუნებს,
ბაღს კი რაღაც მიეპარა
და ჩვილ ფოთლებს უწკაპუნებს.
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 23:02 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი მოგონებაა ჩემი დროის მაშინა

შენ დაგეძებ თბილისო, ნეტავ საით წახველი,
ყელზე მადგას ბურთივით შენი ნატვრის ნაღველი,
შაიცვალა ხალხი და შაიცვალა ფასადი,
ეხლა ვიღან გაიგოს ძველი შნო და ლაზათი,
თუმცა ჯერაც შემოგრჩა ეშხი ძველი ზღაპრისა,
მთვარეც თავზე გადნება, ვით კუსოკი საპნისა,
მე მას ვტირი, არასდროს რაც აღარ დაბრუნდება,
ვტირი, მოგონებები სინამ არ გახუნდება.
შენი შუშაბანდები, შენი ქუჩაბანდები,
დარაბები, ფარდები, ქალაქური დარდები,
თულუხჩები, ჩუხჩები, ნოქრები, ნალბანდები,
ზოგი ჰალალები და ზოგიც სიაბანდები,
კირაკოზას ბულკები, ფილდიკოსის ჩულქები,
აქეთ ყარაჩოღლები, იქეთ _ ქოფაიოღლები,
ჯიგრები და ახვრები, მღიმრები და ბოღმები.
ვართაპედას დუქანი, შიგ ბოზბაში მსუქანი,
ზედაც რუმკა არაყი, როგორც ტუჩის ვარაყი,
სირაჯების ქარხანა, სარაჯი და თარხანი,
ჰამაც გლახოს ზურნა და ჰამაც საქოს არღანი,
ან ის ტკვარი სადღაა, მოდუდუნე, ანკარი,
ძლივას მეედინება ჩანაფს-ჩანაქაქარი,
მადათოვი, პესკები, მელნიცები, ტივები,
თევზი, წნელზე ასხმული, მითამ ვერცხლის მძივები,
თავადური ყაბახი, მებადურის თაბახი,
ჭონი, ჩარჩი, მეკურტნე, მაზმანი და დაბაღი,
კუკლა გიმნაზისტკები, ცანცარ გიმნაზისტები,
ერკემლები, ციკნები, მალაკნები, ციგნები,
ბანტიანი დამები, ქოლგები და წიგნები,
ვაჟნი ვაჟბატონები, წყალი ვაჟინიანი,
ესკიმო-მარუჟენი, კვასი ყინულიანი,
თხილი, შაქარყინული, ქადა, ნუგა, მამალო,
იეთიმ, იეთიმ სადა ხარ, დაჭრილ გულის წამალო,
თბილის-ქალაქელობის მოფრიალე ალამო,
მეგობრობის ხიდო და სიყვარულის მალამო,
საუკუნეს გაუძლო შენი სიტყვის ძალამო,
თბილისისთვინ მღერვაში დახარჯულო კალამო,
შენ როგორ დაგივიწყოს შენმა ნარიყალამო,
სოლოლაკმა, ზემელმა, ისანმა და კალამო,
ტიკი, კოკა, ყარყარა, ჩარექი და ჩეთვერი,
რაღას უცდი, აიღე, დალიე და შეთვერი,
ხილაბანდი, ფურაჟკი, ფაფახები, შლაპები,
ჩიხტიკოპი, ბაღდადი, დარაიას კაბები,
ხაჩიკ ტალგაუკოვი, დათა ზუბიაშვილი,
ზახაროვი, ქსოვრელი, ერთად ხმებში გაშლილი,
ფალავნები, ყოჩები, გულზედ დასაწერელი,
იქეთ კულა გლდანელი, აქეთ _ შაშო ვერელი.
ზოგი რო ბემურაზი, ზოგიც – გულის მურაზი,
შირაზული ვარდები ქაშანურის სურაში,
ნახალოვკის ქოხები და მეიდნის ნოხები,
გამაშები, ქოშები, კორსეტები, ჩოხები,
მეთუნუქის ფეჩები, ეპოლეტის ფოჩები,
ყველაფერი თუ ვიტყვი, ვაბშე ვეღარ მოვრჩები,
კონკები და ფარნები, ფორნები და მარნები,
კუპეცების სახლები, მიკიტნების დახლები,
ფაეტონში დამები, გვერდით დარდიმანდები,
რუსის ჩინოვნიკების რიჟა ბაკენბარდები,
აქაც ჩემი მუშტრები _ კინტო, გლეხი, თავადი,
სად არ მედგა სკამი და სად არ მედგა კრავატი,
მოვიარე სუყველა დუქანი და ბარდელი,
არ გამამიტოვნია ამქარი და არტელი,
ჩემმა ფეხმა გაცვითა მეიდანი, შარდენი,
შენთვის, ჩემო ქალაქო, ოფლი ვღვარე რამდენი,
ცრემლი ვღვარე რამდენი, ლექსი ვწერე რამდენი,
შენ კი მაინც ადგები და,
მავზალეუმს ვინ ჩივის,
მუხათგვერდში ჩამტენი...
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 01:44 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაბუნიობისა

ცხელა.
დაემხო თიბათვის ალხი
ლუნგი დარებით დახუთულ ქალაქს.
აქა-იქ ძლივას დაღოღავს ხალხი
და ეშურება მოგრილო ალაგს,
ადევს ედემის ოდენა ფასი
ნაბუნიობის გალეულ ჩეროს,
გადაძახილით აკვნესებს ჩელოს
ჭრიჭინობელთა გრძნეული დასი.
თაკარა მზე კი, ბობრი ფაშატი,
ზანტად მიიძოვს ფირუზ კამარას
და შვების იმედს დაგისამარებს
ხვატით, ველურად მოპარპაშეთი,
თან, მოდარაჯე შვიდთავე თვალით,
გაუფრთხილებელ საკბილოს ირჩევს,
დაღირებია კანჭებს და ქინჩებს.
დაუნდობელი, ბოტორო ალით,
თითქო სიშიშვლის ცქერა მობეზრდა,
გულმოდგინებით დევნის და რუჯავს,
ბოლო არ უჩანს ხმელარობას და
მოწყენის დაღი ატყვია ქუჩას.
დახრუკულ ხეთა ქოჩორთა ზედა
მოვალს ნანარტი შემოღამება,
ხვალიდან ჰკარგავს სიმაღლეს მზე და
იწყება ჩრდილთა გათამამება.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 14:48 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფარსმან მეფისა

ერთხელ, ოდეს სათარეშოდ მოგვაკითხა მტერთა დასმა,
წუწკი ურდოს შესამუსრად ქუდზე კაცი აღიკაზმა.
ტრიამელზე აბანაკა უთვალავი სპაი სპარსმან.
უზანგებზე შემართული ჯარს მიმართავს მეფე ფარსმან:
- ლომნო ჩემნო, ერთი გახეთ ამ დასეტყვილ ცხვართა ფარას
აღსასრულის საპოვნელად რა მანძილი დაუფარავს!
ატორტმანდა სპა იბერთა, შესარკენად მოიმართა,
შორით უწევს კვესა თვალთა ჟინმორეულ მეომართა.
თვალუწვდენი მტრის ბანაკი ღიმილსა ჰგვრის იბერიონს:
– პართის ჯარი, თუნდ ათმაგი, რაგვარ უნდა მოგვერიოს?
დავლურისთვის ემზადება ორთავე ფრთის სპასალარი,
დაფეთებულ გადამთიელს რომ არ დარჩეს წასავალი.
მეწინავეც თავს იოკებს და ძლივასღა ბორკავს ჰუნეს,
იერიშის მოლოდინში გული რისხვით უბაგუნებს.
ბორგავს რაზმი და გუგუნებს, ვიდრე ომში გაილაღებს,
აჟღარუნებს ლაბარუმებს, აბრიალებს ბაირაღებს.
ბრაზი ემატება ხმაში ღოროტოტო-ქანარასა.
შეატოტა მეფემ რაში, შეუმზადა კამარასა.
სპერიმურზე დასცეს დრაში, დაიქუხეს: – ჰკა მაგასა!
ჰაი გიდი! ამ ჩვენს დროში რას იხილავ დამაგვარსა…
ჩემი ერის შვენიერი ხატი არის მეფე ფარსმან.
რა ამაგი დაგვდო კაცმან, ვერ ჯეროვნად დანაფასმან,
რა ომები გარდიხადა უშიშმან და ბუმბერაზმან,
ვერ თქვას მისი ღირსი აზმა ოქროპირმან ბარე ასმან.
საქმე მისი საოცარი სილაღეა ჩემი გენის,
აწმყოსა და მომავალში მარგი კიდევ რაოდენის.
იბერთათვის იმსიფართის გზასავალი გაუკვალავს,
ორიათას წელს გამოღმა არ ასვენებს ფიქრს და კალამს.
მისი სიმხნე გამოვიხმე, რაიც ალბათ მომცემს ძალას,
იმდაგვარი საქებარი ლექსი ვუმკო მტერთა მრეტებს,
ქართველი რომ ერთ პატარა სადღეგრძელოდ დაიბედებს.
 
nukriaДата: პარ, 03.08.2012, 17:35 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: პარ, 03.08.2012, 17:37 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:19 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გინდა ღიმილის დაფარვა

გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ, ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი, რამ გაგაჩინა ქალავ.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:20 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თამარისი

ცხრა კუთხივ მიაქვთ ცხრა ოქროს კუბო და რომელშია
ნეშტი თამარის, არც ვინმემ უწყის, რამეთუ კვალიც ვერ
უნდა ჰპოვონ მისი სამარის.
ერთ რამედა ღირს ცქერა ამალის, ბრძოლებში მახვილნა-
თამამარის, თავდადებულის, გმირის და ქველის, და თუმცა
სული ტკბილი რამ არის, დღეს ყველა მათგანს სიკვდილი
ელის.
მზადაა მისი მსახვრალი ცელი, რომ ეს საფლავი არვის
ახსოვდეს, სიკვდილი არის უებრო მცველი, რათა ვერავინ
და ვერასოდეს ვერ შეძლოს პოვნა მეფე თამარის.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:21 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიდონიასი

სიდონია, სიდონია, ქალო, ფერმიმქრალო,
შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,
განგებისგან მოგენიჭა მისტერია დიდი,
იბერთათვის ზეცისაკენ გაგიდია ხიდი,
სათუთ მხრებზე გიტვირთია მწარე ცოდვის დარდი,
სიფრიფანა თითებს შენსას ჩაუბღუჯავს კვართი,
ვერრა წაშლის სევდას შენსას, ასე სულშესაძარს,
ძალუმ ფესვად გატოტვიხარ სვეტიცხოვლის ტაძარს,
და მას უკან საუკუნო გადგას სვეტი ნათლის,
ძეგლად შენი სულის მადლის, შენი ცრემლის მართლის,
სიდონია, სიდონია, სიფრიფანა ქალო,
ზეციური საქართველოს დედა-დედოფალო.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:22 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსის მწერალი ხშირდება

\"ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!\" -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: \"მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე\".
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
\"ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!\" -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
\"პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!\" -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
\"სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!\"
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
\"პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!\"
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: \"გრძნობა სიახლის!\"
გრიგოლმა: \"ფორმის გრძნობა!\"
ალიომ: \"მხოლოდ იდეა!\"
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: \"საქმე ჰკიდია
წერასთან ერთად ფხაზე!\"
სთქვა მარგიანმა: \"მარილი
მთავარიაო სვანში!\"
სთქვა ნონეშვილმა: \"ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!\"
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 40
  • 41
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость