კობა ჭუმბურუძე
|
|
nukria | Дата: სამ, 13.05.2014, 15:36 | Сообщение # 201 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ირლან ხუგა სინაზე მაგ შენთა ხელთა ბროლის იერი, ტერფნი, ელვარე თვალისმომჭრელად, მათ შემაყვარეს ბილიკი ყველა და მიწიერი თვალსაწიერი. მე ავირჩიე ოპალი, მანგი და ქრიზოლითის ციაგი ძგიფი, მაგრამ დაიმხვრა სიმბოლო მყიფე და გავიშოტე, ვით დანაბანგი. შენ კი აწეწე მშვიდი ბინდები, სამკაული რომ ააწკრიალე, დაეფრქვიე და ააწრიალე მდინარე, თოშით განარინდები. როს მდუმარება ჩამოდგა ნასი, ის ნამსხვრევები პეშვით მოვხვეტე, და თუმცა მათი მემწარა ჩხვლეტა, მივხვდი, რაოდენ იყავი ნაზი. НЕЖНОСТЬ За чистый рук твоих хрусталь, За ослепительные стопы Я полюбил земные тропы, Прозрачную земную даль. Я выбрал жемчуг и опал И хризолит за чуткий холод, Но хрупкий символ был расколот: Я оступился, я упал. Разрушив сумрачный покой Тревожным звоном ожерелий, Ты осыпалась с дымных елей Над замерзающей рекой. Когда ж настала тишина, И я собрал в ладонь осколки,-- Я понял , как они ни колки,-- Что ты была со мной нежна...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 14.05.2014, 01:40 | Сообщение # 202 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დალი კლდეში მშობიარობს დალი კლდეში მშობიარობს, მშობიარობს თეთრ მღვიმეში, "შენი შვილი აქ არ არის, გადაფრინდა ქარაფებში." ქვემოთ მგელი დარაჯობდა და დასტაცა ღოჯი ოდეს, გააქროლა მინდორს დაღმა, შიბზე მონადირე მოდის, მეფის მონადირე მოდის, მონადირემ თვალი ჰკიდა, შიბს მიჰყვება მონადირე, მინდორს მგელი, ძუგძუგითა. დაუსაფრდა მონადირე, შესაფერის ალაგიდან თოფი შუბლში დააღირა, ჩვილი ძირს დააგდებინა, ახალშობილს აიტატებს, მგლის ტყავს წელზე დაიკიდებს. დალი ქარაფებში გოდებს, კლდენი მეტი ხმითა სტირდეს. მოვალს მეფის მონადირე, მოსდგომია კლდისა კბოდეს. - დედავ, ნაწნავს დამაწვდიდე! - აგრემც დედის მადლი გქონდეს, აღარა მყავს დედის მთქმელი, შვილი მხეცმა მოიხელა! - დედავ, მე ვარ, შენი შვილი! - მაშინ მითხარ, ვინ გიშველა? - ამან, მეფის მონადირემ. - მაშ ვთავაზობ ამ სამ სურვილს: თუ ისურვებს, დღეცისმარე მიეცემა თითო შუნი; თუ ეგ არ სურს, ენკენობას, ცხრა მამალ ჯიხვს მივცემთ ერთად, თუ არც ეგ სურს, მივცემ ნებას ერთი ღამით დაწვეს ჩემთან... - მე ცხრა ცალი ჯიხვი მინდა! ჩემთან წოლა გკადრო ვითა, ის ცხრა ჯიხვი გაუმწკრივდა, ერთი - რქებით ოქროსითა. მონადირემ მას ესროლა, თუმც ტყვია არ მიიკარა, მსროლელს შუბლში მიუბრუნა, მეფის კაცი გააგორა... დალილ კოჯას ხელღვაჟალე და̈ლილ კოჯას ხელღვაჟალე, ხელღვაჟალე თვეთნა̄მ კოჯას. "გეზალ ისგვი ქავ ჯაშყედა, ქავ ჯაშყედა კოჯას ქამენ." ჩუქვან თხეროლ ხოდარაჯი, ჟივ ხოფხიჭა ჩუქვან თხეროლს, ეშ ლახქარვე მინდვერ ლექვა. ესნა̈რ ზაგრუშ მეთხვჲა̈რ ანღრი, მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲ ანჷღჷრი, მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲდ თე ხარეკი; ზაგრუშვ მეთხვჲა̈რ ჭურ ანღჷრი, მინდრუშ თხეროლ ესჷღჷრდა. ჩუ ლოხდარჯე მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲდ, მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲდ ჰალა̈გ ა̈გის თვეფ ხატყვეფი ნებგვაისგა, და̈ლა̈შ გეზალ ჩუ ლახკვარვნე, და̈ლა̈შ გეზალ ჟი ლა̈ჲჭჷთხე, თე̄ხრემიშ ტუფ ფოყს ლა̈ჲჩიხნე. და̈ლილ კოჯას იკფიელე, ხოშა̄მ კოჯა̈რ იკფიელეხ; მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲ სგა ლა̈მჴედლი, სგა ლა̈მჴედლი თვეთნამ კოჯა̈შ ძირათე̄სგა. - დედე მიშგვი, ლუსდვიგვ ახქვიჭ! - ვოდავ დოდევ სი ჯეროლე, დედეშ მუ̄ქვი̄სგ მი დორ მირი, - დედეშ მუ̄ქვი̄სგ ნა̈დირდ ა̈მღე! - მი ხვირო̄ლე გეზალ ისგვი! - ისგვი მაშედ ჲა̈რ იროლე? - მიშგვი მაშედ - მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲ. - სამ ნალვკვიჰვს ალას ლალჰვედიდ: ხოცე̄ხნდედს ი ლადა̈ღისგა კვიცრა-დაჴჷლსი ლეჰვდინიდ; ჰე ეჯა მო̄დეჲ მჷკახისგა ჩხარა ყვილ ღვაშა̈რს ლეჰვდინიდ; ჰე ეჯა მოდეჲ მიშგუ ლილყურ. - ლილყურს ისგვა მი დეშ ჯა̈შგდე, ჩხარა ყვილ ღვაშ ლამო! ქა ლოხგენე ჩხარა ყვილ ღვაშ, ეშხუ ვოქვრეშ ლუმიჭვ ლოხვნა̈ჩდე. მეთხვჲა̈რდ ვოქვრე ლუმიჭვს ოთნა̈შნე, ეჯნემ ფინდიხ მამა ა̈დხინ, მეთხვჲა̈რს ლახტიხ ნებგვაისგა, მეთხვჲა̈რ მეფსა̈ჲ ჟი ლაჲგურნე.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.05.2014, 00:09 | Сообщение # 203 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი აზერბაიჯანულიდან რამიზ როვშანი ბრაზში ყელამდე ვარ ჩათრეული ბრაზში ყელამდე ვარ ჩათრეული, პატიმრად ვიქეც მისით ტყვეული, შემორაგულში, სადაც ის ბორგავს, გულმა ვერ ჰპოვა თავის სავანე. ყვავილის სურნელს, ჩიტის გალობას ვერ გაუგნიათ მისკენ სავალი. ჩემივე ნაცრით ვკურნე ჭრილობა, კაცი ისვრება საკუთარ ნაცრით, დამინაკუწებს ენას კბილები, ლექსიც ამგვარად იყოფა მარცვლად... ჰო, ასეთი ვარ, არ მსურს თამაში ჭირის და ლხინის გამზიარები, აღარ ყვავილობს კალამი, თმაში აღარ იწნავენ ჩემს ლექსს ქალები. გავურბი მზერას, აღსავსეს ტრფობით, რომ სიყვარული დარჩეს თვალებში, აღარ ვაშენებ სახლებს სიტყვებით, დაე განაგრძონ ველად თარეში. თქვენ კი ეძიეთ სხვაგან საბაბი, ჩემთვის ქვის სროლით ვის გიდევნიათ, ბალი მურაბად, კრავი ქაბაბად, პოეტი ძეგლად რომ გირჩევნიათ. არა მსურს ძეგლი მე ამ მიწაზე, რომელიც დაღად გულზედ მაჩნია, ფიზულის გვერდით აღმართულ ქვაზე დგომის ხალისიც არ გამაჩნია. მე შენთან ვდგავარ, ქუჩის კუთხეში მათხოვრად მდგარო მოხუცო მკრთალო, რომ ძალუძს ყოფნა ფუფუნებაში, აი იმ ქვეყნის ღატაკო ქალო. მოგეფერები დავერცხლილ თმაზე, როა დიდი ხნის მოსაფერები. ნუ კრთი, დედილო, ფულს კი არ გაძლევ, მსურს დაგიკოცნო მჭკნარი ხელები... Təpədən dırnağa hirs içindəyəm Təpədən dırnağa hirs içindəyəm Dönmüşəm dustağa hirs içindəyəm. Bu hasar içində, bu hirs içində Ürəyim özünə yer tapa bilməz. Bir çiçək qoxusu, bir quş səsi də Daha ürəyimə yol tapa bilməz. Səpdim öz yarama mən öz külümü Adam öz külünə bulanır belə. Dişim parça-parça kəsir dilimi Şeirim hecaya bölünür belə... Mən belə adamam məndən uzaq gəz Uzaq gəz xeyirimdən, şərimdən mənim Daha bu qələmim çiçək bitirməz Qızlar çələng hörməz şeirimdən mənim.. Qaçdım məni sevən gözlərdən daha Hamının sevgisi gözündə qalsın Ev tikən deyiləm sözlərdən daha Qoy hamı o çölün düzündə qalsın. Sən də daşlamağa özgəsini tap Məni ömür boyu daşlayan adam gilası mürəbbə quzunu kabab Şairi heykəl tək xoşluyan adam. Yox heykəl ummuram bu yer üzündə Mənim daş olmağa yoxdu həvəsim. Daş olub lap ulu Füzulinin də Yanında durmağa yoxdu həvəsim. Mən sənin yanında dururam Sənin... küçənin tinində dilənən qarı Başindan var-dövlət yağan ölkənin Bəxtəvər günündə dilənən qarı. Heç kəs sığal çəkməz düm ağ saçına O gümüş telindən öpürəm sənin Qorxma pul qoymuram sənin ovcuna Əyilib əlindən öpürəm sənin...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.05.2014, 20:00 | Сообщение # 204 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი სვანურიდან დინოლის ლექსი ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ჩემი დინოლ წყალზედ წავიდოდა. წყაროზე ვიყავ და იქ არ იყო. ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ჩემი დინოლ სოფელში იქნება. სოფელში ვიყავ და იქ არ იყო. ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ჩემი დინოლ ლინყავს იქნება. ლინყავს ვიყავ და იქ არ იყო. ჩემი დინოლ საით წავიდოდა? სამამამთილოს იქნება ალბათ. სამამამთილოს ვიყავ და არ იყო. ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ჩემი დინოლ თავის სახლს იქნება. იმ სახლშიც ვიყავ და იქ არ იყო, ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ჩემი დინოლ წისქვილში იქნება. წისქვილში ვიყავ და იქ არ იყო. ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ნათესავებში იქნება დინოლ. ნათესავებში ვიყავ და არ იყო. ჩემი დინოლ საით წავიდოდა? ჩემი დინოლ დედულეთს იქნება. დედულეთს ვიყავ და არც იქ იყო. დინოლა შაირ დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ლიცთე ადინოლ. ლიცჟი მი ხვარდ, დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი სოფელს ირდი. სოფელს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ლანყავს ი̄რდი. ლანყავს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ლამთილს ი̄რდი. ლამთილს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ლამვერს ი̄რდი. ლამვერს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ლეგვერს ი̄რდი. ლეგვერს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ნათვარს ი̄რდი. ნათვარს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა. დინოლ მიშგვი იმთე ადინოლ? დინოლ მიშგვი ლადჲერს ი̄რდი. ლადჲერს მი ხვარდ ი დე̄სა ა̄რდა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 17.05.2014, 19:18 | Сообщение # 205 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი გერმანულიდან რაინერ მარია რილკე წყაროს წყნარი წანწკარი, შორს ქალაქი და მტვერი, კენწეროთა ქანცარით მოვითენთე, დავთვერი. უღრანი და სივრცენი, გული ღრმა, სხივოსანი, ამ სივრცეში ვიგრძენი ვარ რარიგ მარტოსული. Der Bach hat leise Melodien, und fern ist Staub und Stadt. Die Wipfel winken her und hin und machen mich so matt. Der Wald ist wild, die Welt ist weit, mein Herz ist hell und groS'. Es hа'lt die blasse Einsamkeit mein Haupt in ihrem SchooS'.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 21.05.2014, 22:05 | Сообщение # 206 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი მეგრულიდან გიგა ქავთარაძე ზმანება ყელა მიხუთავს თითქოს მძივი ტკივილთა, ვეღარ ვსუნთქავ მისით გათანგული, ტკივილისფრად გაიელვებს ბზარი და შეშასავით გაიპობა გული. გადაყვითლდი ჩემი ეზოს ბიაო - „დრო გავა და წაგიხდება ფერი!“ ჩემი ლუკმა ეშმაკს უყლაპიაო, მოვლასლასებ მუცელცარიელი. - „გაუძელი, დაგეხსნება ურჯული, ახლოს არის მისი დასასრული!“ - ყურს ჩამესმა დედის ამო ჩურჩული გაქრა რული, გადიკარგა კრული. გეძირაფა ითამ გითმოკირ ჸალს ჭუეფიშ ძია, ქიფშკვიდუქ დო ვეშმაკაშინ შურქ. გოვალ ჭუაშფერო, ელაპუნს ზია, დიშკაშორო შკას გუმანწკირ გურქ. გეგნოჸვინთელებექ ჩქიმ ოზეშ ბია! - "ბორჯ მიკილენს, ფერ დუგათირ, წურქ!" წირკეს ქუხვამილუაფ ჩქიმი თია, ყიამეჭვილ, შქირენულო მურქ. - „ქუგურზ! მონჭაფელე სკან ჭუეფიშ ლია, სი ხომ ვაღურელექ ნანა, ლურქ!“ ელმორაგადანს მა თეს ჰამო დია... შურქ მუმადგ დო ქიმკინარგუს ფურქ!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 23.05.2014, 14:30 | Сообщение # 207 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თენგიზ ფეტელავა მთვრალი ჰავა მზე პირს იბანს, ლაფაროში სხივთა ჭვირია, „ჭიჭე ტურას ცოლი მოჰყავს მთელი კვირაა“. მაისის თვე, კვირტის ტოკვა, მთვრალი ჰავაა, ხეში წყალი, გოგოს კოცნა, ყანის ნანაა, ობოლი და ავადმყოფი გულზე დანაა. შუმილ ჰავა ბჟა პიც იბონც, ოლაფარეს ჩხანა ალარე, ,,ჭიჭე ტურას ოსურ მოჸუნც, ამარ _ მარა რე”. მესიში თუთა, პირიშ ფიორ შუმილ ჰავა რე, აჭყიორება, ცირაში ჯუნა, ჸვანაშ ხვარამე რე, სოთ ომბოლი-ლეხი რენა _ გურშო ყამა რე!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 25.05.2014, 11:34 | Сообщение # 208 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი მეგრულიდან ზაალ ჯალღონია *** ალვას ნურვინ ჩამიქრობს, სტუმრობს ცებს, ნაკარკაცებს, ქარაშოტი ბობოქრობს, მიწას შეაბარბაცებს. აგერ, მოდგა ნაპირზე მთვარე, შუქმარციალი, ცას ვერასდროს გაუსწრებ, ვინ გყავს წილის ზიარი. სიცოცხლე მოწვიმულა, თოვლი მოჰყვა წვიმასა, თეთრ ძაფსა ვარ მიბმული თუ ზეციურ ცირასა... *** ჩე ჯა ვეგემშქირიტა, ცას მიარეს-მიორე. . ალნარქია ჩხილიტა დიხას დოურსიოლე. ამარ მერეს მიწორე, ჩე თუთა რე კანთია. ცაშა დღას ვეწორე, სო, მის მეუღჷ სქან თია. რინა იჭყანს ციზაფის, თირი გიმოცირანსჷ. მა ეკვობუქ ჩე ძაფის, ვარ ღორონთიშ ცირასჷ...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 29.05.2014, 22:51 | Сообщение # 209 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი მეგრულიდან გიგა ქავთარაძე *** მომერია სევდა მარტოს. მათოვს, გულს რამე არ დაემართოს, ყოფის მორევს დარდობს, ენას უჭირს, ბედი კართობს, ჟამი უკუღმართობს, თუმც ის მათბობს, ვიცი, ძალუძს, რასაც გული ნატრობს, რომ არ დათმოს, მოიავდროს, მხრებში გაიმართოს, გაზაფხულის თხილნარივით მიწა ამოფატროს, მოვესწრები ამ დროს... *** მიშუოჯანუქ ნარღიშ შქართუნს... ვართ თუნს, მარა გურს მუთ ვა რთუნს მართუს დინოლაფირ რინა?! ნინა აკოკილერ მაფუ, ეშმალაფუ! ეშ, მალაფუნს, მუჭოთ აფუნს ფალირ თხინა!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 03.06.2014, 11:06 | Сообщение # 210 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თარგმანი გერმანულიდან რაინერ მარია რილკე პირგაზაფხული ლიპი ლხვება. ზრუნვით იფოფრება ნაცრისფერი ნისლი მინდორ-ველზე, ნაკადულებს შეეცვალათ ხმები. რაღაც, მოალერსე ეფინება დედამიწას ზედან, რომ დაულტოს ნიადაგი, კეში და, უეცრად, მის აღმასვლას ხედავ უნოტიო ხეში. Vorfrühling Härte schwand. Auf einmal legt sich Schonung an der Wiesen aufgedecktes Grau. Kleine Wasser ändern die Betonung. Zärtlichkeiten, ungenau, greifen nach der Erde aus dem Raum. Wege gehen weit ins Land und zeigens. Unvermutet siehst du seines Steigens Ausdruck in dem leeren Baum.
|
|
|
|