კობა ჭუმბურუძე - Page 35 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:53 | Сообщение # 341
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტორქას ჰკითხავს შვილიკო,
თან კუდს სიბრაზით ატოკებს
- პირიც გვაქვს, კუდიც, თვალებიც,
რად გვეძახიან მარტორქებს?
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:29 | Сообщение # 342
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუდე, ბუდე, გაგებუდე

ერთხელ ცირკში ლემური
გამოვიდა სცენაზე,
ლაპარაკი დაიწყო
ლემურების ენაზე:
გამარჟობა ბავჟვებო,
გამარჟობა მჟობლებო,
ჟოგოლადზ დუ არ მომძემდ,
აღარ ვილაბარაგებ!
მიაწოდეს ბავშვებმა
ბლომად შოკოლადები
და ლემურმაც გაანდო
თავის გულისნადები:
ძირკჟი ღობნაძ კარგია
და ბავჟვებდან დამაჟი,
მაგრამ ჯემი ზამჟობლო
მენადრება ზალიან!
შეეცოდათ ბავშვებს და
ცირკს ტბორავენ ცრემლებით
- დირექტორო ბიძია,
შენ კი შემოგევლებით,
მეგობარი თუ დარდობს,
არც ჩვენ გვართობს თამაში,
დავაბრუნოთ ლემური
თავის მადაგასკარში.
დირექტორმა ბიძიამ
ბავშვებს მისცა პირობა
და თან უთხრა - თქვენ ახლა
ჩაიდინეთ გმირობა.
დღეს ლემურის ქომაგი
უამრავი ბავშვია,
ამაზეა ნათქვამი
- ძალა ერთობაშია!
გაიხარა ლემურმაც,
გააცინა ბავშვები
- ბუდე, ბუდე გაგებუდე,
აღარ გედამაჟები!
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 19:31 | Сообщение # 343
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- დელი-დელი, მე ვარ ბელი,
აბლი-ბაბლი, მიყვარს ვაფლი,
და ამ ვაფლზე წასასმელი,
ქარვისფერი ტკბილი თაფლი.
მეზობელი ფუტკრებისგან
ცოტა უნდა მოვიპარო,
მერე სუფრას მივუჯდე და
საწუწკარით გავიხარო.
სუყველაფერს მირჩევნია
ვაფლი, თაფლი, ცხელი ჩაი,
ჩუ, ფუტკარმა შემამჩნია...
- ზუ-ზუ-ზუ-ზუ!
- ვაი-ვაი!
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 19:33 | Сообщение # 344
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კობა ბაბუს 25 გამოცანა

***
ქვაბში მოვიხარშები.
არ მჭირდება ტაფა,
ვარ უგემრიელესი
წიწიბურას - - - -
***
თეთრი სასუსნავი ვარ,
გემოთიც მოსაწონი,
რძისგან შენადედები,
ვინ ვყოფილვარ? - - - - - -
***
რძის ნაწარმი მეცა ვარ,
ენერგიის მარაგი,
პურს წაუსვით, მიირთვით
თეთრი, თეთრი - - - - - -
***
ყვითელი ქურქი გამხადე,
შენი პასუხიც მანდ არის,
ახალ წელს სუფრას ვამშვენებ
და მეძახიან - - - - - - - - -
***
ვიცი ჩემს დანახვაზე
მოგადგებათ ნერწყვი,
წითელი ვარ, ტკბილი ვარ,
გემრიელი - - - - - - -
***
ჯერ მიწაში ვიმალები,
წვიმამ უნდა გამასუქოს,
თეთრი ქუდით ამოვდივარ,
მეძახიან - - - - - - - - -
***
გაზაფხულზე ავყვავდები,
თეთრ ყვავილებს გავშლი,
მერე ლიყაწითელა
გავიზრდები - - - - -
***
მწვანე ვარ და გასაზრდელად
წყალი მინდა ბევრი ლიტრი,
მე სალათის მშვენება ვარ
და სახელად მქვია - - - - -
***
ვინც მიწის ქვეშ გაიზარდა,
მეც იმათი ვარ დობილი,
ხან ჩიპსი ვარ, ხან პიურე,
ხან შემწვარი - - - - - - - - -
***
მე მიწაში ვიზრდები,
ჩემი მწვანე ბოლო კი
მიწის ზემოთ იზრდება,
ვინ ვყოფილვარ? - - - - - -
***
საჭმელებში ვინ არის
ნეტავ ჩემი მჯობიო,
მომხარშეთ და მიმირთვით
გემრიელი - - - - -
***
ტყემლის ბიძაშვილი ვარ
ხეზე მარხევს ნიავი,
ტკბილი ვარ და ლურჯი ვარ,
თქვით ვინა ვარ! - - - - - -
***
ზაფხულშივე შემსვლიპეთ,
არვინ გამომაზამთროს,
დიდი მწვანე ბურთი ვარ,
მეძახიან - - - - - - - - -
***
დღისით ძილი ურჩევნია,
უყვარს მყუდრო ტოტი,
ფრენას იწყებს საღამოთი,
ვინ ყოფილა? - - - -
***
წვიმა მოდის, ქარი ბორგავს,
ამინდია ძლიერ ცუდი,
ამ დროს დედა გაშლის - - - - - -
დაუხურავს მამას - - - -
ნატომ სახლში მოიყვანა
გალუმპული კატის - - - - -
***
ხან წვიმაა, ხან ნისლი,
ხანაც ნაკადულია,
გირჩევნია ყველაფერს
როცა ძლიერ გწყურია.
***
გამოცანას გეტყვი და
გთხოვ არ გამაწბილო,
ჩემს ცხვირს ჰქვია ხორთუმი,
მე რა მქვია? - - - - -
***
ბევრი დაუკაწრია
მის ეკლიან ბარდს,
ყვავილების მეფეა,
ეძახიან - - - - -
***
ზამთრის სუსხის დაძლევა
თუმცა ძლიერ ეძნელა,
მაცნედ გაზაფხულისა
ამოსულა -- - - - -
***
არ მაშინებს უდაბნო,
წყალი როა ნაკლები,
ზურგზე კუზი მაზის და
მეწოდება - - - - - -
***
ცნობილ ხილთა შეკრებაზე
მეც ვიქნები მოწვეული,
ლალისფერი მარცვლით სავსე,
ტკბილ-მომჟავო - - - - - - - -
***
ნაირფრად მოქარგული
მინდვრის მამშვენებლები,
ყვავილებს დაჰხარიან
ფრთაფარფატა - - - - - - -
***
მე მუსიკის შესწავლა მსურს,
სახელად კი მქვია ნინო,
ხოლო რაზე დაკვრაც მინდა,
იმას ჰქვია - - - - - - -
***
მამიკომ რომ დაიჭირა,
სულ განდაგან იბორჩხალა,
მაკრატელა თათები აქვს,
ვინ ყოფილა? - - - - - - - - - -
***
ბნელ ოთახში შევიდა,
ხელი მოაფათურა,
ჩასართველი იპოვნა
და აანთო - - - - - -

. ·

***
დარჩა ქალაქი ზღაპრის ამარა
და ვით მელექსე ან კირითხურო,
თვალებით ვფურცლავ ყველა ფანჯარას
და ლექსებივით ჩუმად ვკითხულობ...
…·
 
nukriaДата: კვ, 01.03.2015, 22:54 | Сообщение # 345
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარს გრუხუნით უტევს
დარიავდარა მარტი,
შაშვი იშენებს ბუდეს,
მზე პირს მალიმალ იბანს,
ნიავი ნუშებს ჩხიბავს,
ბინული ბეკობს, მარდი,
გაუფანტია დარდი
ფურისულების დიბას.

ნამის ყელსაბამს იბამს
ჯერაც მძინარე ვარდი,
ხოლო მოცხარის ბარდი
იხდენს სამოსელს ბიბას,
ალუბალს, განათოშარს,
გაჟიებია კვირტი,
გაუმართიათ ფლირტი
იასამანს და შროშანს,

მალე წალეკავს ალბათ,
ზამთარს გიჟმაჟი მარტი,
ატმებს გაუშლის ალმად,
სურნელით გააბრუებს,
და დაადევნებს ამლათ,
მოდიდგულე და არდი,
ბუდიდან ამოვარდნილ
ლუხუმებსა და რუებს.

წამოფოფრილა მოლი,
საბიბინ-საბირბილო,
მინავლულია ლილო,
სულ ორიოდე გუნდა,
ისე ზიკზიკებს ლოლო,
თვალი ვერ მოაცილო,
გაციაგება, ბოლო,
დაგამახსოვროს უნდა.

საქიშპოდ მონამართი,
მეფობს გიჟმაჟი მარტი,
ფარსაკიფერი კვართი,
ანაბზინი და ბაო,
ამინდო, გამოდარდი,
დროულად გამოდარდი,
დათმე ქურუხი ფარდა
ლილაულევო ცაო.
 
nukriaДата: კვ, 01.03.2015, 23:30 | Сообщение # 346
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ის აქ იყო, როდესაც
ქალაქს თოვლი ებურა,
ყველა ჩიტი გაფრინდა,
დარჩა მხოლოდ ბეღურა.
აქ, ჩვენს გვერდით დარჩენა,
თითქოს მათი ვალია,
არ აშინებთ ზამთარი,
თოვლის დიდი გალია.
ტოტზე აბუზულები
სხედან ყინვის ურჩები,
რომ არასდროს ვიხილოთ
უჩიტებო ქუჩები.
და თუ მათ ერთგულებას
ვიწონებთ და ვაფასებთ,
ყოველ დილით საკენკი
დავუყაროთ რაფაზე.
 
nukriaДата: ორ, 02.03.2015, 23:22 | Сообщение # 347
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კობა ბაბუს გამოცანები
(გაგრძელება)

***
ისე მეგემრიელა,
სამის შეჭმა შევძელი,
ასეთია ბებიკოს
კარტოფილის - - - - - - -
***
ღამით ყეფს და ფხიზლობს,
რომ დაიცვას სახლი,
კაცის ძველთაძველი
მეგობარი - - - - -
***
თითქოს მგელზე დიდია
და არწივზე ფრთამალი,
ისე დაიფხორება
ჩვენი ეზოს - - - - - -
***
ღრმაა და თუ ჩახედავ,
გამოჩნდება ცა,
ცივი წყლით გვამარაგებს,
რა ყოფილა? - -
***
გამოტეხა ნაჭუჭი,
თანდათან მოიცილა,
წეღან კვერცხი იყო და
ახლა არის - - - - - -
***
უნდა დააკაკუნო,
ან დარეკო ზარი,
მხოლოდ ამის შემდეგ
გაიღება - - - -
***
ნაგვითა და მტვერით მოსვრილს
გულმოდგინედ თუკი დაგვი,
დედიკოს გულს გაახარებ,
რა ყოფილა? - - - - - -
***
თოვლიანი, მაღალი,
მზეზე თეთრად მბზინვარი,
ქედზე კავკასიონის
არის ბევრი - - - - - - - -
***
- მე წიგნები მომიტანა!
- მე თოჯინა!
- მე კი კაბა!
ახალი წლის ღამით მოდის
საჩუქრებით - - - - - - - - - -
***
ამოვდივარ ღამით, რათა
გავანათო არე-მარე,
ხან ბადრი ვარ, ხან - ნამგალა,
გამოიცან რა ვარ! - - - - - -
***
ცისარტყელას ხატავს ცაზე,
ჭორფლებს - ლოყებზეო,
ხან ღრუბლიდან იჭყიტება,
რა ყოფილა? - - - -
***
მიწაშია ჩაფლული,
ღვინო ჩადის ბევრი,
ეს რაღაა? - - - - - -
***
ქვეყნად უძვირფასესი
ბავშვებს ვინ გვყავს ნეტა?
ვინ და ჩვენზე ზრუნვაში
ძილგამკრთალი - - - -
***
მზე მთლად არ ამოსულა
და ჯერ კიდევ გრილა,
ვარსკვლავები გამქრალან,
რა დრო არის? - - - -
***
არ მაშინებს ელჭექი,
მაჯლაჯუნა და ბუა,
როცა ჩემს გვერდით არის
ჩემი ტკბილი - - - - -
 
nukriaДата: სამ, 03.03.2015, 23:39 | Сообщение # 348
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყვავმა თავის პატარა
საპნით გაახვანჩალა,
გაილია საპონი,
შავი დარჩა ყვანჩალა.
 
nukriaДата: ოთხ, 04.03.2015, 05:04 | Сообщение # 349
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზაფხულია, ზაფხულიიი! ზუ-ზუ-ზუ-ზუ,
ბზი-ბზი-ბზი
- მოლზე ბზიკი ზუზუნებს,
ზეიმი აქვთ ზაზუნებს,
ცაზე მზე მიზოზინებს,
მზის ჯინაზე ბზინავს ბზე,
ეზომება ზიზილებს,
ზანზალაკა ყვავილზე
ანაბზინი ზიმზიმებს.
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 01:30 | Сообщение # 350
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ონავარმა ზაზუნამ
დედა გააბრაზუნა.
თურმე ეს ღორმუცელა
თხილით ისე ივსებს პირს,
რომ ვერ ჰყვება გაკვეთილს.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость