ბერეთელი ნუკრი
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:07 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიქრებს, ქვევრივით ვიწროყელიანს, ვხეხავ შიგნიდან და აზრებს ვაცლი: კაცი კაცისთვის თუკი მგელია, მგელი მგელისთვის იქნება კაცი?
ცას სისხლის კვალი ისევ ატყვია, ისევ ქვიშაში გაგვიდგამს ფესვი და წიწამურთან შემხმარ ნატყვიარს ვიღაც ყოველდღე ჯიუტად ესვრის.
ბაქანზე ცლიან შიშის ვაგონებს და შიში ახლა ქალაქში ცხოვრობს... ქარის აწეწილ ნაწნავს მაგონებს, ხელში ჩამწყდარი ეს თოკის ბოლოც.
ტკივილზე წერენ ისე, ყასიდად, სიზიფე ათრევს მუყაოს "ლოდებს". თვით "კაროლს" უთხრეს ყველამ "პასი" და კვლავ საქართველოს "შეტენეს" ოდენ.
რა საერთო აქვს ამ ბოლო ორ სტროფს?! თუმცა, რა ვუყოთ, აეწყო ისე... ზოგჯერ, მორჩილიც "ნაგლობს" და "ოსტრობს", თქვენი, და მონა,_გამომრჩა ისევ!
ან მე გამოვრჩი ცხოვრების საზრისს, გაჩრილი წარსულს და აწმყოს შუა, ოცდამეერთის მონათა ბაზრის ურჩი მონა ვარ! ჯალათი ყრუა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:18 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხვალიდან ხეში წყალი ჩადგება, ხვალ ჩემი ფესვი შენს ცრემლებს იგრძნობს, ხვალ შეგიძლია ჩემი დაწყება, რომ გულში ღვარად ჩაღვრილი სითბო ქარებს კი არა, შენ დაგაბრალო,- ამ შემხმარ ტოტში პულსის ფეთქებაც... მინდა შეიგრძნო, მთელი სამყარო ჩემს თოთო კვირტში როგორ ეტევა. ნუ გეშინია ჩემი თვალების. ნუ... თაფლის ზღვაში ტალღებს რა უნდა?! ეს ზურგი-ტყვიებდანახალები- ცას სვეტად ედგა, როცა გამრუდდა. ან იარები ხომ არ გაშინებს? აქ მიხაკები ჰყვაოდა ერთ დროს; შენ რომ ღიმილით გადამარჩინე და აიკრიფე სულყველა... ღმერთო! იმ წუთის შემდეგ შენთან ვალში ვარ. შენ დაღლილი ხმით მპასუხობ: ალბათ... ნუ დამასრულებ ასე მარტივად, ასე უბრალოდ და ასე ყალბად. მოდი, კერაზე ცეცხლი დამინთე, მომხვიე შენი ცხელი მკლავები, მერე გახსენი მორცხვი საკინძე და მაგრძნობინე ზღვა უკვდავება!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:25 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე დიდია სიწმინდე შენი რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით... წინ მოგიძღვოდა ჯვარი რამეთუ, საკუთარ თმისგან შეკრულ ლერწების_ მას შემდეგ ვაზიც სიწმინდე გახდა ქართველი კაცის; მტერი კი წახდა, წახდა, წახდა... იმძლავრა მაინც, მობრუნდა გზიდან და ვერ მივართვით ვაზისფესვებგადგმული მიწა,_ არამი იყო.
ხშირად ამბობენ, დრო არისო დაუსაბამო_ სულ მიდის, მიიდის... მე ეგ არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ერთ საღამოს, შესაყართან მტკვრის და არაგვის, ერთ მაყვლის ბუჩქთან ეგ დროც გაჩერდა... "ჩამოჰკრეს ზარებს მომავალის საქართველოში".
და დაგვამადლე ფრთებდახრილი ჯვარი, წმინდანო. "ჯვარი ნინოსი"_ასე უწოდა მას თავად ერმა. არავინ უწყის, ასე რატომ გამოგვარჩიე. სიამაყისთვის ხომ არ მოგვეც ჯვარი ასეთი,_ თავმდაბლობა გვესწავლა ცოტა... თუ, ერის ტვირთის სიმბოლოა, თანდაყოლილის? იქნებ ამან დადრიკა ჯვარი... და მაგ ვაზიდან ბოლო ცრემლი სადაც ჩამოწყდა, (ვაზის ცრემლებზე ზვარში გავლილს ახლაც მაბოდებს) იქ სათავეა ქართველ დედის ცრემლის წყაროსი.
მერე კი, მერე: ყოველ მთის წვერზე შენს ჯვარს ვდამდით, წმინდანო, რათა არ შეხებოდა მტრის სიბილწე შენს წმინდა კალთებს, ზღვა ცრემლის ფასად, სისხლის ფასად_ზღვა სისხლის ფასად_ დღემდე მოვედით. დღესაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. ისევ მოგვხედე, ისევ, რამეთუ, ისე დიდია სიწმინდე შენი, რომ დღესაც კრძალვით ვკოცნით ნაფეხურს, ქართულ მიწაზე რომ დაამჩნიე შიშველი ფეხით.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:26 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| (ეძღვნება არდოტ-შატილის ცის უნახავ ყველა ქალას!)
გავიფინე შენი თმები და ავუყევი ბილიკს ოცნების. ხევსურეთის კუშტი მთებიდან_ მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_ მოგწვდები.
მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი. ნისლგამატეული მთა მიყვარს, ცას რომ გადუმალავს არწივებს, წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ! წაგიყვან.
წამოდი, რად გვინდა იაბო, მზე ხელისგულიდან ამომდის. არღუნის მონაყოლს გიამბობ, სანამ დაგვამუნჯებს არდოტი... რა მოგდის?!
წავიდეთ, ოცნების ბილიკი მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია. პირიქით წავიდეთ! პირიქით... ღრუბლებიც სულ იქით მიდიან. წამოდი!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:28 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნ.კ.-ს
ეს ქარი ახლა ისე მალია, ვაითუ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს... შენ რას იღიმი, რა გიხარია, რა გიხარია სულით მახინჯო?!
გამოკეტილი ფიქრის შუშაში ასხია ფერი_მელნის_ტკივილი. ჭინკებმა დასვეს ცხვირწინ დუშაში და სულს გაცლიან კივილ-წივილით.
ფანჯრიდან მოდის ღამის შეგრძნება, ხედავ, მკვდრისფერი ადევთ პორტრეტებს, და გრძნობ, რომ ფეხქვეშ მიწა გეცლება, თან, სადღაც... სოფლად, რადგან მოგკვეთეს
ფესვებს... და უკვე ვეღარც მარხულობ, და ძილშიც ვეღარ ხედავ მთაწმინდას. ოცდამეშვიდე მოვა ზაფხული და ამღვრეულ მტკვარს ისე დაწმინდავს,
ვით მომაკვდავის თვალებს შიშიანს ანაფორათა მუქი ჩრდილები... და თუ სიკერპე შენი ჯიშია, თუ მაინც სიკვდილს დაეპირები,
უკან მოუხმე ქარებს შარიანს, ლამის რომ წისქვილს ფრთები დაგლიჯოს. ვიცი, ღიმილიც ზოგჯერ მწარეა, წამოდი, ერთად გადავაბიჯოთ!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:42 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დამცხრალი ფერებით გვეწვია ზამთარი_ თეთრი და მოშავო... შენ ფრთხილად მითხარი: არა ხარ მართალი. სხვამ_რაებს როშავო! ხვალ ალბათ ჩემს გრძნობებს აპეურს გამოვხსნი, გამოვალ ჩეროდან... შენ მუდამ გჯეროდა იმ ჯვრიდან გარდმოხსნის, შენ მუდამ გჯეროდა. ვიცი, რომ მესვრიან სახალხოდ ტალახებს, სახალხოდ მესვრიან. შენ გახსოვს? ლაჩრებმაც ბავშვივით გამლახეს,_ არა ვარ მესია. რა წვალებ წვალებით მივედი გორამდე_ არც ისე ფრიალო... შენ გინდა ჩამქრალი კუნძივით ვბოლავდე_ ცეცხლს თვალებს თხრიანო! არ ვიცი, გავუძლებ მობერვას ქარების? ვიწვი და ვბანცალებ. _შეჩერდი! არ მინდა დაგთხარონ თვალები! _დამტოვე... მაცალე! დამცხრალი ფერებით გვეწვია ზამთარი. სადღაა ფერები?! დამრჩება ხსოვნაში თვალები დამფრთხალი და შენი ხელები...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 18:59 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გავიფინე შენი თმები და ავუყევი ბილიკს ოცნების. ხევსურეთის კუშტი მთებიდან_ მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_ მოგწვდები.
მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი. ნისლგამატეული მთა მიყვარს, ცას რომ გადუმალავს არწივებს, წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ! წაგიყვან.
წამოდი, რად გვინდა იაბო, მზე ხელისგულიდან ამომდის. არღუნის მონაყოლს გიამბობ, სანამ დაგვამუნჯებს არდოტი... რა მოგდის?!
წავიდეთ, ოცნების ბილიკი მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია. პირიქით წავიდეთ! პირიქით... ღრუბლებიც სულ იქით მიდიან. წამოდი!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 19:01 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ჩიხში ვცხოვრობ. ჩემთან ახლა ძველი თოვლია ცოტა და მთვარე _ ჩამომხრჩვალი კაცის პროფილით. სხვას რას დავეძებ_ჩემი თავი ვერ მიპოვნია, ეზოს ძაღლივით ნაცემი და უარყოფილი...
მოჭრილ ჭადართან ჩუმად ვდგავარ. მტკივა ფესვები. სავსე ურნიდან მიწისფერი კატა ამოდის. კედელზე ქალი მიუხატავთ მწიფე ნესვებით, გამოქვაბულში მონადირეს როგორც მამონტი.
მარცხნივ, კიბესთან, ერთადერთი ლამპიონია, ზაფხულში ეგღა ახალისებს საწყალ ფარვანებს. მეზობელ ყასაბს თავის ხელით ყოველ... (ქონიან) ქოშინით ააქვს ცოლ-შვილისთვის ხორცი; შარვალი_
(ყოველდღე ისიც) იმ მეორე ხელით უჭირავს. მე ახლა უკვე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. როგორმე (ვნატრობ) თვალი ისე მომახუჭინა, შეშლილივით არ წამომაგდოს სულის შეხუთვამ.
მე ჩიხში ვცხოვრობ, ან_ პირიქით... პირიც მიქნია ზოგჯერ ქვისკენ და ზოგჯერ ჩემს გზებს ჯვრებად ვსახავდი. გზაჯვარედინზე დგომა ჩემთვის ფუჭი ფიქრია _ ბოლოს მივხვდი და მოვაღწიე კიდეც სახლამდე.
მე ჩიხში ვცხოვრობ.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 20:03 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დავხურე ფანჯრები. ჩიტების ჟღურტულიც მიწყნარდა, და კენკავს სიჩუმეს საათის ისარი, დაღლილი. ფიქრები გავხიზნე ბავშვივით, სოფელში, ფიჭვნართან. ჩემი ბრმა ტკივილის ფეხებთან ერთგული ძაღლივით
მივწექი... დაბნელდა... არადა, წუთის წინ მზე ჩანდა. დახუჭულ თვალებით ოცდამეჩვიდმეტედ მანძილი მიწამდე_ გავზომე. ტკივილი იდგა და ღეჭავდა ჩემს ნერვებს, უგემურ... ვით გლეხი, დაღრეჯით, ღანძილებს...
და მერე, სიზმარში ვიდექი დიდ-მამა-ადამთან; ძმა ჩემი, თეთრ ღრუბლებს მწყემსავდა მომწვანო იფნებთან. პოეტებს_მომღიმარ_ ბრბო პიტნის გვირგვინებს ადგამდა, და დაფნის ნაყენის საფენებს სახსრებზე იფენდა.
და ვგრძნობდი სიზმარშიც_ მარცხენა ბეჭს ჩაქუჩს ურტყამდნენ შიგნიდან... გარედან_ შურის და ქილიკის სამიზნეს. ვიღაც კი იდგა და ფიჭვნარში სალამურს უკრავდა და ჩიტი მღეროდა ხვალინდელ წვიმიან ამინდზე...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.05.2016, 20:18 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ შეგიძლია კაცში გამცვალო, ოღონდ, ნუ გამცვლი სულით ჯაგლაგში! შენ ამ პეშვიდან შესვი ცხრა წყარო და მოიხიბლე ჩემთან თამაშით.
ჰო,მოიხიბლე სოფლელი ბიჭით და თოვლისფერი ოცნება დაგრჩა... ჩვენ თოვლის ცქერა ცალ-ცალკე გვიჭირს და ამაოა შრომა და გარჯა-
უდარდელობა შევმატოთ თვალებს... ღელის წისქვილზე სულ დარდი გიფქვი. მოდი, ზაფხულში ვარსკვლავი თვალე, მერე-ფოთოლი და მერე-ფიფქი;
მერე კი თვალებს გაახელს ლურჯად "დედის ცრემლი" და გასკდება კვირტი. ზამთარს სიკეთის პირი არ უჩანს მე კი შეცივნულ კვირტებზე ვითვლი
ამაისებულ იმ მწვანე ფოთლებს, შენ რომ უჩემოდ უნდა შესცინო, მე გაზაფხულის პირზე რომ მოვკვდე, მერე სულ მშვიდი ძილით მეძინოს...
შენ შეგიძლია, კაცში გამცვალო, არაკაცში კი გამცვლი ნუროდეს! ჩემი ცხოვრების ცივი ცხრა წყარო ჩემი სიცოცხლის მერეც გწყუროდეს.
|
|
|
|