ბერეთელი ნუკრი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 9
  • 10
  • »
ბერეთელი ნუკრი
nukriaДата: კვ, 22.04.2012, 22:10 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჩემი მიტოვება ახლა ღალატია!
ასე გულშიშველას ხომ არ მიმატოვებ?!
აქ არც ტკივილია, აქ არც ჯალათია,
აღარც სიკვდილია... მხოლოდ სიმარტოვე...

ძნელი წარსულისკენ ვეღარ მივბრუნდები,
ვერც წინ-უფსკრულისკენ ვეღარ გავიხედე.
გზები, ბეწვის ხიდზე ბაწრით მიბმულები
ოცდამეჩვიდმეტედ მგონი გადიკვეთნენ.

მთვარე უიღბლობით ბევრჯერ გავაოცე.
სულში კაკტუსებიც აღარ იზრდებიან.
ახლა ყინვებია მთვარის სანაოზე,
სულის სანაოზეც დიდი ყინვებია.

მზე კი დაბზარული ოქროს ბადროა და
(ამ ლექსს, რომ შემეძლოს, სულშიც ამოვხევდი!)
გული ეჭვის ჭიდან ლამის ამოვარდა,
შენს ზურგს მოტმასნილი მთვრალი გამოხედვით...

კიდევ ეჭვი მინდა?! სულ არ გეცოდები
თუმცა, "შეცოდება" რაღა სათქმელია!
მოდი, შენი ხელით მაინც ამომშანთე,
გულზე ამოზრდილი ძველი ვენახები!

მერე უგულობაც ნუღარ გაგაოცებს.
(ესეც განწირული სულის ღაღადია!)
დიდი ყინვებია სულის სანაოზე.
დღეს არდაბრუნებაც უკვე ღალატია!.
 
nukriaДата: კვ, 22.04.2012, 22:11 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბეღურები

შენ ახლა ისე შორს იყურები,
რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს.
სხედან ანტენაზე ბეღურები,
ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს...

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებმორყეული აივნიდან.
თმაში ჩაბნეული სინგურები
ხელის შეხებაზე გაირინდნენ...

იქნებ დარდებისგან დავიცალოთ,
წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან,
ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო,
მერე გაგეპარო მძინარეს და

მინდვრად გაძებნინო სიყვარული,
იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან,
შიში, ხმის ქვიტკირში შეპარული
როცა თვალებიდან იჭყიტება,

უნდა მივუხურო დარაბები,
(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...)
მერე თვალდახუჭულს ქარაფები_
საგულდაგულოდ რომ შევიგულე,

უნდა აგატარო დაისამდე...
მზეს აქ არაფერი დარჩენია,
მე კი უშენობით დავისაჯე!
იცი, უშენობა სასჯელია!

შენ კი მთების იქით იყურები,
მაჯებდამტვრეული აივნიდან.
ნახე, - დატუქსული ბეღურები
სულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...
 
nukriaДата: კვ, 22.04.2012, 22:13 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პროტესტი

როდემდე ადიდებთ დაგმანულ დღიურებს?!
დრომ დუმილს დუელი დაუთქვა დამბასთან...
აფიშას ფერები აფანტასტიურებს.
ფატმანი დაფნებით დაფარეს,- დაფასდა...

გაშავდა, გალიგვდა გზა გილიოტინის,
გულები გასივდნენ გონების განგაშით.
პოპს ეპატიება ოლიმპოს პოტინი,
პოს პოლიჰიმნია ერევა პაპაში.

მართალი, თვალებით თავლასთან ათენებს,
თან ასანთს თითებით უთითებს თუთუნზე.
ხაიამს ახრილი ხემი თუ ახელებს,-
ბახს თიხის ხაოზე შეხება უხუნებს

ცისმიერ ოცნებებს... ცას ეუცნაურა
დაცოფილ ცელების ცეცხლისპირ ცახცახი.
ხარხარებს რომიდან დარბაზის აურა,
ახურებს არაბულს სრიალა მათრახი.

მზეს ზიზღით აზიდებს ზიმზიმა ზალებზე,
ზის მზერა აზიზი აზიდულ ვილაზე,
ჩიორა ჩურჩულებს აჩალულ ჩალებზე,
ოჩოკოჩს ჩასთვლიმა ჩამომჭკნარ ჩინარზე.

სრულდება სიკეთით სისინი ასპიტის?!
ქვესკნელის ასახვა სურს სუროს სიმაღლეს...
კეთროვანს აკვირვებს კივილი კაპიტნის,
კი, კერპი მაკლაი კენტ კუნძულს მიაკვლევს!

ბარიდან ბილიკებს აკიბავს ბოლები,
დაბამბულ ბეღელზე ბოქლომი დაბმულა,
ჭაკებმა ჭალები დაჭლინკეს (ჭორები!)
ჭენებით. ჭინჭილას სვამს ჭინკა ჭამპურა.

მამშვიდებს შქერის და შინდების შრიალი,
შავი ცა შემინულ შენობებს აშინებს.
წაწლობენ ბწკარები... წკვარამში- წრიალი,-
წუხს წუთისოფელი- წამებში გავწირე.
 
nukriaДата: კვ, 22.04.2012, 22:14 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ გესმოდეს

ვწევარ გათანგული. გარეთ აპრილია,
შიგნით-აგვისტო და ხაზი ორიოდე...
გული უშენობით ისე დაილია,
მართლა რომ გესმოდეს-ფეხით მოხვიდოდი-
მისი ფორიაქი. თუმცა, სულ ერთია...
(ასეც ხდება ხოლმე, როცა ავადმყოფობს
სული.) გასისხლული ზეცა სურათია,
ჩემი ბრმა ლექსებით უნდა გადავთოფო!
გუშინ დამეკარგა ძველი საპირწონე,
მაჯა ლულასავით რომ არ გადამიხსნას
გრძნობამ უთაურმა- მოდი, ამიწონე,
კოვზით დამაძალე გრძნობა ადამისგან
ნეკნად ამოცლილო. მხართან შემიკეცე
ჭრელი საბანივით,-დედა გამახსენოს-
შენი მონატრება... ფრთები შემიკვეცეს,
შურით შემიკვეცეს, ჩემო სანატრელო!
ჰოდა, მაისია. ვწევარ გათანგული.
ოცდათვრამეტი მაქვს. ხაზიც-ორიოდე...
გული მარტოობით ისე განადგურდა,
მისი რომ გესმოდეს, ეხლავ მოხვიდოდი.
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:39 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ალიხე, მალიხე, სალიხე...)

ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.
და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები - დროებით...
და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ:
ალიხე, მალიხე, სალიხე... ალიხე...

და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება
სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე
იქნება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.
ხომ ხედავ, - მე გნატრობ:
ალიხე, მალიხე, სალიხე....
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:40 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეხლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)

გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, -
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს - მაისის ქარს, - ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან...
დები იტირებენ ალბათ "ძამულიკოს".

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს...
ძვლები გათეთრდება, - დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.

მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა...

მოვკვდებოდი..


Сообщение отредактировал nukria - შაბ, 01.09.2012, 03:40
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:42 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,

ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს...
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით,
წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.

თოვს და ყველაფერი შავად მეჩვენება,
(დარდმა გამომიკრა მაგრად აპეური.)
ვხედავ ნეგატივებს... და ეს შეჩვენებაც
ვფიქრობ, ლოცვებია თოვლში გარეული.

ვიღაც მკითხულობს და ისე ბოღმიანობს,
ახლა ჯანდაბისკენ ნაღდად ავუხვევდი!
სისხლი ძარღვებიდან ისე მოხმიანობს,
გულო, არ მგონია დიდხანს აუხვიდე.

ყალბი ტკივილებით ჰაერგაჯერებულ
ქალაქს როგორ გინდა რამე დააჯერო?
როცა ყველა გხედავს მზეზე გაჩერებულს,
შენ კი ჯურღმულებში ჭინკებს დააჭენებ.

მეტად ცოდვებისგან ვეღარ დავმძიმდები,
ვეღარ შეგინახავ სხეულს ნაპატიებს.
მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით.
დედა მაპატიებს...
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:43 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქირომანტი
დედის ფეხებთან მიწოლილს ჰგავს ეს
ფთილა ღრუბელი_ პატარა ბატკანს.
მოკლდება ჩემი სიცოცხლის ხაზი
ყველა უშენო დღით, როგორც... რა ვთქვა...

გიორგობისთვის დღეები, როგორც;
როგორც სოფლის გზა, რომელშიც, იცი_
ვიღაც სულ გელის_ ფერებით ზომოს,
რომ მაგ თმის სიგრძე და ხელებს მიწის

სითბო და სუნიც ექნება მიწის.
შენ კი ქალაქის ძველ ქუჩას შერჩი.
ახლა ეს ლექსი ხმელ მკლავზე მიწევს
და გული აღარ მეტევა მკერდში.

და ზოგჯერ, როცა შენი გაბუტვა
მაფორიაქებს (არადა, რისკი
მიყვარს) და როცა ვდავობთ ამურთან,
შენ თვალი გრჩება უჩემო გზისკენ;

მე გული მრჩება მოხურულ კართან,
რომლის იქითაც შენ დგახარ. უძლებ
ცდუნებას_ უკან მობრუნდე. კალთა
ვერც დედის გშველის, რადგანაც უძღებ

შვილებად მხოლოდ დედები გვთვლიან,
როდესაც მამებს საბანი თბილი
ახურავთ (მიწის)... და ისეც გვიან
გაჩენილ შვილებს რაც გვრჩება: "კბილი

კბილის წილ!"_ გავცრათ ჩახლეჩილ ხორხებს
და საუკუნეს_რუხი მგლის დამღით_
გავუყვეთ, სულაც მუხლებზე ხოხვით.
რაც მთავარია, არ ვიგრძნოთ დაღლა:

წვიმაში, ქარში, თოვაში, მზეში,
ტრანსპორტში (ყვითელ), მიწის ქვეშ, სულაც.
რომ არ დავკარგოთ ცხოვრების გეში,
რომ დავიჭიროთ კბილებით სული

როგორმე; სული_ ფაქიზი ერთობ.
(დღესაც თუ რამეს "ფაქიზი" ეთქმის")
რომ ისე ხშირად წამოგვცდეს: ღმერთო!_
მეორედ იშვას მიწაზე ღმერთი.

და მე ერთ დილას დავიწყებ შენით.
მშვენიერ დილას_ მინდა, ვთქვა ასე.
და ჩემი სახლის ახდილი ჭერი
იქნება შენი სიმშვიდით სავსე.

მანამ კი ნედლი კუნძივით ვბოლავ,
ამოვარდნილი გული კი მაზის_
მხარზე ჩიტივით... და მოდი, თორემ
მოკლეა ჩემი სიცოცხლის ხაზი.
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:44 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლადო ასათიანს

"რუსთველის პროსპეკტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა."
ლადო

შენ რუსთაველზე ახლაც დადიხარ,
მივუყვები და მომდევ ლექსებით.
ალალმართალი, წრფელი კაცი ხარ,
ჩამიგულდი და აღარ მეშვები.

შენს ყაყაჩოებს ხალებს ვუთვლიდი,
შერცხვათ და ღიმიც აღარ მიჩინეს...
შენს მამა-პაპას ნათელს ვუთვლიდი,
რომ შენი ჯიში გადაგვირჩინეს.

თუ შენს ბარდნალას ჩავეხუტები,
ჩემი სოფელი ეჭვობს ქალივით.
ათასი წლისაც არ გახუნდები
და ილაპლაპებს რვალი ხალიბის.

უფრო თბილია დიდუბის მიწა-
ვიდრე ელოდი...უფლის განგებით.
მეც ნაბოლარა პოეტად მიცან,
შენს მძლავრი ფრთის ქვეშ რომ ვფრთიანდები.
 
nukriaДата: შაბ, 01.09.2012, 03:45 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის ნოსტალგია

მერცხლები გაფრენილან რა ხანია,
ხეები ფერ-უმარილს ბავშვებივით
ყველგან ითხიპნიან... ხარხარია.
ოქტომბერს წუთები აქვს დარჩენილი.

ღრუბლები ფეხმძიმე ქალებია-
დადიან, წვიმებს ძლივს იკავებენ
ღიმილივით. რა ხმაა? ქარებია,
თუ ხმელი ფოთლები კინკლაობენ.

მთვარე- გატეხილი ფანარი და
(ლექსი მივუსიე დაგეშილი)
მეზობლის კარღია მარანიდან
სარ-სარ მოუყვება გალეშილი.

აქ არ მოიტეხოს კისერი და...
ბავშვები კვახებით ჯილდაობენ.
ქარების დოღია იმ სერიდან,
აქ კაკლის ჩრდილები ჭიდაობენ.

ნელ ცეცხლზე თათარას ჩასთვლემია,
ფშვინავს და დედის ხელს იგერიებს.
რა ვოლტი?! სულ თაფლის სანთლებია,
ჩუ! მამა კითხულობს "...ივერიელს".

სხვენზე ტაროების ხარხარია,
მთვარე გაპარულა შერცხვენილი.
მერცხლები გაფრენილან რა ხანია...
დღეებიც გაფრენილან მერცხლებივით.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 9
  • 10
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость