კოტე კაკიტაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
კოტე კაკიტაძე
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:57 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საფერხე


რ გიგრძნო და არ აღგიქვა,

ვერაფრით ვერ ვახერხებ,

ბუხარივით მითბობს ფეხებს

ათასი წლის საფერხე.

შენი თვალთა ისრის სრბოლას,

ვერაფერი აფერხებს,

ყველგან დამხვდა შენი მზერა,

დათბუნული საფერხეც.

მიტომ არის შენი ხსოვნა

თავიდან ვერ დავფერთხე,

ეს შენ დამდევ ფეხდაფეხ თუ

ღადარივით საფერხე?

მერე, ალბათ, ჩემი ნამგროც,

რაღაცას გაახერხებს...

იქნებ მათაც ერგოთ წილად

მინავლული საფერხე.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:58 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაჩქარევად

(თიკო ლობჟანიძეს)

აგიჟებს ფოცხოვს ქალაქის მტვერი;

და უძღვნის დედა– მტკვარს გულალალად;

არავის ვიცნობ ქალაქში ისეთს,

მემეტებოდეს გადასალალად.

მტკვარსა და ფოცხოვს შენი კლავთ დარდი;

შენს თვალებში სურთ ტალღის არეკვლა;

შენი ნამივით ცრემლის მიზეზი,

რა სიხარულის ზარებს დარეკდა?

აგიჟებს ფოცხოვს ქალაქის მტვერი;

მე კი ლექსს გიძღვნი, თანაც ალალად

არ მენანება მთელი დუნია

შენი ქუჩიდან გადასალალად.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 14:59 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სექტემბერი ჩემი

ჩემი აბგა, თავხედი და გოროზი,

შენი ჩანთა ფრიალა და ნაზი,

შენი ბაფთა, ქათქათა და ფაქიზი,

ჩემი პოზა –მოგონილი ბრაზი.

სიამაყე ჩემი – შეღინღლული ტუჩი,

სიკეკლუცე შენი – შებურცული მკერდი,

სამოსელი ჩემი –ნაცრისფერი ფლანელი,

შენი კაბა სადა, არსად ოქრომკედი.

გაღიმება შენი – გაბუტული ბაგე,

გაცინება ჩემი –ამრეზილი ლაში,

აღტაცება ჩემი – უთავბოლო კუნტრუში,

აფეთქება შენი –მიბნედილი ტაში.

სექტემბერი ჩემი, მელოტი და ჭაღარა,

შემოდგომა შენი, შორეული ბარაქა;

გავიხსენო უნდა გადამქრალი ამბორი,

გაღმა ნაპირიდან ნეტა მეტი რაღა ვქნა:

ჩემი აბგა, თავხედი და გოროზი,

შენი ჩანთა ფრიალა და ნაზი,

შენი ბაფთა, ქათქათა და ფაქიზი,

ჩემი პოზა –მოგონილი ბრაზი.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:00 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც მომხსნიან

(ხუმრობესკა)

მეც მომხსნიან, ახლა, ალბათ,

ჩეროს უფროსობიდან,

მერე ვინღა შემოგითვლით

გამარჯობას სოფლიდან?

ახლა მმართებს ვაჟკაცობა,

ახლა უნდა გავმაგრდე,

ნეტავ ჩამალაგებენ თუ

თვითონ უნდა ჩავლაგდე?

საფურიდან ჩემს ჩეროში

სხვა ფურს ჩამოიყვანენ,

არ მეგონა, თუკი წირვას

დღესვე გამომიყვანდენ.

არა, თვითონ გადავდგები,

აქ არს ჩემი შამქორი...

რა იუდა, რის იუდა,

ანდა მისი ამბორი.

მეც მომხსნიან, ახლა, ალბათ,

ჩეროს უფროსობიდან,

მერე ვინღა შემოგითვლით

გამარჯობას სოფლიდან?
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:01 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი–ორი დღეც


ერთი–ორი დღეც და მერე ისევ,

დამაყენებენ ლოდინის რიგში,

უნდა წავიდეს წამსვლელი, უნდა,

ასე წერია კარაბადინში.

ერთი–ორი დღეც დამერე ისევ,

როგორც უცხოს და როგორც ქულბაქელს

ჩამომართმევენ უფლებას მზეზე

და შემოდგომა გამაკულაკებს...

ერთი–ორი დღეც და მერე ისევ,

დამიმალავენ გაფურჩქნულ ვარდებს,

ერთი–ორი დღეც და სავარდეთში

ქოთნის ყვავილი იდარდიმანდებს.

და რამდენი დღე სჭირდება, ნეტავ,

შენი თვალების მონადირებას?

აქ კი ნამდვილად არ ვდგები რიგში,

აქ უკვე აღარ მივდევ დინებას.

ერთი–ორი დღეც და მერე ისევ,

ამოიხვნეშებს გადაზაფრული

და როგორც მეფე, თავაწეული

წავა ზაფხული, წავა ზაფხული!


 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:02 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯერჯერობით

(ნანული ცხვედიანს)

თქვენ რაჭაში დაბრძანებით,

ჩემს დერჩს აუვლ–ჩაუვლით,

ცალი ყური ჩვენკენა გაქვთ:

თუ ისმის იქ ხმაური.

კი, ვხმაურობთ სექტემბრამდე,

სიცხიან დღეს ვაგორებთ,

ოდის ძველ–ძველ აივნებზე

მოგონებებს ვაბოლებთ.

მერე ჩავარდება წყალში

ყინვა ყელში მომდგარი,

ფერს შეიცვლის ატამი და

ჟამს აიკრეფს მოცხარი.

მოგვბეზრდება კაკლის ჩერო,

სიყვითლე სულს წაბილწავს,

შეთვალებულ ძელშავს ფასი

ეკარგება წამი–წამს.

ფერგადასულ რკინის ჭიშკარს

ემუქრება მოქლონი,

ჯაჭვებს ეძებს შესაბმელად

თავკომბალა ბოქლომი.

ძლივს ვითანხმებთ ბერ მეზობელს

ძაღლის მისაბარებლად...

ხაბარულას სამსახური

ჩამოართვეს ქარებმა.

როდის მოვა, ჩემო, ნეტავ,

შემდეგი წლის აგვისტო?

მინდა დრო არ გამიჩერდეს,

არც ძალიან გამისწროს.

თქვენ რაჭაში დაბრძანებით,

ჩემს დერჩს აუვლ–ჩაუვლით –

კი, აქა ვართ ჯერჯერობით,

სახლს ვამშვიდებთ ხმაურით..
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:04 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაიღამე...

ამ ნისლებს ახლა შენთან მოაქვთ სათქმელი ჩემი,

ანდა მოაქვთ რა, დარჩა კიდევ უთქმელი რამე?

დანისლულ ღიმილს პირს არ უხსნის მეშვიდე ნოტი...

გადაიღამე?!

მყინვარებს იქით უნაგირაც გამოჩნდეს იქნებ......

მესმის კამათი, დაკარგულა მაშასადამე.

დო-რე, დო-რე-მი...დო-რე, დო-რე-მი...

გადაიღამე!

ვით მუხის ხიმე, დაშვებულა ობოლი ხემი,

ყინვის მონაწრეტს აღარ ახლავს ხმის სიკამკამე.

მეექვსე ნოტზე გარჩენილა პასუხი შენი...

გადაიღამე ...
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:05 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოშკს

შენს ბებერ კედელს,შენს ჩუქურთმას,ჩემგან უნახავს,

რამე სათქმელი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?

შენს ნაბზარებში ხომ არსად დევს ძველი წერილი?

წერის არმცოდნის, თუმცა სუფთად გადაწერილი.

და იმ წერილში ხომ არ მთხოვენ კირის დაცილვას?

რა მეკირე ვარ?არ მოუკლავს კაცი დაცინვას!

იქნებ უჩემოდ ვერ გამოწვეს კარგად კრამიტი,

ან მთლელმა ქვისამ ვერ გააპო ზუსტად გრანიტი.

იქნება მნათემ არ აანთო გულით სანთელი,

ანდა სანთელი გახდა ისევ ჩამოსაქნელი.

უადგილოა ახლა, მართლაც, ჩემი დანდობა,

მაგრამ დარდისთვის წამალია სხვისთვის განდობა.

მანიშნე მაინც, შენს ჩუქურთმას, ჩემგან უნახავს,

ერთი ტკივილი ჩემთვის ხომ არ გადაუნახავს?
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:06 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფლასი

ჩამოკაკლა სცენარიტმა,
თვალი კრიალოსანის:
აქ დამბაჩა, აგერ ფლასიც,
გმირის შესამოსავი.
ბნელი სცენა, შუქი რამპის,
კულისების ჭორები,
და ცახცახი დებიუტის...
ვეღარ მონაშორები;
ნაბიჯი ვერ გადადგმული,
ტაში ვერდანაკრავი,
რეჟისორის ირონია,
არაყგადანაკრავი...
ფარდას თვალით ეფერება
დრამის ძველი მოსავი...
რა ფერია, ნეტავ, ფლასი
სულის შესამოსავი?
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:07 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამის გარეშე

მე უძილობა დამჩემდა ისევ,
ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც,
და მენატრება მზის ამოსვლამდე
ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება.
შენ უძილობა დაგადეს ტვირთად,
სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც.
შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ,
და უყვებიან ერთურს დილიდან.
და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე,
ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში,
ოცნებების და ნდომის ამარა
ცივ ლაჟვარდების სინარნარეში.
ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც,
ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები?
გადმოვივლი და, თვითონ უძილო,
შენს უძილობას შევეხიდები.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость