კოტე კაკიტაძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
კოტე კაკიტაძე
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:08 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღიმილი წვისა (და არა წვის ღიმილი)

ბეწვი იტრუსება და
ბეწვზე თუ არ მიასწრებ,
შეიძლება საწყალ ბეწვს
შენი ქურქიც მიეწვას.
მერე ვიღაც შენს ქურქზე
გამოაცხობს ანდაზას
და ზეიმით დაგიგდებს
ანდერძად.
ეს ანდერძი სხვა ანდერძს
გააძევებს ანაზდად.
განა ზოზინ-ზოზინით?
მსუბუქად და ლამაზად.
ბეწვი მაინც იწვის და
ქურქსაც ცეცხლი ედება.
ეს წვა - ტრუსვა, ნეტავი,
ხომ არ გადაგვედება?
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:09 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ყივის კვინცხის ქანდარაზე,
დეზით ერჩის ვარიებს,
თუ გაბრაზდა, ნეტავ რაზე?
ჭორებმა გადარიეს?
კარს გაუღებ, მიაშურებს,
მეზობლის სანაკილეს,
მეზობელიც ამიშარდა,
მის მოჩეტებს აკივლებს.
ვეღარ დავიცავი მისგან,
ჟრუნი დედლის საკინძე,
ვერც ბოსტანი – საომბალო,
საპიტნე და საქინძე.
თუმც ზაფხულიც გადაირბენს,
მოხდება ის, რაც ხდება...
და ყივილი, ჩემი მამლის,
სანატრელი გახდება.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:10 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავეშარები

დიდხანს ივლის ივლისი
გვალვიანი შარებით,
გულზე ორთქლადენილი
თუ არ ავეშარები.
შარი შარას მიჰყვება
ამომშრალი ღარებით,
მოღერილი დარდით და
მახვილი ნიღარებით.
ალბათ, იულიუსიც
გულზე მჯიღებს იცემდა,
შიგადაშიგ ბრუტუსის
სახელს დაიფიცებდა.
და რამდენი ხანია,
და რამდენი ზაფხული
ნერვებს მიშლის ივლისის
სიცხე, სულარნახული.
კეისარი ჩაბარდა
ისტორიას შარებით...
მაგრამ ივლისს, ერთხელაც,
მაგრად ავეშარები.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:11 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყავლი

ამ ნომერზე ვეღარ ვრეკავ,
ამ ზარს ვეღარ ვპასუხობ!
თუმც სათქმელიც რა მაქვს, ნეტავ,
ანდა შენ - საპასუხო!
ზარებს შორის მთა ჩამდგარა,
მთაზე უფრო ახმახი...
მთის ქვეშ მატარებელს გააქვს
ძველებური რახრახი.
შენ არ ჩანხარ, ვერც მე მხედავ,
თუ არ გვინდა დანახვა?
თავს ვაბრუნებთ აქეთ-იქით,
-უნახავმა რა ნახა.
სხვა მარგილზე გაჭიმულა
ახლა ძაფი საბედო.
საერთოდაც ნუ შეამჩნევ,
შეხება არ გაბედო.
ჩემს ჭაღარას, შენს წვრილ ნაოჭს,
უნაირო ჭოჭმანებს,
გასდის ყავლი და მდელოზე
სულ სხვა წყვილი გოგმანებს.
ამ ნომერზე ვეღარ ვრეკავ,
ამ ზარს ვეღარ ვპასუხობ!
თუმც სათქმელიც რა მაქვს, ნეტავ,
ანდა შენ - საპასუხო!
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:12 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამოთხრილი თვალები

თავს ვღალატობ, განა სხვას,
სხვასთან რა მაქვს სადავო.
მიტომ მეუბნებიან -
შენ სად, ჭკუა სადაო?!
თავს დავცინი, განა სხვას,
სხვასთან რა მაქვს სამეტო?
ვერ ვახერხებ, საკუთარ
ზრახვებს გადავამეტო.
გადაბჟირდნენ სიცილით,
ჩაგუბული ბატები -
სიმართლესაც აქვს,ზოგჯერ,
ჭრელი დანამატები.
ქვე - ქვემძრომთა არმიას
არ აკლდება შევსება!
თვალს რად ვითხრი, ნეტავი?
თვალი ისეც მევსება!
გადალიბრულ ქვეყანას,
გადაზურნულ გონებას,
გამოთხრილი თვალები
ვითომ მოეგონება?
 
nukriaДата: პარ, 04.05.2012, 15:14 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეპიდემია


ეპიდემია. ეპიდერმა, ცენტრები ეპის...

ძვრება ქუსლები გაქუსლულთა გაცვეთილ ქოშებს,

დგას ირგვლივ სუნი უსასრულო ჯაზის და რეპის,

რა უნდათ ბოშებს?

ალტერნატივა აღარ უჩანს სამთითა მუშტებს,

ეს ცერი მაინც ეცილება შუათითს ალაგს!

აქ ყოფნა უკვე აღარ უნდათ ჩაფუშულ ბუშტებს,

გაბერილებმა თავის დროზე უგანეს ქალაქს.

გადასარბენზე თითქოს არ ჩანს წითელი შუქი,

ახლა სხვა ფერის თვალებს მალავს ლავსანის კეპი...

და ყველა სარჩულს გამოჰკვრია სილურჯე მუქი –

ეპიდემია, ეპიდერმა, ცენტრები ეპის...
 
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 01:48 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე უძილობა დამჩემდა ისევ

მე უძილობა დამჩემდა ისევ,
ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც,
და მენატრება მზის ამოსვლამდე
ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება.

შენ უძილობა დაგადეს ტვირთად,
სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც.
შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ,
და უყვებიან ერთურს დილიდან.

და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე,
ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში,
ოცნებების და ნდომის ამარა
ცივ ლაჟვარდების სინარნარეში.

ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც,
ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები?
გადმოვივლი და, თვითონ უძილო,
შენს უძილობას შევეხიდები.
 
nukriaДата: ორ, 28.05.2012, 15:11 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ მოტკბოსავით სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.
დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო,
ბევრი ღიმილი, ბევრი აღტაცება...
აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ,
თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა.
მგონი არ სჭირდება ღიმის მიგებებას,
ფერის ცვალება და სულთა გრადაცია,
ქალი დაინახო? თვალით მიეფერე,
კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია!
და დღე ჩამოდგება დღეზე უკეთესი,
სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება,
შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება,
ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება....
დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,
ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია,
მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული
ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 01:24 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამის გარეშე

მე უძილობა დამჩემდა ისევ,
ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც,
და მენატრება მზის ამოსვლამდე
ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება.
შენ უძილობა დაგადეს ტვირთად,
სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც.
შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ,
და უყვებიან ერთურს დილიდან.
და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე,
ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში,
ოცნებების და ნდომის ამარა
ცივ ლაჟვარდების სინარნარეში.
ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც,
ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები?
გადმოვივლი და, თვითონ უძილო,
შენს უძილობას შევეხიდები.
 
nukriaДата: ხუთ, 11.10.2012, 00:05 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უთქვენობის რამდენი
წელი გამიცდენია...

მახუნცეთში ვიყავი,
ვერ ავედი ნენიას.
ამდენს ერთად ვერ შევძლებ,
ახლა უნდა ვუტიო,
გაისამდე შემინდობს
გულმოწყალე ფურტიო.
ენატრება ჩემს თვალებს,
სახე თქვენი, ნაოცი,
ის ჭრელკაბა გოგონაც,
პატარა მატაოცი.
მეჩემება ჩივებით
აკინძული ოდები,
სინორი და ბორანი...
ძილში დანაბოდები...
გაყვითლებულ ფოტოებს,
ვარჩევ ნევრვებაშლილი,
ჩემი შავი ქოჩორი
თეთრითაა წაშლილი.
ჭრელი კაბაც გამქრალა,
სარეკს სულ სხვა აქანებს,
ნეტავ, როგორ შევბედო
საუკუნის მანქანებს?
გიდგათ ძველი ტაბლები,
სამფეხი და ფეშხუმი?
ვითომ მართლა მიცნობენ
ჩირუხი და ბეშუმი?
თუ მიცნობენ, მაშინაც,
გულში ვინ რას გაივლებს?
არა, ვერ დავამძიმებ,
ჩემი სულით აილებს.
ჯვარზე ვკოცნი ქვის კეცს და
სულში ყრმობას ვატირებ.
ნუ დამზრახავთ, გაისად,
ხიხანისკენ ვაპირებ.
უთქვენობის რამდენი
წელი გამიცდენია!
მახუნცეთში ვიყავი!
ვერ ავედი ნენიას!
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость