ალექსანდრე ელერდაშვილი
|
|
nukria | Дата: კვ, 15.07.2012, 22:51 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლექსები კეთდება აქ– 2
როგორც წესი, "ყლუპ"–ი რომ გვაქვს, მანამდეა "ყლაპი", "სხუპ"–ის წინაც ლაპარაკში არის მუდამ "სხაპი"... ჩვენში ზოგჯერ როცა მოთოვს, იმას მოსდევს ჭყაპი... წვიმაშიაც წესრიგია: (2) "წკუპ"–ამდეა (1) "წკაპ"–ი. ტყემალს ქვაბში რომ აზელენ, მერე ხდება ტყლაპი, სანამ ხოხობს დაარქმევენ, მის ბარტყს ჰქვია ლაპი, ორმეტრიან კაცს რომ ხედავ, ადრე იყო ღლაპი, იოანეც ქსენძი იყო, მერე გახდა პაპი... გაგვაწამეს – ჩვენ "ნატო"–მდე არ გვაღირსეს "მაპი"...
ერთი სიტყვით... ჯერ წყალია და მზადდება შხაპი... დავიძახოთ ყველამ ერთად "სნიპ–სნაპ–სნურე–სნაპი" და ჩავრეცხოთ სიბინძურე.... გავხსნათ ყველა ტრაპი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 16:46 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * გული ჩემს დარდებს თუ ვერ უძლებს, რად გაიქცევა?! წუთისოფელი სევდის ზღვაა - სად გაიქცევა?! ვიწრო გონება, სიბრიყვით თუ უკვე სავსეა, წვეთს დაამატებ და მთლად გიჟად გადაიქცევა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 02.08.2012, 15:29 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ქალს და ღვინოს შევთხოვ შველას, შენ ლოცვა გშველის, მე ჯოჯოხეთში წავალ, შენ კი სამოთხე გელის; მე რა ბრალი მაქვს, თუ განგებამ ასეთად შემქმნა?! _ ვინ არის ცოდვის განმკითხველი, ახლის თუ ძველის?!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 26.08.2012, 15:34 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენი ცხოვრება ზმანებაა, განა მეტია, და თვალზე ცრემლი შენ ამაოდ არ შეგწყვეტია; დარდს შეეგუე, ბედისწერამ ამ ჩვენს დაფაზე ეს დაწერა და, ალბათ, სხვა რამ ვერ დაეტია.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 15:53 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უძილობის ფეისსბუქური
ევროპაში გვითხრეს - ბრავო! რუსეთს, ალბათ, ეთქმის "უხ, ტი" არჩევნები ჩავამთავრეთ, დროა, გაქრეს მტრობის მუხტი. ამერიკა იტყვის "ვაუ", ბარემ თურქმაც გვითხრას "საღოლ", ის დრო დგება, რომ ამქვეყნად ქართველებმაც გაილაღონ!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 01.10.2014, 15:00 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ისეთ მთარგმნელს რა ვუთხრა, რა ვუთხრა კლუბის იმ წევრებს, არ თარგმნის, არ აწკაპუნებს, არც იპოეტებ-იმწერლებს... განა იმისთვის თარგმნიდნენ წარსულში მამა-პაპანი - დღეს შენ ის ვერ გაიაზრო, რომ კლუბს სჭირდება "წკაპანი" შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა, რად არ გაქვს სიტყვა სათქმელი?! ხომ ხედავ, შენი გულისთვის თარგმნის ამდენი მთარგმნელი. მე ისეთ მთარგმნელს რა ვუთხრა, რა ვუთხრა კლუბის იმ წევრებს, არ თარგმნის, არ აწკაპუნებს, არც იპოეტებ-იმწერლებს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.12.2016, 16:36 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ უშენობას გავყოფთ ორზე, მივიღებთ აპრილს, უნდა ამ აპრილს გაზაფხულის ცრემლად დამღვაროს, უკვირს სამყაროს,როცა სადმე პოეტი აფრენს, და პოეტს უკვირს,რატომ უკვირს ასე სამყაროს… შენ კი ბოჰემურ ხასიათით სულ არ კვირდები, შენი ფიქრები პოეტური ჯვარცმით ევნება, და როცა აპრილს მოყინული სტკივა კვირტები შენ შეგიძლია,ეს ტკივილი თარგმნო ცრემლებად. შემდეგ ეს ცრემლი უზიარო ცას და ამინდებს, დრო როცა ქარის ლიტანიას თავზე დაათევს, მახსოვს ტაძართან აპრილი რომ სანთლად ამინთე, და ასხივებდა ყვავილობის დღე ოცდაათი. თუ უშენობას გავყოფთ სამზე,მივიღებთ აპრილს, მივიღებთ მაისს,ივნისს,ივლისს და იცი მერე… შეშლილ სამყაროს ჰგონია,რომ პოეტი აფრენს, როცა უბრალოდ პოეტები აპრილზე წერენ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.12.2016, 16:40 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს, ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი, მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს, მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს.. გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაიმა, ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის, როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ… მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და... მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით, შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა, მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს! სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა, სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა… დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს, როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.12.2016, 18:00 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სველდები ისე, რომ აჭარბებს გრძნობას ინტიმი, თავშეკავება ვეღარ უძლებს ვნების აქციას, სანამ წახვალ და სიმთვრალესთან მარტო დამტოვებ, მსურს კვლავ მომთენთოს მაგ თვალების რადიაციამ.... ზღვაა შენსავით ამაყი და მოაქვს ზვირთები, თბილი ალერსის, ნდობისა და გრძნობის მაგიერ, მორჩა დღეიდან სულ სხვაგვარი დღისთვის ვირთვები, მეყო რაც გული მოგანდე და გაბადაგვიე... . თავს ზემოთ ძალა არ არის და ისევ ივსება, სურვილის გუბე - შენი გრძნობის ძვირიან დახლთან, ჯანდაბას ყველა სიამაყე, ყველა ღირსება, შენს ერთ კოცნაში მთელს ჩემს ლექსებს გავცვლიდი ახლა!..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.12.2016, 18:10 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ათოვდა ყანებს... აფუმფლავდა ხეებს ფანტელი, ყვიროდა ძროხა, თეთრდებოდა მოხუცი კალო, პროლოგად ღამეს, დასავლეთის ედგა ნათელი, ივსებდა სტომაქს ზამთარი და მციოდი ქალო.
საღამო იდო... ბორანის სუნს ჰყლაპავდა ოდა, მღეროდა შეშა, ტკაცუნობდა დამპალი პალო, ციოდა გარეთ, ვაშლისხელა ფიფქები თოვდა, ძღებოდა კატა, ხოლო მე კი - მშიოდი ქალო.
არადა ვიცი, ამოივსებს ზამთარი სტომაქს, დათბება მალე, დაითლება ახალი პალო, მოვდივარ შენთან და ათასი სურვლი მომაქვს, მწყურიხარ, მცივხარ, მაკლიხარ და მიყვარხარ ქალო!...
|
|
|
|