ოდიშარია გურამ - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ოდიშარია გურამ
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 00:27 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურათი მგზავრით



სრუტეების გრილი თითები

ჰაერის ყვითელ სახეზე ნაზად

დასრიალებენ,

დაეძებენ

მოგონებათა ფერად ნამსხვრევებს.



წყლის ზედაპირი

მინის ფსკერია

გამოღვიძების...



სუნთქვის ნაპირზე

ცეცხლს გვაძალებს ზღვა:

ამოვისუნთქავთ _ ჩაისუნთქავს,

ჩავისუნთქავთ _ ამოისუნთქავს,

_ ჩაისუნთქავს,

_ ამოისუნთქავს...



ზღვის გაფითრებულ ბაგეებზე

ვქრებით სიმღერით,



სიმღერით _

მარცვლის

მახსოვრობაზე.

 
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 00:27 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კარანტინი



აღარ გამოჩნდა იგი

ვისაც უხმობენ ხეები და

ეთხოვებიან საღამოები

ეს მასთან

მასთან უნდა წაბორძიკდნენ

მის ხმაზე უნდა გაიარონ

იანვრების

მძიმე წვეთებმა

ნელა და ფრთხილად და

ჩუმად



ქვიშის ჩურჩულში აღვივებენ

მარილისა და

ოქროს კრისტალებს

ტრიუმფები

ზღვებისა და ქარების ბედი

აწრიალებს გამარჯვებებს

როგორც ფრინველებს.



ნაბიჯები ქვაფენილზე

კნავილი კატის

ფანჯრების ჯვრები



ალუბლისფერ წრეებს ამწიფებს

დამსხვრეული

მისალმებები



და ჰა იგი

სექვოია

აი ვინ უნდა მდგარიყო

ჩემს ლანდზე

სექვოია

მხოლოდ იგი

ერთადერთი

სექვოია

მე კი



შემჭიდროვდნენ ქალაქის მუნჯი

მიმართულებები

მისი მოქანცული

გათოშილი მოედნები



ამოისუნთქა მან

ვისაც უხმობენ ხეები

ეთხოვებიან საღამოები



უწონო ხელებს მოაქვთ

სველი დღეების

ბრიალა ლანგრით

სისხლის ობობა



და კივის შუქი

სამყაროს შუქი

ზღაპრებიდან გამოქცეული

მხეცების შუქი

თვალთა ნათელი

შორეულ თვალთა გაელვება

ქვების შუქი სანაპიროზე



შუადღის ყელზე

მიბჯენილი

დანა შუქისა

 
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 00:28 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შავი კაცი





ამოიზარდა ზღვიდან უცხო

შავი

სილუეტი

გამოეყო ევკალიპტების

კორომს

სწრაფი ნაბიჯით

გადაჭრა

ქუჩა



მოდის შავი

შავი

კაცი

შავსამოსიანი

შავი კეპით

ზღვისა და თევზის სუნით

გაჟღენთილი



პატარა ბაღს

გვერდი აუარა

შეღამების სევდიან ლანდებს

არც მიაქცია ყურადღება

მხოლოდ ცის დაბრმავებულ

ფერებს

შეავლო მზერა

გამჭოლი



სწრაფად მოიქექა ჯიბეების

უკუნი უფსკრულები

მოიძია სიგარეტი

ასანთის შავი

შავი

კვადრატიც იპოვნა

შეჩერდა წამით

და მერე

გაკრა ასანთს

და აინთო

აინთო

სახე მისი

ღიმილი კეთილი

უკეთილშობილესი

მორიდებულიც კი



ღმერთო

ვინ არის ეს კაცი

ეს შავი კაცი

ვინ არის

ღმერთო

ან საით მიდის

ასე რატომ მიეჩქარება
 
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 00:29 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხმათა რელიქვიებიდან



სიმღერებმა შეცვალეს იგი

თმებიც გაიმეორეს მისი

სახეც და ხმაც



ეცემა წვიმა

შემდგომის ბაღს

წვიმა მხატვარი

მოაბიჯებენ ოლეანდრები

ჩამოცვენილ

სექტემბრებზე



მეათე დღეა

როგორც იქნა

ლოკოკინამ შემოხაზა

მომლოდინე თვალები კვამლის

დიდხანს უმზირა მოგზაურმა

გასრიალებულ

ლაპლაპა გუგებს

და შემდეგ

სახლში დაბრუნებულმა

გალიები გაუღო ჩიტებს



მდინარეთა საპირისპიროდ

მიცურავდა ცივი სისხლი

მდინარესავით



გამოსათხოვარ დღეს ვღალატობთ

დაბადებულს გაჭიანურებით

იქ პრინცები

უკანასკნელი

უკანასკნელად

უხილავს მზერას



მეგობრის

თოვლისფერი ნიჟარა

წვეთ-წვეთობით მიედინება

ფარფლისფერ ფერფლში



განშორების ფერი აქვს ნაძვს

ფერი ვიღაცის ნასახსოვარი



ჩიასუნთქა ბიჭმა სიცილი

და რკალები

სიზმრებით მოზეიმე

ჩაქრა

აირბინა კიბე და

იხილა ფანჯრებში

წამის ინერცია

მან უპასუხა წამს წლების მერე

მაშინაც წამი გრძელდებოდა

გაქვავებული წამი

გასაოცარი იერის



ღმერთო

ნაცნობ ხეს

ბგერები ტკივა



ვინც მოგვიქსოვა

ბროლის სხეულები

მწვანე ქვითინში დასარწევი

ვინც გვისახსოვრა

ხმები თვალთა

ხმები სხივები

ცარიელია მისი ადგილი

და მისი ჯავშნის

შავი ნამსხვრევები

ბრწყინავს ხმათა მარტოობაში

დაწყვეტილი

სიცილივით
 
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 00:29 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *



შენ გაქრი ჩემი მოგონებიდან

შენ გაქრი ჩემი სინანულიდან

შენ გაქრი ჩემ ცხოვრებიდან და

ის კი არადა ჩემს სიკვდილშიაც

აღარ დაგრჩა

ბეწვისოდენა ადგილი





ბრმათა საზოგადოების საამქრო



ორია ღამის

მონდომებულად მალავს უკუნი

სამყაროს კაციშვილისგან მაგრამ

დასახლებულია მაინც

ღამე

იდუმალი შრიალით

უცხო ერთმანეთს გადაჭდობილი

ხმებით

ჩურჩულით

ვიღვიძებ ვინ არის

ვკითხულობ ვინ არის

რომ ხმაურობს შუაღამისას

ვის არ ძინავს შუაღამისას

საამქრო მპასუხობს სარკმელი

საამქრო მპასუხობს ვიღაც სარკმლიდან

კაცი უცნობი ძილგატეხილი

ეს ბრმათა საზოგადოების

საამქრო მუშაობს

ამბობს უცნობი

საათივით მუშაობს იგი

ამზადებს

მუყაოს კოლოფებს

საკონდიტრო ფაბრიკისათვის

საკანცელარიო წიგნებს

რვეულებს

და კიდევ კიდევ

ღმერთმა იცის რას



საბოლოოდ ვფხიზლდები

ვდგები საწოლიდან

ვაყურადებ და ვხედავ _ ეს მე ვარ

ეს მე ვყოფილვარ

სარკმელში მდგარი

კაცი უცნობი ძილგატეხილი

შემდეგ ღამეში ვიხედები

შორს ვიხედები

შორს საამქროსკენ

მაგრამ არა ჩანს იქ არავინ

არც შენობა

არც საკმლები

არც წებო და არც მაკრატელი

არც ძაფი და აღარც ქაღალდი

არც დაზგა

არადა მესმის მესმის როგორ მუშაობს

ბრმათა საზოგადოების საამქრო

საათივით მუშაობს იგი



დილით

როდესაც გამოჟონავს

ზღვის ლურჯი ფერი როგორც

კისკასი

უხილავი ვარსკვლავებისა

და საგნებიც სადღაც შიგნიდან

იწყებენ ციმციმს

ეწვევა მზერას

ახალთახალი ხბოს თვალივით

მოკრიალებული ქალაქი

თავისი ევკალიპტებითა და

მაგნოლიებით

მანდარინისა და ფორთოხლის ბაღებით

ქვიშით მოჟივჟივე ქუჩებით

მიწის მძიმე ლანდებით

ფერად-ფერადი სახურავებით

თვალმაისა ადამიანებით

რომლებიც დილაობით

ერთმანეთის სახეთა სარკეში

ხედავენ საკუთარ თავს

და კიდევ გორებითა და ღრუბლებით

და კიდევ ლექსებით

მთელი ღამის განმავლობაში

ნაწვალები და

გაურანდავი

სტრიქონებით



და კიდევ ვხედავ

კარგად ვხედავ

რომ თითოეულ მათგანს

ზღვასა და ქუჩას

ხესა და სახლს

ხელნაწერთა თითოეულ სიტყვას

ქვიშის ყველაზე მცირე მარცვალსაც კი

გარკვევით ატყვია დამღა

დამზადებულია ბრმათა საზოგადოების

სოხუმის განყოფილების მიერ
 
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 00:30 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალმოდებული ჟირაფი





ხანდახან როცა

საღამოს წითელი მარმარილოს

ფრინველები

კირჩხიბს გამოცდებიან და

ჭრილობიდან გამოქცეული

სისხლივით მძიმედ ეშვებიან

იასამნისფერ ჰორიზონტზე

გადმოდის ზღვით

ალმოდებული ჟირაფი

უზარმაზარი

შეძრწუნებული

სასოწარკვეთილი

ლაღი ამაყი



ქარბორბალასავით მოაპობს ზღვას

ზაფრანის ფერს

ვით ხოდაბუნს

მოარღვევს სანაპიროს

შუაში ხლეჩს ქალაქს

ამსხვრევს დღეს და

საღამოსთან ერთად

ადის სადღაც შორს

ულურჯეს მთაზე

და ქრება მერე



მისი გიჟური სრბოლა

ჟრჟოლასავით დაუვლის გარემოს

მისი ხორშაკი ქარი

და მხურვალე სუნთქვა

ავარვარებს ქვაფენილებსა და სახურავებს

ნისლავს ვარსკვლავებსა და სანათურებს

აჭკნობს ყვავილებსა და შადრევნებს

და კიდევ

წვავს ქაღალდს რომელზედაც

ლექსები უნდა

დაწერილიყო
 
nukriaДата: ორ, 24.09.2012, 23:22 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ მახსოვხარ, ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გიგონებ კიდეც.

და თუ გიგონებ, ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გინატრებ კიდეც.
და თუ გინატრებ, ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მიყვარხარ კიდეც.
და თუ მიყვარხარ, ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად შენთან ვარ კიდეც.
და თუ შენთან ვარ, ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მომკვდარვარ კიდეც...
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость