სანებლიძე თამაზ
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 22:22 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იცინი ნაკლებად და ამთქნარებ სასაცილოდ, იმდენად კეთილი ხარ გიფრთხიან არასოდეს მტრედები, რომლებიც ძალგიძს რომ დააძინო უბეში ჩვეულებრივ... და მინდა გთავაზობდე -
პლანეტებს პეშვებით, მოკრეფილს ხმაურიდან, სიყვარულს პოეტურად, ჩვეული მეთოდივით, მე მიკვირს რამდენი რამეა ქალური და მე მიკვირს რამდენი რამეა დედობრივი -
შენს ბავშვურ თვალებში, თვალებში რომლებითაც ჩემს ჯერ არ დაწერილ სტრიქონებს ახამხამებ, იმდენად მიყვარხარ რომ სუნთქვაც მომერიდა, რომ ცქერაც მომერიდა, რომ ისე დავაღამე -
შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით, ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია... დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 22:32 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იყო საღამო, იყო ქარი, იყო გზა და გზა, წვიმდნენ წვეთები ხეში წყალს და ასე თავისებრ, თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა, მივდიოდით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავითავისე –
ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება, დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა, კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს ორსული.
ანუ ვხვდებოდით ყოველივეს, ანუ პირიქით, ანუ დავშორდით, ღამე იყო სამგლოვიარო და იმ გზებიდან ერთადერთი დაგვრჩა ბილიკი და ის ბილიკიც ჩვენ სხვადასხვა გზებით ვიარეთ...
წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია, ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს, მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან, რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები, ის დღეები და ღამეები, ის ფიქრები და ტკივილები, ყველაფერი და არაფერი, არ ჩამეტია!..........
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 23:11 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სუნთქვით გადაღლილი ყნოსავ კამელიებს, დგახარ სხვათაშორის შორის მდინარეთა, გუშინწინისწინ კი ნეტა დამელიე, როცა გკოცნიდი და ჩანდა მინარეთი - ჩვენი წინაპრების ძვლებზე ნაშენები, სადაც ტკივილს სძინავს ენით გამოუთქმელს და ეს შემთხვევაა როცა დაჟინებით, წარსულს აღარ უნდა მხარში ამოუდგე.
რადგან რელიგია შენი - ქართულია, უნდა გაუმკლავდე ერთხელ რეპრესიას, მეჩეთს ამჯობინო ცამეტსართულიანს, სოფლის ერთი ცალი ხმელი ეკლესია
და ვერც გესწავლება ჩემგან ვერაფერი, როგორ მოიქცე და როგორ ინებივრო, დგანან ლეჩაქებში სოფლის დედაბრები კედლის ხალიჩებზე ნაქარგ ირმებივით. ჩემი სოფელია, შენი სოფელია, სხვისი სოფელია და ნუ გაართულებ, დღეებს იმედების ნოხი მოჰფენია, ცაა წითელი და მზეა საქართულე.
ჰოდა............
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.12.2016, 23:13 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა ამინდია თოვლის და თხოვნების, ქაოსში თავს იყრის ზეცა და იდეა, უყურებ ღამეებს და ყოვნებ-ყოვნებით მთვარის დაკრძალვაზე ღრუბლები მიდიან.
ნაბიჯით დასვრილი და უმანკოესი, თითქოს და ასე და ირგვლივ კი თოვლია, ჩვენს ლოგინს მტრედების ფრენის ხმა რომ ესმის ოთახის კუთხეში მდგარს, ორსაწოლიანს -
ზამთარი ატარებს ერთი ოთახიდან ოთახში მეორე, მესამე და ხშირად ჩვენს გოგოს აძინებს რომელმაც დედამისს მიბაძა და თმები სულ გაითმახშირა.
მე კიდევ ასე ვარ და სულ არამიშავ-ს ვპასუხობ მკითხავენ როცა- როგორ ხარო? და მინდა თოვაში რომ აღარ გამიშვა, რომ სახლში ვიყო და რომ შენ მომახარო,
ამბები ამინდის, შვილების, ჩვენი და იმათი კიდევ ვინც კარგად გვესალმება, გავხარ ჩამორჩენილს შენ იმ ჩიტს ფრენისას, რომლის შეყოვნებაც შეიძლეს პალმებმა,
რადგან შენს ბაგეებს გემო აქვს ფინიკის, და ვუხსნით სიყვარულს ერთურთს მიმიკებით, რადგან გვაქვს გრძნობების ჩვენ ერთი ბილიკი და სულ არ გვჭირდება მეტი ბილიკები,
ხოლო ამინდია თოვლის და თხოვნების, ქაოსში თავს იყრის ზეცა და იდეა, უყურებ ღამეებს და ყოვნებ-ყოვნებით მთვარის დაკრძალვაზე ღრუბლები მიდიან.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 20:35 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნახე ფოთოლცვენა როგორ შეიფერეს, ფოთლებს კარტებივით ცალ-ცალ ჩამოდიან, ჭორის სტატისტიკით, უფრო დანამტკიცებ, ხეებს დანარგავებს წლებში სამოციან.
ცაა ვარდისფერი შენი ტუჩებივით, ისმის მელოდია, ნაღდად შოპენია, ბედი გადაკვეთა ახლა ქუჩებივით, მძიმე განშორებამ ჩემო ოფელია.
მეც ამ ხეებივით ცუდ დროს მიმატოვეს, ქარი ასპარეზობს, ქარი კაპასია, ქალაქს ვეწევი და თუ გსურს დაგიტოვებ, ჰა, ჰა, ქვა გასკდეს და ორი ნაფაზია...
მიწას განაწვალებს როგორც ორცხობილას, ფიფქი ვანილივით ბეცად მოჰფენია, შენი ხელებივით თეთრ და თოთო დილას, ფილტვში ვატუსაღებ ახლა ოფელია...
ორი, სამი დღე და გრძნობებს განვაბაჟებ, თუკი შედეგი და პეწი მოემატა, ყოველ პერიოდის ვამხელ აჟიოტაჟს შენსკენ მომავალი ქარის ქროლებათა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 20:35 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მდინარის გაღმა დარბოდა ყეფა, გამოღმა ქარი დამალა ყანამ, იწვა ორსული ზვინების კრება და ვოცნებობდით ფრენაზე მანამ -
სანამ მაკიაჟს ირგებდა დილა... ყურს აყოლებდა გალოკვას კატა, ქარი ყვავილებს ქორწილით ღლიდა, შემოდგომა კი ეხურა ფატად.
გუნდაობამდე წამები ვთვალეთ, ვერ დავუზავდით ცხოვრების არჩივს, მახსოვს გათოვდა ძალიან მალე, ჩვენ კი სხვადასხვა ზამთარში დავრჩით!...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 20:40 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სველდები ისე, რომ აჭარბებს გრძნობას ინტიმი, თავშეკავება ვეღარ უძლებს ვნების აქციას, სანამ წახვალ და სიმთვრალესთან მარტო დამტოვებ, მსურს კვლავ მომთენთოს მაგ თვალების რადიაციამ.... ზღვაა შენსავით ამაყი და მოაქვს ზვირთები, თბილი ალერსის, ნდობისა და გრძნობის მაგიერ, მორჩა დღეიდან სულ სხვაგვარი დღისთვის ვირთვები, მეყო რაც გული მოგანდე და გაბადაგვიე... . თავს ზემოთ ძალა არ არის და ისევ ივსება, სურვილის გუბე - შენი გრძნობის ძვირიან დახლთან, ჯანდაბას ყველა სიამაყე, ყველა ღირსება, შენს ერთ კოცნაში მთელს ჩემს ლექსებს გავცვლიდი ახლა!..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 20:44 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მამაა მამაც და მამის მამაც, ვინც ჩვენს მოსვლამდე გამოესალმა საწუთროს, მაგრამ, რატომღაც, რიგით, ვინც ახლოსაა, ითვლება იგი. ჰოი, მამანო, ჰოი, დედანო, რომ განმამზადეთ სამოედანოდ, გაცვდა ფარ-შუბი უაზრო ბრძოლით, ვარ მიწაზეც და მიწაში მწოლიც. სანამდე ვიყო მკვდარი - ცოცხალი, რად იგვიანებს ყოვლის მცოცხავი, როდის გამიტანს მტვერსა და მიწას, აწ ყველაფერი არაფრად მიჩანს; ერთ დროს ლამაზი და გულმიმტაცი,
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 20:47 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვით დავაბრუნო აზრი სიტყვაში, რომ განაძევეს აზრმა მდგმურებმა. ვეჯაჯგურები - მეჯაჯგურება, ერთ რამედა ღირს ჩვენი ყურება. ჰოდა, გვიყუროს ახლა ქვეყანამ; მაინც რა სურდა გამოეყვანა, რა სიკვდილგამძლე გვარი და ჯიში, ასობით წელი რომ გვიდგას ჯიბრში, რომ მოგვისია ასობით მკვლელი – ჩვენც, ამ საქმეში გმირულად ვშველით;
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.01.2017, 20:53 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აკი საძმოა, სანათესაო... ეს რა წიაღში მთესე, მთესაო. რამ აჯეჯილა ამდენი ღვარძლი, ფესვს რომ გვიშრობს და ძალღონეს გვაცლის. როდის აჭრი და დააწყობ ძნებად, დროც რა კვამლივით მიიზლაზნება. აფსუს, მარცვალო, მამაპაპურო, უნდა მოკვდე და სხვა დააპურო. საღვთო ჯიშია შენი ხორბალი, მოსჩქეფს წყალი და ბრუნავს ბორბალი. ბრუნავს დოლაბი, მღერს მეწისქვილე – „თუ არ მიშველი, რისთვის მიშვილე, ღმერთო, მიმყოფე სახლი მაძღარი, ფქვილი მე, სხვას კი – ქატო, რაც არი...”
|
|
|
|