სანებლიძე თამაზ
|
|
nukria | Дата: კვ, 12.06.2016, 22:50 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიხეილ დვალიშვილი
“მოვალთ ფიქრებად, მოვალთ სიზმრებად, ჯარისკაცებად აღარასოდეს”...
ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება, შენ მოუსვლელი ძმები გახსოვდეთ! “მოვალთ ფიქრებად, მოვალთ სიზმრებად, ჯარისკაცებად აღარასოდეს”... ხარობს ქვეყანა, მღერის ბუნება, ენაცვლებიან ღრუბლებს ღრუბლები, დაუბრუნდება ბუდეს მერცხლები, ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით, “ვერ დავბრუნდებით, ვერ დავბრუნდებით”... ვერ ვიღუღუნებთ, მტრების ჯერია. თქვენთვის ვიბრძოლეთ როცა ვიბრძოდით, თქვენთვის ვიმღერეთ რაც გვიმღერია. ერთი ყუმბარა მუდამ თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს, “ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 12.06.2016, 23:28 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ დასდგომიან მომხდურს მსახურად, სულ მზისკენ ჰქონდათ გაჭრილი კარი სჯეროდათ ეშმა და მაძახურა, ისევე როგორც ლაშარის ჯვარი.
... მდინარის ლოდზე დაშნებს ლესავდნენ, უყვარდათ ჯდომა უბელო ცხენზე, ვეება ჯვრები ეხატათ მხრებზე და ყვავილისაც სწამდათ მზესავით.
იმედი ჰქონდათ აღმოსავლეთის, ელოდებოდნენ ფარსმანის მოსვლას. და თავს ერჩიათ წაწალის კოცნა თავის სიტკობითი და სიმწარითა.
ასეთნი იყვნენ -გინდ ბისოელნი, გინდ არხოტელნი და გინდ როშკელნი ნაშიერები ცხელი ბოსლების და მემკვიდრენი ცივი კოშკების.
იყვნენ და გაქრნენ...მაძახურებმა ამოიკერპეს პირიც და თვალიც ძველი ,ბებერი ცა იხურება, და იკარგება ხევებში კვალი .....
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 13.06.2016, 00:06 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფეხებზე მკიდია ცივილიზაცია, ევროპელობისკენ მოდიფიკაცია; _ მე მიყვარს თბილისი, იმ ყარაჩოღელივით; არღანით მეტეხს რომ ჩაუვლის ტივით; _ მე მიყვარს მთა! ხევსურთა თარეში; ხატობას თენება, ღრეობა ღამეში; _ მე მიყვარს კახეთი! ბავშვობა შურდული; ალავერდს თენება, მთვარე და ურმული; _ მე მიყვარს მშვიდი ტბა; გედებით, იხვებით; ტყეში მურა დათვი, ჭიუხი ჯიხვებით; _ მე მიყვარს საქართველო! დავითის, თამარის; განა ქართველისთვის მთავარი რა არის? ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც; ამერიკაცა და ცივილიზაციაც.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 13.06.2016, 16:18 | Сообщение # 74 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხომ ლამაზია შატილი – კოშკები ცაზე ნახატი... ბერდედას ცრემლით ნატირი იგი სულ სხვაა – არხვატი!..
ხომ ლამაზი არხვატი – დარბაზი მოკალმახული... მაგრამ სულ სხვაა სანატრი – ცა, როშკის თავზე განხმული...
ხომ მწუხარეა ბალახი – ანატორს სული ნათლისი... ქვაზე მტირალი კალმახი – იგი სულ სხვაა – დათვისი...
ჩემი დარდია ნამალი – მთები შუაზე გახსნილი... ფიქრია ჩემი წამალი – შენს ჭრილობებში ჩაშლილი...
ხომ ყველასა ჰყავს თავისი – გმირი, ხატი და ღალატი... ჩვენცა გვაქვს ჩვენი კრწანისი, ვეფხვი, მოყმე და კარატი...
მე ჩემი მიყვარს თვალ-ჭრელი – ყანა და ქალი სწორფერი... ჩემი ღალატის ვაშლები და ჭრელი წუთისოფელი...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 13.06.2016, 17:12 | Сообщение # 75 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბალღოო, – ხმადაბლა მიამბობს თოთია, შენტოლა ქისტეთში წავედი მარტოა, ბილიკს კი შავღვარდი კლდიანს და შფოთიანს, იქ, სადაც ზელიმხანს მაეკლა მარტია. მე ბალღურ გონით და პაპაის დაშნათი ყროლ სავალს ყმაწვილი ცეტ-რეტად გავები, ქალბანი ამისხლტა, ამაშინ დავშავდი, სინათლე დავკარგე, დამიბრმა თვალები, გონზე რომ მავედი, ვიყავი ჯარეგას. მწყემს ქისტებს გზის ძირას უგონო ვენახე. რა სისხლის აღება, რა ძროხის გარეკვა?! მასმიეს, მაჭმიეს და სამ დღეს მინახეს. ტყუიან, ნუ გგონავ, არ გვქონდა მტერობა, დედუა მიწყრება: - მასცილდი ლოთია.. შენტოლა ჯარეგას ვიყავი მარტოა, მეშვიდედ მიამბობს შემთვრალი თოთია.
|გიორგი არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 17.06.2016, 17:56 | Сообщение # 76 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიცხელი იყავ ხევსურო, ფარ-ხმალი არ დაგიყრია. სამშობლო ისე გიყვარდა სახლ-კარზე არ გიფიქრია.
მეზვერემ ბევრი მოგვთხოვა. არდოტი მდგარა მოთავედ. თამარსაც რომ ავუჯანყდით, თავისი კვლავ გავიტანეთ.
მარაბდა გინდა, კრწანისი, ბახტრიონი , თუ თავისი, სუყველგან ჭრიდა მახვილი, გლოცავდა შენზე აღზრდილი.
განცხრომას მოჰყვა ქართველი შენ კი დამცველად ედექი. გუდანის ჯვარზე ნალოცით, ღმერთი გწყალობდა ყოველთვის.
ხევსურებს მოვიგონიებ, როგორც არღუნის წყალია, სალოცავები გვწყალობდეს, და კვლავ მიმრავლოს რჯულია.
ნუ აღრევთ ხევსურთ შვილებო, გონს რომ მოხვიდეთ კარგია, სხვას კი სჭირდება უშენოდ, შენი შექმნილი, კარგია.
მაშ როგორ შეძლო ,,სამასმა,, გზა-კვალი ვინ აგვირია, ჩემ რჯულსა ვერსად დავაგდებ, სხვისი მე არ მიწამია.
იყო და შენში ვერ იყო, ღმერთის წყალობით კი ვიყოთ, ოდეზღაც მივუბრუნდებით, მუდმივად ჩვენი რომ იყოს.
\ზაქარია ზვიადაური\
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 17.06.2016, 18:02 | Сообщение # 77 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვინღა მომეფეროს დედასავით?ფიქრი აფთარივით მომახტება, გულზე დამეტაკა ელდასავით შენი საოცარი მონატრება. ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით, სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა, წარსულს გადავხედე ამოოხვრით, გული საგულედან ამოვარდა. გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით, სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო, შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით, ქვაო, დედის გულზე დადებულო. ახლა შენს ქვეშაა მოქცეული, ჩემი დედამიწის მთელი სფერო, იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული, იქნებ დედასავით მომეფერო. იქნებ შეიწოვე დედის სისხლი, იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნი ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა. ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე, შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე, ქვაო, დედასავით მომეფერე, დედის მაგივრობა გამიწიე!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 17.06.2016, 18:06 | Сообщение # 78 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გიგონებ, დარდნი ქრებიან,ნათელ ფერებით ვივსები, და სულში აყვავდებიან ცისფერი ოაზისები. მოგიგონებ და მცირდება წლები, რომლებმაც დამღალა, სახეს ნაოჭი სცილდება, მიფერმკრთალდება ჭაღარა. მოგიგონებ და... ვვოცდები იმ სანეტარო ჩვენებით, ჩემი ბავშვური ოცნების რაინდად მომეჩვენები. მოგიგონებ და... ღმერთს ვუხმობ, იქნებ მიშველოს ლოცვებმა და დამიბრუნოს ის უხმო, აუხდენელი ოცნება. მოგიგონებ და... ვინ იცის, გული შედრკება მედგარი – და მერე, ჩუმად ვიცინი, რაღა დროს ჩემი ეგ არი? დაგივიწყებ და... ის მორცხვი, გული საოცრად ცივდება, მოგიგონებ და... სიცოცხლის სხივები აციმციმდება. ვაი, რა სწრაფად აცივდა, დღეო, რა მალე მოკლდები, მოგიგონებ და... არც მინდა, დაგივიწყებ და... მოვკვდები...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.07.2016, 17:00 | Сообщение # 79 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მაგ ლექსში, ფიდენტინუს, ჩემი ლექსი შევიცანი, მაგრამ ისე ცუდად ამბობ, ამავე დროს შენიც არი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.07.2016, 17:01 | Сообщение # 80 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვეთს არ ვსვამო, – ხელს აფარებ სასმისს. ვატყობ,ბოცა სულ ტყუილად გავხსენი. მაგისთანა მონა მყავდეს, – მესმის! ძმაკაცი კი... აბა რა მოგახსენო!
== ეს ჩვენი თვალის ექიმი გამხდარა მოფარიკავე. ამასთან დაკავშირებით, არ ვთქვა – თავს ვეღარ ვიკავებ: ამდაგვარ მეტამორფოზას ხელობის შეცვლა არც ეთქმის, – რა ბედენაა კაცს თვალებს დაშნით დათხრი თუ ლანცეტით.
== არასოდეს მითხოვია ღმერთებისთვის განძი დიდი; ორი გროში თუ მებადა, თავს ბედნიერ კაცად ვთვლიდი. ალბათ გიკვირს, ახლა უცებ რად ვინატრე ოხრად ფული: ცოილუსი მინდა ვნახო შურის ალზე მოხრაკული.
== გავკოტრდი. ბედმა, იმ მსახვრალმა, არც მე დამინდო. მტანჯავს შიმშილი, მომინელებს, ვატყობ, სიცივე... ეს თასიც, შენგან ნაჩუქარი, უნდა გავყიდო. ქენი სიკეთე, მოდი, ისევ შენ შეიძინე! == ბევრს თხოულობს მოსამართლე, შენ რომ საქმე მიაბარე. რაღა მაგას უვსებ ჯიბეს, მევალეებს მიე, ბარემ. == დღესაც იყბედე რამდენი! სმენა წაიღე ყურთა! ვიცი, რა ჩიტიც ბრძანდები: არ გაჩუმდები მუქთად. -- ხალხი კითხულობს წიგნებს ჩემსას, მოსწონთ, ეძებენ. „რა ნახეს მათში?“ – უკვირთ მგოსნებს, თავგზაარეულთ. რაც უნდათ, ის თქვან! მე კი მიჯობს, ჩემი კერძები გულს უხარებდეს უფრო სტუმრებს, ვიდრე მზარეულთ.
Сообщение отредактировал nukria - კვ, 03.07.2016, 16:44 |
|
|
|