მარიამ კოზმანიშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
მარიამ კოზმანიშვილი
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:13 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეს ვეფერები,
მთვარეს სწყინს.
მთვარეს ვუმღერი,
მზე წყრება.
მოდიხარ,
შუქით ვივსები.
მიდიხარ,
დარდი მეწყება...
ღმერთო , მიხსენი,
დამლოცე,
მერყევი, ცრუ და
ცოდვილი.
მიხარე ნერგი -
მადლისა,
შიგ გულში
ამოტოტვილი.
ამაბრიალე
ცეცხლივით,
რომ ალი ყველას
სწვდებოდეს...
მთვარეს რომ
მოვეფერები,
მზეს გული არა
სწყდებოდეს !
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:13 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა თოვლის ჰყვება ამბავს...
ნისლმა დაფარა სივრცე...
ფიქრის ლაბადას ვლამბავ...
სევდის სამოსელს ვიცმევ.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:13 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბარათი მარტოობიდან
შენ ახლა შორს ხარ და მერამდენედ
ვეწევი ცალად, ცხოვრების ჭაპანს.
ერთფეროვნების ხარბი სტომაქი
მანაწევრებს და უგულოდ მყლაპავს.
შორს ხარ და თეთრი ალვების ჩრდილში
ვმალავ სევდის და წყენის ნობათებს...
დრომ გამომიბა დღეების ძაფით
და ბატკანივით უხმოდ მომათრევს.
მარტომ ვის უნდა გაანდო დარდი?..
დარდი - თუ არ თქვი, შეგჭამს შიგნიდან.
ვერას გაუგებ ჟამს - უსწავლელი,
ვერც რას გააწყობ მარტო წიგნიდან.
სხვის ტკივილს როგორ მიიტან გულთან,
თუ არ გეტკინა გულის შიგნიდან...
შენ ისევ შორს ხარ... გულქვა მანძილი
გრძნობებს უწყალოდ კაწრავს და ხანჯლავს...
და გნატრობ, როცა მცივანს და დაღლილს,
მთვარე ალერსით მისინჯავს მაჯას.
ღია თვალები, როგორც ქისები,
ინახავს ლოდინს და სიმარტოვეს.
ჩემი გულწრფელი სალამი ყველას,
ვინც გაწირეს და ვინც მიატოვეს....
ნუ იტყვი ნურსად, სიყვარულისთვის
რომ არ არსებობს დრო და მანძილი.
დამთრგუნველია ყოფნა ეულად,
ასე მგონია, მზეც კი დამცინის.
თუ რამე მქონდა სათქმელი, გითხარ,
გამოვატანე ქარს ნატვრის ბაფთა...
ჩემი ღიმილი, როგორც მზის სხივი,
დაბრუნდები და დაგხვდება კართან.
იარე ჩემსკენ, წამოდი... წამო...
თორემ გადაჰყვა ქარებს ცხოვრება...
გაფერმკრთალდება გრძნობათა გამა...
თუმცა ყოველთვის გვემახსოვრება...
შენ ისევ შორს ხარ და შემოდგომა
კარებთან მიფენს ფოთოლთა ფარჩას,
გავყურებ სივრცეს... თვალსაწიერზე
შენი თვალების შუქურა არ ჩანს.
დაგელოდები... უთუოდ მოხვალ.
კართან მზე ისევ ანთია შენთვის
და მთვარე როცა მისინჯავს მაჯას,
ჩემი ფიქრები შენს ფიქრებს ერთვის.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:14 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსხივებო მზეო,
უნაყოფო ხეო,
უპირობო სიტყვავ,
უამურო დღეო,
უღიმილო ბაგევ,
უფერულო თვალო,
სადღაც დაკარგულო
ყრმობის ნატვრისთვალო,
უკაცურო კაცო,
უვარსკვლავო ცაო,
უთვისტომო ნუკრო,-
სევდის ტყუპისცალო,
უნუგეშო ფიქრო,
უმიჯნურო გოგო...
მებრალებით როგორ,
მებრალებით როგორ!
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:14 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დასაბამიდან ადამიანი
მოდის და კაფავს ყოფნის წყვდიადებს...
გადაიქროლებს ზოგჯერ ქარიშხლად,
ზოგჯერ ნისლივით გაიცრიატებს...
მუდამ დაკარგულს ეძებს ნახევარს,
უმადურობის კვნეტავს ხმიადებს,
იბრძვის მანამდე, სანამ არყოფნას,
დრო ნაგანივით შუბლზე მიადებს.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:15 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყანა მხეცებით აივსო...
მხეცებით აივსო მართლა.
შენ ციცინეთელებს დაეძებ,
ოცნების ბადეებს ხლართავ.
სულიდან ჩამოგწვეთს ბადაგი,
რაც უნდა გგვემონ და გთელონ,
სულ ციცნათელებს მისტირი,
არადა, თავად ხარ, თეო.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:15 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შორს ღრუბელთა ჯარია.
რა სიმშვიდე?.. რა ძილი?..
სევდა ჩემი ჯვარია.
გზა - გოლგოთის მანძილი.
იქ, ზეცაში, ღმერთია.
აქ , ძიება - სინათლის...
გზა ტაძრისკენ, ერთია,-
სიკეთის და სიმართლის.
მიწა - ასპარეზია
და ჭიდილი ქაოსთა...
შუბი ასალესია,
მტყუან-მართლის გამოცდად.
იქ, ზეცაში , შუქია...
აქ ნისლი და ქაოსი...
მწუხარე და მუქია,
შიში , სასაფლაოსი.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:16 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდის დავდინჯდები? -
ალბათ არასოდეს.
ანდა, შეიძლება მაშინ,
როცა ცის სილურჯე
აღარ გამაოცებს,
გულიც არ გამიწევს ქარში.

როდის დავბერდები? -
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი იჭვი...
როცა გზადმიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა "ბიჭი".

როცა არაფერი
აღარ ამაღელვებს,
როცა დავიღლები, მაშინ?...
დიდი არაფერი,
მიწას დავტოვებ და
ჩუმად ავფრინდები ცაში.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:16 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბეღურა
უსასრულოდ გაგრძელდა
ზამთრის მელანქოლია...
უსაშველოდ მომბეზრდა
ნაცრისფერი დღეები...
ამ პატარა ბეღურას
ეს რა მზერა ჰქონია,
რა საამოდ მიყვება
ამბებს, მთის და ტყეების...
კიდევ კარგი, ბეღურავ,
შეეჩვიე ჩემს სარკმელს,
კიდევ კარგი, ხელიდან
კენკავ დილის საუზმეს...
ეგ ბუმბული ხანდახან
მზის ტკბილ სურნელს შემაკმევს,
ცის ზღაპრებით მიქარგავს
სიზმარ - ცხადის პაუზებს.
ხედავ ? - აღარ ვიღიმი,
შეცვლილი ვარ ძალიან...
არც ფანჯრიდან გავყურებ
მონატრებულ ბილიკებს.
ოცნებების სასახლე -
ნაცარი და წყალია...
და ცხოვრებაც წყალივით
მიდის და მილიკლიკებს...
უსასრულო ზამთარმა
სივრცე ნისლით დაბურა.
უსასოო სევდით მკლავს
თეთრი მელანქოლია...
კიდევ კარგი, შენ მყავხარ,
საყვარელო ღაბუა,
ეს რა ამბებს მიყვები,
ეს რა მზერა გქონია.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:17 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდის უარყოფა

ვფიქრობ - გაგიგრძელდათ ყოფნა ჩემთან,
მიქრობთ სიკაშკაშეს , მზიურ ფერთა...
მივსებთ სულს - უაზრო, მდარე სენტიმენტით,
ისე... რა თქმა უნდა, მოგდით მეტისმეტი.
წადით შორს, ქვეყანა არის ვრცელზე ვრცელი,
ბადით გაიყოლეთ ცრემლი - მონაცელი.
გულში დამიტოვეთ ცელქი გაზაფხული,
გუშინ რომ მომგვარეთ - ბრმა და გალახული...
გახსოვთ?.. შეგიკედლეთ თავგზაარეული...
კარს რომ გიხურავდათ ძმა და გარეული...
მდადედ გიგულეთ და... ასე რად მიყურებთ?-
დამდეთ პატივი და კარი გაიხურეთ.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость