მარიამ კოზმანიშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
მარიამ კოზმანიშვილი
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:09 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბილილების მდელოზე თეთრი ცხენი კვდებოდა,
მაგრამ სადღაც, ახალი, უკვე იბადებოდა.
ბილილების მდელოზე მზე ცერებზე დგებოდა,
მზემ სულ წვრილად იცოდა, ქვეყნად რაც კი ხდებოდა.

გული გულზე ფიქრობდა, ხელი ხელებს ეძებდა,
რადგან უსიყვარულოდ გული დიდხანს ვერ ძლებდა.
მზით გამთბარი დღეები ირხეოდნენ ლერწმებად,
კისკისებდა შორს ქალი, კაცის ამიზეზებად.

ბილილების მდელოზე ზოგჯერ ბავშვიც დარბოდა
და სიცოცხლე სიმღერას სულ ამ ბავშვით ამბობდა.
არ ტოვებდა ქვეყანას ჩიტის სტვენა-გალობა,
ჩიტს არ ედარდებოდა სულთა ცალიცალობა.

ოქროსფერი დღეები იცვლებოდა წვიმებით,
ზოგჯერ მზესაც - სირბილით ეღლებოდა წვივები...
ნაბილილარ მდელოზე მდუმარება წვებოდა,
გაზაფხულზე სიცოცხლე ისევ დაიწყებოდა.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:09 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარ- სიზმარ ჩაიარა ცხოვრებამ...
მერამდენე გაზაფხული მოდის...
ვინ თქვა ყრმობის ცეცხლის განმეორება...
ჟრუანტელი, პირველ ფლირტის ცოდვის.
ბილიკ-ბილიკ შეიცვალნენ გზები და
სხვა კორდებზე სხვა იები ყვავის...
არაფერი დარჩა ძველი გზნებიდან,
გჯერა მხოლოდ საკუთარი თავის.
ჩაის ფინჯანს მცივან ხელებს უფიცხებ,
ცას გაჰყურებ, ძველებურად მდუმარს...
ყველა წყენას ყველა სულდგმულს უვიწყებ,
სიკეთეზე ან ვის ეტყვი უარს?..
ნაბიჯ-ნაბიჯ დრომ ხალისი წაიღო...
შეეჩვიე სიჩუმეს და ლოდინს...
წლებს გადაჰყვა რაც იყო და არ იყო...
მერამდენე გაზაფხული მოდის.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:09 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ომენატრა

მომენატრა აკაციის მწვანე ტევრი,
მტვრიან გზაზე მოსეირნე მზე და
ჩვენი ეზოს ყურძენივით ვარდისფერი
სარაფანის უკმარობის სევდა.
მომენატრა დედაჩემის ჩუმი მზერა,
მისი ხელით გამომცხვარი პური...
სათამაშოდ გადმოსული, მამისფერა
კნაჭა გოგოს მადა - უცნაური.
მომენატრა ჩემი ცელქი გაზაფხული,
ატმის ხეზე გაბაბთული კვირტი,
ის ბავშვური აღტაცება, არნახული,
შავი ბიჭის უცოდველი ფლირტი.
უფსკრულია ყრმობის დღეთა სილაღემდის,
თეთრ ღამეთა უსამანო სევდა...
არასოდეს, აღარაფერს ვინაღვლებდი,
ოღონდ წუთით დამანახა დედა.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:10 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დალის მოთქმა

ელლა ელლენს(ლოლა გურჩიანს)
სიკვდილი სანამ კლდეს მოგწყვეტდა,
ადამიანად იქეციო,–დამწყევლე,
ვოი, ბეთქილ!
ელიას ელვის შოლტი გამოვთხოვე
და გაგშოლტე,
ვოი, ბეთქილ!
მერე კი ისე დავიწივლე,
დაფეთებული შუნები
კლდეებზე გადაფრინდნენ,
ვოი, ბეთქილ!
მინდოდა წივილს გაეფანტა წყევლის ბგერები,
ვოი, ბეთქილ!
ვერ კი დაგასწარი,
ვოი, ბეთქილ!
ლამაზი იყავ და ბედი არ გქონდესო,
ყველას ხიბლავდე და არვის უყვარდეო,
ვოი, ბეთქილ!
მიწია წყევლამ–
თვალები ჩემზე რჩებათ და გული სხვაზე,
ვოი, ბეთქილ!
შორიდან ვიზიდავ და ახლოს მოსულებს სული ეყინებათ,
ვოი, ბეთქილ!..

თეთრ შუნებთან ცეკვა მომენატრა,
ვოი, ბეთქილ!
მონადირის ქოხის თრთოლვა მომენატრა,
ვოი, ბეთქილ!
ყინულის საკარცხულის სითბო მომენატრა,
ვოი, ბეთქილ!
სიყვარულშეკეთებული ბუხარი მომენატრა,
ვოი, ბეთქილ!..

დამიბრუნდი, თორემ
ცრემლს წყლად გადაგიქცევ,
წყალს კი ცრემლად გიქცევ,
ვოი, ბეთქილ!
ჩემს ოქროსფერ თმებში დაგწვავ,
ვოი, ბეთქილ!..

არ მინდა ქალობა, დალობა მინდა,
ვოი, ბეთქილ!
ნიამორების მწყემსვა მომენატრა,
ვოი, ბეთქილ!
ენგურში, ოქროს დალალის ჩაშვებისას,
ლამარიას მობრძანება მომენატრა,
ვოი, ბეთქილ!
ასე ძლიერ რატომ გიყვარსო, სვანებმა, სვანეთიო,
ვოი, ბეთქილ!..

საუკუნეები უნდა დალეწო და
ჩემამდე მოაღწიო,
ვოი, ბეთქილ!
თეთნულდის თეთრ ლოდზე დაგელოდები,
ვოი, ბეთქილ!
თეთრ შუნებთან მოცეკვავე შენი დალი,
ვოი, ბეთქილ!
ოღონდ დამიბრუნდი,
ვოი, ბეთქილ!

ოღონდ წყევლა ამხსენი, ბეთქილ!
ოღონდ წყევლა ამხსენი, ბეთქილ!!
ოღონდ წყევლა ამხსენი, ბეთქილ!!!
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:10 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხან მიწა ვარ... ხან უსაზღვრო ცა ვარ...
ვერ დამიტევ? - ავდგები და წავალ.
განა ჩიხი? - უსასრულო გზა ვარ...
ხან წვიმა ვარ, ხან ქარიშხალს ვგავარ.
ნუ იკითხავ, ვინა ვარ და რა ვარ,
ხან წყარო ვარ, ხან კერკეტი ქვა ვარ.
ხან ცოლი ვარ, ხან დედა და და ვარ...
მაინც მუდამ სხვანაირად სხვა ვარ.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:11 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თებერვლის ქარო,
ღამღამობით
ზღაპრებს რომ ართავ,
შემომაფრქვიე
სურნელება
მთათა და ზღვათა...
ყოჩივარდებით
ამომივსე
პეშვი და კალთა...
უმზეო ზამთრით
დაზაფრული
გავცოცხლდე რათა!
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:11 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღემდე რა აღარ ვნახე...
რა ცრემლიანი კალო...
ხან მზე მიკოცნის ღაწვებს,
ხან ქარი მახევს ჯვალოს...
ერთი ლამაზი დღისთვის
ვწვალობ, ვწვალობ და ვწვალობ.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:12 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ მეტყვის, რისთვის სწყალობენ სულელს...
როგორ ერევა ჯუჯა გოლიათს...
როდის აგვიხელს განგება თვალებს...
ვინ დაამშვიდებს ყრუთა ფორიაქს...
როდემდე უნდა ჰგავდეს ძე - კაცის,
ნახერხით ნაგებ ბუტაფორიას?..

თავხედები და კადნიერები,
ურცხვად ვიჩემებთ უფლებებს უფლის.
ქლესა ღიმილით ვიმანჭავთ ბაგეს.
თავსაც ვიწონებთ ნაარმალ სუფრით.
არ გვეშინია ღმერთის წყრომის და
არც ერთმანეთის შეხედვას ვუფრთხით...
/ამონარიდი ბარათიდან/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:12 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მანუსკრიპტებზე დაგიტოვეთ ჩემი ლოცვები,
მზეზე გავფინე სიმღერები ფოლიანტებად
და როცა მთვარე დაიღვრება დაღლილ ბორცვებზე...
დატრიალდება ლეგენდების კორიანტელი...
მიატოვებენ სარკოფაგებს სერაფიტები,
ჩანჩქერებივით გადმოშლიან დამთვარულ დალალს,
მარმარილოსგან ჩამოქნილი, გრილი თითებით,
პირჯვარს დასწერენ დედამიწას, ღიმილს რომ მალავს.
გადასერავენ ცას ფარფატით თეთრი მტრედები,
თვალსაწირზე გაზიდავენ ლექსებს ლოცვებად...
თავებს დახრიან მონაცრისფრო ბორცვთან დენდები,
როცა თვალები ლაჟვარდებით ამომევსება.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 01:12 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიტყვები- ჯანდაბას?..
საქმეა, მთავარი?..
არაფერს არ ნიშნავს,
თუ ნიშნი მომიგე?..
არა ვარ თანახმა,
საქმეც და სიტყვებიც,
გულიც და თვალებიც
მაღელვებს თოლიგე!
იქ ვიღაც ქირქილებს,
ჭორაობს ვიღაცა,
ვიღაცა სიცრუეს
გროშებად არიგებს...
არ მიყვარს ჭორები,
ლიქნი და ტყუილი,
გულს მიკლავს უზნეო
ზნეობა, გამიგე?..
სიავეს სიკეთე
ჯობია ნამდვილად.
გულს მატკენ? - შენ აბა
ამით რას მოიგებ?..
სიტყვით თუ საქმით ,თუ
ჭორით თუ ნამდვილით,
ჩემთვის სულერთია,
რით მომკლავ , თოლიგე.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость