გიო (ზედვაკელი) აბესაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 05.08.2016, 14:52 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე და შენ ვდგავართ აივანზე...ჰოდა ,ვეწევით.მეშვიდე ცაა ჩვენს ზემოთ და... სართული -მეცხრე. ჩვენც შეგვიძლია ფრენა,მაგრამ ვერ დავეწევით, მით უმეტეს, რომ ჩვენზე სუსტი ფრთები აქვთ, მერცხლებს.
მოიწი, ყელზე ჩამოგკიდო მძივი გიშერის- ძაფზე ასხმული წინწკლიანი შავი მოცხარი. წვეთები თავებს ღრუბლებიდან გამოიშენენ, შენი სახიდან ფერ-უმარილს ჩამორეცხავენ.
აი, გაწვიმდა... გისველდება ტანი, ხელები... მე შემიძლია, გახელებით ამ ხელებს ვკოცნო. მე გეუბნები -"ხატო!" შენ კი-"რა მკრეხელი ხარ!"
ხვალიდან უნდა შენს სურათთან დავიწყო ლოცვა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 05.08.2016, 15:33 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაზე ვწერო ახლა მე, ჩემი ძველმოდურობა,რომ რამეთი დავმალო? თემა მინდა ახალი. ჯანდაბას თუ ბარდღალა მთვარე მომემდურება, სახეშეცვლილ ზედვაკელს ვარსკვლავები ნახავენ. უნებურად მოხდა, რომ სული ავაკიაფე, ჩემი მეგობარივით მომდის გასხივოსნება. რა ვქვნათ -გაგორებისას, ჯდება მარტო იაქე- ზოგმა ცრუპოეტებმა, ზოგმა დიდმა მგოსნებმა? მე ვარ ნაცარქექია,იმ დევს მე მოვერიე, ისე მიყვარს მზერით რომ დავანაცრო ღადარი, ვხმარობ რკინა-საკეცეს და მეტ ალეგორიებს, ამ ლექსისთვის ღორივით კისერს გამომღადრავენ. საწყალი საქართველო გადამფრენი წეროა... საწყალი საქართველო რძეგამშრალი ძროხაა, კაცმა აღარ იცის, თუ როდის მოიწველება, აიეტის ხარები ყანას როდის მოხნავენ... მზეზე მიჭირს დაწოლა...ცხელა..გადავირიე... დღემ ყურები დაიხშო და ცამ პირი მოკუმა. მზიან საქართველოში (ცოტა გასკვირია) ყველა გლეხის ბაბუას ბატონი ყავს მოკლული.
ასე დამრჩა ხელებში უბატონო სამშობლო... უპატრონო სამშობლო...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.09.2016, 14:42 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რატომ ვედრები პიკასოს ვანგოგს , ჩემში ნამუსი ფარულად ამბობს , რატომ ვერ ვხატავ ნახატს დალივით აღარც ლექსები მიმდის წყალიავით , ვბაძავ რაფაელს , მონეს და მატის ეს გრძნობა გულში ბორგავს , და დადის , კარდინსკის სახლი ფერი მრავალი მისთვის უცხოა თავგადასავალი , დავინჩიმ ლიზა მონად რომ ჩათვალა მოდილიანმა ჭიქა დაცალა , როცა მე ჩემთვის ვხატე პეპელა დარბაზს მოერგო სიქსთის კაპელა , ყველა კარგია რემბრატი ნარა არ დავივიწყოდ მოდი ნიკალა .
|
|
|
|