ალექსანდრე შურღაია - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ალექსანდრე შურღაია
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 21:19 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი,ასეა!
როცა ვბრაზდები,
აღარ ვიხსენებ მიმცხრალ მზერას,
დაღლილ პეპელას...
აღარც სურნელს აღარ ვეძებ,
არ ვყვინთავ ცხვირით...
აღარც ხმებს არ ვათავისუფლებ
დამწყვდეულს ბოთლში...
როცა ვბრაზდები,
ზღვის უბრალო ლოკოკინა ვარ,
გმალავ ჩემში,
როგორც მარგალიტს და საკუთარი
ნიჟარა მტკივა!-ლიკა
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 21:22 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხარი - "მივდივარ და უკან გიბრუნებ
მობილურს, კაბებს და მძივებს".
ნეტავი ვიცოდე, მომცემ თუ იტოვებ
თაფლისფერ თვალების სხივებს.
ვხვდები, გსურს, წაიღო სულ ყველა ამბორი,
სულ ყველა დამწველი კოცნა,
თვალებში, ტუჩებში, თითების წვერებზე
და ყველა პასუხი მორცხვად.
მითხარი, როგორ გსურს შუაზე გავიყოთ
ლოდინის სულ ყველა წუთი,
ვერ ნახვის დღეებზე დარდი და ურვა და
და ყელში გაჩრილი ბურთი.
თქვი, მე რას მიტოვებ, შენთვის რა არ გინდა,
იქნება ზედმეტი დაგრჩა,
მაგ კანის სინაზე და თმების სურნელი
და არა _ ძვირფასი ფარჩა.
რად გინდა, დატოვე სულ ყველა კვნესა და
სულ ყველა კანკალი ნაზი,
შენს ტანზე თითებით სრიალი, სულ ყველა,
სულ ყველა ირიბი ხაზი.
ლექსები წაიღე, შენია სულ ყველა
იმ დღიდან დავწერე როცა.
დატოვე ათასი სანთლის ქვეშ ნათქვამი
უფლისთვის ნათქვამი ლოცვა.
იქნება დატოვო ღიმილის ნაწილი
სულ ცოტა ამბები ძველი,
ჩემს მკერდზე დაღვრილი ცრემლების სისველე
და სითბო სახეზე ხელის.
წაიღე მკლავებში გახვევა, კალთაში
პატარა ბავშვივით ჯდომა.
თუმცა კი არ ვიცი, იქნება დავმალო
სურვილი და შენი ნდომა.
დატოვე სულ ყველა სიტყვები შენი და
სულ ყველა, რომელიც ვთქვი მე.
ძლიერ გთხოვ, არ დასვა სულ ბოლო წერტილი
აქ იყოს უბრალოდ ,(მძიმე)!
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 22:58 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ რომ სიჩუმე მოიპოვო
უნდა იყვირო.
აქ,რომ ვინმეზე მაღლა
დადგე,
ქვემოდან უნდა უყურო.
სუსტებსაც შემორჩათ ძალა და ამბიცია
შედარებით ძლიერებს
გაუტოლდნენ და გაასწრონ კიდეც,
გეუბნები და "ვალეტით" გიჭრი
"აგურის დამას".
შეუძლებელი არ არსებობს,თუ თვალი და ხელი
ერთნაირად მერჩის ორივე.
მე ამოდგომა მჭირდება შენი ამ
მტკივან მხარში და არა გვერდში.
გამვლელსაც ძალუძს დაგიდგეს გვერდში,
რომელიც მოგდევს სწრაფი
ნაბიჯით,
და არის ერთი გარდამავალი წამი, გითანაბრდება
და მერე გასწრებს.
შენ ძველებურად განიცდი ყოველს,
და უკვე შენი ხანმოკლე
განცდა ყველა ზღვარს გაცდა.
და ხელზე ყველა ფრჩხილების დაჭრა,
რომ აბორტია ფიქრობ თითების.
გაგიჟდი ანდა
ისე დალაგდი,რომ ქაოს იწვევს ეს სიწესრიგე.
მაინც და მაინც დამჭირდე უნდა
რომ ყველა ფიქრი
გადმოვსხა შენში?
არა ცხადია. ახლაც მახსოვხარ.
და ნიშნად ჩემი სიტყვის
სიმყარის,
ვიღებ ჩემს ცალ-ნეკნს და გამოშვერილ ხელში
გაძლევ,უკანასკნელი საჩუქარივით.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:00 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო თუ შეჩვევაა, მე ვერ შევეჩვევი
ტკივილს ღიმილიანს. ჰოდა ნუ მასწავლით!
გითხრეს, შენს ქუჩაზე დღესაც შემამჩნიეს,
თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი.
ვისთვის სასახლეა ბედნიერებები,
ბევრი მანქანა და ცოტა სიყვარული,
ჩემთვის სიმშვიდეა ღერი სიგარეტი,
ჭიქა არაყი და ფეხით სიარული!
იქით, საითკენაც გული გადამქაჩავს
მინდა, ხოში მაქვს და სადაც ვიარები
როცა ქუჩა იგებს ჩვენი ფეხის დადგმას
რატომ ვერ გვიგებენ ადამიანები???
როცა მიდიან და აღარ ბრუნდებიან
ერთი გული გვაქვს და სხვა გულს დავაზომეთ
როცა გვიტოვებენ მისდა უნებლიედ
სიტყვას - "მშვიდობით" და ფოტოს სამახსოვროდ.
არა, ცხოვრებაზე არ ღირს გაკიდება
ვინ კი დაედევნა, მერე რა ხეირი?
ზოგსაც იპოვნიან ხეზე დაკიდებულს
ზოგიც ცას უყურებს ისე არხეინად,
თითქოს ვარსკვლავები ჰყავდეს აღრიცხვაზე
თითქოს ერთი აკლდეს. (ანდა ზედმეტია)
და თუ ორი დღე ვარ, მაინც ქვეყანაზე
და თუ ასე ვცხოვრობ... სხვებზე ვერ გეტყვი და...
ჩემი გულის ჯიბე, წიგნით იზომება
მარჯვნივ ბაძაღუა, მარცხნივ მოპასანი
ჰოდა ვივლი ასე, სანამ მისწორდება...
თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი...
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:07 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღემ ჩაიარა.
ყვველაფერი ცუდად მთავრდება,
კარგად ვერ იტყვი,მაინც ცუდზე
მოწმობს ფაქტები,
მტკივნეულია როცა ვინმე
თვალში გაკლდება,
და ასჯერ მწარე, როცა ვინმეს
გულში აკლდები...
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:14 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს წერილია და გიგზავნი.(ბოლოს ხელს ვაწერ).
ვიცი მცირეა,შენ გეძღვნება,ჰოდა მთლიანად,
პატივისცემით: შურღაია, ამა და ამ წელს,
ათას ცხრაას თუ ორიათას,მარტს თუ იანვარს
დაწერილია ეს წერილი,სადაც მკაფიოდ
გირჩევ,გარგებ,არა უფრო ალბათ გიყვები,
რომ ეს ცხოვრება ვერგაყრილი ნემსში ძაფია,
ხელს,რომ ჩაჭიდებ და თავისით სადღაც მიყვება,
შენი სხეული,ანდა ჩემი,თუგინდ სხვა ვინმე.
ბუნებრივია მანძილია,მახრჩობს ეჭვები,
რომ გამიცივდი და სხვა ვინმე გჩუქნის ყვავილებს,
ან უარესი,იქნებ სხვასთან სითბოს ეჩვევი.
მე კი ვფიქრობ და მახსენდება ამ დროს პუშკინი,
და ვინაიდან ყველაფერი ბრძოლით არ წყდება,
სწორედ ამიტომ ავდექი და ლექს დავუშინე,
გუშინ ხელები.თუ რამეა მე დავმარცხდები
ასე მგონია.რა მგონია,ზუსტად გეუბნები,
რომ ეს დღეები მოწევით და თრობით გავიდნენ
და გეკითხები სად არიან ჩემი ხელები,
წამოსვლის წინ,რომ ბალიშივით თავთან დაგიდე
და დაგიტოვე,ვით ნიშანი უკან მოსვლების,
ახლა,აქამდე,ამის წინ თუ(რა ვქნა მერევა)
დროის ფორმები,ვით წასვლის წინ მშრალი კოცნები,
როგორც იმედი,ბედისწერა,ბედნიერება.
წერილს ვასრულებ,როგორც წესი ხელს ბოლოს ვაწერ,
და შეგნებულად არ მივაწერ თარიღს მთლიანად,
პატივისცემით;შურღაია ამა და ამ წელს,
ათას ცხრაას თუ ორიათას,მარტს თუ იანვარს.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:24 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცი დალევა ერთ დღესაც, რომ ბოლოს მომიღებს.,
ვიცი მოწევაც გამიჭედავ ფილტვებს ღერებით.
და თუ სადმეა სიყვარულში ხსნა და ლოგიკა
უნდა, გიყვარდე მთელი, ჩემი მავნე ჩვევებით.
ბევრი გაურბის ცუდად ყოფნას და სტაგნაციას
მათ უნდათ მხოლოდ თბილი კერა, სასახლის გზები,
სიყვარულია როცა გვშია, როცა გვაციებს,
როცა ვუყურებთ ერთმანეთს და თვალებით ვძღებით.
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:24 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგჯერ მინდა, რომ ავდგე და
ცუდად გავხდე,
ჩავახველო ცხოვრებას,
ოფლი მოვიდინო,
ლოგინში ჩავწვე,
მაგრამ მომვლელი?
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:27 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგჯერ, რომ ისუნთქო
საკმარისია სუნთქვა შეწყვიტო
და ერთიანად ამოახველო,აქამდე
შენში დაუკითხავად შემოსული
ბოღმა ,სახელად-
"ადამიანი".
 
nukriaДата: ორ, 30.05.2016, 23:32 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისში წვიმა,რომ ასველებდეს
არ გამიგია,მაგრამ დავსველდი,
წვეთები ღრუბელს მოასვენებენ,
ცის ბალდახინით და მე სავსებით,
ვარ გალუმპული ციდან სახლამდი,
(სახლი დიდი ხნის წინათ გაქურდეს,)
და წვიმს მსხვილად და ისე აქა- იქ
თითქოს ღმერთებმა გადმოაფურთხეს
მაღლიდან. (ანდა, სადაც არიან)
ანდა იქითკენ, სადაც მიდიან,
ან როცა გვინდა და არ სცალიათ,
ზიან და თავის ცოდვებს ითვლიან.
მე კი ვრწმუნდები,რომ შარშანდელი
წვიმს მორჩენილი წვიმების გვერძე,
ბავშვები დიდებს ათამაშებენ,
და გუნდასავით ესვრიან წვეთებს,
ერთმანეთს,სახლებს,გამვლელს, მანქანებს,
პირველ რიგში კი ფანჯრებს მეზობლის,
და მანქანების შიშით ჩავლაზე
უცქერენ მძლოლებს და ხალისობენ
და დასველებულ მიწის გვერდებში
ახლა ოთხმხრივი ქარი უბერავს
წვიმაც წყდება და ვფიქობ ღმერთები,
გადაეჩვივნენ გადაფურხებას.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость