ალექსანდრე შურღაია
|
|
nukria | Дата: სამ, 31.05.2016, 00:09 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ ძვლებში სიმშვიდე ატანს ქარივით, სისხლს დახედე აუცილებლად იქნება მასში ფორიაქი. და ამ ქაოტურ სიმყუდროვიდან,მილიარდიან პლანეტაში, როგორც ნისლის დროს სახლის, გაგიჭირდება ღმერთის დანახვა. მე ამოვქოლე ფანჯარა გულის, (კარები ჩემი საქმე არ არის) და ახლა ვხედავ,დარჩენილი ჭუჭრუტანიდან,როგორ მოძვრება ის,ვიღაც ერთი და მოაქვს პეშვით, შენახული თბილი მზის სხივი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.05.2016, 00:23 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე მოხდა,რომ ჯავრი მაინც ჩვენზე იყარეს, და დაგვიმტკიცეს ტყუილები ჩვენი სიმართლის, სახლი რომელშიც ვიცხოვრეთ და ვერ შეგვიყვარეს, ქუჩა რომელშიც ვცხოვრობდით და ყველას ვუყვარდით. მე დასკვნასავით გამოგიტან გულს საგულედან, ეს ხერხემალი შენი ქოხის საფეხურები, ზოგნი არიან შეგიცვლიან ხმას და ბუნებას ცეცხლს და ცხოვრებას ერთნაირად გაგიხურებენ. მკვდარი,რომ იყო ხშირად მაინც იხმაურებდი. გვერდით საფლავებს გასძახებდი,რომ არ ჩათვლიმონ, მენჯის თავებით,ლავიწებით,შენი მუხლებით მიწას გიღივით ამოხეთქავ.მერე ჩათვლი,რომ ზემოთ რიგზეა ყველაფერი,ცოცხლად ვძაღლდებით, რომ ვყეფთ ქუჩაში და ძაღლები ისუსებიან, რომ მართლებიც კი აღარ დავრჩით,რისი ნაღდები, როცა ერთმანეთს წინ ვუდგავართ გისოსებივით. მაგრამ შენ ფიქრობ დედაშენზე რომელიც გიცავს მიწიდან,ციდან(განიხილავ ათას ვარიანტს) რომ ერთადერთი ადგილია შავ-ბნელი მიწა როდესაც დედებს შვილის ნახვა არ უხარიათ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.05.2016, 00:33 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე ხდება, რომ ნაგავსაყრელზე,ძვირფასებს და ღირებულ ადამიანებს ყრიან. ხოლო ნამდვილი ნაგვები ამაყად დასეირნობენ და გვერდს უვლიან ნაგვის ბუნკერებს...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.05.2016, 00:56 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იშვიათია ისეთები გადმოიხედოს ციდან და გაგრძნობინოს, რომ შენ დაყურებ ზემოდან. იშვიათია, ისეთები გიყურებდეს და შენს მაგივრად ხედავდეს. მაგრამ არიან ისეთებიც რომლებსაც უყვართ და არ აქვს მნიშვნელობა პასუხობენ თუ არა ამ სიყვარულზე.
|
|
|
|