მეფე ვახტანგ VI - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მეფე ვახტანგ VI
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:06 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამირან-ნასარიანი

ვინ შექნაარსი ყოველი, ნივთი და უნივთელები,სიუხვითა გვზდის წყალობით არა აქვს გასაძნელები,
რა არს ქარხანა ესეთი საცვიფრო, მიუგნელები,
და ურწმუნოსა და მორწმუნეს როჭიკი უცდენელები.

თუ იწვრთნი, მითქვამს ნათქვამი ფილასოფოსათა ბრძნობანი,
სულისა შვების მიმცემი, ხორცისა გასამხნობანი,
ბედისა არად სახმარი, ცდისა და საქმის ნობანი,
და ყრმათა და გამოუცდელთა ბრძმედულად გარდადნობანი.

სიბრძნემ მიმზიდა საამბოდ ამბავი საამბელადო,
მინდა რომ იყვნეთ მოყვასნი ურთიერთ უგმობელადო,
შევმზადე რამე საზრდელი, არ სულა უგბობელადო,
და თქმა ადვილია, მოყვასო, ყურთ თუ ხარ მომგდებელადო.

გილანის თემთა არეთა თვით მეფე იყო მჯდომელი,
ვითა წესია სოფლისა, დაბერდა არად მდომელი,
შვილს მისცა თავის მეფობა, განაგდო დაუდგომელი,
და უბრძანა ესე ანდერძი, რაცა იწ ითქმის რომელი.

პირველ მისმინე ნათქვამი უჭირო, გაუძნელები,
რაც რომ გინდოდეს სათქმელად, ანუ თუ იყო მქნელები,
მისსა სახელსა ხადოდე, ვინც არის გამაგნელები,
და არდააცდინო მადლობა, დღენი მოგხვდეს თუ ბნელები.

გინდა სიმაღლე აღსავლად ხარისხსა გასადიდებსა,
იცან საჭიროდ საცნობი, ესევდე დაურიდებსა,
მონასა მისცა მცოდველთა, მსწრაფლ დღესა დაუბინდებსა,
და ის უფრო მისცემს სასწორით დამშავეთ გასაქირდებსა.

სიკეთის ნდომას სიმდაბლე უცხოთ რამ გააძალებსა,
ღვთისმოყვარენი ამითი გასტეხს ბასრსა და სალებსა,
გული მდაბალი ცეცხლსა გავს, ამპარტავანი-წყალებსა,
და ზე სწევ, ქვე მოდის; ქვე დასწევ, ზეითვე მიდის ალებსა.

სოფელსა კაცი ამით იქს თავისა გამოჩენასა,
თავი არ რიდოს გარჯასა, სწავლისა აღმოცენასა,
ენა და ყური აცადე, კარგის თქმასა და სმენასა,
და თვარემ მიგზიდავს ბუნება, სათქმელად კაცის წყენასა.

ადგილს თქვი სიტყვა, ნუმცა ხარ უჟამოდ რისმე მბოსანი,
უგემო იყოს, კარგიც თქვი წყენისა მიმცემოსანი,
იცი სამსალის უმწარე ენა ტკბილი და მგოსანი.
და წამლად ეს უთქვამთ: რადა ხარ, რაცა არ გკითხონ, ხმოსანი?

ხამსცა კაცსა ავ-სიტყვაზე ყური ჰქონდეს ნარიდალი,
რაცა ჰკითხონ, კარგი უთხრას, არა რამე ნაცუდალი,
ლაღობა და სალაღობო, საამბობლად დასაცდალი,
და სასიბრძნო და სარჩეველი, არც მაღალი, არცა მხდალი.

რა საშურია კაცისა სიკეთე, კარგ კაცობანი!
შენც შეეცადე, მისებრივ გქონდესცა მონაცობანი.
რამცა გამოვა შურისგან? მოწყენა, გაოცობანი.
და გააგდევ ცუდი წადილი, დაუყავ გამხოცობანი.

რა ნახო კაცი მდიდარი, მაღალი, მაღლა მყოფელი,
ნუ ბორგავ, ნუ გშურს, ხომ იცი, წარმავალია სოფელი.
რა მიუღია შენ გამო, რადა ხარ გამაცოფელი?
და საჭვრეტთა ავად მჭვრეტელი თვალია დასაყოფელი.

თუ ენა კაცსა ატყუებს და გულსა დააჯერებსა,
მისაცემელი უფროსად აცდენს და გააჯერებსა;
მიკვირს, სოფლისა სიცრუვე ვით მისწევს, დანაბერებსა.
და რა მოსავალი მოვიდეს, ბრძენს უფრო გააშტერებსა.

რა კარგი ქნას უმეცარმა, მასვე წამსა დაანანებს,
არ იციან კარგი კარგს შობს, ავი ავსა მოიყვანებს,
მაგრამ ბრზენი ერთსა არ სჯერა, ცდილობს მრავალს მოსამგვანებს,
და აქვს დაცდილი, წინ დახვდება, ერიდების შეუგვანებს.

ლხინსა და ჭირზე ორზედვე იპოვე კაცი მგნებელი,
მოგცეს წამალი, რომ უთხრა გულისა მოსანებელი,
ცუდია ცუდის მითხრობა, ქმნა საქმე გაუცნობელი.
და ლხენას ვერ მისცემს სნეულსა მკურნალი შეუგნებელი.

ავსა და კარგზე ნუ სწრაფობ მარტვილთა მიმდგომელისა,
რად ხარ ამყოლი კაცისა საშუღრად მომდომელისა?
-მალ გაუხდების სანანად მას მისის სანდომელისა.
და რა გაეწყობის ავს სიტყვას?-მოთმენა მომთმელისა.

გიყოსმცა კაცმა სიკეთე, ანუ ბოროტის წილები,
აცადე ბევრხან, სიავეს შეექმენ დანარბილები,
მალ მიეც კარგი, სიკეთეს არ გექნას დანაცილები;
და ნაცვალი მიხვდა მრავალთა, ვინ ნახა დანაბილები.

ბრძენს უთქვამს: არა სიმდიდრე, არა სიკეთის ქონანი
არ შეედრების სახელსა მისი, ვისა აქვს გონანი.
მსხმენი ნატრობენ მნახავთა, სწადან რომ იყვნენ მონანი,
და ქება დარჩების ბოლომდი არასი შესაწონანი.

ვერ იცნობ კაცსა, არ იცი ამბავი ნაუბარისა,
მიეცე, რასთვის ენდობი საქმესა დასაბარისა?
ენა თავსაცა არიდე, თუ ნახვა გინდა დარისა.
და ენა უბრალოდ მეტყველი კაცს მისცემს დასაბარისა.

სიკეთესა და ნამუსსა ვერა სჯობს ტანსაცმელია,
უგვანთა მორთვა, შემკობა უნათლოა და ბნელია,
ავგულობისა სანაცლო სხვა მტერი რა სათქმელია?
და მოყვარეც მტერად გაუდგეს, ეს მიკვირს, რა საქნელია!

ძებნა არ უნდა სწავლისა დღესა, დროსა და ჟამებსა,
კვლავ შევეცდები, რად უბნობ, გულისა დასაამებსა?
არ დაისწავლოს ერთიცა, ნუ გამოუშვებ წამებსა.
და რა სახმარია, სოფელში, კაცი გიძახდეს ხამაბსა?

თუ არ ახლავხარ ბრძენსა და კარგს ვისმე გონიერებსა,
ხელთაგანც ბევრსა ისწავლი, რა ექმნა შესამეზრებსა:
რასაცა ავსა იქმოდეს, შენ ნუ იქ მის უშვერებსა.
და ავსა არა იქ, კარგის მეტს ვერას იქ ვერას ვერებსა.

მტრისგან უფრო დავისწავლე, მეფე ბძანებს მაკიდონის,
მით მოყვასნი მიფარევდენ, მტერნი მზრახდენ მაკიდონ ის.
მე ნაზრახსა დავერიდი,უფრო ვმწვანდი მაკიდონის
და მტრობის იშნმა კარგი მომცა, ავი ჩემი მაკიდონ ის.

რა შეიქნები მოყვსისგან უფრო სიკეთის მდომელი,
მეტად იწამებ სხვისასა, იქმნა უმჯობედ მდგომელი,
ცდისგან იქნების ყოველი, ვინც კარგზედ არის მშრომელი.
და არა ჰქნა შენი სოფელი უშვერად გარდამხდომელი.

გარჯისა დარიდებისგან, ნეტარ, რა არი უარე?
საქმეს და შრომას ეცადე, თავსა ამითი უარე.
სიკეთის სწავლას წაუხდენს, ვინც არი ცუდად მოარე,
და სახელის ვარდი კოკობი ვერ ჰპოოს მოსაპოვარე.

ურცხვი დაჰკარგავს ურცხობით ორსავე საქებელებსა,
მორცხვი მორცხვობით წაახდენს სახელსა საამებელსა,
თავთავის დროსა მოიმკის ორივე მოსამკელებსა.
და ვაქებ სიავის მორცხვსა და სიკეთის ურცხვენელებსა.

შენს უკეთესსა გაეწყევ, იყავ მასთანა მხლებელი,
ხარ რაცა მისგან უკეთე, მალ შეიქნები მგებელი
ეს ორი არი კაცისა საქმე რამ შეუქებელი:
და სირბილე ყველას საბრიყო, სიძვირე არვის მრგებელი.

ბრძენს ვისმე უთქვამს: დამძრახვენ, თვარამ ძალმიძეს თხრობანი.
არა არის რა ქვეყნად, რომ არ ვიცოდე ხრობანი;
ნუ მოჰკვეხ, ნუცა გონია, სხვას ჰქონდეს შენზე მხრობანი,
და დაგძრახავს მისი გამგონი, არა აქვ მოსახმრობანი.

კეისრის ელჩსა ხოსრო-შამ ვეზირის უთხრა ქებანი,
ეგონა ისიც იტყოდა: ,,სულ ქვეყნისა მაქვს გებანი.”
ელჩს უკან უთხრა: ,,რად არ სთქვი ,,მაქვს ყოვლის ცოდნის ბრძნებანი?”
და ,,ქვეყნად არავინ შობილა, ვით მეძლო თქვენს წინ გნებანი.”

მართალს უბნობდე ნუ უბნობ ტყუილსა წესად უდებსა.
სულ ტყუილი სჯობს საუბრად, მართალი გვანდეს მრუდებსა,
ვის შეემცნევის მსმენელსა, გულსა ვერათი უდებსა.
და ბევრს მართალს ერთის ტყუილის გარევა გააცუდებსა.

მეფე ვინმე ჯდა შექცევად, ბრძენი ჰყვა გვერთა მხლებელი,
სიტყვას უგებდენ ერთმანერთს სიტყვისა გამახლებელი,
ბრძენი ჰკადრებდა მეფესა: ,,დღემცა გაქვს დაუკლებელი,
და ქარქანსა ვიყავ, მუნ ვნახე ამბავი უცილებელი.

სოფელი არის ბმთის ძირად თვალის სიწმიდის მძლეველი,
წყალი გამოდის მის მთიდამ ახლის სულისა მძლეველი;
რა ქალნი წავლენ მოღებად, წინ უძღვის გზისა მკვლეველი,
და ჭიაა მწვანე, რა ნახავს, გარდაგდებს გზიდამ მლეველი.

თუ დარჩა გზაზე, უწადად ვინც არის მაზე მარენი,
ვინც ფეხს დაადგამს, მოკვდება, წყალი გახდება მწარენი;
წყალი ქვე უნდა დაასხან, რა ნახონ შესაზარენი,
და ჭურჭლები სრულად დარეცხონ; ავსონ, ვლონ იგივ არენი.”

რა ესმა მეფეს, უწყინა, მან ბრძენმა გავლო კარები.
ბრძანა: ,,რასათვის იკადრა ეს სიტყვა დასაზარები?”
მან განჯით წიგნი მისწერა იმ სოფელთ სიტყვა მდარები:
და ,,მომწერეთ ამის სიმართლე, ვინც იყოთ მანდა ჯარები.”

რა მოუვიდა მოართვა, რაც მათგან მოეწეროდეს.
ჰკადრა: ,,თქვენს წინა ტყუილსა როგორ ვიტყოდი მე რიდეს?”
უბრძანა: ,,ტყუილს არ იტყვი, მაგრამ ზე შეემზეროდეს.
და ასეთს მართალსა რას აქნევ, უმოწმოდ არვინ სჯეროდეს?”

ენისგან არის ორივე: სიტყვა ტკბილი და მწარენი,
მტერს გაამოყვრებს, მოყვარეს გაამტრობს დასაზარენი,
გამოვა მცირე წინწკალი, სულ დასწვას არე-მარენი.
და პირმანვე წართქვას სულისა და ხორცის მოსახმარენი.

კბილი ჩასცვივდა სიზმარში, ხალიფა სჭვრეტდა მძინარი,
ბრძენი მოიხმო ამხსნელი, მას უბრძანებდა მწყინარი.
,,შენს უწინ ამოგიწყდება-ჰკადრა-მოყვასი ვინ არი.”
და არგნით გალახა, გააგდო, დაწმუნდა გაუცინარი.

კვლავ სხვა მოიხმო, უბრძანა, იგივე განსახმობარე,
ჰკადრა: ,,მეფეა მოყვასთაგან დღეგძელობითა მჯობარე.”
ასი უბოძა წითელი. ბრძანებს პირველის მგმობარე.
და თუცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მგმობარე.

სარჯლის მომცემსა განუდეგ,სანანსა წარსათქმელებსა,
რა საწყენია უბნობა, რად გულსა გაგიცხელებსა?
არას გაწყენს და ბევრს გარგებს მით ნახავ დასაცდელებსა,
და დაისწავლიდე სიტყვებსა თავისა დამაცველებსა.

კაცს რის დატევა შეეძლოს აგებულების წესითა
იმგვარი უთხარ, აამე ქვენათი, გინა ზესითა.
გასინჯე სიტყვა, ისე თქვი, არ მოგხვდეს დასაკვნესითა.
და სიტყვა წაახდენს და სიტყვით გახდება მზე უმზესითა.

ვერ დაისწავლის მის მეტსა, რასაც არ გაიგონებსა,
ჩვილი აღზარდო ერთ სახლში, რომ გვანდეს ვარდის კონებსა,
ვერ ნახო, ვერცა ისმინო, უტყვად გაიხდის გონებსა
და გამოუცდელი გონება თავს მტერსა დაამონებსა.

მეფეთგან კარგის ბრძანება გააყრმობს კაცსა ბერებსა,
გულსა ვარდულად გაუშლის, მუსიკებრ აამღერებსა,
თვალს მისცემს მზეებრ ნათელსა, მხედველთა გააშტერებსა.
და სიტყვისგან ბევრი გამოვა, ქვენას იტყვი, თუ ზენასა.

ნოვშირვან იყო პირველად, სპარსთა თემისა მპყრობელი,
საფლავი იყო იმისი ყოველგან გასახმობელი,
ნახვა იწადა ხალიფამ, იყო ბაღდადის მფლობელი,
და ცხენი ითხოვა, მოართვეს, მივა სოფლისა მგმობელი.

მივიდა, ნახა ერთის მხრით კედელზე მინაწერენი,
ბრძენნი იახლენ მრავალნი, იგ მისი შენამზერენი;
თარგმანი ბრძანა, უთარგმნეს, მიართმენ ფეხთა მტვერენი.
და ეწერა რამე ანდერძი საამბოდ გასაშტერენი:

ჩემს სამსართალსა აქებდენ, სანამდი ვიყავ, ყოველი,
მალ იყვნენ სამსახურისა, უხვად მიზდისა მპოველი;
დავსწერე ესე, რა მოდგა ჩემზედა ყოვლთა მძოველი,
და ვინცა მნახავენ, სანაცვლოდ ეს ჰქონდეს მოსაშოველი.

ცხოველსა მყვანდენ მორჩილნი, მადრიელ, მაქებარენი,
აწცა მწადს იყვნენ ჩემისა კარგისა მოამბარენი;
მაშინღა ვიყავ უნჯითა გულისა მომგებარენი,
და აწ სწავლითა მწადს, ისმინეთ, ამბავი მოამბარენი.

ზედან ეწერა პირველად საფლავსა, მისსა ვნებასა
,,კვლავ რატომღა იქს, ვინცა იქს, ერთს რასმე დასანანებსა.
მეფეთ წინაშე მდგომელსა და ახლო მინაყვანებსა
და სიფრთხილე უხამს დიადი,არ დასცდეს შეუგვანებსა.

მოყვასს ნუ ეტყვი, რაც გწადდეს, მტრისათვის დასაფარავსა,
ავს ჰყიდი, ავსა იყიდი, მოსავლად დაუზარავსა,
სიკვდილი უჯობს ავ კაცთა, პურის ჭამითა მხარ ავსა.
და ნუღარ შეხედავ იმ თვალით გლახაკს სხვისაგან მხარავსა.

თუ გინდა ავი კაცისა, თუ გწადს მოყვასთა ჯარები,
ავისთვის ავსა რად უზამ, გინდა მტრის მოსახარები?
თუ სხვის ფარდასა არ დახევ, არც შენზე გაიმწარები
და სასმენად საწყინარია უგვანთა სიტყვის გებანი.

უხვად მისცემდე, რადგან გწამს მყოფობა კაცის გულებსა,
ნამუსი შორად დარჩება ენაგრძელსა და უსულებსა.~
გათავდა მისი ანდერძი, რაც ეთქვა ნაუსულებსა.
და შენდობა გმართებს მსმენელსა, თუ მიხვდა მისსა სულებსა.

სიყრმეს ისწავლე, ხელთ დაგრჩეს, და წავლო ერთი ხანები,
ყრმად უარესად გამოჩნდეს ბევრი უსწავლთა მგვანები;
ლხინსა და ჭირსა უზარო, ბრძოლასა მბრძოლი ყრმანები,
და უხვი საღმრთო და ზნესრული, სიკეთით მონავანები.

ბერთა და ყრმათა ეს არ განყოფა, განთვისებანი:
ბერთა ყრმის საქმე არ ძალუცს, Qჭირს სოფლით დაკვნესებანი,
ყრმათ მცხოვანთ დაცდა არა აქვს, საწუთროს ესე ებანი.
და გულსა ამაყად გაშლილსა,სილაღით მიხვდეს ვსებანი.

ყმას ძრახავს ბერსა სისუსტეს და მისი მონატრელია,
მისწვდა ის მისსა საწადას, შენ გწადს საყვარელი,
ნუღარ ნუ აწყენ საწყენსა, სოფელი არი ტრელია,
და და მოვა შენზედაც, თუ გასძელ, ფერი თეთრი და Qწრელია.

ბერსა ასის წლის მოკლულსა სჭვრეტდა მოცინარენი:
`ვინ მოგცა მშვილდი - ეტყოდა- მაგ რიგად მონახარრენი?
მეცა ვიყიდო, მასწავლე, საჩემოდ მოსახმარენი.~
და თქვა: `ჭკუით იქეც, ვინც მომცა, შენც მოგცეს გასახარენი.~

ბერს-კაცს ერიდე უცებსა სახლებად, საამბელადო,
ბევრით სჯობს მოყმე ამისთვის, საქმე აქვს გასაძნელადო.
რაცა არ იცის, მის მეტი არ ძალუცს სხვა სათქმელადო.
და ყრმა სწავლას ელის, თუ რამ სჭირს სიყრმით და დაუცდელადო.

ორმოცის წლისა გამოსვლა საწყენსა გაამრავლებსა,
ორმოოცდაათი, სამოცი, კაცს გაჰხდის შესაბრალებსა;
რა ოთხმოცისა შეიქნას, გზას ვეღარ გაიკვალებსა,
და გავს პირაღმართზე ასულსა, თავდაღმართ ჩამავალებსა.

თუ მეფე იყო, იყავმცა მეფობის შემაფერები,
თვალი და ხელი დაკრძალე, სიავის მოსაგერები;
გულად არჩიე სიკეთე, მერმეღა სცნობენ ერები
და განაგდე უქმი სთქმელი, არაში დასაწერები.

მოკლე და კარგად ნათქვამი გულს გაახარებს, გონებსა,
კარგს ყური უგდე, ავსიტყვას ერიდე მოუწონებსა,
გლახაკს და მდაბალს პატივეც, მისცემდე შესაწონებსა
და რად უგვიანებ წყალობას სამსახურისა ქონებსა?

ნუ ხარ სიმართლის მოზარე, ნურცა სულ მარტო მჯდომარე,
მას მეფესავით არ მოხვდეს, ვინც იყო ამის მდომარე:
ჯდა მეფე ვინმე უშჯულო, ყოველგან ხელის მწვდომარე,
და სამუდმოდ იჯდა მხეველთან ფეხისა დაიდგომარე.

მოხელეთაგან შესჩივლა ქალმა ქვრივობით მყოფელმა,
ბრძანება მისსა, უსაჯონ სამსჯავროშია მყობელმან.
კვლავე შესჩივლა მეორედ ბედსა დამაგმობელმან,
და უბრძანა კიდევ ბრძანების მიცემა გაუგნებელმან.

ჰკადრა: `ძოღანცა მიბოძე, არა ქნეს გასაგონელად.~
`მეტი რა გიყო მაგისგან უმჯობე მოსაგონელად?~
`წამალს გასწავლი-შეჰკადრა- არ მექმნა გასაწყრომელად,
და რა ერთის მოვლა შეგეძლოს, იმთენს თემს ექმენ მქონელად.~

რა მეფეს ესმა, განიფთხო ვითა მძინარმა ძილადო,
იგ მოხელენი დახოცა, მისცა მათ მათსა წილადო;
ქვეყანა სრულად დაწყნარდა, აღარვინ იყო მცილადო.
და ამად არა ხამს მინდობა ვეზირთა დაუცილადო.

მეფეთა ცოტა გაცემა უკადრად დასამზერია,
არ უნდა ბძანონ სიტყვითა ცოტა რამ დასაჯერია.
რა ღვარი ატყდეს, სულ მორწყოს ტყე, მინდორი და სერია.
და ასე ხამს მათი სიუხვე, ყოველგან დასაწერია.

ერთს მეფეს ვახლდი რვას წელსა, სამი რამ სჭირდა სრულადო:
ორას ფლურს ქვეით არ გასცის, რაც რამე გამოკრულადო;
კბილს არ იჩენდის სიცილში, ეთქვათ რამ საცრუელადო
და ვერც ვნახე გაჯავრებული გინების აღმასრულადო

არ არი წესი მეფისა, ყმით იყოს დანამთვრალები,
მტერს დაფარულად მტერობდეს, ჰქონდესა დიდი ბრალები.
პირისპირ ძალუც საქნელად საქმენი დაუმცრალები,
და უკადრისია დიადად ქურდობით განამწყრალები.

თქმა ხელმწიფეთა სამსახურისათვისხედავთ, ტრფიალნო, გამოდით გაზაფხულისა არესო,
ვარდსა ლახვრისა მსობელსა, რომელს მიჯნურსა არ ესო;
ყვავილსა ფერად-ფერებში ეს-თუ არავინ არესო,
და იმას უამოდ რას ვაქნევ, სამსალის უფრო მწარესო?

აწ გაგიცხადო მსახურთა, მეფეთა სამსახურისა,
რაზომ მიგწიოს, შორ დადეგ სამსურსა მოსასურისა;
იყავ ბრძანების მორჩილი მძლავრისა, უსუსურისა,
და სიფთხილით მქონე დღითი-დღე, მატებდე დასაშურუსა.

ხელმწიფეთაგან რა მოგხვდეს პატივი განადიდები,
მაშინ ეკრძალე უფროსად, შიშობდე მონარიდები,
თუ ავი რამე ურჩივე, შენც მალე ჩამომცირდები.
და მტრის მორევსა არმდომი სიცრუვეს გაუფთხილდები.

არად ვარგა კაცი იყოს მეორისა ვისმე მძრახლად,
სხვისა ვისმე საქონელი ნამალავად მისდვას სახლად,
უთხრას რამე ავი სიტყვა ნაძვალევი განაახლად,
და მოგაშორვებს ამგვარები, ვეღარა ჰქნა დასამძახლად.

ბრძენთა სიტყვა, მეფეთ წყრომა ნუ გგონია სალაღობა,
ცოდნა კაცსა გაათარხნებს, ზღუდე არის მოსაღობი.
ხუთი უნდა თარხანს სჭირდეს მათის გულის დასალღობი:
პირველ ესე-თვალი, ყური, გულიც მათგან მოუღობი.

ეს სამი ჰქონდეს მუდამად ხელმწიფეზედა მზერელი,
ამ წამ რა ბძანოს, რა სწადდეს, რისაცა იყოს მჭერელი;
მეორედ-იყოს შვენებით მხატვართა დასაწერელი,
რომ არ შესძულდეს ნახვაზე, არ ექნას მიწყივ მზერელი.

მესამედ-მეფეთ წინაშე საჩენი ყველა რამენი,
წიგნი, შაირი, კაი ხმა, ხუმრობა სასიამენი;
ვარსკვლავთრიცხვა და გამოთქმა მისი რამ შესაწამენი.
და წადილისებრივ იქმოდეს, როს იყოს მისი ჟამენი.

მხედრად ვარგიყოს, სამხედრო ისოდეს ყოვლი ზნენია,
ლაშქრობის დროსა სალაშქრო, რაც მისი გასაგნენია,
ნადირობისა რაც არი წესი და შესამცნენია,
არ დარჩეს უკან საქმეში უცოდნი, უამენია.

რა ხელმწიფე თავის წინა იჯდეს, ახლდეს არავინ და,
მას შეეძლოს გარიგება, წესი ნუმცა დაუცვინდა,
რჩევა ჰკადროს, რა უბრძანოს: “ესე საქმე ასე გვინდა.”
და კარგი ჰქონდეს საიდუმლოდ, არაოდეს შეუძვინდა.

უნდა იცოდეს მეჯლიშის წესი და მართებულები
იმ ვეზირსავით Aარ მიხვდეს საქმენი დაკარგულები:
იჯდა ხელმწიფე, გვერთ ახლდა ვეზირი მიახლულები,
და მეღვინეები გაასხა მათ გაიხაროს გულები.

ვეზირმა მთვრალმა რა ნახა, თვალს უზამს, შენამზერობსა,
მეფემ რქვა: ,,თვალსა რა გიჭირს, რომ აგრე განაჩერობსა?”
,,მეცა არ ვიცი-შეჰკადრა-რას მივხვდი გასაშტეროსა.
და აქვს თვალი მრუდად მზერალი თავის თავისა მტეროსა.

სიკვდილამდე ეგრე ჰქონდა მას უცებსა თვალი მზერად
ვერ მოშლიდის კაცთა წინა, მდგომი იყო ანუ მწერად.
ამით მორჩა რისხვისაგან, სასაიკვდილოდ დასაჭერად
და კაცს გაუხდის აჩქარება დღესა მისსა დაუბერად.

თქმა მდივანთათვისძმასა არ არგო, სად ემწო, ანუ თუ დასცა დარია,
ანუ სოფლისა სიმდიდრე, ბევრს ვისმე დასცა, დარია,
ვინ მორჩა სიმუხთლისაგან, არავინ დასცა დარია.
და ბოლოს ყოველი მუხთალმან ანაზდად დასცა და რია.

მდივანს მართებს ყოვლი ენა საცოდნელად, დასაწერად,
სიტყვა ჰქონდეს სახელმწიფო შესაკადრი შესაფერად
ცოდნა სრული უნაკლულო სასაქმოში დასაჯერად,
და მეჯლისშა და ღაღობაში მშვენიერი სამზერელად.

ჯდომა,დგომა და წადგომა,თავაზა საქებელი,
ტურფა მწერალი,წერილი საამოდ სასმენლები,
რა წიგნის თავი ამოსცნოს,ბოლოს სცნას საამებელი,
და მალ პოოს მისი პასუხი საჭირო,გასაძნელები.

მეფემ მისწერა ერთს მეფეს ამბავი შეუგნებელი:
“ჰაერზე სახლი-სამყოფი ჩემთვის ქენ ასაგებელი,
ვერა ქნა,თემი მიბოძე ჩემის თემისა მხლებელი,
და თვარემ გაახლო ლაშქარი საბრძოლად შეუძლებელი.”

რა მივიდნენ მოციქულნი,მეფეს ჰკადრეს დანაპირი,
თავდახრილი იგონებდა,ვეღარ გახსნა სათქმელად პირი;
ჰყვა მდივანი სიბრძნით სავსე უკიდური,უნაპირი,
და ჰკადრა:”ხანი დამაცალე,მასვე მივცე მისი ჭირი.”

კვლავ გააბრუნეს დესპანი,შესთვალეს ,მიუწერესა:
კალატოზებსა გაახლებ ხანს უკან დასაჯერესა.”
რა ის წავიდა,მდივანი შეუდგა მას სამტერესა,
და გასწვართა ოთხი არწივიზესტა ამსვლელად ზერესა,

სამი ზედ შესხა ყმაწვილი,ამა სიტყვისა მხმობელად:
“მომეც კივი და აგური ჩქარ-ჩქარად დაუკლებელად.”
რა გასწვრთნა, თვითცა წავიდა,იგიც თანა ჰყვის მხლებელად,
მივიდა მათსა ადგილსა,პირობის უცილებელად.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:07 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰკადრა გაახლოთ მეფემა ჰაერზე სახლის მგებელი,
ხვალ ხელსა მივყოფ აგებად,თუ მეფე არის მნებელი.”
უბრძანა:”კარგი იქნება.”ჰკვირობდენ გაუგნებელი.
და რა მზე აღმოჰხდა,მეიდანს გავიდა უყენებელი.

აუშვა იგი არწივნი,ყმანი ზედ იყვნენ მჯდომელი,
ჰაერთ სიმაღლედ ავიდენ,ჰკივრობდენ მუნა მდგომელი.
ყრმანი მას სიტყვას იძახდენ,რაცა ესწავლა რომელი;
და გაცუდდენ,რადგან ვერ მისცეს მას მისი მოსანდომელი.

ჰკადრა მდივანმა:”უბოძეთ,მასალა მოსახმარენი.”
მათ ვერაფერი ვერა ჰქნეს მისაწდომ,მისაკარენი;
გაშველდენ,დადგნენ თავისთვის,გული დაუტკბათ მწარენი,
და მდივანს მრავალი უბოძეს,მან წავლო მისვე მხარენი.

თხრობა ვეზირთათვისთუ აქვს სოფელსა სიმაღლე ზეცამდე მისაწდომელად,
ბოლოს დაუშვებს ძლიერად ქვესკნელად ჩასახდომელად,
საჭვრეტლად გახდის საბრალოდ და არარისა მდომელად,
და თოკი გაწყდება რჩევისა, მისაწდომ, მისახდომებლად.

რა როგორ ღირს, რიცხვთა ცოდნა ვეზირთაა მოსახმარი,
ხელმწიფეთა ქცევა-წესი არა მართებს განამხმარი,
ქვეყნის მოვლა, გარიგება, რაც უჯობდეს მოსაქმარი,
და მეფეთ წინა მართლის მთქმელი, უტყუარი, უუქმარი.

შეშას არ გამოიმეტებ, მწვადი დარჩების უმადო,
კარისკაცს ხელს ნუ შეუკრავ ცხადად და დასაჩუმადო.
თუ რასმე სჭამდეს საჭმელსა საჯაროდ, ანუ მდუმადო,
და ორის თითითა იხმიოს, არ დარჩეს გასამგუმადო.

ვით იქცეოდეს მეფესთან, ჯარში ხამს აგრე ქცევანი,
ნუ ეძებს ცოტას საძებსა, უფრო მიხვდება რევანი.
კბილს დანარჩომმა საჭმელმა მუცელს ვერ მისცეს წევანი
და სარგებელს ექნას სასწორით ზიანი, დამაძლევანი.

გწადს რადგან მეფეთ მოსავლის სიმრავლე, შემატებანი,
რუ გამოიღევ, უშენთა უყავ ზე აშენებანი;
მეფისგან საზრდოს ნუ უჭრი, რაზომცა გქონდეს ნებანი,
და ღმერთს შესტირებენ, არ არი ერთგულებისა მცნებანი.

ხელმწიფემვინმე წაართვა ვეზირსა ვეზირობანი,
უბრძანა: ,,მთხოვე ადგილი, გქონდეს ნებისად პყრობანი.”
ჰკადრა: ,,ნასოფლის ადგილის მიბოძეთ საურობანი.”
და ბრძანა: ,,მოსძებნეთ, მიეცით, იწადა უფერობანი.”

სძებნეს და ვერსად იპოვეს მას თემსა ნასოფლარები.
,,სამეფოშია არ არი-ჰკადრეს-მაგვარი არები.”
უთხრა ვეზირმა: ,,არც მე მწადს სანაცვლოდ მაგის გვარები,
და ასეთს კაცს მიეც, ჩემსავით ქნას მანცა მონაბარები.”

რა ეს ცნა მეფემ, ვეზირთან ბოდიშსა მომთხოველობდა,
ვეზირობაზე სხვაც ბევრი მისცა და მიამთვლელობდა.
სჯობს საქმის სწორად დაჭერა, სიმრუდით რათა მვლელობდა?
და სჯიდე წყალობით, გასინჯვით, ნურავის გულსა მწველობდა.

მშვიდობა გინდა მეფისა, შიში გქონდეს და რიდები,
რა გინდ რომ იყოს ყმაწვილი, დამდაბლდი, ნუ ედიდები.
იხვის ბარტყს სწავლა არ უნდა ცურვისა,არცა ხიდები.
და აგრევ მეფეთა ნაშობმა იკიდოს ასაკიდები.

რადგან ასეა, შეგიტყობს როსცაა კარგსა და ავებსა,
მოგაგებს შენსა პასუხსა, ნაქნარსა, ნასადავებსა;
სადაც წავიდნენ მეფენი, ნუ შორავ მოსადავებსა,
და თვარემე მტერი გიპოვნის დროს რასმე გასათავებსა.

კაცს რომ მის სარგოდ უნდოდეს საქმეში განარეობა,
სხვა არვინ უნდეს სამყოფად, რომ ეძლოს გასამხრეობა,
იპარევდეს და სხვისა რამ თავისად ჰქონდეს მრეობა,
და მეფედ სახელსა წაახდენს თემს მისცეს ჭირის მდრეობა.

ამგვარნი გვანან, უდენს რუს წყალი ჩაუგდო მდენადო,
თვითონ შეისვამს, არ უშვებს ცოტა ჩავიდეს ქვენადო,
ნადენს რუს მალე გაივლის, ჩქარა და მოუწყენადო,
და მით მაძღარია სისველით ძირსა, ბოლოს და ზენადო.

სპარსთ მეფემ ერთს კაცს უბოძა სამთავროდ სამარყანდია,
რა მუხლს აკოცა მან კაცმა, ჰკადრაეს შეუგვანდია:
,,რაც სამსახური მიბრძანო, დანიშნე, გავიყვან დია.”
და უბრძანა: ,,პასუხსაწ გეტყვი, რისაცა იყავ მდომარე:

არ მართებს მეფეს, რომ იყოს მტყუანი, შეუძლებარი,
ხმლით აძლევს მტერსა პასუხსა, ყმათაა ურცხვად მგებარი,
შენ რატომ მკადრე ეს სიტყვა უკადრი, შეუქებარი?
და აწე სცნა, რომე არა ვარ უღონო, შეუგებარი.”

თქმა სპასალართათვის:რა ხანი წარვლის, გარდავა სახელიც სახელოვანი,
იგივ უფროა სიგძითა სხვისაგან გასაძლოვანი;
რადგან არა რა დაგვრჩება, ესევ სჯობს ძალგულოვანი,
და მივდევდეთ მასვე სახელსა, შევიქნათ დასაგლოვანი.

მებრძოლს მართებს ქალწულება, არ შეუშვას სიძვა გულად,
არ უნდოდეს მოსვენება, გარჯით იყოს დასაგულად,
მართ აგრევე მორჩილება არ მიაჩნდეს მისა წყლულად,
ნუ იქადი მამაცობას, თუ არა გჭირს ესე სრულად.

თუ გწადს, რომ იყო სპასპეტი, იყავ უხვი და მძლეველი,
მოლაშქრენია საშენოდ სულისა დამალეველი,
შენ რატომე გშურს წყალობა, რად არ ხარ ამის მკვლეველი?
და რაც არ დასთესო სათესში, ვერ ჰპოო მოსაძლეველი.

რა საქმე აღარ მოგეშვას, უკან ნუ სდგები მშიშარი,
ადრე სჯობს მთრისა დასწრება ყოველი შესამუშარი,
რომ გიმზადებდეს ვახშამსა, სადილად შექენ მქუშარი.
ცდითა და მოჭირვებითა მოგეცეს დასაშუშარი.

ომსა სისუსტე არ უნდა, თავისა დამზოგაობა,
არ მოგხვდეს საფლავის მეტად მოსვენებისა მგაობა,
ნუ მოისვენებ ცოცხალი, ნუ შეგდგამს არამგაობა,
და ან სახელი ჰქენ, ან მოკვდი, ცუდია სხვა იგაობა.

თქმა სტუმართათვისყვავილს სიცხე ააყვავებს, ყინვა დასძრავს, დაამჭკნარებს,
აგრევ კაცსა ეს სოფელი ბოლოდ ჭირად დაამთქნარებს,
ვერ გაიტანს მოსახმარსა, თუ არ კარგის ნასაქმარებს.
და პატივი და სიყვარული სულ აღმოფხვრის ეკალ-ნარებს.

დია ხამს სტუმრის თავაზა დახდომა, გულის ჩვენება,
ყმა იყოს,გინა უმცროსი, პატივით მართებს ხსენება,
ყვედრება არის, თუ უთხრა ეგეთი გასაწყენება:
და ,,უკაცრავად ვარ, ვერ დაგხვდი, ვითა მწადდა მწადდა და მენება.”

შესწრაფება ლხინს ვერ ნახავს ამგვარის სიტყვის სმენითა.
მასპინძელს მართებს სტუმარზე, საქმით, სიტყვით და ენითა-
მდაბალი მაღლა ასწიოს სიტყვითა მოუწყენითა,
და უშურვლად მისცეს,რაც სწადეს, საქმითა შეუქენითა.

ბასრა უბოძა ერთს კაცსა მეფემ არაბთა მფლობელმან,
მრავალი მეფეთ ხაზინა შეჭამა დასაგმობელმან,
რა სცნეს, მოიხმეს, უბრძანეს: ,,რასთვის ჰქენ მიუნდობელმან?”
და ,,ანგარიშშია დაატყდა”- თქვა მწუხრად გაუგებელმან.

თვე ერთი სთხოვა, მაცადეთ, თქვენსა მოგართმევ სრულადო,
მათ მოუსმინეს, გაგზავნეს თვით სახლსა შენახულადო;
რა თვე გათავდა, მოიხმეს, სთხოვდენ სულ უნაკლულადო.
და თქვა: ,,სრულად მომირთმევია, რაც იყო ჩემზე თქმულადო.

თეთრი არ მოგეც, თვე არის ვარ სახლსა შენსა მჯდომელი,
პურის ცხონამა შემიქნა კბილები დაუდგომელი.”
რა მეფეს ესმა, იამა, სტუმრად ყოფილა მცხრომელი.
და სტუმარს სხვა მეტი რა ვკადროთ, მივართოთ მოსანდომელი!

მით აპატივა ყოველი, სტუმრად რომა თქვა თავია,
ჩააროვინა ერთპირად, რაც ჰქონდა დასადავია,
წავიდა სახლსა მშვიდობით მადლობის გამათავია.
და ვინც მასპინძლობა არ იცის, რისავ თქვათ შესართავია?

თქმა სიყვარულისათვისმღვთით, სვემან და მოჭირვებამ წარიმართა ამა სამა,
ერთმა სოფლის მოსავალმა ცუდად რამე ამასამა,
აწ გამხადა სოფლის მგმობლად ჭირმა ჩემმა ამ ასამა.
და ვერვინ ჰპოოს სოფელშია საამობლად ამას ამა.

ნახეთ მოციქულთ წერილი სიყვარულს როგორ ზრახებსა!
თვით მას მოქმედს და უქმედსა სიყვარულს დაასახებსა,
ამით გვაქადის მორჩენას მას ძნელსა დასაახებსა,
და თავსა დაგხურავს გვირგვინსა თვალთაგან დაუნახებსა.

გიყვარდეს ასე მოყვასი, რაცა გწადს შენ საქნელადო
მტერი იყოს, თუ მოყვარე, მეტი ნუ გინდა ძნელადო;
ნუ საქმით, ნურცა რჩევითა, ნურც სიტყვის გამომთქმელადო.
და სხვისგან შენ ავი, სხვამ შენგან ვერ ჰპოოთ მოსასვლელადო.

თქმა საქონლის შეკრებისათვისბევრი დავთესე ყვავილი სურნელებისა ფშოვანი,
გავმარგლე, მოვრწყე, გავაწყევ, კარი არ უყავ მხშოვანი
ყურისა ხარბად სასმენი, გულისა შესაშოვანი.
და გარე ნუ უვლით, შიგ შედით, მიიღეთ მოსაშოვანი

ნუ აგროვებ საქონელსა, ნურც გაუშვებ, გახდე გლახად,
ღარიბს მიეც, დავრდომილსა, ნურას აძლევ მდიდარს ნახად.
რად დახარჯავ ცუდად რასმე, უსარვაგოს გამოსახად?
და გარჯას თავსა ნუ არიდებ, ვერ აღრაცხო განძი სახად.

ნუ სჭმუნავ, გამხიარულდი, თეთრი მალ მოიგებისა,
თეთრი მწვედ საყვარელია და გული მიეგებისა;
გლახა უფროსად გიყვარდეს, სხვა რამე მოგეგებისა.
და არვის შერჩება სიმდიდრე, გარდივლის, არ დადგებისა.

რაცა მოგეცეს განგებით, დასჯერდი, დასაჯერებსა,
ადგილს დახარჯე სახარჯი, ნუ ასწევ მეტსა ზერებსა,
გარიგდებოდეს უქრთამოდ, ნუ აძლევ ცუდად მწერებსა.
და დახარჯე, სადაც გმართებდეს, არ მიხვდე დასაჯერებსა.

ნუ ეწყობი მდიდარს, იყოს უამებლად, კაცთა შურად.
ერთი თავის სიღარიბებით გაგეჩვენოს სამსახურად,
მალე მიეც, ნუ შეირჩენ, მაგიერი დასაშურად.
და გული ასე აღუსრულე, არ თქვას რა უხამსურად.

ძვირი იეფად იყიდოს, კაცსა მწვე იამებისა,
სასუფეველი იყიდე აღსასრულებად ნებისა;
ნაკლები არის ნაკლები, მეტი მიმცემი ვნებისა,
და შუას გზაზედა მრავალსა გზა მიხვდა გასაგნებისა.

ნათელს ჭრაქსა ბევრი ზეთი ვერ ანათებს, დააბნელებს,
ხარბათ წყალი სარწყავს მისცე, მოსავალსა დაანელებს;
არგებს ყველას ზომიერი, საქმეს არას გააძნელებს,
და შუა გზა და შუა საქმე ავს არ მოგვრის მისა მქნელებს.

თქმა ანაბრის შენახვისათვისბრალი არის წასახდენად მაღლა სარო ანაზარდი,
ქვე ზურმუხტად გამწვანული, დაცვარული გარე ვარდი,
ჩრდილი მისი მონაძული, გაგდებული, განავარდი,
და არვინ ჰყვანდეს ხელის მყრელი,შესახვევი, შესაყვარდი.

ნუ მიიბარებ ანაბარს თუ არ დიდისა ძნელობით,
თუ მიიბარო ნუ აკლებ, იყავ ამისა მცდელობით.
ცოდვა არ არის ღვთის წინა უდიდეს შინა მვლელობით,
და ასე ძნელია ღალატი,სახლი შეგიქნას მცლელობით.

კაცი წავა დილა ბნელსა, აბანოსა საბანელად,
მოყვას[ს] უთხრა: ,,თან წამამყევ შენცა ამის გასაგნელად.”
,,გიახლები კარამდისი-უთხრა-სევდის დასანელად.”
და მიჰყვა უკან გამობრუნდა გზასამისსა მეტად ნელად.

აბანოს კარსა მივიდა ის კაცი შემავალები,
მოყვსის ეგონა იქ ყოფნა, ქმნა საქმე შენაცვალები,
ჯიბიდამ თეთრი მოიღო უნახად დაუთვალები:
,,ღვთის ანაბარი მიიღე”-უბნობს ეს დასავალები.

მუნ ქურდი იდგა, მოუღო, დაჯდა მუნ კართა მცველობსა,
რა გამოვიდა ის კაცი, მასვე მას გზასა მვლელობსა,
ქურდმან უყივლა: ,,მობრუნდი, თეთრი წაიღე მთვლელობსა,
და დღეს მოვსცდი ამა საქმითა, საქმესა ჩემს საცდელობსა.”

ჰკითხეს: ,, ვინა ხარ?” ,,ის კაცი ვარ-უთხრა-ქურდი მპარავი.”
,,რად არ წაიღე ეს თეთრი, საშოვრედ იყო არ ავი?'”
,,ღვთის ანაბარზე სიმუხთლე ვით მექნა გასამწარავი!
და თუ ჩემითახლად მეშოვნა, მქონდა გასახარავი.”

ქურდიც ელტვის, რომე გესმას,საქმე რასმე დასაბარსა.
არ იმუხთლო ანაბარზე არვის მიჰყვე საუბარსა,
არვინა იქს ბრძენთაგანი,თავსა მისცემს დასაბარსა.
და თქმულა: მგელიც შეინახავს ცხვარსა მისსა მინაბარსა.

თქმა მემშურნობისათვისგემუდარები ნუ მიჩხრეკ ლექსის სიგძე-განებასა,
ნურცა რუსთველსა მადარებ, ნურცა-ღა ლექსთა სხვანებსა;
ზარდახშანშია დასჭვრიტე თეთრსა, წითელსა, მწვანებსა;
და აღიღე, რაცაგეწადოს, ნუ ეძებ შეუგვანებსა.

შურით კაცისა წახდენა ვისგან რა საუბნარია?
მიტევება და დათმობა კარგი რამ საცოდნარია.
პირუტყვის მეტი ვინ არი,რა იყოს ამის მქნარია,
და არ გაურიოს საქმეში ეკალი ანუ ნარია.

ადამც არ დარჩა უცოდი, პირველი კაცი ბრძენია,
სხვა ვინ დარჩების სამს გარდა ნაშობი მისი ძენია?
რა გცოდოს კაცმან საცოდი მოსაძულ გასაძენია,
და მოიქცეს, მალ მიუტევ, მცნებისა შესაძენია.

ჰყვა ხელმწიფესა სამართლით ქვეყანა მომადლებული,
სიმშვიდითა და წყალობით გზისა მის დაუკლებული,
მოართვეს ბევრი შემცოდე, სწყრებოდა გაალებული
და ბრძანა და ზოგი დახოცეს სოფლისგან დანაკლებული.

დამშავეთაგან იზახდა: ,,მეფისა საცოდნარია,
ქება სამართლის ჩვენზედა ცუდ იყო საამბარია,
ეს მოგვივიდა, შენს ჟამში სამარედ მისაბარია,
და უწყალო სხვას რას გვიზემდა, უღმრთო და უცებარია.”

ხელმწიფეს ესმა, უბრძანა: ,,გაუშვით, გაუტევენით,
არც მათ დავხოცდი, წინ გეთქვა, ვინც გახდენ ჭირის მწევენით.”
ასე ხამს მოწყალებანი, რომ იქნან მისასევენით.
და მეფე და ქვეყნის ორგული გასტანჯეთ შეუწევენით.

ხვეწნად არა ღირს, იცოდე, დანაშაულის მჭევრები,
ვინც შუა შემოგივიდეს, მიმადლე, იყოს ბევრები,
ანუ თუ თვითან შეიქნას, ვედრებით განამტვერები,
და გეყოფა ღვთისგან, ძმა არი ხვეწნისა დამაჯერები.

თქმა სიკეთისათვისშიგ დავრჩი სოფლის ღელვასა მენავე ნაოსანია,
არ დამიჯერეს უმცროსთა,რაც უთხარ სარგოსანია,
იქით მკრა, აქეთ მომაგდო, საქმე ვცან სამხნოსანია;
და ნაპირს გამოველ, ეს დამრჩა სალხინოდ სამოსანია.

ნუ ედავები უბრალოდ საქმესა მიუდავებსა,
დღეს დაგიმოკლებს, შეგასწრებს ჟამსა და დროსა ავებსა.
დავი თუ გინდა, იქმოდე საქმეზე შესაგვავებსა.
და ნუ რჯი, სარჯელსა სარჯელი მოაქვს და მოემწვავებსა.

კაცსა უნდა მოწყალება გულსა ჰქონდეს დანერგულად,
რჯიდე ვისმე,რა სარგოა წყლულს აძლევდე წყლულსა გულად?
უმეცარად ცუდის ჯავრით ბოროტის ხარ განაგულად.
და ნუ გააღებ მტრობის კარსა, მაგრადა ჰქენ მინაგულად.

კაცსა ჰყვანდა ცხვარი ბევრი, რძესა, რძესა სწტველოდა მეტად მრავლად,
შიგან წყალსა გაურევდის, ჰყიდის, იყვის ეგრე მავლად.
მეცხვარე ჰყვა გონიერი, დაურიგდა უგბილს სწავლად:
და “შეიბრალე ღავი შენი, ჩამოეხსენ საქავს მქავლად.”

არ უსმინა, რაზომიცა შესაგონი შეაგონა,
გაბრუნდა და ცხვარტან მივა, რა აღარ გაუგონა
ფარეხს ცხვარიშეაყენა, ჰქონდა ღელეს ასაგონა,
და ავიდა და სერზედ დაწვა, ჭირთა მისღა დაუღონა.

მთვარე წყლის ბურჯი შევიდა, ღვარი ასტეხა ცვრეული,
ის ღელე სრულად მოგრაგნა, რაც იყო მაშიგ რეული,
მეცხვარე ადგა, მივიდა პატრონთარ გულდანგრეული,
და უთხრა: ნაქნარსა ნაცვალი არ ექნას განსერული.

ერთპირად წყალი მოვიდა, რაც რძესა იყო რეულად,
სრულად მოწყვიტა ჭამბარი, ძველი იყო თუ წლეულად;
არ დამიჯერე ნათქვამი, რაცა ვთქვენ შენამცენულად.”
და უგბილად ქმნულმან უგბილი ასე გახადოს ძლეულად.

სიავე და უწყალობა, ნუ გგონია, შეგრჩეს ბოლოს,
თუ პირველზე გაგინათლოს, მერმე ბნელად დაგაბოლოს,
დაიჯერე ბრძენთა სიტყვა, ნუ აჰყვები აუყოლოს.
და რაც ნაქნარი უმეცრული თავსა მისცემს დასაქოლოს.

არას დამჭირნე არ იყოს, უთქვამს კაცობის ნიშანი,
არვისა სთხოვდეს ღვთის მეტსა,ჭირი მიხვდეს, თუ იშანი,
მთხოველსა მისცეს უყვედრად, ვითა სიუხვით ქვიშანი,
და ისწავლოს სხვამაც იმისგან მოწყალეება ვიშანი.

უწყალოდ და ულმობელად ესეაო ჩასაგდებლად,
დაჭირებულს არ აძლევდე უნჯსა შენსა მისადებლად.
სპარსი მისცემს მოწყალებას, სხვას არ სწავლის მოსაგებლად
და ფრანგი თუცა ისწავლება, არას მისცემს გარდსადებლად.

მეტის მეტად სამი უნდა კაცსა ჰქონდეს შენახულად:
ენა, ხელი, სახედველი ჰქონდეს ავზე დაკლებულად.
მოეშორვე სამსა რასმე, ნუ შეუშვებ ეამსაც გულად.
და უთქვამს: უნახს, უქონელსა ნუ ეძიებ შენდა წყლულად.

სამი გქონდეს სამუდამოდ განაშალი განღებულად:
სალარო და სახლის კარი, სუფრა აროს დაკლებულად;
მტერი იყოს თუ მოყვასი ნუ გშურს უხვად მიღებულად.
და მისთვის მტერსა გაგიმოყვრებს და შეგიქმნას დაძემბულად.

რაცა შენთვის არა გწადდეს, სხვას ნუ უზამ მოსასვლელად,
მაშინ იცან თავი შენი ავისაგან გარდამცვლელად.
მტერსამტრობა არ მიაგო, იქმნა ავთა გარდამვლელად,
და შეუნდო და მიუტეო, ყოფილიყოს შენდა მკვლელად.

გინდა თუ იყო ქვეყნად საქები საამბობარე,
ნუ ზოგავ, ნახო გლახაკი დაჭირებითა მხმობარე;
ბევრს ჰპოებს ცოტას დათესით უცთური ამის მებარე,
და სხვისა ნუ გინდა, გიჭირდეს, ეს ავი დასაგმობარე.

,,სამოც-და-სამის წლისა ვარ_ასწავლის, ეუბნებისა,_
ასე მივლია, თუ დავრჩი, ესევე მენებებისა,
რაც საქმე ჩემთვის არ მომწონს, არც შენთვის მეკეთებისა,
და სხვას არ იწვრთიდე, ეს იწვრთენ: გასამტკიცებლად თბებისა.”

იწვრთე, ისმინე ნაწვართი, კარგვარად მოგიხდებისა,
თუ არ ისმინო, ქვე დადევ, სხვა ისმენს, არ წახდებისა,
შენდობას ვინმე მიბრძანებს,ჩემ[ს] სულსა მოუხდებისა.
და კვლავ გითხრა კიდევ სათქმელი, თუ მზე არ დამიხდებისა.

ბრძენსა უთქვამს: რაც არა ვთქვი, აროს მომხვდა სინანულად,
თქმულან ჩემმან დასანანი ადრე მომცა ისევ ძნულად,
არ მობრუნდეს განატყორცი უმეცრული გაუგნელად,
და დაკოდილი ვერ გამთელდეს მალამისა რისმე ქმნულად.

უბრძანებია კეკისარს დასახსოვარი თქმულები:
უფრო ნებად მაქვს თქმულისგან უთქმელი დამარხულები,
მით რასაც ვიტყვი, ვერ მოვშლი კიდეც მითქვემდეს გულები,
და უთქმელსა არ ვიქ, თუ არ მწადს, მოვრჩები დაუწყლულები.

გონჯი, ავსახე, ავტანი ფილასოფოსი ბრძენია
მაკიდონელთან მივიდა , ბრძანა: ,,რა მოსაძენია?”
ჰკადრებდა: ,,სიტყვა მისმინე, არა ვარ გასაძენია,
და არ დაითმობის სიგონჯით, თუცა ადამის ძენია.

უწყალოდ უნდა სძრახევდე, არ სიგონჯისა მქონელსა,
ვამსგავსებ კაცსა ქარქაშსა, ხმლის პირსა სულსა მგონელსა,
ხამს პირისათვის უბნობდენ ქებასა შეუწოენლსა,
და თვარამ ქარქაში რაც იყოს, დაფარავს შესაკონელსა.

ავ-გული იყოს კეკლუცი, მშვენვარე, სატურფალია,
მისთვის მძიმეა სიტყვაი უგვანი, საღაფალია,
არ სჭირდეს კარგი სიტურფეს დასამარხ, დასაფალია,
და ვერას იშოვნის იმითი მთავარი საუფალია.

კარგი კაცი საქონელსა მოყვას[ს] მისცემს, მიანიჭებს
ავი მტერსა სეუნახავს, საქმესა იქს გასაკრიჭებს.
რა ეს ნახა ალექსანდრემ, სიბრძნე მისი მოღრმოდ იჭებს,
და წამ ბოდიში მოიხადა, გაამდიდრებს,არ აბიჭებს.

უთქვამს სოგრატს საქონელი მოსვენებად, კაცის ლხინად.
რაც ინათრო, სულ აგიხდეს, ჭკუას გახდის სასაცინად.
არ ითქმოდეს რაცა ჯარში, სათქმელია მეტად ძვინად,
და სირცხვილის დასაძრახავის დათმობაა ჭკუის მძინად.

მცოდნესა და გონიერსა გარჯა უფრო მოასვენებს,
უგბილსა და უმეცარსა მოსვენებაც ვერ ასვენებს.
მალს ცხენსა ჰგავს კაცის დღენი გაჭენებულს, გასამჩვენებს,
და ვერ ეწიოს რაზომც სდიოს,შეუპყრობს და მიუწევნებს.

ვითა სნეულსა მკურნალი ელ-ნელა მისცემს რგებასა,
რა სწვრთნიდე ბრძენი უცებსა, უზემდე სიტყვის გებასა ,
იქმოდე მისებრ, რას აქნევ, მეტად ბევრ-ხანსა გებასა?
და უცების აყიბარჩებას გიჯობს საბმური გებასა.

ასწავლის სოგრატ მოწაფეს სოფლად სოფლისა თმობასა:
,,ერთი დღის საგძლად გეყოფა_უზამს ამრიგად გმობასა_
არ დაგძრას სიცხემ, სიცივემ, ადგილი ჰპოვე ხმობასა-
და შენვე მსახურე შენს თავსა, ვალს ნუ იკიდებ ხმობასა.

შენი ფეხი ცხენად გყვანდეს. ქვეშ საგებად მიწა შავი,
სასინათლოდ ვარსკვლავები და მაშხალად მთვარე მგვავი,
ცოდნა შენდა ამხანაგად, რაღა გითხრა მოსადავი?
და ასე გავლე ეს სოფელი, მტვერი მისი დაიგავი.

სწავლას ეცადე დიადად, სჯობდე შენ შენსა ტოლებსა,
გამოჩნდე კაცად, არ გვანდე პირუტყვის გასაყოლებსა.”
“რა არის უცხო?- ჰკითხევდენ სოგრატს სიბერით მწოლებსა,-
და რასტვინ დასცდება ჭვიანი, რად ცეცხლსა მოიბოლებსა?”

საკრავს სწავობდა, სიმღერას, უთქვამტო კაცი ბერია,
დასცინეს: “რად ხარ მაგ დროთა შაგირდობისი მზერია?
თქვა: “ არ მრცხვენიან ბერს-კაცსა, ცოდნა ხამს დასაჯერია,
და რომ არ ვიცოდე, ის უფრო სასირცხვოდ დასაწერია.”

კვლავ ჰკითხეს: “გვითხარ, სოფელში რა უფრო გემრიელობსა?”
“სწავლა და სიტყვის გაგონა, ვინცა ვინ ამას მცდელობსა,
საყვარელია, ვინცაღა კარგ-საქციელად მვლელობსა.
და მკურნალი ცოდნის სიმრავლე მრავალსა სენსა მშველობსა.

ის არი ქურდი, ვინც მთხრობლობს, მთქმელსა ვერ დაისწავლისა,
მოგკითხვენ ბოლოდ ნათქვამსა, მასვე გზაზედა წავლისა;
გყვანდეს მოყვასი მისანდო, ისმინე სიტყვა სწავლისა,
და რა გინდ რომ აღარ შეეძლოს, ნუ დასთმობ შესაბრალისა.”

მეფეთ წახდენა მიაგავს ხომალდსა ზღვაში მღელავსა,
რა ის გატყდება, მრავალი დაინთქმის, დაიქელავსა,
აგრევ მათივე ქვეყანას გააწლობს, გააწველავსა,
და სადაც სჭირს კაცსა სიკეთე, სამკვიდროდ ის უღელავსა.

,,კაცი გიპირებს სიკვდილსა,”_კაცი კაცს ეუბნებისა._
უთხრა: ,,მას უფრო ეშინის მისგანვე მისის ვნებასა.”
სიტყვა ბრძენისა უსწავლთან ამას გავს, ვინც ინებისა,
და მთვრალმან ფხიზლისა ნათქვამი ქებისა ან გინებისა.

ოდეს გულსა პატრონობდეს, არ იცნობა მისი ნება,
არ მოუა არსით ავი, არც აუგი ეოცნება;
სიბრძნის წილში ის ჩააგდევ, ვისა ჰქონდეს ესე გნება,
და არას მტერს და მოყვარესა არ უნდოდეს მისი ვნება.

საწუთრო მიჰგავს ეკალსა გზას ქვეშე დანაყაროსა,
იყოს ამგვარად ნაქნარი, ინახებოდეს აროსა,
გამვლელს ფეხზედა ჩხვლეტითა აჭირვოს,შეაზაროსა,
და ვინცა იცნობდეს, ფთხილად და უვნებლად გაიაროსა.

ალექსანდრეს ვინც ეტყოდა სიტყვას რასმე საქებარსა,
უწყენდა და უბრძანებდა: ,,მას ნუ მასმენ საუბარსა,
ხვეწნა კაცსა გაამაყებს, ქება შეიქს დასაბარსა,
და შვენის კაცსა უგუნურსა, დასათესავ, დასაბარსა.”

თუ სჯერა ვინმე მკურნალის ნათქვამსა, დანარიგებსა,
ჭირსა მორჩება ადრობით, გძლად ქვეშე აღარ იგებსა,
არ უსმენს, ნუღარ აბრალებს, ვერარას გაურიგებსა,
და ირგებს იმთენსაც უცები, ჭამით სნეული ირგებსა.

თუ სჯერა ვინმე მკურნალის ნათქვამსა, დანარიგებსა,
ჭირსა მორჩება ადრობით, გძლად ქვეშე აღარ იგებსა,
არ უსმენს, ნუღარ აბრალებს, ვერეარას გაურიგებსა,
და ირგებს იმთენსაც უცები, ჭამით სნეული ირგებსა.

თუ მართებს მეფეთ საწყრომზე რისხვა და დიდი ზარები,
მოწყალება და სიმშვიდე ზედ არი მოსახმარები
ავია მათი ურცხობა, მჭვრეტელთა შესაზარები
და სხვისგან თავისი უფროსად სირცხვილი ჰქონდეს მხარები.

ავს დაეჩვევი, მალ წავა, დაგრჩება ავ-გულობანი,
ავ კაცად იმას ჩავაგდებ, ჰქონდეს ეს ჩვეულობანი:
აგროვებდეს და სხვას დარჩეს სიმდიდრე, სიმრავლობანი
და სულ გაუცუდდეს ნაცადი, მტერს მიხვდეს ხადილობანი.

თუ ოთხფეხა უენობა მოჰკლავს, ისივ გააცუდებს.
ენა კაცსა სულისაგან გაიყვანს და გააგუდებს,
სიჩქარე არ-გასინჯვა სინანულსა წინ დაუდებს,
და თვალი ავად მყურებელი გაასივებს მისსა ბუდებს.

უმჯობე მეფე ის არის, ჭკუითა ჰოქნდეს მკობანი.
ერთმან ვეზირმან ერთს მეფეს უყო ამისი მბობანი:
მოსულა ზღვის პირს ვაჭარი, სპეკალთა უამრობანი,-
და ას-ათას დინრად ვიყიდე ერთმანერთისა მჯობანი.

უბრძანა: მითხარ ამბავი ჩემს წინა მოუწონარი,
ასი-ათასი მაგდენი ერთ ფულადა მჩანს მქონარი,
მე რომ ვაჭრობა დავიწყო, ვიყო მაგისი მგონარი,
და ვაჭარმა რა ქნას, რით დარჩეს, ვითი ქმნას უქმად მცონარი?

უბრძანა: მიეც უკლებად მაგ ფასად ვაჭართ სრულობით,
მყავს მოხელენი მრავალი მაგ სახელოზე თქმულობით,
თუ მინდა მომიტანებენ, სადა აქვთ დანა გულობით,
და ვით ფასს დასდებენ, ვიყიდი გულისა დაუწყლულობით.

სპარსთ მეფე იყო მიდამო სიკეთით გახმოვნებული,
ბასრის მთავრისგან ურიამ უჩივლა, ვარო ვნებული.
ნატეხარზედა დაწერა ტალახით ესრეთ მცნებული:
და ,,ანუ უსაჯე,ანა ხარ სახელით განყენებული.”

წიგნი რა ნახა მთავარმა ურიის მინაღებული,
უსაჯა მრავლის ბოდიშით, ასრულა მისი ნებული:
,,ნუღარ უჩივლებ მეფესა ჩემგამო მოყივნებული.”
და ასე ხამს შექმნას სამართლით მოქენე შექენებული.

* * *

ამირ-ნასრანის ნათქვამი გათავდა სპარსთა თქმულები,
ჯერ გამოვიღე ამბავად ვარდი-კოკობი რგულები,
აწ სევდის მოსაქარვებლად ლექსად ვარ განმაგულები.
და ყველას დარჩება სოფელში გაუკურნებლად წყლულები.

სიმრავლის მწიკვლი ცოდვისა ვერა ვქენ განაბანია,
უკან-და-უკან სხვა მომყვა ართმანეთს მონაბანია,
სულ დამიქცია სამყოფი,სახლი სართული, ბანია.
და მეფობის ნაცვლად სოფელმან მიბოძა ლექსობანია.

არვის დაინდობს სოფელი მისანდოდ დაუნდობელი,
მიმდევთა გასაქიქენი, უდევთა დასაგმობელი,
მეფეთა ანუ გლახაკთა ბუკთა საჭიროს მხმობელი,
და გულითა ამაღლებულთა საბრალოდ დამამხობელი.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:07 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასრე არის აგებული, ამგებელსა აქ აქებდეს,ამკობდესცა, ადიდებდეს, ამისთვისვე აქა ქებდეს.
ამზრზენელსა, აღმშფოთველსა ანაცრებდეს, აქა ქებდეს.
არმურისკენ ამწეველსა ალმასს აფთსა აქაქებდეს.

ბრწყინვალედ ბარუქ ბრძანებდა ბადვისთვის ბრძნულის ბაგითა,
ბრძათ ბრწყინვალება ბევრობდეს ბეთლემურისა ბაგითა,
ბიწოვნებასა ბანევდეს ბერთ ბიჭთა ბრძნულად ბაგითა,
ბორგნილნი ბილწნი ბაალნი ბორგევდენ ბუგა ბაგითა.

გწერს გედეონ, გულღრტუთაგან განიქიქა, განებასრა,
გვლარძნილთ გუნდთა გული გლუნი გაეფიცხა, განებასრა,
გვიხამს გმონოთ განკიცხულსა, გაეწყობის გან ებას რა,
გარდიკარგნენ გვარნი გივნი, გაადიდე განებ ას რა.

დიდმა დიდებამ დიდისამ დიდებულები დარია,
დაბნელდენ, დაბრმდენ, დაცვივდენ და დაუბნელდათ დარია,
დაკეფამ, დაჭრამ, დაპობამ დიადობანი დარია,
დიდებულისა დედისთვის დაიჭრა დედა დარია.

ესრეთ ექნათ, ებრაელი ეუბნების ესაია,
ევმანოელს ერი ესე ესადავა, ესაია;
ეკიცხოდა ეროდია, ეჭობ ესხა ესა ია,
ეხმაროდა ეგვიპტედა, ენერწყვიან ეს აი ა.

ვისთვისცა ვლექსობ, ვით ვღირსვარ, ვით ვამბობ, ვინა ვარ დია!
ვიწროს ვრცლად ვლასა ვინ ვბედავ, ვახტანგ ვით ვკონო ვარდია:
ვერა ვასრულო, ვით ვეჭობ, ვალსა ვახშურსა ვარდია.
ვინ ვაძო, ვისა ვბაძევდე, ვინ ვისთვის ვითა ვარდ ია!

ზრზოლასა ზარსა ზიზინზე ზღაპრობაებით ზეზითა,
ზეიმით, ზარით, ზოგზოგნო, ზარობდეთ, ზრზოდეთ ზეზითა,
ზორვიდეთ ზირაქისაებრ ზეციერებსა ზე ზითა,
ზელფასათვისცა ზარქაშსა ზომდენ ზონარსა ზეზითა.

ჱლენნი, ჱლამიტელნი ჱენათესავა ჱესავის,
ჱბგურნო ჱეშმაკისანო, ჱვლტით ჱედემსა ჱეს ავის,
ჱმამნენ, ჱეძმნენ, ჱეშვილნენ, ჱეგვარებიან ჱესა ვის?
ჱემცირებოდა ჱე პირმშო ჱებირებიან ჱესავ ის.

თაბორზედა თოვლისებრი თავადია თავად თვითო,
თუ თხრობასა თხრობულობდე თქვით თაყვანი თვითო-თვითო,
თხოვეთ თმობა თბურის თქმისა თებერვალით თიბათვითო.
თასინ-თანას თხოვნისათვის თხრობილიცა თქმულა თვითო.

იწყლა იესო ისრაილ, ინაფირებდა, იქოსა.
იხარებდიან, იშვნიან, იმით იტყვიან „იქოსა“
იზმდიან, იხმოვნობდიან, იმღერებდიან „იქოსა“.
იგი იმითი იდიდოს, იპატიოსნოს, იქოსა.

კაცი კვალსა კომსისასა კიცვად კადრებ კარაულო,
კართ კრებულნი კადნიერი კრთომით კვალად კარაულო,
კოცნა კადრე კატაბანათ, კარიოტელ კარაულო,
კონა კლერტთა კანაფთაგან კალათურად კარაულო.

ლოგინებრივ ლარკანშია ლაზარეა ლილებრ ლულად,
ლოყა ლურჯი ლაჟვარდისფერ ლამაზობენ ლმობით, ლულად,
ლხინისაგან ლოდაკითა ლია ლამავს ლულა-ლულად,
ლექსობამა ლექსი ლია, ლაპლაპობსღა ლამის ლულად.

მოკლა მაღალი მეუფე, მიკვირს, მოკვდავმან მონამა,
მშობელმან მისმან მასზედა მტირალმან მიწა მონამა,
მითქვამს მართალი, მიჯერეთ, მაშ, მეც მივსწერო მონამა.
მუნ მომცეს მკვიდრი მამული მე მუდამ მისმან მგონამა.

ნებთა ნაკრავთა ნალურსმთა ნაწვეთნი ნიჟვენ ნაგებით,
ნახეთ, ნეტარი, ნათელი, ნაშენო ნებსით, ნაგებით.
ნათამამებნო, ნაგვემსა ნუ ნერწყვავთ ნეტა-ნაგებით,
ნურც ნებას ნახავთ ნობათად, ნაზორნო, ნაჭეთ ნაგებით.

ოდეს ოხრასა ოხჭანზე ოხრიდენ ოხა ოხითა,
ოსანაებსა ორობდენ ორღანოებით ოხითა,
ორესტოს ონისიმესთან ონოფრეც ორობს ოხითა,
ოხრება ოცი, ორმოცი, ოთხმოცი ოხრად ოხითა.

პასუხი პატიოსანი, პირო, პოეცა პარითა,
პირმშოსა პირველისასა პყრობას პირობდენ პარითა,
პატიოსნისა პარაკთა ბრწყინვალებანი პარითა,
პალამნი პავასაკითა პარპანჯობდიან პარითა.

ჟღვლიმოს ჟღლეტამა, ჟიჟინმა, ჟრჟოლამან ჟამი ჟირადო,
ჟეჟა, ჟლუტუნი, ჟღივილი, ჟონევდეს ჟირში ჟირადო,
ჟანგმან ჟამისამ ჟიჟინი, ჟარო, ჟოლაებრ ჟირადო,
ჟალეთელთათვის ჟინჟილად ჟოლისა ჟვერი ჟინადო.

რადგან როტევდა როსკიპი, რეგვნობას რწყვიდა რულადა,
რეტოვანთ როკვით როგორი რეცა როდიამ რულადა,
რამეთუ რისთვის როხევდა, რობდეს რადღამცა რულადა;
რკინევდა რისთვის რიოში რობუამთანა რგულადა!

სცდებით, სოფლისა საშვებლად სვამთ საკრავითა სამებით,
საუკუნოსა საქებსა სიტყვასა სულსა სამებით,
სერაბინთაებრ სწირევდეთ საქებსა საქმეს სამებით
სიმაღლე სთხოვეთ სიმდაბლით სიღრმესა სულით სამებით.

ტანჯვიდენ ტაძრეულები, ტომი ტომზედა ტანებით,
ტყველვიდენ ტაშსა ტკაცითა, ტერფებსა ტატსა ტანებით,
ტიროდა ტკბილი ტევანი, ტომისთვის ტკრცოდა ტანებით,
ტანჯულმან ტანჯოს ტეტერნი ტარტაროზებში ტანებით.

უწინდელები უფალი უფალმან უფსკრულს ურია,
ურჩეულესად უყვარდა, უდაბნოს უძღვა, ურია;
უმაღლეს უფლებათასა უგმერდენ უღმრთო ურია,
უპატიურნი, უსწავლნი, უგვანნი, უსუსურია.

ფრიადობდიან ფუტკარებრ ფერად ფინთისა ფარებით,
ფაფარუჯობდენ, ფრთხილობდენ ფაკელებისა ფარებით,
ფიცხელობდიან ფლობილნი ფასაღანოსა ფარებით,
ფიცხელნო, ფილასოფურად ფონებსა ფონავთ ფარებით.

ქერაბინთაგან ქებული ქრისტე ქმნულებად ქორითა,
ქარნი, ქვეყანა, ქვემთრევნი, ქმნა ქურციკები ქორითა,
ქებულთ ქადაგთ ქვა: ქმენითო ქაბარწოვანი ქორითა,
ქორებს ქმნულისა ქებისა ქორს ქება ქადაგო რითა.

ღვარბასობითა ღმერთისა ღლიანი ღრმათა ღებულა,
ღმრთაების ღირსსა ღვარულად ღუდღუდი ღაწვი ღებულა,
ღაღადებითა, ღრიალით ღვედი ღვედკეცი ღებულა,
ღონობა, ღონვა ღავღავით ღრუბელი ღაღადებულა.

ყურთ ყოფადთა ყაყანისა, ყრიალისა ყეფა-ყოფა,
ყადავახად ყოვლად ყოფილს ყავთ ყობულში ყოფილ ყოფა,
ყმებრივ ყიფნო, ყოველთავე ყრისაცავე ყავით ყოფა.
ყოფილისა ყივილისა ყონ ყოველთა ყოვლად ყოფა.

შეთნო, შემცდარნო, შეშლილნო, შლუებნო, შმაგო, შენაო,
შემოქმედისა შენისა შებმა შეჰქენით, შენაო,
შავის შლამისგან შეგაგბო, შეგამკო შექნით შენაო,
შარასა შესცდი შურითა, შავმცა არს შენი შვენაო.

ჩვენი ჩვევა ჩავარდნისა ჩვენსა ჩვილსაც ჩაეხსენა,
ჩაჩვეოდენ ჩაგმობასა, ჩაეტკბილა, ჩაეხსენა,
ჩამოვიდა ჩვენთვის, ჩვენო, ჩვეულებას ჩაეხსენა,
ჩხუბიანთა, ჩასაქვავთა ჩაეშურათ, ჩაეხსენა.

ცნობა ცხოვლისა ცხადობით ცნას ცქაფმან, ცრუმან, ცანითა,
ცხებულისათვის ცემანი, ცხარობაები ცანითა,
ცრცვის ცრუობისთვის ცხადობით, ცეცხლიმცა ცვარობს ცანითა,
ცბიერობაცა, ცანცალი, ცოდვა, ცაქცაქი ცარითა.

ძარცვეთ, ძრახეთ, ძმად ძრახულნო, ძლიერებით ძველნო, ძირად,
ძესა ძველსა ძეგლისაგან ძვიდით, ძაგდით ძირად-ძირად,
ძენი ძაგნი ძღვენსა ძღვნიდენ ძნეულებად ძირაკს ძირად,
ძრახულნებო, ძაღლებრ ძვინად, ძღარბებ ძილად, ძუნწად ძვირად.

წყლეს წმინდა წბილთა, წყეულთა, წარმართულისა წამებით,
წარბ-წამწამითა, წვერითა, წელითა წათდენ წამებით,
წელიწდეული წულები წარწყმედულთ წყევლას წამებით,
წარსქდა წყარონი წყლისანი წანწკარით წინ წამწამებით.

ჭამოთ ჭირისთვის ჭმუნვანი, ჭრიჭინაებრივ ჭაჭანი,
ჭრის ჭუილებსა ჭამანი, ჭეშმარიტისა ჭაჭანი,
ჭეშმარიტისა ჭვრეტითა ჭყრტიალებს, ჭრტინავს ჭაჭანი,
ჭაკს ჭაბუკურად ჭურვილთა ჭირან ჭიმანი, ჭმაჭანი.

ხან ხორცო, ხელო ხვებულო, ხან ხმელო ხოლმე ხანითა,
ხშირად ხიშერთა ხებულო, ხან ხმიანობცა ხანითა,
ხადუმთ, ხოჯათა ხროშია ხარხარებ, ხარბო, ხანითა,
ხან ხბორებთანაც ხადილობ, ხმობ ხარით ხნული ხანითა.

ჴარის ჴმელისა ჴშირ ჴმევით ჴაჴანი ჴორჴი ჴაჴულა,
ჴაშები ჴშირად ჴელდაჴელ ჴოჴბისა ჴარშოც ჴაჴულა,
ჴვნეშა ხამს, ჴოჴობთ ჴმეულნო, ჴატი ჴდებიან ჴაჴულა,
ჴდალთა ჴოჴვითა ჴხმოვნობით ჴალიჩის ჴაო ჴაჴულა.

ჯარში, ჯაბანო, ჯდომასა ჯერჩინება-ყავ ჯერითა,
ჯაგლაგს ჯღანითა ჯავრითა, ჯომარდო, ჯოჯოს ჯერითა,
ჯადვარ, ჯავზ ჯორით, ჯანასლან ჯამასპზე ჯავრობს ჯერითა,
ჯავახეთს ჯარჩი ჯახველის ჯალჯი ჯურუმათ ჯერითა.

ჰავნი ჰასპიტებრ ჰარულნი ჰავში ჰატარონ, ჰარონა,
ჰაღიარებდა ჰარსებას, ჰამბობენ ჰასე ჰარონა,
ჰამასაებრად ჰაღმკული ჰაღძვრისთვის ჰაბა ჰარონა,
ჰაქონ ჰავი და ჰავთ ჰაღძვრა ჰაღეტოლების ჰამონა.

ჵეს სხვა სიტყვა არა აქვს, თუარ ჰაი და ჵები,
ჵი, შენ ცოდვის მიმყოლო, სულო, სანამდის ჵ ები?
ჵი, კაცთ საქმის არქმნულსა, ხარებრ გიძახონ „ჵები“.
ჵი, რასაც იქ ბოროტსა, მასშიგვ მოიპო ჵები.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:08 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა,სიკვდილს ზრახვიდენ უწესოდ, თუ დრო დაიცენ ჟამისა,
უსჯულო მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!

მტილში მიუძღვა კრებულთა საწუხი ყოვლის გვამისა,
მღვდელთ-მოძღვრის [პალატს] მივიდნენ გასატანჯველად, ვა, მისა,
ბრალი ვერ პოვეს მის ზედა, კვლავ სცემდნენ წამ-და-წამისა,
ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!



 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:09 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა დავიბადე, სოფლით ვიბადე, ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო!მეგონა რამე, სოფლისა რა მე, ვაი...
მოვჰყევ სოფელსა, ავის მყოფელსა, ვაი...
განვცხერ, ვიშვებდი, ვერ გავიშვებდი, ვაი...
მატკბო, მაგემა არად სარგემა, ვაი...
შენ ვერ გიცნობდი, თუცა მიხმობდი, ვაი...
მოხველ ანასდად, მტრად, და არ ჩემ დად, ვაი...
მომკვეთე მსწრაფლად, მიწას მეც ღაფლად, ვაი ...
მოგშორდი ცოლსა, შვილს, თანამყოლსა, ვაი...
მოვშორდი ძმასა, გამყარე დასა, ვაი...
მეგობარს, სულთა, საყვარელთ ტკბილთა, ვაი...
მომკალ, მომკვეთე სოფლის მოკეთე, ვაი...
სხვაგან გამგზავნე, დამხვდენ მე მავნე, ვაი...
მუნ გამიკითხეს, დამცეს, დამწნიხეს, ვაი...
რად ენდევ სოფელს, ანასდის მყოფელს? ვაი...
თუ იქ იხარე, აქ კი იხარე, ვაი...
დამხვდნენ მტარვალნი, მწარედ მტანჯველნი, ვაი ...
ულხენი მიმყვა, მითხრეს ეს სიტყვა, ვაი...
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:10 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავემონე კაეშანსა, სევდა მომხვდა მისთვის წამლად,მელნად ნაღველს მოვიხმარებ, აღმოვაწებ გულსა კალმად;
ლხინის ბაღის მოსარწყავად ცრემლი მიმდის გასალამად,
ველი, სამე გამომიჩნდეს გამომყვანი დასამალმად.

სწავლა გავს წყალსა წმიდასა რუულად მომდინარესა,
რა მიხვდეს კარგსა სათესსა დროსა, ჟამსა და არესა,
აღმოაცენებს ნაყოფსა ასწილად შესაწყნარესა.
მორწყული ქვიშა ანასდად გაიდენს, გაიტარესა.

მიაგავს ჩვენი სიცოცხლე რუსთა წალკოტის წესებსა,
რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა,
სისრულეშია სიცივე დაჟრის და დააკვნესებსა.
დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვესებსა.

მიხედე, ჟამმა რა მიყო ცრუმა და ანასდეულმა,
დასწყნარდი, ბოლო მოუღე სიჩქარით ანასდეულმა,
სიგლისპისაგან სიმკვახე ამწიფე ანასდეულმა,
აწ სვიანობა მოიღე, სიავის ა ნას დეულმა.

რადგან სჩქარობ, დავსწყნარდები, მოგითმენ და მოგიჭირვებ,
რაცა მოგყავს მოსავალი, არა რადმე გავიკვირებ,
დამადლებით დაგიმადლებ, რასაც რასმე მომიძვირებ.
სხვა ადგილი მოსახმარი მიმაჩნია, მივაშურებ.

ყრმათა ატყუებ უგბილთა, ვაჟთა სილაღით დარევ და,
შუაკაცს გამოუცდელსა ხელსა სიჯაბნით დარევ და,
მიკვირს, ბერ-კაცსა რაღა სწადს, ისიც იმათვე დარევდა!
ქვე დავრჩებით და გაცვდები, თუ იქღა ჩვენთვის დარევდა.

ცუდ უბადობით ვაშრომებ დღესა, დროსა და ჟამებსა,
რუსთა ზაფხულებრ გაივლით მოსოფლიოსა წამებსა,
რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა?
უნაყოფოსა ვემსგავსე ხისა რისამე გვამებსა.

რა არის ზრუნვა კაცისა, დროთასა ვხედავ ქცევასა,
მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა, სხვადასხვა-რიგა ზევასა,
ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა, მორჩე ჟამისა რევასა,
მზეს შეხვდეს დია ხუთ კუთხად, მოგცემსცა მტერზედ ძლევასა.

წყალმან არა ქნას სისველე, რითღა ეწოდოს წყალია?
ცეცხლმან არ დასწვას ნივთები, სად გამოჩნდება ალია?
აგრევ სოფელმან ცქაფობა, მითხარ, რა მოსაკრძალია?
ბუნების საქმეს იქმონენ უცვლელად, დაუმალია.

სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა,
წესიერებით შეამკო, საზომი განა სრულითა,
არვინ დააგდო წყალობის კარითა განასრულითა,
უსხეულონი მსახურად ზოგნი ყო, განა სრულითა.
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:13 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექს–ამბავი

საწუთროს ბაღი რა ჰქონდა, სცან, ალექსანდრეს, მეფეო,იდგა ყვავილი მრავალი, სახელის სუნი, მეფეო,
მის ფშვას აღევსო ქვეყანა სხვადასხვა რიგთა, მეფეო,
შვება ვარდისა მრავალფრად გაშლილი შიგან, მეფეო,

სხვანი ლხინისა შროშანნი ჰგიან ფერადნი, მეფეო,
ზამბახის მსგავსად განეღო სიუხვის პირი, მეფეო,
სიმდიდრის იასამანსა სუნით აღევსო, მეფეო,
ჯარ–მრავლობისა ყაყაჩო, ლალა, ხაშხაში, მეფეო,

მიხაკის სუნის ფერისებრ შინაყმა ბევრი, მეფეო,
მღვიძრობის თვალის ნარგიზის სიხშირე იყო, მეფეო,
სიფერადენი ზარდახშნის ინის ყვავილებრ, მეფეო,
სვე–სვიანობის სასახლე შიგ იდგა ცამდის, მეფეო,

დოვლათის შადრევანები მაღლა ისროდნენ, მეფეო,
თავ–მაღლობისა ალვანი ღრუბლადმდე იდგნენ, მეფეო,
სიხარულისა არღავანს მრავლად ჰპოვნებდი, მეფეო,
მტერთ გულის ფერსა სუმბულსა სიმრავლე ჰქონდა, მეფეო,

კარგთ გულ ფერისა შაბუნი იდგა მრავალი, მეფეო,
გოვარის თასთა ამბარ–ბუ შიგ გაშლილ იყო, მეფეო,
ეს ასე შეჰქმნა სოფელმან, ახლა რომ ვიტყვი, მეფეო,
ანასდად ცამან მოჰღრუბლა, ნეფხვრა, გამოსჩნდა, მეფეო,

დააზრო, ზოგი გაახმო, დასცვივდა სრულად, მეფეო,
სახლთ წვიმა–სეტყვით მიეცა ნოტიო დიდი, მეფეო,
გრიგალმან ქარმან იქროლა, შეჰმუსრა სრულად, მეფეო,
შადრევანები ნამსხვრევით აღივსო, დასქდა, მეფეო,

ალვა ძირითურთ აღმოჰფხვრა ქარის სიმძაფრემ, მეფეო,
სჩანს უნაყოფოს მინდორად აწ ახლა იგი, მეფეო,
სოფლის სიმუხთლე ასეა, რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო!
აწ შენ ამისთვის რად სწუხარ, უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო!



 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:22 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა

მე შევამკევ ცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი,აბრამს უხმე საყვარელად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი,
განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.

შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი,
აღვაშფოთე სასწაულით, მოუვლინე მკალი, მყვარი,
განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად განაგვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.

ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლით ვჰყავ იგ მოარი,
ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი,
არ განუცვდათ სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი,
ნაცვლად...

შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი,
სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი,
მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი,
ნაცვლად...

ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი,
ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი,
სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი,
ნაცვლად...
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:31 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რანი და, მოვაკანი ..

რანი და, მოვაკანი და, სახლი და, კარი, ბანი, და,გათავდა ყოვლი წერილი, ანი, ბანი და, განი, და...
ვიარე ყოვლი ქვეყანა სიგძე და სივრცე, განი, და,
ვერა ვპოვე რა მის მეტი, დავყარე ძმა და დანი, და...
ხორცსა მრავალი დავაკლე, სულს მივეც იქი რჯანი, და,
ვაი-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ, არ მომცეს მე აჯანი, და!
 
nukriaДата: სამ, 31.05.2016, 21:38 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სალბუნად გულისა

1მრწამს, მისის სარჯლით აშკმული ჯოჯოხეთს პირი იცოდა,
მას ვევედრები, რომელმან არარა ცოდვა იცოდა;
მას შემწედ ვხადი, მის წინა ვინ სულის წმინდით იცოდა,
შემინდოს ყოვლი რეგვნობით, რაც ჩემგან რამე იცოდა.
2
გამსაჯა მიწყივ სოფელმან, უფრო ყველასგან აჯამა,
არ შემიწყალა არათი, არ გამომართვა აჯა-მა.
ამავსებინა ცრემლითა კალთა, ფიალა, ა ჯამა,
მწვე მომაწყინა სოფლისა ასე უბრალოდ გარჯამა.
3
დაუტევე სახლ-სამყოფი, თვისნი ტომნი, მონაძები,
დავკარგულვარ უცხოს თემსა, ვარ არვისგან მონაძები.
ვინ დამბადე, შემიწყალე ყველასაგან მონაძები!
შემომძარცვე, რაც მაცვია, ჭირი, ჭმუნვა, საძაძები.
4
დამეკლიტა ლხინთა ბანი, მორჩომილა განა კარი,
ცხრა მწვერვალი სახმილისა გულშიგან მაქვს განაყარი;
დამილტვია უბე, კალთა, წინც ბევრი მაქვს განაყარი.
რა ბრალია, შენი მჭვრეტი ექმნას სულსა განაყარი.
5
ჩემთა ნათქვამთა მოწმობა კვლავ ლექსმა მიყოს «მაჯამა».
ცრემლთა ნაკადმან აავსო, ნახეთ გაცნობოს მაჯამა,
დამწვა სოფლისა საცთურმა, ვეღარა სცემოს მაჯამა.
უკეთ არ მწამდე ამისგან, მკითხოს მეჩიტმა, მაჯამა.
6
მომინდა საწყალთ ტრფიალთა ცეცხლი მოუდვა, ალები,
ვადინო დაუწყვეტელად თვალთა ცრემლისა წყალები,
საყვარელისა შორ-ყოფნით გავხადო შესაწყალები;
სოფლის მიმყოლთა ყოველთა სცნან, როგორა სჭირს ძალები.
7
კეკლუცთ ზედა ხარ ხელმწიფე, ტრფიალთ ცეცხლს უდებ, მალამით.
მანდით ნასროლმა ისარმა გული გამიპო მალ ამით.
სხვას ვისმცა ეძლოს კურნება, ცუდად შვრებიან მალამით,
მიჯნურნო, მოდით, მიტირეთ, ცრემლი მავასხეთ, მალამით.
8
გიშრისა მშვილდმა, მელნის ტბამ, გლახ, გული წყლული მიწამა,
ბროლმა და ლალმა გარევით ლამის დღეთ სიგძე მიწამა,
ცრემლი მდის მიწყივ თვალთაგან, ვეჭვ, გულმა შენმაც მიწამა,
რად არ გეწყალვის მიჯნური, შეშჭამოს უდროდ მიწამა.
9
მხნეო, შენს გარდამკიდესა მჭირს ასე ძნელი ჭირები,
ფარვანებრ ვიწვი, ბულბულებრ ეკალთა შინა ვირები,
უსჯულოს ვისმე, გლახისებრ მაქვს ესე განაჭირები;
იმ სოფელს ვერას ვიკეთებ, აქა მაქვს ლხინი ძვირები.
10
ვარდს ყინვა ფერსა ვერ ართმევს, იგი მას მისსა წილებსა,
სახმილი მძაფრად მგზებარი არ ადნობს ისრე ცვილებსა,
ქასრი ვერ გასთლის რკინასა, შენ რომ სთლი კაცთა გულებსა,
ბასრი მკვეთელი შიშველს ტანს რით დასდებს ამა წყლულებსა?
11
ცეცხლს უგავს ღაწვი, ცეცხლისგან უფრო მწვავს, უფრო მედება
რა ვნახე მიწყივ საჭიროდ, ფეხი მახესა მედება;
მიმტაცა სული დღესიქით, რას მარგებს გულის მე დება?
მიტირონ ძმათა საწყალი, ან და თუ ვინმე მედება.
12
რა მოვიღო, ეს არ ვიცი, შენთვის მსგავსი იგავები,
გაგიძვია, დიაღ, მიღმარ სიგონჯე და იგ ავები,
ტრფიალთ შენთა სალაღობოდ იწმინდები, იგავები,
ჭირსა ძნელსა გაუხსნელსა ამ საქმითა იგ ავები.
13
ციხეს ზიხარ მეტად მაგარს, არვის ძალუძს შოვნა ძალად,
ნებით კარსა არვის უღებ სამოთხეში შესავალად;
ისარს ისვრი წამწმისაგან, ცეცხლს გარ უდებ ტრფიალს ალად,
ვერ გაუძლებს ვერცა ერთსა, გული იყოს ბასრად, სალად.
14
ლექსსა მივყევ სამიჯნუროს, ვარ ტრფიალი, განახელი,
დამიწუხა თვალნი სხივმან, ვეღარა ვქენ განახელი;
გიშრის თხზულმა ტოილომა გული შეკრა, განა ხელი!
შეყრასა ჰგავს მზის და მთვარის, თუცა თავი გან ახელი.
15
რა ვარდმა პირი გაშალოს, გაღიმდეს, გაიცინოსა,
მაშინღა მისმან მჭვრეტელმან ნეტარ რათ მოიწყინოსა!
მწვანეზე წითლად ნაშალსა ზედ ცვარი გაეყინოსა,
მინახავ მაშიგ მავალსა, შენ იგი მოგეყივნოსა.
16
ყვავილსა მრავლად შეყრილსა მათსა სამყოფსა, კანებსა,
მწვანეს ხავერდად ნაშალსა, შიგ რუსა მომდინარებსა,
ალვის-ხე მაშიგ მდგომელი აშვენებს ბაღთა არებსა,
კეკლუცთა შიგან მყოფელი, გავხარ მის შესადარებსა.
17
მზესა შუქსა რომ წაუხვამ, ხომ არა ხარ, რომ ვთქვა ღამე,
ვარსკვლავების მიფარებლად მზესა ჯობხარ კინაღამე,
მთვარის უფრო ბნელს ანათებ, მას რას ვაქნევ იყოს სამე.
ჰე, ზოჰალო, მისი შედრა, თუ შეგეძლოს, შეიწამე!
18
ჩრდილოს ვარსკვლავი მის ადგილს ზის, არა არ აკლდებისა;
ყოვლი მნათობი მთიებნი გარშემო მას ევლებისა;
მის გარემოსა მიწურვა ვერვისგან შეიძლებისა,
მას ბაძავ, ღაწვნი მიჯნურთა რა ეკრთოს, დაიკლებისა.
19
მაისში კარგად მოსული ქარით ღელევდეს ყანაო,
წყლის პირსა მდგომსა სათიბსა ნიავი სძრევდეს ანაო,
მიგიგავ დაძვრა წარბისა, ვით შექმნა აგრე მანაო.
ხამს, რა ვერ გჭვრეტდეს მიჯნური, გულსა დაიცეს დანაო!
20
სრულად სიბრძნისა საუნჯის კარი რაც მქონდეს, დამეღოს,
ან მაგალითი პლატონის, ან პითაღორის დამეღოს,
ვჯდე გულის მზრახად სამუდმოდ, თავი ქვე სადმე დამეღოს,
საკადრად შენსა ქებასა ვერ ვიტყვი, სულიც დამეღოს.
21
მას პირი უგავს ბროლსა და შიგ ლალი გამჭვირვალობსა,
ბაგე - ვარდისა ფურცელსა, კბილნი მარგალიტს ძალობსა,
ტანი - ალვასა მრხეველსა, მჭვრეტელნი მწვე საბრალობსა;
მე გაუხდივარ ქარვად და ტან-ლერწამ რომ უწყალობსა.
22
თვალი მიგიგავს ჯერანსა, წარბი ზანგუბრელს, სულო, და,
შენმა ბაგისა ციმციმმა ფერი ყაყაჩოს სულ ოდა,
ალმასის პირის სადარით ხამს მზისა სხივი სულ ოდა,
საბრალოს შენთა ტრფიალთა, სიცოცხლევ, გული სუ ლოდა.
23
ენახათ მისი სიტურფე, გული სხვაგვარად ქცეოდა,
ეტყოდა თავსა, არ ვიცით, აწ რა ნუგეში ქცეო და,
ხამს, ამ ჭირისთვის თუ გვეძლოს, შეგიპყრათ სვეო, ქცეო, და.
მართ მისწუროდათ მათ სული, გასცლოდა, გაცაქცეოდა.
24
ღაწვ-წითელი და თმა-გრუზი, კბილ-თეთრი, თვალი შავია,
შვიდთა მნათობთა ვარსკვლავთა არ ძალუცს მისი დავია,
სუფთა, წყნარი და სათუთი, კეკლუცთა მოსართავია,
უკვდავებისა ბაგები ვარდ-შაქრით შენაზავია.
25
თვალს მისცემს წყალსა პირველებრ, რა ნახო სული და გული,
ყვავილისებრივ გაშალოს მისგანვე გული დაგული,
გააღოს კარი ლხინისა, ჭირისა კარი დაგული,
გაშალოს ვარდის კუკური, ჩემშია მისი დარგული.
26
რა მზე გარდაჯდეს ვერძზედა, აერმა შექმნას თბობანი,
ამწვანდეს ტყე და მინდორი, მფრინველთ დაიწყონ ხმობანი.
აყვავდეს ყოვლი ქვეყანა, ტრფიალთა შექმნან დნობანი;
ქართლსა გაჰყროდეს, ისპაანს კაცს მიხდომოდეს ნობანი.
27
რა სჯობს მაისში ტფილისსა, ვარდი გარსკვლავებრ ესხასა!
მწვანედ ღელევდეს გარემო, ცვარი ცის მაზედ ესხასა,
თუ არ უშმაგო, ვინცა ქნას, მაზედა რითმე ესხასა?
მე ასე მითქვამს, უთუოდ ის კაცი იყოს, ეს ხასა.
28
ბულბულისა რაღა გითხრა მრავალფერად მაზედ ხმობა,
გლახ, მისისა მიჯნურისა მუსიკურად შესხმა, მკობა,
თავს დაბრუნვა, ზედ დაბნედა, რა მობრუნდეს, ჭიკჭიკობა,
ტრფიალთაგან საანდაზოდ მათგან მაზედ არაკობა.
29
ჭიკჭიკობდეს ვარდს ბულბული, ზედ ხე იდგეს ჩრდილის ფენით,
მის ქვე იჯდეს მოყმე ვინმე, მხიარული ხმობდეს ენით,
თვით გვერდთ უჯდეს მისი ჯუფთი, მინა თასზე მონადენით,
რა ბრალია, საწუთროო, იგი შექნა ცრემლთა დენით!
30
ცაცხვი დგას ტურფად ნაზარდი, შტო მსხვილი, შუა ვაკესა.
ყვავილი ფერად-ფერადი გარ უდგას მისა ბაკესა,
მუნ ფარაღათად მსხდომელთა ლხინი რათ გაინაკესა?
სმენ უცხოფერსა ღვინოსა, კულები არაკრაკესა.
31
გაზაფხულზე დიდგორს ჩირთი არა ჰქონდეს განაშალი,
მუნ მივიდენ სანადიროდ, ვაჟკაცთ იწყონ: «კარ, გაშალი».
ჯერგა მაღლა მოიძახდეს, ნადირთ მისცენ რბენას ძალი,
აქ დასცენ და იქ ისროდენ, გააწითლონ სისხლით წყალი.
32
ლილოს ტბაზე წეროობას, ნეტარ, რამცა შეედარა!
შავარდნისა ნადირობით ვისმცა თავი შეეზარა!
ჩირგვის მწყერს და ღალღას ხოცდენ, სეფქით გორად დაეყარა,
მუნ მწვანეზედ კარვად დასხდენ, ლხინსა ხელი წაეყარა.
33
ზარს ჩასაგდებსა ქორებსა აშურებდიან სატევად,
მოვიდენ, შექნან ნადიმი, სახლსა ზარობდენ სატევად,
რა ბრალი არის, ეს ჟამი კაცსა შეჰქნოდეს სატევად!
სისხლისა ცრემლსა გაეწნას, გუგა საბრალოდ სატევად!
34
რა ივნისში წყლებმა შტონი გაამრავლოს გარდადენით,
მის წყვეტისა შექცევისთვის მოარობდენ გარდადენით!
ბელტსა ჰყრიდენ, იძახოდენ: «ძელი ძელსა გარდადენით!»
თევზსა ჰყრიდენ ნაპირზედა, არ ეტევის, გარდადენით.
35
კოჟორიც ითქმის ერთ რათმე, თუ ჰავამ არ იაოსა,
ყვითლად ყვაოდეს ბაია, ნარგიზი ვერ ედაოსა;
მუნ ბულბულისა ზახილმა კაცს სევდა მოაქაროსა,
ხოხბის და კაკბის ლაპობით, ვეჭვ, თავი შეგაზაროსა.
36
შუას ივლისში თრიალეთს სხვა თემი რამც ედარაო,
ჯერ მწყერაობით შექცევა, თუ ცამცა მოიდარაო,
მერმე ქციისა დასაგვლა, ორაგულს ჰყრიდენ გარაო,
ჯერით, ზიდვით და აკიდვით ყოვლთ თავი შეაზარაო.
37
წყალსა ნაწყვეტსა მწვანეზედ მჭვრეტელნი მზერდენ ას ერით,
იჭერდენ მაშიგ კალმახსა: «დაჭერ» - იძახდენ - «ასერით!»
კვლავ მოდიოდეს მინდორად არჩვი, ირემი ა სერით.
მისმან მნახავმან ეს მითხრას, ეს ისე ვაქო ასე რით?
38
მაშინ შამბიანს მთა-ვაკე მრავალფრად აყვავდებოდეს,
ბროლისა მსგავსნი წყარონი ციმციმით მოსდინებოდეს.
სამოთხის მსგავსის ჰაერით გულს ჭირი მოლხინებოდეს,
ცუდი ცდა არის, გაყრილსა სხვით გული დაედებოდეს.
39
რა მიმართონ მისა მზღვარსა, მხიარულთა დაიბარგონ,
მას ღამესა რაც მართებდესთ, იარაღი მოივარგონ,
დილას ჯელგა შემოხვიონ, თავის მკვრელსა კარგად არგონ,
სწყვეტდენ, ჰხოცდენ, სისხლის მათით სევდა სულა დაიკარგონ.
40
ჯერგის მფთხალსა მონარბოლსა ხარსა შამბი ედებოდეს;
დამაშვრალსა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს,
ჩამოვიდენ, კარვად დასხდენ, წინა რქანი ედებოდეს,
უგზავნიდენ დანიშნულთა თვისსა, გინდა ედებოდეს.
41
როჭოს ლაპი მომავალთა შექნან ბევრი საგალია,
გნოლი წითლის დევნებითა ქვე მიწაზე საგალია,
კალმახისა გასაწყვეტლად დაუნაყონ საგალია,
ვაჲ, სოფელმან დღენი ჩემნი აწე ცუდათ სა გალია!
42
ამას უკან მხიარულნი, გაემართნენ შავნაბადით,
ფარავანზე შექცეულნი თევზსა სწვევდენ მუნა ბადით,
არჩვსა ხოცდენ, სხვას ნადირსა, თუ რამ ჰქონდეს მთას ნაბადით.
მნახთ არ აქონ, ვით იქნების, თუ ქვეყნად არს იგ ნაბადით.
43
ნუ გიკვირს, რომ ტბის-ყურისა ქება ვერ ვთქვათ ახლა სრული,
გაიხსნების უცხოთ რათმე მუნ შეკრული მწარედ გული;
ხენი ზრდილნი ტურფად რათმე ნაპირს უგავს შემორგული,
სხვა კალმახი მის კალმახთან დიაღ არი დაკარგული.
44
ხევ-ღრმა რისათვის დავაგდოთ, ან ფილტვიანის არები,
მინდვრად მოსული მანძილო რქა-მაღლად ზრდილი ხარები,
კვლავ ნიამორი უცხონი, დომბისა შესადარები.
გაამოს ერჯევანმაცა, თუ დაგხვდეს კაი დარები.
45
რა გათავდეს ეს შექცევა, კვლავ მოვიდენ ისევ ტფილისს,
აბანოსა განისვენონ, ქებაც ითქმის მცირე ძილის;
სანუკარი მრავალფერი სიმრავლეა უცხო ხილის,
იშვებდენ და იხარებდენ, ვის რა ჰქონდეს, თავის წილის.
46
თუ გაკითხვა სოფელს ჰქონდეს, კაცი ძაძოს იქ რათ წეროს,
მუნებური შექცევანი ვინ აღრაცხოს, ან ვინ წეროს?
აიყვანონ გავაზები, მხარ-ბარკალსა სწყვეტდენ წეროს,
შავარდნითა შექცევასა, ვაჲ, სოფელო, მიმაწევ როს?
47
შემოდგომაზე სომხითმა, ვეჭვ, თავი მოგაწონოსა,
ახალს გამოსულს ქორებსა ფრთა კარგად დაესწოროსა,
ხოხობი მაღლა ფრინევდეს, კაკაბი დაეღონოსა,
ტაბლით ნამაღლი იხვები კამარით ქვეშ ეგოროსა.
48
ძოვნია არის საქები, ვაჟკაცთა გამჭიმავია,
ფიცხლად დახლტოდეს ყურდგელი, სროლაზე ჰქონდეს დავია,
იქცევდენ ბევრგან მწევარნი, ზოგისა დამჭირავია;
ბერნიც ამგზავსოს ყმაწვილსა, ეს, მითხარ, როგორ ავია!
49
ხუნანამდი დღივ და დღივე მიწყივ ჰქონდეს ესე ყოფა.
დებედას და ქციაზედა გულს არ უყონ ლახვარს ყოფა,
ოყარს გავაზს ადევნებდენ, ისა ჰყვაო კარგა ყოფა.
აწ ტფილისივ მოიგონონ, კვლავ არ უყონ იმას ყოფა.
50
ცოტას ხანსა მოისვენონ ყარაისთვის განახელთა,
დროთ მისწერონ ყოვლთა წიგნი ამ საქმეზედ მათ მხმობელთა,
მოკრფეს ჯარი სატურფალი, «ვახი» ჰქონდეს მუნ მჭვრეტელთა.
გაემართნენ მხიარულნი, მიგრაგნიდენ მთა და ველთა.
51
ლოჭინს შეექცენ კაკაბსა, სად ჩადის მცირე წყალია,
საჯოგის ჭალას მივიდნენ, ცეცხლს ჰქონდეს მაღლად ალია,
მეორეს დღესა ხოხობსა დამართონ დიდი ძალია,
ტყე მოირეკონ, ნადირთა გაავლონ ერთპირ ხალია.
52
ნაგებით დაგვხვდეს ყორუღი, ტახი ლომებრივ მბრძოლია,
ირემი, შველი სახუნდარს ფირცხლად რამ შემომსვლელია;
მაშინ ხამს თვალის სიმარჯვე, ხელი ფიცხობის მქნელია,
მიართვან მეფეს მოკლულნი, კვლავ მიჰყონ ლხინსა ხელია.
53
ჯელგა ნახონ, გარდასთვალონ, სულ მოსულა, ანუ არა,
გარდამკვრელი გააჩინონ, გააყენონ მათგან გარა,
მათ ასწერონ, ვითა ხამდეს, ვინ ვისთანა დაეკარა.
შუაღამეს გაემართნენ, რად ვისმემცა დაეზარა.
54
შემოარტყან მინდორს ჯელგა ცხენ-ფიცხელი, მუხლად მალი,
დაეკარნენ, ნელა მიჰყვნენ, მათგან იყვნენ დაუმალი;
მუნ ქურციკი შიშისაგან შექნილიყოს მწვე საწყალი,
ლიკლიკასა მონარბენსა ზოგმან მოჰკრას ვერცა თვალი.
55
რა გითხრა მაშინ მუნ მყოფთა კეკლუცად მოვანებანი,
ბედაურთ ცხენთა სიმსუქნე, ან უცხო რიგით მკობანი,
იარაღთ ტურფად გაწყობა, არა თუ ცუდად დებანი,
მტერთა საჭიროდ სანახნი მოყვასთა იმედებანი.
56
ცხენი ჰყვანან ბედაურნი, კაცი ლომთა შესადარი,
მათ ქარქაშნი გაუწყვია მტერთა მათთა შესაზარი;
მწვე ხმარობენ სადავესა, არც მკლავი აქვსთ მოუხმარი,
თრთოლა მოსდის მოსვლისათვის, დგას ჯერნისა ბევრგან ჯარი.
57
რა მოსვლა შექნას ნადირმა, გაუხდეს მათის თავითა,
მათრახი მის დროს იხმაროს, მშვილდსა დაზიდონ დავითა,
წინ გარდამხტალს და მართალს მხარს გაეწყვნენ კარგ-სადავითა,
ზოგი იქ დასცენ, ზოგს დაჭრილს მისდევდენ მისად ავითა.
58
მათთა ცხენთა სირბილითა მიწა თრთოდეს, ვითა წყალი,
ცას ღრუბელად მტვერი ჰქონდეს, სისხლი ველზე განაშალი,
ზედ ეყაროს მუნ მოკლული მათგან სულა შეუწყალი.
სხვა მისებრივ თუ გენახოს, მე გამკიცხე, ან მომკალი.
59
რა აშალეს, ჯარი მოდის დაფანტული, დანაწყვეტი,
მხცოვანი და ბერიკაცი მუნ შექმნილა განარეტი,
ერთმანერთსა ვინც წაუსწრებს, რბევა არი მეტის-მეტი,
ჩოხოსანთაც აუღია მათად სამტროდ ხელთა კეტი.
60
რა გაათაონ, ზოგს ჰქონდეს მოწყენა მიუთხრობელი,
თავსა მართლობდენ მიზეზით, გამოჩნდეს მათიც მთხრობელი,
ზოგი თქარ-თქარით იხარებს მათი გულისა მდებელი,
ზოგნი ცილობენ: «მე მოვკალ, შენ ძალისა ხარ მქებელი».
61
მოდიოდეს აწ მოკლული, ბატონს წინა იდგეს ხორა,
ზოგს უბოძოს, შინ გაგზავნონ, სხვა რა იყოს მისი სწორა?
მოკვლისათვის ცილებაა, ვინ კარგათ ჰკრა, ან ვინ შორა.
ამ ლაღობით ლხინად სხედან, ამის უკეთ იამო რა?
62
არ გაძღენ სისხლთა მათთაგან, არ შეიცოდეს მკვდარია,
მაღლიანს ჯელგა მოასხეს, შექნეს ზეიმი, ზარია;
ფრანგთ ომს ამსგავსეს, რაც მათგან მუნ თოფი განაყარია.
ჰყრია მოკლული მრავალი კაცთაგან მოუხმარია.
63
მათ მიმართეს აღრინტალსა, კიდევ ჰყარეს მასცა ხელი,
ქორს და ძაღლსა ადევნებდენ, ხერხსა ცდილობს მისებრ მელი;
იქაც შეხვდენ ნაფთხალს ჯერანს, რა გაფანჩვით იყვნენ მსვლელი,
ცარიელად გამოსულთა დევნა უყვეს დიაღ ძნელი.
64
ამას უკან სულისათვის უდაბნონი მოილოცე,
წმინდას დავითს თაყვანი-ეც, ერთი მადლი გაიოცე,
ბერთუბანო ჩიჩხიტურით, ცოდვა ჩემი ამიხოცე!
ნათლისმცემლით წამებულო, დოდოვ, მტერი დამიხოცე!
65
მიუნდობო საწუთროო, მოყვსისთვისც ხარ მიწყივ კრული,
ჩალხისებრივ ბოლოს თავსა, თავს ბოლოს ჰყო მოარული;
თვით ეს ყოფა კაცსა ჰქონდეს და შეჰქნოდეს დაკარგული,
როგორ გასძლოს მან სიცოცხლე, თუ არ ჰქონდეს სალებრ გული?!
66
პირველ მალხინა სოფელმა შანბიანთ არე-მარებსა,
ყარაიას და სომხითში, დიდგორის გასახარებსა,
სხვას რას შექცევას, რას შვებას, არ კაცთა დასაზარებსა,
აწ დამსვა მარტო, გასჭვრიტეთ, ქუჩუქას სახლსა, სარებსა!
67
რას ვარგა კარგი საჭმელი მარილზე მოუწონია?
ვისამცა მძივი ალმასად ყირათით მოუწონია?
აწ ვხედავ კარგსა ნასეტყვად, ავია, მოუწონია,
შალგსაც ყვავილი დაარქვეს, მას თავი მოუწონია.
68
აწ გავათავე ლხინი და ვთქვა ჭირი შეუწონარი,
სიყრმითგან ჩემი მწირობა კაცთაგან მოუგონარი,
რა სიგლახაკე, შიმშილი, სიშიშვლე დასაღონარი.
მამაძებნინეს წერაქვი, აწ გამიჩნდების ონარი.
69
მზეს ღრუბელი მოეფაროს, დააბინდებს, დაცაჰფარავს,
ვარდი მზის შუქს რა ვერ ნახავს, ფერს წაართმევს, დაცაჰქარავს,
აწ მეც შევხვდი ამგვარ დღესა, შესაწუხარს, შესაზარავს,
ვერ ვეწიო საწადელსა, ვაჲ, სოფელი დღესა მპარავს.
70
ვიყავ მოყვსისა სიმაღლე, მტერთა დამცემი, მხარავი,
ყმათ პატივისა მდებელი, მიმცემი, მიწყივ მხარავი,
სამღთოც ვიცოდი, საეროც, მექმენ აწ ზურგი მხარ-ავი,
დაუნაშავლად შემექნენ უწყალოდ ძვლისა მხარავი.
71
შეკრბენ ჩემზედა თვისტომნი, საყოლთაც მომიძულესა,
ვინც მხევალთაგან შიშობდენ, მანც ჩემზე კბილი ილესა;
გამომიმეტეს საკვდავად, რაც მქონდა, განიწილესა.
ვის ვიმედობდი, მათ უფრო გამკიცხეს, გაცამკილესა.
72
ორბს ვინმე სტყორცა ისარი, ეცა, ქვე იქმნა მდებარე,
განკვირდა: «ჰაერთ სიმაღლე რა მომწვდა გულსა მგებარე?»
გასინჯა, იცნა მისივ ფრთა ისარსა ზედა მწებარე,
თქვა: «ჩემთაგანვე მომედვა ცეცხლი უშრეტი, მგზებარე».
73
მათ უგბილთ და უმეცართა რათ მომიდვეს ცეცხლის ალი,
რა ვაწყინე ასე ძნელი, რა მიადგათ ვისგან ძალი?
ყველა ფიცით მპირდებოდენ, არვინ მყვანდა შემომწყრალი.
ეს არ ვიცი, რა შევცოდე, შემქნეს ასე შეუწყალი!
74
თავი დავაბი ჭირსა და ვზივარ უხსნელსა კარებსა,
წამ-და-წამ ვისმენ ამბავსა სამსალის უფრო მწარებსა;
ავს მექადიან სიკვდილსა, მტერთაცა შესაზარებსა.
მაინც მოველი ღთისაგან დროს რასმე გასახარებსა.
75
არ ისმინეს მოციქულთა, თორმეტი ხმობს, გინა ათი.
ვისცა ძმა სძულს, სიყვარული ღვთისა მწამდეს მათგან რათი?
მოყვარე ვართ, რჯულით ძმანი, ერთხელ ვიყავ მეფეც მათი,
არცა ერთსა არ მიხედეს, გამიკეთეს უცხო ხლათი.
76
არ ვიშიშვი, რადგან რომე თაყვანსა ვსცემ ღვთისა კრავსა,
უსამართლოდ მტერთა ჩემთა საკვრელითა ისი კრავსა;
კიდევ ეტყვის წმიდას მერკვირს, ივლიანებრ მასცა კრავსა,
აყარყუმებს ტყავსა ჩემსა, აწ ბოხოხსა რომე კრავსა.
77
ყმაზე წამიხდა წყალობა, ცუდ რაცა სამსახურები,
ამხანაგთზედა სიკეთე, სხვათაგან შესაშურები,
ძმათა და თვისთა მოყვრობა, რა ჩემგან მოსასურები.
განმაძეს ასე უბრალოდ თვალთ ცრემლთა მომაწურები.
78
მტილი ყვავილით აღვსილი მე ნებით ჩემით ვინარე,
ჭირნი ეგზომნი ურიცხვი ჩემკენ, არ ვიცი, ვინ არე.
სულ გამიმტერდენ მოყვასნი, აწ, მითხართ, კარგი ვინ არ ე?
ძნელსა დავები, თუ შენვე არ მიხსნი, შექენ ვინ არე.
79
ცრუმან სოფელმან სიმუხთლით, მწვე მიკვირს, ჩემთვის აგო რა!
მან კაეშანი უხსნელი შეყრით შეჰყარა, აგორა.
ვერ მომიძვრია, არ ვიცი, გულსა ასეთი აგო რა.
დღე ჩემი წინათ წარსრული ყრმათ ჩიკორისებრ აგორა.
80
რას ვაბრალებ საწუთროსა, ვამბობ, მიყო ამან ესო,
რაც მე შევსვი შესასმელი, ესე ხელსა ვისცა ესო?
ვარდი მედგა ბაღსა ჩემსა, არ თუ სამე ნარი ესო,
მე აღმოვფხვარ, სხვას ვის ეძლო მისთვის რამე ძირსა ესო?
81
საწუთროსა ცხენსა ვიჯექ, ლურსმანი ვქენ მონაწევი,
მრავლად იდგა ბაღსა მისსა ხილი მწიფე, მონაწევი,
რაცა მწადდა, მას ვიხმევდი ხელით მქონდა მონაწევი.
ახლა ვქნილვარ მტერთ სახრალად იქით-აქეთ მონაწევი.
82
აღმემართა კაეშანი, ეს არ ვიცი, როს იხაროს,
ვინც ა ღვთისა მიუნდობლად, რამც იკეთოს, რამც იხაროს?
ესეგვარმან თავი თვისი იპირუტყოს, ხამს იხაროს.
კაცი ცრუ და უგუნური მომერიდე, ნუ ი ხარ ოს!
83
განმიფრინდა სვისა ქორი, არ თუ არი განახადად,
ბედი, სვე და სპა და ჯარი ყველა მექმნა განახადად;
ცრემლი მიმდის უფრო მისგან, რა სელი ქნან განახადად,
მწვე მიჯობდა სხვაგან მევლო, განა დვალად, განა ხადად!
84
ჰე, თაო, პირველ შვებულო, აწ უცხო ჭირსა ვარდია,
საკვრელსა ძნელად სახსნელსა, მთხრებლსა მოღრმოსა ვარდია;
მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ, სამყოფთგან გარე ვარდია.
ღაწვი შემქნია ზაფრანად, ვის ვერა მდრიდა ვარდია.
85
ვერ მივეც, რაცა მემართა, ხარკი სოფლისა მე ცადა,
მოვიდა ქარი ხორშაკი, ანაზდად სამე მეცა და,
ვერ მოვიფარე საფარი, დამწვა სხვებთანა მეცა და,
რა მწვე მიჯობდა სიბრძნითა თავი სხვარიგად მეცადა!
86
ის მოსავალი პირველი დასეტყვა, ასე მეხა რა,
ზე-აღმართული სვე-ბედი ანაზდად ვნახე მეხარა,
სამსალის უფრო გამწარდა, რაც ამას წინათ მეხარა,
არ გიკვირსთ, სოფლის სიმუხთლე, დემად შემქნია მე ხარა?
87
მაღლად მყოფო, სოფლისაგან ბოლოდ მიწად დაწყვეტილო,
სოფლის ნასთთა მსხვილად სთულთა უცხოდ რათმე დაწყვეტილო,
რუო, ხარბად მომდინარო, მლაშისამებრ დაწყვეტილო,
სახელოვან ბიძა-ძმათა, მამით უწყლად დაწყვეტილო!
88
მეფეს არჩილსა სძრახევდენ, სხვას თემს რომ იყო მვლელია,
იგ ანთებულსა სახლ-კარსა შეექნა დამანელია;
მეც მასვე მძრახვენ, აქ მოველ, მაშ, რა ვქნათ, რა საქნელია?
მას ლომსა, ვეფხებრ კისკასსა, ჭკუა ჰქონია მთელია.
89
იადონისა მოწყენა ხამს ვარდსაც დაეზაროსა,
დაჭკნეს სამოთხის ყვავილნი, რაღათი გაეხაროსა?
მათთვის ყაყაჩო-ზამბახმან ქვე თავი დაიხაროსა,
ნარგიზმან, ია სუმბულმან სატირლად მათკენ აროსა.
90
თუცა უთქვამთ, დარამ არი ეტლნი, სვენი და ბედია,
მაგრამ ამათი მიყოლა ბრძენთაგან გაუბედია.
იგია ყოვლის მპყრობელი, ყოველთა ზედა მხედია.
სოფელი - ჩვენი მესისხლე - ზღაპარი არის, ყბედია.
91
სოფლის ხლათის დაფაცვრითა ჭირს დავები გაუგებსა,
უცხო რამ სჭირს, ზოგს ლხინს მისცემს, ზოგს ლახვარსა გაუგებსა;
ზოგს აგორებს ეკალზედა, ზოგსა ვარდსა გაუგებსა,
ზოგს ძირამდის სახლს დაუქცევს, ზოგს ქორედად გაუგებსა.
92
მე სანთელი მრავლად მნთები მეყსა შინა მექრალება,
არ დავარდი, მეცა მომხვდა სხვის დამწვრისამებრ ალება.
ვჩივი, თუცა არვინ მისმენს, რა ვქნა, თავი მებრალება.
ვერრა ვირგე, მომეწყინა ესოდენი მე ბრალება.
93
ერთა ღმერთი არ იწამეს, ბერთა რჯული შეურაცხყვეს,
არას კერპსა არ უქნია, ჩემ საქმეზე იმათ რაც ყვეს.
მოლა ღმერთსა მახვეწებდა, ჩემთა მკვლელთა ბერნი დაყვეს,
ჩემს ცოლშვილთა ტყვედ ეძებდენ, საქონელი იავარყვეს.
94
თუცა ვიყავ ამათს რჯულზე, მაშ, ესენი რას მტერობდენ?
თუ ქრისტესთვის თავი დავსდევ, მაშ, ისინი რათ მაქრობდენ?
უცხო არის ჩემი საქმე, საარაკო, თუ ფიქრობდენ.
მილთონთა ვსჩან მეფედ მათად, თვის ტომსა სწადს, რომ მაქრობდენ.
95
მაწვიეს თანამხლებელთა: «საქმის არა ხარ მქონელი,
ლექსი თქვი, ნუთუ ჯავრისა არ იყო განამყოლელი.»
მეც დაუჯერე, თქვენც ნახავთ, რისაც საქმის ვარ მდომელი.
ამითი გავლე ცოტას ხანს სოფელი დაუდგრომელი.
96
კაცს ვისმე სახლი-სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით,
იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებ ამბარით.
ვზარდო ფერადი ყვავილნი, მოვიღო მთით და ამ ბარით,
მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ: «ამან მისთანა ამბა რით».
97
მაგრამ ვნახე, რომ ურევდენ ყვავილებში ამ რეანსა,
ბევრი ვინმე მას უბნობდა: ყველაზედა ამრეანსა.
მისა მსგავსად ეგებ ვინმე იკითხევდეს ამრე ან სა,
არ სურნელით სულ უკლებსა, მცირედ რამე ამბრეანსა.
98
ლექსები რამ ვთქვი საბრალო მტერთაცა შესაწყალია,
ვინც წაიკითხავთ, ამაზე ცრემლით აგევსოს თვალია,
ხარბად ადინეთ, სოფლისგან არის რამ დასავალია.
ნუ მიენდობით უნდოსა, ბოლოს არ გიყოსთ ძალია!
99
კაცს შევხვდი ბრძენსა, ეს წიგნი მაზადაც უგემებია.
ვარქვი: ამ ზღვაში ჩავარდნილს რა ხილი უგემებია?
«რადგან გწადს სიტკბო - მან მითხრა - ჯერ ნახე უგემებია,
ქვენარის თაფლი უეკლოდ არავის უგემებია.»
100
რა ვქნა, რასათვის გავეწყევ კაცსა უზრდელსა, ვირასა?
ვინც გაიგონებს, მევე მგმობს: «ემოყვსა კაცსა ვი რასა».
გავრიდო აწვე, ის მიჯობს, გამიხდებოდეს ვირ ასა.
ვგმობ საწუთროსა მუხთალსა, უცხოსა, გასაკვირასა.
101
კაცს სოფლის ზრუნვა ესე სჭირს, აროდეს გაახარებსა,
თავმომწონს სულსა გვამშია დასდრეკს და გაახარებსა,
გონია სიბრძნე ისწავლოს და უფრო გაახარებსა,
განგებით ნაცვეთს კაბებსა ამით ვერ გაახარებსა.
102
მწვე სჯობს უენო ენიანს ამ საქმის მიწყივ მქონესა,
უკაცურს სახლსა მჯდომელსა, ვერა-რის ვერ გამგონესა,
რა მართებს, საქმის შემძლებსა, ჭკუაზე თავმომწონესა,
ჭაში მჯდომელსა ხელ-შეკვრით მტერთ ასე დამამონესა.
103
მაინცა ვწერ, თუცა სევდით ვარცა მწარედ შეგვარლული,
ხან მოვილხენ სოფლისაგან, ხან ჯავრით მაქვს თვალთა ლული.
ეს მიკვირს, თუ როგორა სძლებს, არ ეყრების გვამსა სული?
მადლი მასვე, ვინცა მომცა ასე შემძლე ჭირთა გული!
104
უცხო რამ სჭირს ცრუ სოფელსა, ვისაც სვენი მიადგების,
ანწლიც მისის წალკოტისა რა მიწათა დაეგების,
ყოვლს ყვავილთა უკეთა სჩანთ, მას აქებდენ, არ ეგების.
რა გაბრუნდა, ვარდი მისცე, მოყვასთ ლახვრად დაეგების.
105
ვინც მთხრებლსა სთხრის, ამას ცდილობს, თვით იქნების ჩავარდნილი,
ვით მორჩება გაუსვრელად, ვინც აკეთოს მიწყივ მილი?
არ დახუჭო, ეს იცოდე, არ მოგივა თვალთა ძილი.
რაც ვინმე ქნას, მისა მსგავსად გაიტანოს მისი წილი.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость