კაპრიზი
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 00:02 | Сообщение # 221 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| - მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა... მჯეროდა, მაგრამ... ბავშვობაში, გამღვიძებია, თან არაერთხელ, როდესაც მამა, შენ, ჩემს ოთახში, სარკესთან მდგარი, თმას ისწორებდი.
- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა... არადა, შენს ოთახშიც ხომ იდგა ისეთივე, სარკით, კარადა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 00:04 | Сообщение # 222 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბებიამ - ცოტა ცელქი იყო ბავშვობაშიო, ბაბუამ - არა, არც ისეო უთხრა ბებიას, გაზაფხულისას, ყვავილების თეთრ თოვაშიო, ცეკვა უყვარდა და მაგიტომ მოგჩვენებია. ლამაზი იყო, თმები წელზე ეშლებოდაო, ბიჭები ხშირად წერილებსაც უგზავნიდნენო - ხასიათი კი ძალზე ხშირად ეცვლებოდაო, სულ ბუზღუნებდა - მორჩა, ამდენს ვერ მოვითმენო.
მამამ - ძალიან მშვენიერი გოგო იყოო, შემომხედა და ასე ვთქვიო ამის გარდაო, სხვას მე არავის არ მოვიყვან ცოლად აწიო, ერთი შეხედვით ისე ძლიერ შემიყვარდაო. უნდა გენახათ რა საშინლად მაწვალებდაო, რაც სერენადა მიმღერიაო ნეტა იმდენი, - თეთრი რომ მომცა მილიონერი ვიქნებოდიო, მაგრამ არასდროს დამიკარგავსო მაინც იმედი.
ჩემმა ძმამ - მახსოვს, სკოლაში რომ მატარებდაო, ქუჩაში ბევრი უყურებდა ბიძიებიო, მისი სიბერის ჯოხზე ყვებოდა, მადარებდაო - და მე კი იმდენს, ჰოი იმდენს ვიცინებდიო, რომ მიმღეროდა, აი მაშინ ხშირად ვფიქრობდი, ღმერთი ნამდვილად ქალიაო და ახლაც ვფიქრობ!... თუ რაიმეზე ავტირდებოდი, ერთად ვტიროდით, ყვება ჩემი ძმა... და მართლა ღმერთზე საუბრობს თითქოს.
ჩემმა დამ - მახსოვს, ბავშვობაში თმას მიწნიდაო, სახლობანასაც ჩემთან ერთად თამაშობდაო, მუსიკაზე რომ დავდიოდი დამიცდიდაო. ერთ საღამოსაც ყვავილები როცა თოვდაო - მარტის თვე იყო, თურმე ბავშვივით გავარდა კარში, თეთრი კვირტები მის დალალებზე ფეთქდებოდაო, ფანტელებივით ყვავილები ჰქონდაო თმაში, - ჩვენი დედიკო, გაზაფხულს ხელით ეხებოდაო.
ასე ბავშვურად მეწერება... მე კი არ მახსოვს - არც შენი სითბო, არც სახე დედი და არც სინაზე, მაგრამ მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ დედაჩემი - ყველაზე კარგი დედა იყო დედამიწაზე!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 00:47 | Сообщение # 223 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯიბეში ხურდა ფული მოვჩხრიკე და ვაძლევ აფთიაქარს შეკვეთას, მომეცით ვარდისფერი სათვალე, რომელიც ბავშვობაში მეკეთა!-ჯემალ ინჯია
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 00:48 | Сообщение # 224 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს თმებში ჩაგიწნავდი... მოგეფერებოდი შეციებულს გულში ჩაგიკრავდი... სადმე წაგიყვანდი,მინდორ-მინდორ ხელით გატარებდი... ერთად შეგკრავდი და ატირებულს ისევ დაგაბნევდი... სევდას გაგიქრობდი,უპეებთან ჩუმად მიჩქმალულებს... შენი მონა ვარ და გამიბედე შენთვის მიმსახურე... შენივ სევდისაგან,შენივ ლამაზ სულით დაგიცავდი... მზეს მოგიწყვეტდი,რომ შემეძლოს თმებში ჩაგიწნავდი...
(უცნობი ავტორი)
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 15:14 | Сообщение # 225 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სანაპიროზე (გაკრული ხელით) მკლავზე ბავშვობის გემჩნევა აცრა, ქარი ქოლგების ხმაში გაიბნა, თერთმეტი ხდება და უკვე დაცხა, ისე ძალიან რომ დავიბენი... . აგვისტოსფერი თვალები შენი, უცქერს ნაპირთა დასალიერებს, მკერდისკენ მიმდის ცხელი მზერა და ჩემს სურვილს შენში ვათვალიერებ. . ქვიშას ტალღების ასველებს წყება, ჰორიზონტს გემი აფერხებს ორი, მზის ცხელი კვამლი ნისლივით წვება და მესიმინდე მკრთალდება შორით. . გიღიმი... შენ კი თავგადაკლული - მიმტკიცებ, - ლორკა ჯობია ედგარს, ასე კარგი და ”ზაგარნაკლული”, ჩემს გულს რეზინის ბუშტივით ხეთქავ. . ვთამაშობთ, ჩემი ნასროლი კენჭი, ბოთლს სამარცხვინო მანძილით აცდა თვალებით უცებ ამიწვი ბეჭი და შენც შენიშნე ჩემს მკლავზე აცრა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 15:17 | Сообщение # 226 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე სექტემბერის, - ჰორიზონტს ბინდავს თვალებს სათვალე გიმალავს შავი, ნაპირზე ვწევართ, გავსცქერით ბლინდაჟს, შორს შეუმჩნევლად ქანაობს ნავი.
ვეწევი, მიცქერ, არ ვიმჩნევ თითქოს. ზღვამ დაამთქნარაა ვეება ტალღა, ლოყაზე უცებ ვიგრძენი სითბო, და კოცნის ექო გაიბნა სადღაც.
ასე ბავშვური მოგაქვს სიანცე, ასეთ ლაღსა და ასეთ ნებიერს, ზღვიდან ოცნების ზღვაში მიტაცებ, და პოეტობას მაფიქრებინებ.
მზე სექტემბერის, - ჰორიზონტს ბინდავს, მკერდზე კი შენი მეკვრება თავი, ნაპირზე ვწევართ, გავსცქერით ბლინდაჟს და შეუმჩნევლად ქანაობს ნავი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 15:26 | Сообщение # 227 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნენე ისე ფაშფაშებს ოდა ორთქლში გახვია, თეთრი ადგას ალიონს და იღვიძებს მამალი, დილას რაღაც სხვაგვარი გათენება ატყვია, მჭადზე ჯვარი წითლდება ძირძველი და ალალი.
მოტეხილი დიდნენეც წელში ისე გასწორდა, იფიქრებდა ინსანი რომ ცა ქუდად ეხურა, პაპა როცა ტაბლაზე ციცრის კვერცხებს აწყობდა, მაშინ ბაბას მეჩეთში წასვლა ეუხერხულა...
თენდებოდა საოცრად - გაღმა ყანა ყვაოდა, ნალიაზე ეკიდა ფიჩხი-ფუტის ხელჩანთა, ხოლო ღელე გამოღმა მდინარესთან დაობდა და კლდეების კატარში ვარდისფერი მზე ჩანდა.
პაპამ ოდის სასარკმლეს ფარდა ჩამოაფარა, მერე კარი ჩაკლიტა და ბუხართან მივიდა, ნენემ კვერცხი წითელი ტალიკებზე გაშალა, ჯვარი გამოისახა, დაჯდა და აქვითინდა.
აუხსნელი რჩებოდა ირგვლივ ჩემთვის ყოველი, ახლაც თვალწინ მიდგება ნენე როგორ ტიროდა, ასე ჩვენი ოდიდან თენდებოდა სოფელი და ყოველ წელს აღდგომა ასე შემოდიოდა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 15:30 | Сообщение # 228 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მივყვები კანაფის მოტანილ იმპლანტებს, ვამატებ ზამთარს და ალკოჰოლს სულ მცირე და როგორც სისხლიან ხელს იბანს პილატე, მინდა რომ შენს სულში ვიბანდე სურვილებს.
სარეცელს დავყურებ ჩვეული სახმილით, გარდასულ ღამეებს უნიჭოდ ვთამაშობ, თოვს, ფიფქებს ისტუმრებს ღრუბელი ვალივით - და გარეთ ზამთარი დგას როგორც საბაჟო...
იმედად წარსულის დღეები ჩავიცვი, სარკმელი დაორთქლა ნაფაზის სიბლანტემ, ვიბნევი და უკვე ნამდვილად არ ვიცი, მინდა თუ არ მინდა, რომ ისევ მიყვარდე...
ცალთვალა აზრები ლოგინზე დაიმტვრა, შედეგი? - ძნელი და მარტივი მცდელობა! ოთახში ირევა გრძნობები, მტვერი და მეზობლის ბავშვივით მორცხვობს თვითმკვლელობა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 15:49 | Сообщение # 229 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამეს ზვინში შემდგარი ჩვენი ღამე მივართვი, კაცის ზნეა ფანცქვალავ, რომ ბიჭებთან ჭორები - გავრცელდა და ალალად გქვია ჩემი ყისმათი, მე კი შევსვი სურვილი შენით ნადილხორები.
წაქცეული სიმინდის და ხაპების ხალიჩებს, თავზე ქუდად ეხურა ვაზის ბატალიონი, კაცს ქალი და სოფელი ისეთ სურვილს ანიჭებს, როგორც მოხუცს სიცოცხლე ბავშვს კი ატრაქციონი.
დღეს არა და ხვალ არა ზეგ შენებთან ამოვალ, ცოტა ფულის ზორი მაქ, კაბის ფულის, ფანცქვალავ, ბაბას შენს თავს მოვთხოვ და ყველაფერი გამოვა მალე სახლში წიგიყვან ბედმა თუ დაგვაცალა...
მამუნნათებს წამები და ოცნებებს ვბალახობ, ხარებივით მინდორში, საძოვარზე გავსულვარ ეს გული და ის ღამე გოგო სულ რომ დამარხო, მკერდზე კბილის კიბეებს, მითხარ ერთი რას უზამ???
ღამეს ზვინში შემდგარი ჩვენი ღამე მივართვი, ვაზის ბატალიონი სიმინდს ქუდად ეფარა, სულ ყოველთვის მეგონა იყავ ჩემი ყისმათი, თუმც არასდროს გვქონია შენ გული და მე ფარა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.01.2017, 15:50 | Сообщение # 230 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გარდატეხის ასაკივით იდგა დილა, ხრიალებდა კედლის ძველი რადიო, ალიონი ისევ თოვლით შემოსილა, რას უშველი - გოთვერანი მარტია.
სარეცელი ბრმა ვნებებით გაჟღენთილა, ღალატს ისევ იძულებით გპატიობ, ღამე ყავის ფინჯანივით გატეხილა, მეც მივდივარ სამუდამოდ ,,ადიოს". . დილით მაინც უჩვეულოდ აგეტირა, წუხელ ფიქრმა ღამე თეთრად ათია, შიგნით ასე უმწეო და გადაღლილი, ხოლო გარეთ გოთვერანი მარტია. . არა, მართლა მაკვირვებენ პოეტები, თვითმკვლელობა ჩემთვის მხოლოდ ჰობია, დღეს კი როგორც უჩვეულო მორიდება ამედევნა გრძნობის ,,მუზაფობია"
ვერ ვუსწორებ თვალს დაგეგმილ სინამდვილეს, ნაძალადევს, ამაზრზენს და სინტაქსურს, უშენობა ლექსის წერას მიადვილებს, თუმცა ახლა დილა როგორც კლიმაქსი -
უნიათო, ალიონით მიგლეჯს ნერვებს, ქროლვას თოვლი - თოვლში გაუფატრია, როგორიო? იკითხავთ და სულ უბრალოდ - გიპასუხებთ - გოთვერანი მარტია...
|
|
|
|