კაპრიზი
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 19:37 | Сообщение # 201 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამას ვის გადევეკიდე, რას მერჩოდი ფარცქვალა, მერსედესი მყავდა მარა ოპელზეც ქე გაცვალა.
ტინკლი-ტანკლი, ტანკლი-ტუნკლი, მეც კი ვიცი იმფერი, სახლიც მქონდა, კარიც მქონდა, კრამიტიც და შიფერიც,
რა გინდოდა თივის ზვინში რო ატეხე ფარცქვალი, ახლა არც მე არ მინდიხარ სხვისი გამონაცვალი.
რა გინდოდა ღელის პირას რო ბოჭავდი ნაფოტებს, არ იცოდი ქალაქელ ბიჭს შენზე როგორ აბოდებს?
აწი შენკენ გამოხედვას თვალი ვეღარ შემბედავს, თვარა მეც მევეწონები სიძედ ბაბა მემედას.
პაპუნა გიორგაძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:08 | Сообщение # 202 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მემედ ბიძას ქალი ვნახე, მისი თქმით კი ქალწული. თმები ჰქონდა პატიოსნის კვალობაზე დაწნული. ვეტრფიალე,არ დავინდე მუზა,მელან-ფურცელი. მან კი ლექსებს დააბრალა გაბერილი მუცელი. კახელიც კი ვაცდუნეო.. მთელ აჭარას მოჰფინა.. ქალწული კი თურმე მხოლოდ ჰოროსკოპით ყოფილა. ბედს მივენდე,მემედ ბიძა არ მსურს გადავიკიდო.. გადავრჩე და..რა ოპელი?! გემი უნდა ვიყიდო. ბავშვს გვარიც კი შევუდგინე ხელსაც ვაწერ წერილზე, ბერიძ-დოლიძ-გაბაიძე -ალავ-აბუსელიძე... ეხლა ბათუმს შორით ვლოცავ, დარი ედგას მარადი და მიეღოს მემედ ბიძას სიძეების პარადი...
ლევანა
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:21 | Сообщение # 203 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი თავშალში ნენე, ოდის კარებთან მდგარი გახსოვს და წლები წერენ მის სველ თვალებში ცას, სახეზე ტკივილებმა ნაოჭით აიშენეს არდავიწყება, ოდაც მუხის მუხლებზე ზის, ათოვს სისხლისფერ ფოთლებს, მიწას სუნი აქვს სისხლის, ნენეს თმებში ქრის ქარი და ორი ღმერთი წამს. მერე - აღარ გყავს მამა, გარდაუვალი სენი... სიკვდილმა მოგონების შავი მესერი წნა, შენი თავშალში ნენე, სასაფლაოსთან მდგარი, ერთ ცრემლში მიწა უჩანს, მეორე ცრემლში ცა. სწრაფად გასულა რა დრო და გაწყვეტილა ფირი, ვაცნობიერებ ღრმად რომ დრო ძუ მგელივით ღრენს, მოგონებებშიც ავდრობს, თვალწინ მიდგას და ვტირი - მე როგორ დაგტოვე და როგორ გიყვარდი შენ... აღარაფერი დარჩა ძველი, არავის ველი, ილუზიაა ირგვლივ და ვერც აღვიქვამ ჯერ, თუმც ყველა ჩასუნთქვაზე ტკივილი ისეთია, ძვლამდე რომ მეწერება, მეწერება და ვწერ.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:25 | Сообщение # 204 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი, მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს, ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში, საღამო კი ბორანოს სუნს აცრის, წარსულია ახლა სულ ყველაფერი, ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი და ცისფერი ბალახებით ნაფერი, შურდულივით მოვარდება საცრის -
სათხოვებლად მეზობელის გოგონა, ლამაზი და თან რარიგად ლამაზი, ჩემი მზერა დაიჭიროს ოღონდ და რას არ ვიზამ პოეტივით ბიჭი, ოცნება მაქვს შვიდიათასსამასი, ფიჩხებს ჩუმად შევაგროვებ კოცონთან და იმ ციცას რომელიც მე მომწონდა წამოვიწვენ ერთი ცალი ფიჭვის -
ბებერ ხესთან საიდანაც დუნიას, ჩაკვნეტილი დაკვნესება ესმის... მთელ სოფელს კი დილით ლექსის სუნი აქვს, პატარა და უძინარი ლექსის.....
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:27 | Сообщение # 205 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| (ეძღვნება პურის რიგში ბავშვობადაკარგულ 80-იანების და 90-იანების თაობას) დაბადების თარიღი - ათას ხცრაას ოთხმოც და... დაბადების ადგილი - დასანგრევი ქვეყანა. ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და გული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა. ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს, (ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)... ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს - გაქცეულს აფხაზეთის ომიდან. ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს, ბავშვი - ყველა ბავშვია - ქართველიც და აფხაზიც... რადგან მეც ხომ სხვასავით საქართველოს მაგვარად ქვეშმიწერით გამყვეს და განაყოფთან გამხაზეს. ყველა, ვინც კი გულმკერდის ძმათა სასაფლაოზე ვაგნებთ გულის საფლავს და არ მივიჩნევთ თავს ობლად - ვდგავართ პურის რიგში და ვიცით თითო დაოსილს გვიწევს თითო პური და ასი გრამი ბავშვობა... ო, რა გემრიელი და ცრემლიერი ძღვენია, ცრემლში ცურავს ტივი და იმედია მეტივე... დახეული ოცნებით დავდივარ და მრცხვენია, რადგან ჩემს სამშობლოზე სამშობლოთი მეტი ვარ!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:41 | Сообщение # 206 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სტიქია გიჟი! ზღვამ ქერქი აბურცა, ასად გაიყო მორებად შეკრული, წააგავს ნახატს, გუშინ სიზმრებს შორის სივრცე გაიყორა, ტალღიდან ტალღებშუა გადადის ახლა... და ქარატეხილები, შიშობენ უშიშრად, სიბნელის მიწურში სიჩუმე - მონა... თოლია დაეძებს წარსულის ნაშიერს ნაპირზე... მეჩეთში ლოცულობს მოლა.
ბუნების აგონია - აქაც ჰარმონია... სტიქია გიჟი!
ღრუბლებს შიგნიდან შერჩენილ მთვარეს, ზურგზე ხურჯინივით მიწა მოკიდებულს, თავს ადგას დაღამება - შიგნით და გარეთ, ცისფერ მოაჯირზე ვარსკვლავნი კიაფობენ.
ფსკერზე თავგადახსნილ უსასრულობას კი, მლაშე წარსულივით ამოაქვს ზედაპირზე, წვეთებად დაწყვეტილი სურვილი შინაგანად, ძალიან საშინელი... არაპირდაპირი...
სიმშვიდემ ჯადო ახსნა, მერე კი ახრაშუნდა... საერთო ჰაერიდან, თუმც ვეღარ ამოვშალე და ასე თავი ჩემი... იმდენად მეხამუშა, ვით მათი ისტორია დღეს ბებერ ამორძალებს.
ბუნების აგონია - აქაც ჰარმონია... სტიქია გიჟი!
ორსულხასიათშენაჩვევი მეტაფორები, ენის წვეთს - საყრდენს პოულობენ და მერე ფიქრად აწონილი სიტყვის ტერფებით სტიქიურად აწვებიან ცეცხლიან თვალებს, შენ, შენ კი - გზიდან გადადი, გეჯახები, მელ!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:44 | Сообщение # 207 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა თბილისში წვიმს მე ჩემს ბათუმში ვარ... ბათუმი არის წვიმა, და არაფერი სხვა.
მე მისი ცრემლი მზრდიდა, მისი ქუჩა და ზღვა. ბათუმი არის ძიძა, და არაფერი სხვა.
აქ მამაჩემის სახელი პირზე ეკერა ხალხს, ბათუმი არის ნაღველი და არაფერი სხვა.
აქ შეუყენეს ჩემი ძმა ბევრჯერ გოლგოთის გზას, ბათუმი არის შერისხვა, და არაფერი სხვა.
ხან გულისგულში მიკრავდა, ხან მიღერებდა ქვას, ის იყო ჩემი კორიდა, და არაფერი სხვა.
აქ წინაპართა სხეულებს მიწა ხურავს და ხრავს, ბათუმი არის სიკვდილი და არაფერი სხვა.
მე ჩემს ბათუმში წავალ, მე ჩემს სიკვდილში წავალ, ოღონდ გათენდეს „ხვალ”... ბათუმი მონატრებაა, ბათუმი მოლანდებაა, და არაფერი სხვა.
მე აქ მიყვარდა პირველად, და უკანაკნელ ხანს, ბათუმი სიყვარულია და არაფერი სხვა.
აქ არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ჯვარცმა და ხსნა, ბათუმი არის ბათუმი, და არაფერი სხვა.
მოვკვდები, ჩუმად მიტირებს მისი წვიმების ხმა... ბათუმი მაინც წვიმაა, და არაფერი სხვა. 1993
ვახტანგ ღლონტი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:49 | Сообщение # 208 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში. ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათსავს ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს. იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ, ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ... ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი, მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით... ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს, ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ თავს რომ ვიქებთ გაგვიზრდია აკაკი თუ ილია... გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია.. ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით, მეორეთი დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც... მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა
გენრი დოლიძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:53 | Сообщение # 209 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში. ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათსავს ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს. იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ, ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ... ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი, მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით... ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს, ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ თავს რომ ვიქებთ გაგვიზრდია აკაკი თუ ილია... გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია.. ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით, მეორეთი დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც... მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა
გენრი დოლიძე
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.01.2017, 20:54 | Сообщение # 210 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ადრე უდღეოდ დავდიოდი, მჯეროდა ღამის, ობოლ კედლიდან მიმღეროდნენ სველი ბზარები. ხეებს ეზოში გულმოდგინედ უნერგოდ ვრგავდი და წრეს მირტყამდნენ დამცინავად ამორძალები.
ყველგან ისმოდა მოგიზგიზე ცეცხლის ტკაცუნი, ვერ გავიგონე სამოთხიდან რომ დამიძახეს, და ის თვისება, საამაყო "კაცურ-კაცური" დავიწყებოდა ყველაზე „კაცურს“ დედამიწაზე.
ბევრი ვეცადე, არ გაიღო შვების კარები, დოსიეები დამდგარიყვნენ შვეიცარებად, თუ ერთსაც კიდევ ანგელოსო დამეხმარები, კარი გავაღო შევეცდები ყველანაირად...
უკვე არ მინდა გავიხსენო ძველი დრო ისევ, სული კი წმინდა გამიფრინდა დასაბრუნებლად... არც დავფიქრდები, ჩემს ცხოვრებას მთლიანად მივცემ, უფალს ვადიდებ "დაუსაბამოდ-დასაბამითგან".
ლევან დევაძე
|
|
|
|