კაპრიზი
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 13:30 | Сообщение # 251 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წინა ცხოვრებაში ვიყავი ცეზარი, ნახევარ მსოფლიოს დავეცი თავზარი!
ვიცვალე ქალები... თვითონ კლეოპატრა ამ ჩემმა ვაჟკაცმა დაბრდღვნა და გაფატრა.
ახლა კი ვარ ნული, არც დღეს ჩანს სხვაობა, ცეზარიც მტვერია და არარაობა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 13:33 | Сообщение # 252 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი, არც მოცარტობას ვიჩემებ დღეს მუდამ მიტაცებდა შოპენის აკორდები, მაგრამ მის ჰანგებსაც ვერ ვუძლებ დღეს.
ვიტყვი, რომ ვერასროს დავიპყრობ ევერესტს, თუმცა კი ვეტრფოდი მე დიდად მთებს. შევიგრძნობ ჩარკვიანს, მუსიკის აკორდებს იცით? მე მაინც ვერ ვცურავ ზღვებს.
პრომეთედ, ამირანად ჯაჭვში გავები, ყვავმაც კი დამცინა, მატირა მე. შექსპირად გადვიქეცი, აზრებად დავიღვარე, როცა მე წერასაც ვერ ვფლობდი ჯერ..
არასდროს ყოფილა ჩემში კეისარი, გაიგეთ,სიმტკიცე სიმცირეს მძენს, მახსოვს, მიყვარდა ჰანგებში ხეტიალი, ლომის ბოკვრებთან არ ვზრდილვარ მე...
ოდესღაც გრანელმა სიჩუმე მიწოდა, როცა ზღვის ტალღებში ვბღაოდი მე ახლა მომიწოდებთ, ვიქცე ბარბაროსად მე ვერ შევიცვლები, გაიგეთ , ვერ !
სიჩუმის ამბორში, შავ ნისლში გავგორდი (კენ კიზის ბელადი მალავდა თმებს), მოცარტის რექვიემში ტრაგიზმით გავოგნდი, მინორულ პროცესიას ვერწყმოდი მეც...
იცით – კეისრობა ბრალდებად მომესაჯა?! მე დღეს ეს ცხოვრება სიკვდილზე მდებს თუ ვერ გამიცანი, თუ ვერ გაგიცანი, გრანელთან სიჩუმეში მეძიეთ მე..
ზღვა უკვე მშვიდი არის... გრძნობები დიდი არის... კეისრის მუხლებთან, დავობლდი მე...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 14:14 | Сообщение # 253 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი – ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი! მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს! თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს – განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს, და უძრავ იყო თებერვლის ღამე. თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი, იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები, სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი, მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი, სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვს დაეფარა კრწანისის ველი, – წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა, და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. კოლაუ ნადირაძე
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 14:21 | Сообщение # 254 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 1 მარტი – გენატრება? – გთხოვ ნუ მკითხავ, ვერ მოვერგე ვერცერთ ნიღაბს… – კიდევ გიყვარს? – ნუ მაწვალებ, ისევ ფიქრი გამაწამებს. – მასზე ფიქრობ? – გეტყვი არას, მაგრამ მაინც დარდი მტანჯავს. – ვერ ძლებ თითქოს? – სწორად მიხვდი, ისევ ისე, მისთვის ვიბრძვი. – არ უყვარხარ? – მგონი არა, იმის მერე აღარც მნახა… – აწყენინე? – არ მინდოდა, რომ მიყვარდა არ იცოდა. – რატომ არ გწერს? – ვერ მპატიობს, ალბათ ცდილობს გადამრიოს. – რომ აუხსნა? – ბევრჯერ ვცადე, მაგრამ მაინც ვერსად ვნახე. – ბოდიშს უხდი? – არ აქვს აზრი, ამ შეცდომით მარტო დავრჩი. – აღარ მოვა? – ალბათ არა, მაგრამ მაინც მმართებს დაცდა. – აგეტირა? – როგორც ხედავ, ვეღარაფერს ვეღარ ვბედავ! – ნანობ წარსულს? – რა კითხვაა?! მგონია რომ დაკითხვაა:)) – გამოსწორდი… ბევრჯერ ვცადე, სხვაობა ვერ განვიცადე. – ეგეთი ხარ? ვერ ვთამაშობ, არც მე არ ვარ სათამაშო!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 14:28 | Сообщение # 255 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს, ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.
ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის, ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ, ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.
და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით, ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.
უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის, არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად... და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.
II
„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით, ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით, საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები, მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.
III
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის, ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ, არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.
მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა, ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად, და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?
თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის, მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 15:11 | Сообщение # 256 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დავკარგე ნაკვალევი დროის ჰორიზონტზე აწმყო წარსულისკენ მექაჩება, თითქოს აირია ყველა მისამართი, ყველა მიზანი თუ ახირება. ისევ ძველ დერეფნებს მივუყვები, შორს კი ჩარაზული კარებია, იქეთ ბავშვობაა . ზღაპარია. აქეთ მხოლოდ ზღაპრებს გვიყვებიან, თითქოს მთავარია სიყვარული და რომ სიყვარული გადაგვარჩენს, ასე მომრავლებულ სარეველებს სიკეთის მარცვალი დაამარცხებს. სულ სხვა ცხოვრებაზე გვიყვებიან, სულ სხვა რეალობას ვეჯახებით, სული ტკივილებით მძიმდებიან გაუყუჩებელი ტკივილებით. გასაქცევიც კი არსად არის, ვხვდები უაზროა ყველა წამოწყება, აქ ხომ ოცნებები იმსხვრევა და იმედები ქარს მიყვება. ვხდები უაზროა ბედის დაბრალებაც უფრო უსუსურის სინდრომია, რადგან ვერ შვძელი ,რადგან ვერ გავბედე, ყველა ჩარაზული კარი ჩამემსხვრია. თვალი ავარიდე მზერას ფარისევლის , არც ხურდა დავუბრუნე მავანს მწარე ისრის, არადა მარტივია დაიხსომო _ “ღმერთს ღმრთისა და კეისარს კეისრის”. დროში დარჩენილი მგზავრივით ვარ, დროის ქარავანი სწრაფად იკლაკნება, გზაკვალარეულის ნაფიქრებში წლები ტკივილებად იხაზება. ბარგად ავიკიდე ყველა მოგონება, ყველა მიზანი და ამბიცია, ყველა იმედი და იმედგაცრუება, ყველა სიხარული რაც მიგრძვნია. დროის ქარავანი სადღაც მიქრის დროში დარჩენილის სევდაც მიაქვს, იქ ამინდები იცვლებიან , აქ კი მუდამ ერთი ამინდია , ამინდი წვიმების და ფოთოლცვენის, ადრიან შემოდგომას მწარედ ვიმკი. გული ფრთამოტეხილ ფრინველივით, ცაში ასაფრენად მაინც იბრძვის....
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 15:26 | Сообщение # 257 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გუშინაც, სარკიდან გადმოველ როგორცკი, ვირწმუნე – იქ დარჩა მდევარი ორმოცი..
და დღეს რომ დამკბინა კენტობის ყიჟინმა, უმალვე მივხვდი, რომ გიჟივარ… აბა ცად გაფრენა ვის უნდა გიჟის მეტს – ტყვიისებრ გავარდნა სიშორის ნიშისკენ?! ან თუნდაც, ღამე რომ თავის თავს გაათევს, ვის უნდა – წამები ცვიოდეთ საათებს?! საათის კეთებაც, არათუ ქვიშისგან, ცვრისგანაც ვიცი და მაგარი გიჟი ვარ. ფელინის გიჟივით, ავდივარ ხეზედაც, რატომო? რატომ და ჩემ ადგილს ვეძებ და… საერთოდ იცოდეთ: ჩემსავით გიჟები კუთვნილი ადგილის საქონად ვიშვებით… და ჩვენთვის სიცოცხლე საგიჟე როდია! მკვდრებიც კი – საფლავის მიწიან-ლოდიან დავდივართ და ვიცავთ ჩვენნაირ ნაგიჟრებს… და ჩვენი სიგიჟით თქვენ სისხლი გაგიშრეთ, რადგან თქვენ სიძველეს ასაღებთ დღეისად… არადა, კეისრის ხომ მისცეს კეისარს! ხოლო თქვენ ჰანგის თუ ლექსის თუ პიესის ერთ გიჟსაც – გიჟისა არასდროს მიეცით… ამიტომ ვერასდროს ვისრულებთ ნაჟინებს, თუმც ვერვინ გვერევა და ვერვინ გვაშინებს… მე, დროის ჭადრაკშიც, სიკვდილის ქიში ვერ მაფრთხობს და ამითაც ვხვდები, რომ გიჟი ვარ: ხან მინდა გადვიქცე სიშორის ნაჭერად, ხან გზებზე მინდება მანქნების დაჭერა, ხან – ცრემლის ჩაის ვსვამ, დარდებად ღვენთილი, ხან – ნისლებს ვიცვამ და დავდივარ დენდივით, თქვენ მაინც კითხულობთ: რატომ და რატომო? – რატომ და გიჟივარ, ბატონო!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 15:45 | Сообщение # 258 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არა,არ ეზღობა,კეისარს,კეისრის, სისხლით, ხელებს იბანს, პილატე….. არავის არ ესმის,უბრალო მეისლის, სამჯერ გაგყიდიან დილამდე………. ღმერთო, მომახვიე, რიჟრაჟად ზრახვები, ღმერთო, დამიფარე,შურისგან, ექვსიდან იწყებენ,ათვლას, ჩათლახები, კარგები,იწყებენ ნულიდან…….. რა ვქნა,ვერ ვასრულებ,ფლიდურ დითირამბებს, მიყვარს, ჩაკრულო და ვორგილი…… მუხის ოთხფიცრამდე, ისლის აკვანია, ქვემო – ვნებისაა, ლოგინი….. ღმერთო, გეხვეწები, ისე მომექეცი, როგორც, დღე,დილა და ღამე მწამს….. აი,თავხედს, ისევ თბილად მოვექეცი…….. აი, ლოყას ვუშვერ გარეწარს……
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 20:01 | Сообщение # 259 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დავიორთქლები შენი სუნთქვის ცხელი შხეფებით , ავორთქლდები და ფანტელებად მოვალ ზეციდან, დამაგუნდავებ შენი გრძელი თეთრი თითებით, და ჩუმად მეტყვი – ჩემო ფიფქო , ხომ არ შეგცივდა … დაიბარდნება სარეცელი თეთრი ვნებებით, ცელქი სიზმარი მოატყუებს ღამეს დილამდე, ძებნას დამიწყებ ძილბურანში ხელის ცეცებით მე გალღობილი გავუყვები გზას ჩემს ბინამდე … სასწაულივით შობის ღამეს კვლავ მოვალ შენთან , ჩაგეხუტები და ” გაბარდღულ” მკერდზე დავდნები, აიხლართება დაჭმუჭნილი ზეწარი ფეხთან, გაიქცევიან საწოლიდან სველი საბნები … დედიშობილებს გაგვაღვიძებს თავხედი დილა, მლაშე ოფლისგან დაცვარულებს შუბლზე გვაკოცებს , დიდ საუკუნეს თვალს ჩაუკრავს პატარა კვირა და მიწიერი სიყვარული ღმერთს გააოცებს …
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.01.2017, 20:18 | Сообщение # 260 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ შეშინდები, ქვა აღმართზე თუ მოგეწევა , თუ აღმა სვლის დროს, ბოროტება შეგხვდება გზაში, ადამიანი თავის ქერქში თუ ვერ ეტევა, თუ შუამავლად არ ჭირდება ზეცასთან მახვშვი … თუ სიცრუეშიც იბადება პატარა სიბრძნე , მაშინ ცხოვრება აგიყოლებს თავქვე თამაშში , უსასრულობას გააჩნია განი და სიგრძე , რა ესაქმება ცოდვილს უფლის თავშესაფარში … მერე რაა რომ, ზოგჯერ ხერხი ჯობია ღონეს , ათასი ყალბის მეგობრობას , გერჩიოს ერთი რა შუაშია ბედისწერა… უნდა გვახსოვდეს: წინასწარ კაცის ბჭობაზე რომ იცინის ღმერთი.
|
|
|
|