კაპრიზი
|
|
nukria | Дата: ორ, 06.02.2017, 20:54 | Сообщение # 271 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარს ძალიან ბოკაჩო, დანტე.მიყვარს პუშკინი,ტოლსტოი ბლოკი. არ ვემსგავსები ვიღაც პედანტებს ზოგიერთების ენების ლოკვით. ვკითხულობ ბალზაკს,დიუმას, შილერს. შემოქმედებითს არ ვცნობ ნაპირებს. და ვეტყვი ყველა იმ უძღებ შვილებს მე თქვენი ყველას დედა ვატირე! ო! ჩემიც მიყვარს ილია,ვაჟა. გალაქტიონი ხომ არის მეფე. წერით დაღლილი პაოლოს მაჯა, რომ არ გიყვარდეს იქნები ხეპრე. რადგან სხვა არის თვით პოეზია გონშეშლილები დაღლილი მზერით. ყველა პოეტი როგორც მესია ამაღლდნენ ზეცად,ღრუბლების ზევით. მეც სათქმელს ვანდობ უხმო თაბახებს დამრჩება თქვენთვის სათქმელი თუ რამ. თქვენში დავრჩები კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.02.2017, 07:19 | Сообщение # 272 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "აი ია, აი თითი, აი, ჩვენი ანი- ბანი" ხვალეს გახსნის მასზე მითი, ღმერთი იტყვის _აბა განი. აი ზეცა, აი მიწა, აი, მთები ათასფერი, აკვნები რომ გადაირწა, წმიდანების გამომზრდელი. აი, ჩვენი სალოცავი, ეს კი დედო-ზარებია, აი მგელი, აი კრავი, აქ სამოთხის კარებია. აი წიგნი, საზრდო სულის, აი, ჩვენი სახარება, საქართველო-თაიგული, მისი მოძმის გახარება. აი, ჩვენი საძვალე და, მამა-პაპის წმიდა სული, აი, ჩვენი გუთნის დედა, აი მიწა, აი ხნული. აი, ხატი ივერისა, აი ზღვა და აი გზები, ეს სხივები თავად მზისა, აი ვაზი, აი ზვრები. აი მადლი, აი ცოდვა, ეს კი სანთლის ალებია, აი, შენი ძველი ოდა, მასში მამის თვალებია. აი იგი_ მცნება ათი, ესეც გზაა, მხოლოდ ერთი, აი მცხეთა, აი კვართი, აი, ბერი-თავად ღმერთი. აი მზე და აი მთვარე, აი, ვაჟას შველის ნუკრი, აბა კარგად გაითვალე, ეს სამოთხე, ესეც კუპრი. ეს ტაძრების ნათელია, აი, მისი შესასვლელი, ეს ნამდვილი ქართველია, ის ნამდვილი არაგველი. შენი ენა, შენივ სული, გადამრჩენი შენთა შვილთა, აი ვერცხლი, აი ფული, აი, საფლავები გმირთა. აი, შენი სახლის კარი, აი ცვარი, აი ნამი, შენი მიწა და მტკაველი, აი, დედა მარიამი. აი, პური მადლი გუთნის, იქ გახედე მტრედთა ხუნდებს, ახლა ჯერი შენ გეკუთვნის, აირჩიე, რაიც გსურდეს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 09.02.2017, 19:47 | Сообщение # 273 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიკვდილის ველზე, ჩამწკრივებულ ფორთოხლებს შორისკაფეა ერთი... იმ კაფეში მე და შენ ვსხედვართ. იხრჩობა კაფე სიგარეტით და არასწორის ავიღებ კალამს და დავიწყებ მე ნომრის წერას.
ოდნავ მოხრილი... გრძელი თმები... ხელში - ტეკილა, ნაზი ტუჩებით ჩურჩულებ და თანხმობას ელი გამხდარ ხელებში კვამლის ბოლქვი გადატეხილა, ერთადერთია ეს კაფე და ვრცელია ველი.
წელში მოხრილან ფორთოხლები-კანკალებს ზეცა... მოლანდებების ფანტომები ავსებენ არეს. -იცი, აქ გუშინ ერთ ქალსაც რომ შენსავით ეცვა ? სომბრეროები ირწევიან-ამოდის მთავრე.
-რა ხდება, ეს რა ამბავია, ბნელდება უკვე ? -კოიოტებიც დადიანო, ხმა ასე დადის.. -ჰო, მაგრამ, მე რომ წასვლა მინდა ? -შიათ იმ წუნკლებს... -?! -რა ვიცი, შენ თუ წასვლა გინდა, არ გიშლი, წადი!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 23:10 | Сообщение # 274 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ..."გალაკტიონიც წერდა, რა იყო"... მართლა?! რას ამბობ?! აჰა, გამოტყდი!.. ჰოდა, ადექი, ახლა, ძამიკო, ჯერ გაგიჟდი და, მერე გადმოხტი!"
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 23:20 | Сообщение # 275 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუშვან ვარგი (მიშა იოსელიანი): "...სათვალიდან ლუღლუღებს, დოქტორი და დოცენტი, -თურმე მტერს დაუპყრია, მიწის ოცი პროცენტი... დარბაზებში არ წყდება, ,,ივენთი" და ხორხოცი... -ის, პროცენტი ვისია, დანარჩენი, - ოთხმოცი?!" სრულად:
Сообщение отредактировал nukria - პარ, 10.02.2017, 23:20 |
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 23:28 | Сообщение # 276 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფალდალოცვილს, ერთგულებას გპირდებოდი. . . ზნეკეთილს სულწადილს მოგითხრობდი, განა სხვას ინდომებდა ჭკუათმყოფი, ჩუმცრემლა საითღა წავიდოდი. . . ჭრელყვავილა ფარდაგს მოგიქსოვდი, შენსამეფოს მოვკაზმავდი გულფიცხელავ, გულწითელას გვირგვინად მოგიწნავდი. . . ჯვრისწერას ვარსკვლავებს ვისტუმრებდი. . . ყაყაჩოველს გავშლიდი სუფრად, გულნადებს ვიმღერებდი ლექსებს, სახლმზეში დავღამდებოდი ლოდინად, ლოგინად მზეფარჩა საფარით. . . დარდქალა სიცოცხლის ზღაპარით. . . ცხელღამის სასწაულებს გაგანდობდი, შავღვინოდ შეგსვამდი ტუჩტკბილავ. . . რძეთეთრად ამოვიყვანდი დილას, მზეცეცხლა პურებს დაგიცხობდი, ფიცნადებ გულსანთელს დაგინთებდი, კარბურჯებს ჩავრაზავდი საჩვენოდ. . . ფიქრჭრელა პერანგს მოვქარგავდი, ქუდბედიანს წვრილშვილს მოგაყრიდი, წყალკურთხეულ მდინარეში დავნათლავდი, თაფლნაჟურ იავნანით გამოვზრდიდი; კარგყმებად სამშობლოს ვაჩუქებდი . . . არგასახარელ თოვლზვავმა ჩამკეტა- წვრილბილიკ ზვავბორკილს ვეკიდე. გულჩქარავ, თვალუკრავად დავგვიანდი. . . კოშკებზე ცეცხლნიშანიც აგინთე. . . ჩემჭირად ხატობას აპრილობდი; ბრალჩემავ, თეთრქალამ დაგაბრმავა- ბედშავო, შემოგანთო თვალცეცხლი. . . დაგწვა ჩემდარდად - სხვისბედად, ნაწნავას ხალქალა არჩიე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ფიქრთგალავანზე მზერა დამიძველდა, თვალგული დარდს ვეღარ ილევს, მზეო, უმზევე იმ ღმერთთარჩეულს, ლილე! ლილეო! ლილე! თამო ჯაფარიძე
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 11.02.2017, 13:20 | Сообщение # 277 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნინო გაბუნია "ძვირფასო, უკვე მონატრების ნაპირებს გავცდით, რაღაც ახალი შევამჩნიე ძველ ფოტოებზე. ჩვენს გაზაფხულზე შემოდგომა ოქროსფრად გაშლის, მომეტებული ნოსტალგიით ავტოპორტრეტებს."...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 11.02.2017, 13:23 | Сообщение # 278 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ გავჩენილვარ თუმცა თბილისში, მეც თბილისელად თავს ვგრძნობ წლებია. დავიარები ჩემი თილისმით, მტკვარზე მგოსნივით მიოცნებია. არ გავჩენილვარ თბილისში, მაგრამ როგორც მიმინო - მტკივა ხოხობი. ამ ალალ გულში ჩავიკარ მაგრად დედაქალაქი - ჩემი მომხმობი. თავად ქართველს და ქართველთ მეხოტბეს აქ ყველაფერი მიყვარს ქართული. მისი წყალობაც არის - მე რომ დღეს დავდივარ ასე წელგამართული. ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 11.02.2017, 13:30 | Сообщение # 279 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულ რომ არაფერი - სისხლი მაქვს ისეთი… ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს. სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი, ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს. სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა… რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს. ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა... აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს! სულ რომ არაფერი - ისეთი ქალი მყავს… ისეთი შვილი მყავს - სამოთხის მარცვალი. როგორ ვთქვა - "ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!.." ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო? შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს - ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი. "ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც..." მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი! თორრნიკე ნაროზაული
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 11.02.2017, 23:52 | Сообщение # 280 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხოვრების ფერები – რა ფერია?ცხოვრება კიდევ უფრო სხვა ფერია... თითქოს თეთრია და თითქოს ყავისფერი, მაგრამ რას გაუგებ – არის თავისფერი... მიყვარს ცხოვრება და ვეტრფი მის ნაბიჯებს, ხან ბედს ვუმადლი და ხანაც მას ვაბიჯებ... ხან გულთან მიმაქვს, ხანაც არ ვფიქრობ მიყვარს ცხოვრება და ამით ვხალისობ. ბევრი სატანჯველი ალბათ მელოდება, ბევრი სიხარული გზაზე მეღობება... თითქოს ოცნებები ჩემსკენ მოილტვიან, ფიქრებში გაფანტულს ქედსად კი მომიხრიან. ცხოვრების ფერები – რა ფერია? ცხოვრება კიდევ უფრო სხვა ფერია... თითქოს თეთრია და თითქოს ყავისფერი, მაგრამ რას გაუგებ – არის თავისფერი...
|
|
|
|