კაპრიზი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:26 | Сообщение # 81 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზები იზომება ახლა პოეზიით. ღამე ცოდვა არის მომაკვდინებელი, უფრო მძიმე ცოდვებს ვიხსნი პროთეზივით - ედგარ, მე მოვკალი შენი ანაბელ ლი!
დამრჩა გასავლელი კიდევ იარდები, მოკლე ნაბიჯებით ასე - ხუთასია. სულმა კი არა და ხორცმა კი არა და ღმერთმაც განიცადა, მგონი, მუტაცია.
აღარც იღბალია, აღარც უიღბლობა - ძველი რვეულივით ბედი გადავშალე. ალბათ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი - ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.
არა, პოეტებო, მე ნუ მეტოლებით, წადით, დაეტოლეთ ვინმე გ. ვ. ტ. - ებს... მე სიცოცხლეს ვებრძვი ჩემი მეთოდებით და ეს უკვდავებაც უნდა გამოვტოვო!
თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ. ფორმა კი არა და ზომა კი არა და თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე
უნდა, როგორც ჩემი დიდი წინაპარი სადმე ხის ოდაში, სოფელ ლედგებიეს. თორემ, როგორც წესი, ლექსთან წილნაყარი, მერე თაობები, წიხლით შემდგებიან.
რაღა დაგიმალოთ... ახლა - მომიტევეთ, უნდა უსათუოდ რამე დავაშავო, სანამ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი - ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:26 | Сообщение # 82 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთარს ოთახებში ვაშამათებ, ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი. თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი, თუნდაც აქა-იქ და იშვიათად. ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით დროის ინდოეთის ოკეანეს - ისე გაიწელა ნაკიანი, როგორც დარღვეული პროსოდია. თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:27 | Сообщение # 83 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით! მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო: დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით... მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!
რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?! ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით! თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!
ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?! ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს! ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!
ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?! ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!) და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით, ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ
წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:27 | Сообщение # 84 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საღამო. კაფე მოდებილო - "Au Lapin Agile". გარეთ მონმარტრია, ქუჩა ტირიფების... მღერის ვოდევილებს ოლივ ბესსელენის) დასი - "Normandie". საღამო. პარიზი. პოეტთა კაბარე - კედლებს ანრე ჟილის ამშვენებს გუაში. და კარგად აღზრდილი გარსონი მაბარებს ანგარიშს, რომ ერთ დროს... რომ თურმე... და ა. შ. და თურმე მალარმეს, უყვარდა "Élisée" კერძია ერთგვარი) და შანდონ მოეტი. სულაც არ ანაღვლებს, დღეს, სადღაც თბილისში, რომ იქნებ ძალიან, მწერლებს და პოეტებს შიათ ან წყურიათ - ჰკიდია ცალ ფეხზე... პარიზი. საღამო. 13 მარტია. - Café, s il vous plaît... - Seulement? - Oui... Merci! ვზივარ კაფეში და გარეთ მონმარტრია.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:28 | Сообщение # 85 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვდარდობ, ვერ შევძელი შენი დავიწყება, და ისევ სიჩუმე და ფიქრი ღამეზე. ვიცი, აღსასრული მალე დაიწყება, ვნანობ, ახლა უკვე ვნანობ ბევრ რამეზე.
ვწუხვარ, ამ ცხოვრებას ალღო ვერ ავუღე და თუკი მიხილო გახსნილი ვენებით, იხსენ ჩემი სული და ზეცას წაუღე თვალთაგან გაფრენილ კალიპტომენებით!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:28 | Сообщение # 86 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა - მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი. სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა, ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.
რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს "ღჯუკენ"... მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი. ათამდე ვითვლი, მერე ისევ - ათიდან უკან და სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!
რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც - დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი. სიცხე - გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც, სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:29 | Сообщение # 87 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით, უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს... სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით, მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.
ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა... მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?! ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?! მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!
იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:29 | Сообщение # 88 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემდგომ, ამა ცხოვრების რთული გაკვეთილების არრა დამრჩა უმეტეს სასოწარკვეთილების.
რამდენი არ ვეცადე, შორის განვლილ გზებისა, ვერრა ვპოვე უმეტეს იმედგაცრუებისა.
და შევავსე ცრემლებით არაერთი ფიალა. დრომ კი ყველა წაიღო, გაანაცარტიალა
ყველა ჩემი იმედი, ყველა ჩემი ოცნება და მოვიდა დემონი, გესლით რომ იკოცნება !
და დაიწყო სიგიჟე , ცივ ღამეთა თენება, ცეცხლოვანი მერნებით უკუნეთში ჭენება
და ფიქრების ორგია თან მოჰქონდათ ღამეებს - ვჭედდი სულის ბეჭედში მწუხარების კამეებს.
დრო კი შედგა , და ალბათ საუკუნე გავიდა, ვიდრე მისი შეგრძნება არ ვისწავლე თავიდან.
ახლა დავალ იმედად ისევ ახალ დროების, წუთისოფლის მონა და მსხვერპლი ამაოების.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:30 | Сообщение # 89 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ - თუმცა, არც ისე ადვილია! ხორცი, რომელიც შეიჭამა, სისხლი, რომელიც დაილია, ფეხი, რომელიც წამოვკარით, ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ, გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ, ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"... ყველა მოშლილი პარაპეტი, ყველა შებღალვა სამარეთა, და არც ნაკლები და არც მეტი - მზერა, რომელიც ავარიდეთ... სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით, ხმალი, ხელიდან განაგდები, ყველა საყდარი და ტაძარი, შეჩვენება და ანათემა. მიწა, რომელიც მივაყარეთ ზეცას, დაცემით შესაშური... ჯვარი, რომელზეც მივაკარით ღმერთი, სახელად იეშუა. მამა, რომლიც აღარც ვიცით... დედა, რომელიც - უანგაროდ! შვილი, რომელიც გავასხვისეთ, ცოლი, რომელიც უარვყავით - სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ, უნდა სულ რაღაც ათი წუთი... გამოვითვალოთ ქვეშმიწერით ყველა კუთხე და აზიმუტი, სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა მაინც დარჩება ფარატინად!) და საუკუნის გასაყარზე, როგორც მეფე და პალადინი, შევდგეთ წარსულის შეჯამებით - თუმცა, არც ისე ადვილია! - ხორცით, რომელიც შეიჭამა, სისხლით, რომელიც დაილია...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:31 | Сообщение # 90 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გინდა? - ყოველდღე შეგადარებ ღვთისმშობელ დედას... გინდა? - გიამბობ კალევალას ან უფროს ედას...
ათასერთ ზღაპარს მოგიყვები, გინდა, ზეპირად? ვარსკვლავთა კიაფს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად...
გინდა? - აგიხსნი მთაწმინდაზე სიყვარულს ღამით... გინდა? - სისხლს დავლევ შენი მტრების უძირო ჯამით!
გეამბორები მარმარილოდ ჩამოქნილ ყელში, გადაგატარებ ცის კიდეზე აყვანილს ხელში...
გინდა? - გაცეკვებ ბინძურ ცეკვებს ზღვისპირას, მზესთან... გინდა? - მიგიყვან სამოთხეში აკრძალულ ხესთან;
მერე იქიდან გაგიტაცებ იქეთკენ სადაც, შენთვის მეგულვის სადედოფლო კაბა და ფატაც.
გადაგავიწყებ ამქვეყნიურ დარდსა და სევდას და ყოველ დილით შეგადარებ ღვთისმშობელ დედას!
ხოლო ძილის წინ კალევალას ან უფროს ედას, ანდა შაჰნამეს მოგიყვები თითქმის ზეპირად და მთვარის ჩრდილებს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად!
|
|
|
|