ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
|
|
nukria | Дата: პარ, 03.06.2016, 14:59 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხელებში შენი დეკემბრის სუსხი ..
ხელებში შენი დეკემბრის სუსხი, თოვლივით ჩუმად მიყინავს თითებს, ღმერთი მპატიობს და არც კი ვუწყი, თუ მერამდენე გოლგოთას მითმენს. რომ ჩემი ადრე სიკვდილი არ სურს, რომ ადრე ჩემი არ უნდა ხილვა, და თერმომეტრი ოცდახუთ გრადუსს, სიცხის მაგივრად უჩვენებს ყინვას. და მიზის თავთან ღმერთივით დედა, მიზილავს ყინვით გათოშილ მაჯებს, რომ სახლში ლექსის შემოდის ბნედა, შემოდის და ჩემს ტერფებთან ვაჯენ. და უნგრევს ქარი ბეღურებს ბინას, და ქარი ზოგჯერ ფრჩხილებსაც მამტვრევს, მე ზოგჯერ ჩიტის ბუდეშიც მძინავს, მე ვიღაც ზოგჯერ ჩრდილივით დამდევს. და დედა, ჩემი ღმერთივით ღმერთი, ტრიალებს თავთან მაძალებს წამლებს, ზის ცაზე მთვარე და ისიც კენტი, ერთი სული აქვს თუ როდის დამლევს. გულიდან სისხლი ილეწავს თავ-პირს, გამოდის გარეთ და ბერავს ძარღვებს, მე შენი სუნთქვა ფილტვებში დამჭრის, ეს ყველა წესს და კანონებს არღვევს. რომ ვხატავ შენი თვალების პორტრეტს, და მცივა მხრებზე და ცივა ნახატს, და რეკავს კედლის საათი თორმეტს, და ვიხდი შენით შეჩენილ სახადს. ოთახში ისევ თუთუნის კვამლი, ცხელი ცრემლების ორთქლივით დგება, თავს მაგ თვალების კაპიტნად ვამხელ, და არასოდეს დავტოვებ გემბანს. შავ სისხლში ჩემი ლექსების თავსხმა დაღლილი გულის სივრცეებს ავსებს, და უშენობით დამტვრეულ სახსარს, მოვაბამ ღუზად იმედის ხავსზე. რომ სახლში რითმის შემოდის ბნედა, მოდის და ისევ ტერფებთან ვაჯენ, და მიზის თავთან ღმერთივით დედა, მიზილავს ყინვით გათოშილ მაჯებს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.06.2016, 15:05 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ არ განმიკითხო მაგრამ, სხვებმა განმიკითხონ იქნებ, ცრემლებს, სუნთქვასა თუ მაჯას, ტერფთან ფოთლებივით გიფენ. ხოდა დააბიჯე ძარღვებს, როგორც დააბიჯებ მიწას, ცაში ამოვლებულ თვალებს, თეთრი ღრუბლებივით ვიცავ. მტვერი იმდენია თუ გინდ, ყოფნის წარსულსა თუ აწმყოს, რასაც ოთახიდან ვაგდებ, მუზა სახურავზე აწყობს. ჰოდა იმდენია დასტა, ჰოდა იმდენია მტვერი, ჰოდა ისე შორს ვარ მასთან, ჰოდა ისე მიმძიმს ჭერი. ჩემთვის შენი ყველა „ნიკა“, როგორც გასროლილი თოფი, შენით არსებობა მიყვარს, მხოლოდ ერთი წამით მყოფნის. შენ არ გამიბრაზდე მაგრამ, ყველა გამიბრაზდეს ოდეს, რასაც უშენობით ვკარგავ, არ მსურს სხვას უღირსად ქონდეს. კიდევ ერთი, ორი რითმი, დაღლის გულის ცემის კუნთებს, ის რაც ორი სიტყვით ითქვა, ალბათ გადაწონის უთქმელს. შენ არ დამანახო ცრემლი, წყალსაც წაუღია ყველა, წყალსაც წაუღია ყველა, შემ არ დამანახო ცრემლი. სისხლის უკანასკნელ მარაგს, უთქმელ სიტყვებისკენ ვტუმბავ, ალბათ დავემჩნევით ქალაქს, ორნი სიყვარულის უბნად. ცაში ამოვლებულ თვალებს, თეთრი ღუბელივით ვიცავ, მოდი გამითენე ხვალე, სანამ გავაცივებ მიწას. შენ არ განმიკითხო მაგრამ, სხვებმა განმიკითხონ იქნებ, წუთში წამბივით ვკარგავ, ცრემლებს, სიტყვებსა თუ ფიქრებს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.06.2016, 15:16 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმს უსაათოდ და უსათუოდ, ეს წვიმა ალბათ დილამდე დადებს, და როგორ არ მსურს გავითავისო, რომ ვიღაც ღამეს უჩემოდ ათევს. ასჯერ შორს ვარ და ათასჯერ ახლოს, ათიათასჯერ მგონი შენში ვარ, როცა თვალების სიჩუმე მახლავს, როდესაც თავს ვგრძნობ ღმერთზე შეშლილად. მოდიან მიწის ანგელოზები, და ყრუ წვიმასთან აპათიურად, დგანან და რასაც არ ველოდები, ჩემს სულში თითებს აფათურებენ. და მეც ვიხრები ნელა და დუნედ, საათის ისრის მიმართულებით, როცა დარტყმული ზურგში დანები, დრო და დრო წელში იმართებიან. და ჩვენს შორის და სხვათაშორისაც, ვუყურებ ქარში წვიმის ქალწულებს, რომ რამდენადაც გეტრფი შორიდან, მეც სულ იმდენად ამითვალწუნეს. მერე ცვივიან თეთრი ფოთლები, და აგროვებენ ჩემს მხრებზე წვეთებს, მე სიცივეშიც არ ვიორთქლები, ზოგჯერ სიზმრები იმდენად მთვლემენ. წვიმს უნაპიროდ და უპირობოდ, წვიმა მარილით გაჟღინთავს სიტყვებს, მინდა წვეთები გადმოვიბირო, და მათ ნიაღვარს ღმერთამდე მივყვე.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.06.2016, 15:36 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უკრავდა წვიმა შინდლერს, და ასველებდა წვეთი, ფურცელს და ვწერდი იმდენს, რამდენსაც მრთავდა ღმერთი ნებას და იყო მყუდრო, ჩემი ოთახი იმ დღეს, გკარგავდი შენ და ამ დროს, ქარი უკრავდა შინდლერს. რა ადვილია ვინმეს, ატკინო ხოლმე გული, უკრავდა გული შინდლერს, მე კი ვითვლიდი ულევ ფოთოლცვენას და ვწერდი, ღამეს რომელიც წინ დევს, ჰორიზონტზე და "ღმერთი", შენთვის უკრავდა შინდლერს ძნელია მისი პოვნა, ვინც შენს ცრემლებად ღირდეს, როს ქნარზე აპოლონი, შენთვის დაუკრავს შინდლერს, მე კი ვიქნები სიმად, მინდა რომ ისე წვიმდეს, არ გადაიღოს წვიმამ, წვიმა დაუკრავს შინდლერს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.06.2016, 16:55 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამოიდარებს, ცრემლი შეიშრე, გემუდარები, ნუღარ იტირებ, შენ ბილიკებზე ვარდი ამოვა, "ბედნიერი ვარ"- ასე იყვირებ!
დაგავიწყდება ყველა ტკივილი და გადალახავ სულის ლაბირინთს, მეფე სოლომონს ბეჭდით დაჰქონდა, წარწერა ასე " ესეც გაივლის"
გამოიდარებს ხოდა ძვირფასო, დამსუბუქდება ყოფნის სიმძიმე, განსაცდელებმა არ შეგაშინოს, გემუდარები, ნუღარ იტირებ!
/ ანი ნოზაძე /
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.06.2016, 17:09 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვერი მაქვს ყოველთვის, ნუ ხშირად არც ისე, ვატარებ მოზრდილს და ამინდის მიხედვით, და როგორც ამბობენ ჩვევიათ ნარცისებს, სანამ დრო გეყოფათ, ეცადეთ, იხელთეთ.. თავს შორს ნუ დაიჭერთ, ნუ მიფრთხი ძვირფასო, დაგარქმევ სახელს და მეათეს გიწოდებ, ვან გოგი არ ვარ და არა ვარ პიკასო, მაგრამ არც ნაკლები არა ვარ იცოდე... რითმების მეფე ვარ, თუ კითხავთ მარგიანს, ნუ ჩემი ძმა არის და ალბათ ამიტომ, მაგრამ ამ სტრიქონებს სხვაგვარი მადლი აქვს, მაჯებში გაჩხერილ სიტყვებს, რომ კაპიტნობს... ეს ჩემი ღიმილი ქალებს, აუუჰ... არაფერს არ ვამბობ დამშვიდდი, დამშვიდდი ნუ ხუჭავ თვალებს, ნუ ტირი პატარა ბავშვივით. - წამოხვალ, წავიდეთ? - არ ვიცი, რა გინდა? - წვიმაში გავიდეთ.. - გაგიჟდი, გაწვიმდა? გაწვიმდა და როგორ საშინლად გაწვიმდა, მე მახსოვს ამბობდი, რომ წვიმა მიყვარსო, ცრემლები ჩამოგდის თვალიდან ღაწვამდე, გთხოვ ნება მომეცი მოგწმინდო ძვირფასო. მზად არის, თქვენი ვარ ძვირფასო მთლიანად, გინიშნავთ ხვალ შვიდზე მეგობრულ პაემანს, იცოდეთ გელით და არ დაიგვიანოთ, მორჩა და მგონია მეათეც გაება... ნუ თქვენთვის მეათე ლექსების მიხედვით, დათვლა კი ვიცი და ჩამოთვლა არც ისე, სანამ დრო გეყოფათ, ეცადეთ, იხელთეთ, და როგორც ამბობენ ჩვევიათ ნარცისებს...
|
|
|
|