ანტონ გაგუა
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:10 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფერადი ფოთლები ფიფქებზე გაცვალეს, სიცივე სუსხივით სხეულზე ამეკრა. წვიმაში აშლილმა ქარებმა მაწვალეს, ვტიროდი იმ ღამეს,სხვა მეტი რა მექნა. სურნელი შემომრჩა,ნაცნობი და უცხო, ცვარივით დაგჩემდა ბადაგი ტუჩებზე. აჩრდილებს საღამომ ჩურჩული დაუწყო, ყვებოდა დილაზე,ღამეზე თუ ჩემზე. არც ახლა მასვენებს,შეშლილი გრიგალი, წამოშლილ პალიტრას ვაგროვებ კონებად. მარტო ვარ უშენოდ,ბედს შეურიგალი, ალიონს გიტოვებ,ძღვენად და ქონებად.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:11 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზემ აგართვა ვარდისფერი საკინძე, როცა მკერდზე ალმასები ელავდა. გრიგალების აუტანელ ძახილზე, ზღვა უმწეო შეშლილივით ღელავდა. ძველი მთვარე პროცესიას მიჰყვება, ღამე ხვედრად,შეეგუა სიბნელეს. გლოვის ამბავს ცრემლიანი მიყვება, გათენების მიმარტივებს სიძნელეს. საიქიოს გადავხვეწე ფიქრები, პოეტობას დამწამებენ ვიცი და, ნუ გგონია მარტოსული ვიქნები, წამებს ტკბილი წარსულიდან ვიზიდავ. ანტონ გაგუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:11 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვარდისფერი შეიმოსა მაისმა, ძველი მთვარე ჩამოკიდეს ცისპირზე. გათენდაო გარიჟრაჟზე გაისმა, აამღერეს ანთებული ცისკრის მზე. სიცოცხლისგან ამოვკრიფე წამები, გულში გიკრავ,ახლა ხვედრი ქარია. თავგანწირვა ტანჯვით განაწამები, ამღვრეული არაგვივით ჩქარია. წამწამებზე დამეკიდე ნამივით, სიხარული მომაგება აისმა. ზღვაში გაჭრილ აფრიანი ნავივით, მომავლისკენ გამისტუმრა გაისმა. ახლა მინდა შენი თმების სურნელი, იქნებ ვეღარ გავიგონო შენი ხმა, ვკვდები ჩუმად,ერთგულების მსურველი, სევდა-დარდი სიხარულმა შენიღბა. ანტონ გაგუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:11 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იასამნის სურნელება ამდის, შემოდგომა ფოთლებიდან ცვივა. სექტემბერი მეუფეა ამ დღის, ცრემლებივით დამეჩვია წვიმა. გულს გამიშლის სევდიანი ღამე, სიხარულით გავაცილე მწუხრი. შენი ფერი,ფერად შევიხამე, გათენდა და ,თავს ალიონს ვუხრი. ანტონ გაგუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:12 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სექტემბერი განწირული კიოდა, ყვითელ ფოთლებს ჩაანაცვლეს ცხედრები. უღმერთობა ძველებურად მტკიოდა, აჩრდილების სითამამეს ვედრები. სიჩუმეში დამარხულან ბგერები, ცამ აშალა ადრეული საღამო. გული წუხდა ტანჯვით ანაძგერები, სურნელება არ მდიოდა საამო. ძველი ღვინით გამოთვრება აპრილი, ახალ ფერებს გადაიცვამს მინდვრები. ვკვდები ჩუმად,შენში ვნებააყრილი, მინდოდი და ძველებურად მინდები. ანტონ გაგუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:13 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თმებში გამოწნილი ჯვარით, ქართლის მომქცეველო ნინო, კერპებს ფარნავაზთა გვარის, სისხლად შეაგებე ღვინო. სიტყვის მომცემელო უფლის, ზვარაკ შეეწირე როცა, ახლაც საქართველოს უვლის, შენი მოტანილი ლოცვა. ღვთისკენ ივერიის დედავ, მეოხ მარიამი მიწის. ლოცვად გევედრები, ვბედავ, ხატთან დამდებელი ფიცის. წმინდა მოციქულთა კვალად, პურის მომცემელო, ვაზის. ერთი სიცოცხლე მაქვს ვალად, მხარზე ანგელოზი მაზის. წმინდად დავიტიე გულში, ნინოს მოტანილი სიტყვა, ხორბალს მივაბარებ ხნულში, ქრისტე სახარებით ითქვა. ანტონ გაგუა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:14 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფეხშველა რად ხარ? არ გაცივდე, დარდად არ მექცე, დაჩოქილი ვარ, ემოციას გულიდან ვიხსნი...
ფეხშველა ნუ ხარ, ნალურსმები არ გამიზეზდეს... თმა გავიზარდე, რომ ჭრილობას მოგწმინდო სისხლი.
ყინავს... ქარია... შეცივნული ვწუხვარ და ვწუხვარ... ავად არ გახდე, არ მადარდო, ფეხშველა ნუ ხარ...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:15 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაე ბედისწერამ მგვემოს და მცემოს თუ დავბრუნდები შოლტით გამიქროს სიცოცხლის განცდება თვალებს დაეტყოს ცრემლის ღრუბლები მიწამ შეჭამოს რაც კი რამ ჩემგან დარჩება
ღმერთმა დაწყევლოს დამწყევლოს ჯოჯოხეთს მისცეს სული დარული ფრთები დამემტვრეს მხეცებს დაუგდონ გული ტანჯული თუ დავბრუნდები
/Aleksandre Grindoff/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:16 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღვთის მსახური ვარ, ჩემი სიტყვა თუ ასურნელებს ასე მასწავლეთ, ასე მირჩიეთ... გმადლობთ, მამაო, თქვენ მაკურთხეთ, თქვენ ამირჩიეთ!
ვალდებული ვარ უსხეულო არსებებს ვგავდე, უმანკოება, სიფაქიზე ამკობდეს ჩემს სულს... ბაგეზე მადლი დამფენოდეს ყოველწამიერ, მამაო, ეს მსურს!
შვიდგზის გავწმინდე სინდისი და აქ ვდგავარ თქვენთან, თუ ვდუმვარ - ღვთისთვის, ვლაპარაკობ? - ისევე ღვთისთვის... რაოდენ დიდი პატივია ვიყო მსახური, დავიმსახურე, მამაო, რისთვის?
მიუწვდომელი სიხარულით ვუგალობ უფალს, ყოველი სიტყვა გულისგულში ჩადის და მერთვის... ლექსით მადლობის თქმა მინდოდა, მამაო, თქვენთვის!
/მაკა გელაშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.01.2017, 23:18 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომა ჩამოცალეს ფოთლებით, ყვითელ ფერებს მაგუებენ თავიდან. რქაწითელი გამოვცალე ბოთლებით, კიდევ ერთი წელიწადი წავიდა. გაზაფხულის მოლოდინში შემცივდა, სითბოს ისევ მიმალავენ ფლდები. რა ვიცოდი უშენობა შემცვლიდა, დაბრუნდი და თავგანწირვას გპირდები. სულში ცივი ზამთარია მეუფე, გარეთ მწიფე შემოდგომა გამოთვრა. ვკვდები შენი მოლოდინით, მე უკვე, და წუთების ავიჩემე გამოთვლა. ანტონ გაგუა
|
|
|
|