ლექსები
|
|
nukria | Дата: კვ, 29.10.2017, 19:54 | Сообщение # 291 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჭარბობს ირონია,გძნობის განაპირას ფიქრმა არეული ჰპოვა ნაპირები, როგორც ნაკვალევი თოვლზე დატოვილი მოდი წამიშალე შენი ნაბიჯები...ზ.შ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 17:28 | Сообщение # 292 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საუკუნეებს გათელავ, შენის ლამაზი ლექსითა, დარჩები დიდი მგოსანი, სისხლით, ხორცით და ფესვითა. ირგვლივ რამდენი "მოყვასი" და მოქილიკე გყოლია, დღემდე სამიზნედ შემორჩი, ტკივილმა ამიყოლია. რაკი სხვა ვალი გერგუნა, იმადაც იყავ მოსული, ნუ გიკვირს რომ ვერ გაგიგეს, ფიქრები გენიოსური. რაღაც შეშლია ვაჟასო, ჩასაფრებული "გმოძღვრავდნენ" უფალს ეჭირე მარჯვენით, ბოროტნიც იმად მომძლავრდნენ. ადამიანად თუ გაჩნდი, ცოდვა-მადლს ქვეყნად რა დალევს, დღემდე შენს განვლილს ძიობენ მკვდარს გიქექავენ ნაკვალევს. ჰოი, ბუნებავ კაცისა, უფრორე მეტად ქართველის, რატომ გახარებს მოყვასის, სახელს თუ ნახავ გათელილს. ვინ ხარ, საიდან მოსული, სად დაიბადე, რა დღესა, ასე რარიგად იმეტებ, შენი შვილების გამზრდელსა. უფალო, როგორ არ გკითხო, ვით დავიტიო ჩემშია, არ მეგულება სხვა ერი, ვისაც ამდენი შეშლია! ვინაც ადვილად იმეტებს, მოყვასს სამიზნედ ზურგშია, მტერი კი, ისე მომძლავრდა, არ ვაგდებთ აინუნშია. ქვეყანა თავზე გვექცევა, ჯილაგს, გვირყვნიან რწმენასა, და საქართველოს მშვენებას, ვაჟას ვუწუნებთ ენასა. გამჩენო რატომ გვპატიობ, შურსა და ბოღმას საშინელს, როგორც ჩანს ზოგჯერ არწივი, მავანს მკვდარიც კი აშინებს. გვითვლის ნაწყენი მგოსანი, საოთხეს მჯდარი წერადა, "ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა" თუმცა გული აქვს პოეტის, ვით ახალშობილ ჩვილისა, თავის ტკივილზე კი არა, ქართველთა ბედზე სტირისა. ვერც სიცოცხლეში იპოვა, მოყვასის სუფთა თვალები, დღეს მკვდარსაც არ ასვენებ, ცოდვის დაადეს ვალები. ქართველს ვერავინ ვერასდროს, სამტეროდ ვერ მოერია, ქართველისათვის ქართველი, ყველაზე დიდი მტერია! ამდენმა შუღლმა ტკივილი, გულის ტკივილი შემყარა, საითკენ მიექანება, "ვეფხის და მოყმის"ქვეყანა!? ღვთის დედა რომ არ გვიცავდეს, რა შეხსნის ცოდვის მარწუხებს, თავადვე დაბრმავებულებს, სხვის თვალში ბეწვი გვაწუხებს. ჰოდა, ცრემლსა ჰღვრის ვაჟაი, ქვა შემართულებს რომ გვხედავს, რადგანაც იცის უფალი, ერთ დღესაც აღარ მოგვხედავს. აბა" შვლის ნუკრის" დამწერსა, ვით უნდა ჰკადრო ავია, სირცხვილს რარიგად წაუხვალ, რომ შეირცხვინე თავია. შენ გადმოხედე უფალო, ერთურთ მოძულე ქართველებს, გულში ისეთი დარდი მაქვს ამ ღამეს რა გაათენებს. ილოცე, ბევრი ილოცე, მგოსანო წმინდა სულისავ, გზაი რომელიც გაკვალე, განძია სიყვარულისა!
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 17:44 | Сообщение # 293 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლექსს ვუწყობ ნაბიჯს რითმიანს, კედლებს ვეხლები - მაშ ასე, სხეული ლაბირინთია, სული ეხლება გასასვლელს...
ბილიკი არის ხეშეში, მავთულხლართები ფონია და ლაბირინთის კედლებში, კარიბჭე ვერ მიპოვნია...
კვლავ მენატრება რუ, ცა, მზე, კითხვა მაწვალებს - მელის რა?! და ამბოხებულ ფურცლებზე, ლექსს ვწურავ შავი მელნისგან...
ლექსს ვუწყობ ნაბიჯს რითმიანს, კედლებს ვეხლები - მაშ ასე, სხეული ლაბირინთია, სული ეხლება გასასვლელს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 17:54 | Сообщение # 294 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიქრში განათევ ღამეს კვლავ მეპარება ბრაზი როგორ დამაკლდა როგორ შენი მტევნები ნაზი,
ტანზე გაფანტულ თმების ქარზე გაფანტულ დალალს ვინ დამიბრუნებს მეტყვი? კლავაც ვინანებ ვიცი სიტყვებს რომელიც ვერ ვთქვი,
ან მაგ თვალების ტკბობით ნეტავ დავთვრები როდის სუსტი თეძოდან ქვევით გადაზიდული მთების მაგ მკერდის ცქერით კარგო კვლავ ძველებურად ვთვრები
სანამ აქ იყავ შენთვის უნდა მომეხსნა ფრთები...ზ.შ..
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 18:02 | Сообщение # 295 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაშუაღამევს სიმთვრალის გამო შემომეფეთა მე ლანდი შავი წამით გავჩუმდი ალბათ ეს შენ ხარ ვცდილობ ამოვიცნო თეძოზე ხალი
შიშმა შემიბყრო თან გაცრუების მე შემეშინდა იმედის კარგო სიმთვრალემ წამში გადამიარა მივუახლოვდი სილუეტს ახლოს
და აჰა ვცდილობ ხელით შეხებას თან იმედით ვარ აღსავსე ლამის ალბათ არასდროს დამავიწყდება სიტუაცია ამ თეთრი ღამის
გაოგნებული ვცდილობ დაჭერას ნაბიჯები კი მეტრებში გადის მაგრამ დათმობაც არ შემიძლია და მიტოვება ამ მორცხვი წამის
შეხებით თითქოსდა ვერა რა ვიგრძენით, წაიღო გაფანტა მინდორის ბოლომდე არმინდა ძვირფასო დიდი ხნის ლოდინი არმინდა მუდარა სუცოცხლის ბოლომდე..ზ.შ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 18:08 | Сообщение # 296 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ გადავფურცლეთ ის ბოლო გვერდი,რომლის წაკითხვა ერთ დროს გვიყვარდა.ზ.შ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 18:12 | Сообщение # 297 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოდი და ვეძებოთ ფიქრებში სამოთხე გადავდგათ მთები და გავცუროთ მდინარით გავწელოთ წამები დაუთვლელ წუთებად დავკარგოთ არასდროს წუთები კამათით.ზ.შ
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.10.2017, 18:12 | Сообщение # 298 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენზე რომ ვწერდი ჩემო კარგო ლექსებს უთვალავს და ჩემი მუზა შენ იყავი მხოლოდ და მხოლოდ,ახლა გამიქრა მე ვერ ვიტყვი გრძნობა ძლიერი არც დასაწყისი მახსოვს კარგად არც მახსოვს ბოლო..ზ.შ
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.10.2017, 22:02 | Сообщение # 299 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალებში - ცრემლი, სულში -იარა, ყვავილი -ბევრი, დრომ -გაიარა. ნაოჭი -შუბლზე, დარდი - ფარული, ნახეთქი -გულზე, მზერა - ქალური. ნაპობი -ბაგე, მოწვეთავს -შხამი, ღრუბელი -ცაზე, შეკრული - რკალი. ნატანჯი -სახე, ნიღაბი - ცარცის, ვუყურებ - მახეს, ფუნჯებით გაცრილს. გუაში- სველი, ჩარჩოს -ღიმილი, სამყარო -მთელი, ტილოს -ტირილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 22:10 | Сообщение # 300 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერილი შერონს
ყურებში თითები ჩაილაგე და ადამიანებს სახეებზე უსმინე შერონ... თვალები ღრმად დახუჭე და შეხედე როგორ ეტევა მთელი სამყარო სუნთქვაში, სიტყვებში, ჰაერში... პირი მაგრად მოკუმე და ფიქრებით ისე იყვირე რომ მთელმა გალაქტიკამ გაიგონოს შენი ხმა ... მოძებნე ყველაზე ბინძური გუბე და ცივი სხეულიდან მთელი ძალით ცხელი ჰაერი დაუბერე, ისე რომ ღრუბლებად გადაქცევის ოცნება აუსრულო წუმპეებს. გადი ღამით გვიან ქუჩაში, თამბაქოთი ხელში, ნასვამი და უცნობ მამაკაცს ყელზე მოეხვიე, აკოცე, მერე თავი სახლამდე მიაცილებინე, რომ შენს სამეზობლოში ჩამოსახლებული მოწყენილობა იხსნა სიკვდილისგან. ბენზინგასამართ სადგურზე ველოსიპედით მიდი და მენეჯერი გამოლანძღე რომ ცუდი საწვავი აქვთ. ტაქსი გააჩერე, კარები გამოაღე და მძღოლს უთხარი რომ არსად არ აპირებ წასვლას. მარათონზე გამოფინე ბანერი - აზრი არ აქვს სირბილს, მაინც ვერსად გაიქცევით. სასწრაფო დახმარების ცხელ ხასზე დარეკე და უთხარი რომ მარცხენა მკერდის მიდამოებში ღმერთი გაწუხებს. ბანკში წადი და ძვირადღირებულ პიჯაკში გამოწყობილ თავმომწონე ბანკირს უთხარი, რომ სისულელეა მთელი ცხოვრება სხვისი ფულის თვლაში გაატარო. ბოლოს შინ დაბრუნდი და სხეულში ჩაალაგე იმედგაცრუება, სიცივე, მარტოობა, პირველი ისინი ჩადე არ დაიმსხვრევიან, ზევიდან სიყვარული დაადე და წაიღე მთელი შენი სხეული სიკვდილში. არ შეგეშინდეს შერონ, სიკვდილში შველიან შენს დაავადებას. იქ უკვე განიკურნები ადამიანობისგან და სიცოცხლესაც დაიწყებ. იქიდან სული მარტო გააგრძელებს სახლამდე სიარულს. მთავარია ჯერ ყურებში ჩაილაგო თითები შერონ და ადამიანებს სახეებზე უსმინო...
ა.ჯ
|
|
|
|