ლექსები
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 22:32 | Сообщение # 301 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასეა რადგან შევეგუო მეც უნდა ამ წესს არ ავიწყდებათ აქ ამინდებს მოტანა წვიმის სველდება უკვე დღეებია რამდენი ამწე და იტკიებენ სიცივისგან დაჟანგულ წვივებს უშვერენ კერტებს მიტოვებულ კაუჭებს შიშველ ცივი ჰაერით გამოტენილ ერთ ბეწო ქალაქს და მოტეხილი ფრჩხილებივით ეზრდებათ შიში უფროს კაცებთან სიყვარულზე საუბრის კაცებს ამიტომ ალბათ შენც ამ ქალურ ლოგიკის გასწვრივ პოულობ დროის გამოგონილ ალესილ ხიჭვებს და ვერ იჯერებ რომ ყოველდღე მე ტკივილს გასწრებ შენი სხეულით შენი მხრებით შენ თვალებს ხუჭავ არადა წლების ამ უფერულ მტკივნეულ ზონარს ხომ შეიძლება შენც დაუსხლტე სხეულის მიღმა მარამ არც იცი რომ უშენო სიცოცხლეს ზომავს ცა ჩემს სხეულზე აორთქლებულ ცრემლებს რომ მიღვრის და სხვა რა გზაა ვეგუები მარტივად ამ წესს იზომებიან აქ კაცები რატომღაც წლებით ბოლო ხანია მე და კიდევ ასობით ამწე სველი სხეულით თხელ ბალახზე მსუბუქად ვწვებით და ვაკვირდებით სიცოცხლე რომ სიკვდილებს არწევს ა.ჯანჯღავა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 22:54 | Сообщение # 302 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სარკესთან საპარსი, ქაფი თუ ოდეკოლონი, ცდილობენ მოგარგონ ქალაქის ახალ თამასას, ფიქრებზე უფრო საშიშია, დადე კალამი, შენ პოეზია არ გეგონოს რაღაც თამაში. შენი სხეულით იკვებება, ხშირად გაციებს, არ დაგაძინებს, არ დაგითმობს მაინც ამ ღამეს და დღემდე შენში დაგროვებულ ინფორმაციას ხის თეთრ თოკებზე გამოფენს და გამოამჟღავნებს. ხერხემალში ყავს ჩატნეული სული ნემსივით. დგანან ოთახში თხელი მხრებით შიშის ლურსმნები. თითქოს ფიქრებმა გადაისხეს ტანზე ბენზინი და საფეთქლებზე ხტუნაობენ ცხელი ქუსლებით, ალბათ ამიტომ ესპანელი, ფრანგი, განელი, სიკვდილს ანდობენ მახვილ დაშნებს, ტყვიებს, ხან ხარებს. მე კი მინახავს მოწამლული კაცი გრანელით გუბეში მთვარეს რომ ახრჩობს და მერე ხარხარებს. ამიტომ ვამბობ : საშიშია, დადე კალამი! ძალიან ცოტამ მოუძებნა სწორი ხერხი მას... სარკეში ისე იყურება ოდეკოლონი, თითქოს დგომისგან იტკიებდეს ისიც ხერხემალს.
ა.ჯანჯღავა
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.11.2017, 23:20 | Сообщение # 303 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სარკესთან საპარსი, ქაფი თუ ოდეკოლონი, ცდილობენ მოგარგონ ქალაქის ახალ თამასას, ფიქრებზე უფრო საშიშია, დადე კალამი, შენ პოეზია არ გეგონოს რაღაც თამაში. შენი სხეულით იკვებება, ხშირად გაციებს, არ დაგაძინებს, არ დაგითმობს მაინც ამ ღამეს და დღემდე შენში დაგროვებულ ინფორმაციას ხის თეთრ თოკებზე გამოფენს და გამოამჟღავნებს. ხერხემალში ყავს ჩატნეული სული ნემსივით. დგანან ოთახში თხელი მხრებით შიშის ლურსმნები. თითქოს ფიქრებმა გადაისხეს ტანზე ბენზინი და საფეთქლებზე ხტუნაობენ ცხელი ქუსლებით, ალბათ ამიტომ ესპანელი, ფრანგი, განელი, სიკვდილს ანდობენ მახვილ დაშნებს, ტყვიებს, ხან ხარებს. მე კი მინახავს მოწამლული კაცი გრანელით გუბეში მთვარეს რომ ახრჩობს და მერე ხარხარებს. ამიტომ ვამბობ : საშიშია, დადე კალამი! ძალიან ცოტამ მოუძებნა სწორი ხერხი მას... სარკეში ისე იყურება ოდეკოლონი, თითქოს დგომისგან იტკიებდეს ისიც ხერხემალს.
ა.ჯანჯღავა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 13.11.2017, 19:33 | Сообщение # 304 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუმც ვარდებს ჩემთვის აღარ სცალიათ და კოჯრის გზებიც დანისლულია, გიგონებ მაინც, ისე ძალიან რომ მაისს შენი ტანის სუნი აქვს...
და მოლოდინით თუ არ ცახცახებს შენი გულმკერდის ორი გვირილა , ეს მონატრება იქნებ არცა ღირს არც გაჩუმებად, აღარც ყვირილად...
არც იმ სიცოცხლით ღირს აღტაცება რასაც სიცოცხლის ფასად ვეცადე. რადგან შორსაა - მუხლზე დაცემას ამაღლება რომ ერქვა ზეცამდე.
და აბურდული ბედის დავთრები უფლის განგებით დანისლულია... ...მე ისე ვკვდები და მენატრები - სიკვდილსაც შენი ტანის სუნი აქვს ...
ვასილ ბესელია
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.11.2017, 19:35 | Сообщение # 305 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარცრა ავშალათ გრძნობები, როგორაც ეგ შენი თმაია, მიწასაც რაადამ ვშორდები, შენ კი ვერ გელევი თაია. მზე ჩასვლას ლამობდა დილითავ, შენამდეც საძნელო გზაია, გვცოდნოდა ნათესს ვერ ვიმკითავ ხომ აღარც დავთესდით თაია. სად მიხოლ??? ცოტა ხანს დაიცა, ან ლექსებ უშენოდ რაია, ვგონობდი ქვეყანა დაიქცა, ჩემთან რომ არ იყავ თაია. ხევსურებს ტაბლასაც გაუწყობ, თან შენი ღიღინის ხმაია, მამაშენს მე უნდა ვაუწყო, რომ მარტო ჩემი ხარ თაია. ეხლა კი წავედი,შაბნელდა, ჩემამდეც სავალი მთაია, სარკმლიდან სველ თვალებს მაბნევდა, უჩემოდ დამრჩლი თაია. |თემო არაბული|
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.11.2017, 19:41 | Сообщение # 306 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და დაგხატავ სუნთქვით, ნეტარს! დილის ცვრად რომ შეგსვამ ვნებით, მზის კულულებს დამფენ გულზე, შენი ტუჩის კოცნით ვტბები... და დაგინთებ სანთლად სულზე! შენი კანის თრთოლვას ვიგრძნობ, გულის ცემით დავთვრე შენთან, შემიყვარდე ძლიერ, ვინძლო... და დაგხატავ სუნთქვით, ნეტარს! (გიორგი გიგაური)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.11.2017, 19:50 | Сообщение # 307 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაზაფხულის თვალები აქვს გოგონას, იმ თვალებში ხევსურეთის კესანე,
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.11.2017, 19:53 | Сообщение # 308 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა შეცვალა დღევანდელმა დღემ? - არაფერი. კიდევ ერთხელ ჩავიცვით და გავიხადეთ ტანსაცმელი, ტკივილები კი ზედ გვახმება, ვერ შევიხსენით მაჯებზე, ყელზე... ... დავდივარ ქუჩებში და ვფიქრობ: მხოლოს ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს, მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს, მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს... და გზა თავისით მიდის სახლამდე.
(ნიკა ჩერქეზიშვილი)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 16.11.2017, 19:56 | Сообщение # 309 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხალხი რას იტყვის?ის თქვან რაც უნდათ. სად არის ხალხი როცა შენ გტკივა, ან თუნდაც მაშინ როცა მარტო ხარ, ან ცხელ ზაფხულში სასტიკად გცივა? სად იყო ხალხი როცა შენ გაჩნდი და ჩასუნთქვისას იგრძენ ტკივილი... მარტო იყავი სანამ აქ მოსვლის, რთულ და მძიმე გზას გამოივლიდი... და როცა წასვლის ჟამი დადგება, მაშინაც ვიცი, იქნები მარტო... სიკვდილს პირისპირ შეეფეთები, რაც უნდა ბევრი, ხალხმა იდარდოს... ხალხი რას იტყვის?რაც უნდათ ის თქვან. სინდისთან იყავ მართალი მარტო...
|
|
|
|