პოეზი
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:41 | Сообщение # 221 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:42 | Сообщение # 222 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამინდი თუ ღრუბლებს სიყვარულს გაუბამს, მზე ჩავა გაცდება გრძნობების დარაბებს, შენ ისევ აგრძელებ წვიმაზე საუბარს, მე ისევ გისმენ და არ ვამბობ არაფერს. ვუცდიდით მაისს და მაისიც გვიცდიდა, წვიმდა და ვერცერთი ვერ ვგრძნობდით სისველეს, მე მახსოვს თვალებით შეთქმული ფიცი და, ჩურჩულით ნათქვამი: მიყვარხარ, მიშველე..! არ გავხარ არავის, არადა შენ ახლა, აკეთებ ყველაფერს წვიმაზე ბანალურს, მე მახსოვს უჯრაში გრძნობების შენახვა, მერე, რომ თვეები ვეძებდით დაკარგულს გრძნობას და ვპოვებდით ოთახის კუთხეში, იჯდა ან ეგდო და გვირილებს აცლიდა, ფურცლებს და გვირილებს ეგონათ უხეში, არადა თავს თვითონ უხეშად არ თვლიდა და მაინც პასუხი უყვარს თუ არ უყვარს, ერთია ყოველთვის გვირილის ნარჩენი, და იმ დღეს ფურცლები ნიაღვარს დაუყვა, და ნეტავ გვირილებს საერთოდ რას ვერჩით... უშენოდ ცივია სულ ყველა ამინდი, დაცინვით თითებს რომ სულ ჩემკენ იშვერენ, უბრალოდ მიყვარხარ, უბრალოდ დამინდე, უბრალოდ მოდი და, უბრალოდ მიშველე. ამინდი დღეს ღრუბლებს ლაპარაკს გაუბამს, მზე ჩადის არ ცდება გრძნობების დარაბებს, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ წვიმაზე საუბარს, წვიმა კი გვისმენს და არ ამბობს არაფერს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:42 | Сообщение # 223 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ადამიანები იბადებიან ერთად ყოფნისთვის და ადამიანები იბადებიან მარტოდ ყოფნისთვის. თუმცა ისეთებიც არიან, ერთად ყოფნისთვის რომ დაიბადნენ და მარტო არიან. ასეთებს მე ღმერთებს ვეძახი, საკუთარი ოცნების ღმერთებს. რომლებიც ქმნიან მათ სიზმრებში ფერად სამოთხეს, ევას გარეშე, ან პირიქით. ჰო ასეც ხდება.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:44 | Сообщение # 224 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რომ წავიდე, წამომყვები? - მე ვერ გადმოვცურავ ზღვას. - ვერც მე, ასე კარგად არ ვიცი ცურვა. - აბა რას აპირებ. - გადავფრინდები!
Сообщение отредактировал nukria - სამ, 14.11.2017, 21:44 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:45 | Сообщение # 225 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| და ცამდე მართალს, ცამდე, ცამდე, ჰო, ცამდე დახრილს, ცამდე ამაყი მიმტკიცებდი ცამდე არაფერს, და მეც დაღლილი აღარ ვეძებ საშენო სამხილს, არამედ გეტყვი, სიყვარული ჩემი გფარავდეს...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:45 | Сообщение # 226 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ გავხარ არავის, არადა შენ ახლა, აკეთებ ყველაფერს წვიმაზე ბანალურს, მე მახსოვს უჯრაში გრძნობების შენახვა, მერე, რომ თვეები ვეძებდით დაკარგულს..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:46 | Сообщение # 227 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რომ ვთქვა, თავიდან ბოლომდე მიცნობს მეთქი, ასე არ არის. მაგრამ, ჩემი ის თვისებები, ჩვევები,მანერები, იცის ზეპირად რომ, სხვები არც კი ამჩნევენ ამას. წელიწადში შეიძლება ორჯერ შევხვდეთ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის ერთი და იგივეა, არასდროს არ იცვლება ჩემს მიმართ, თითქოს არც გასულა ამდენი დრო.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:46 | Сообщение # 228 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _ აუხსნელი და გაუგებარი... ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს შენამდე... დარჩნენ გაუბედავი... მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _ აუხსნელი და გაუგებარი... მე ხომ არ ვიცი, რომელი სიტყვა მოაქვს შენამდე ქარსა და ნიავს, სათქმელი უკვე ფიფქებით ითქვა და ახლა ღრუბლებს ცისაკენ მიაქვს... მე ხომ არ ვიცი, შენთვის ვინა ვარ, გიწერ ბარათებს, აღარ გიგზავნი, ჩემთვის, ლექსებში დაგაბინავე, ჩემი ცხოვრების არსიც, მიზანიც... შენ ხარ და მეტი რა უნდა გითხრა, მე შენი სუნთქვის ვრჩები ხიზანი. უკვე ბალახი მოედო სიტყვას, ისე ნაზი და გაუბედავი... რა ვქნა... მიყვარხარ სწორედ ასეთი _ აუხსნელი და გაუგებარი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:47 | Сообщение # 229 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ადრე თუ გვიან, უეჭველად მოენატრები. შეიძლება, ვერ გაგიხსენოს როგორი იყავი, მაგრამ, ის სითბო, რასაც აძლევდი, მაშინვე შეახსენებს თავს, როგორც კი, ღამით, სუსხიანი ქარი, მის ღიად დატოვილ ფერდებს მოჰკიდებს ხელს. აუცილებლად მოენატრები და შეიძლება, ხელახლაც დაგიძახოს. თუმცა, საშინელება ისაა, რომ ვერ დაბრუნდები. სულ რომ თავი გაიგიჟო, მაინც ვეღარ დაბრუნდები.. თუნდაც, იმიტომ რომ, ის სითბო, რომელიც მხოლოდ შენი იყო, სადღაც, მასსა და შენ შუა, გზაზე გდია და მას ვეღარასდროს დაეუფლები.. ასე რომ, ეს წესია.. - უეჭველად მოენატრები. უეჭველად მოგენატრება.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:47 | Сообщение # 230 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზებზე დადიხარ, და კიდეც ივლი. გრძნობ, დღიდან დღემდე შენ ნაწილს კარგავ. თვალებს ვხუჭავ და ხმადაბლა ვითვლი, ვიცი, სხვაგვარად, ვერასდროს გნახავ.
|
|
|
|