პოეზი
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:48 | Сообщение # 231 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა უკვე კარგად ხარ. როცა ხვდები რომ მის გარეშე შეძელი კარგად ყოფნა. მაშინ დაბრუნდება ხოლმე. ამ დაბრუნებით აგირევს ყველაფერს, გეტყვის რომ უნდა შენთან. გეტყვის რომ მოენატრე, პატიებას გთხოვს. გავა დრო! ისევ ხვდები რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ისევ გაგიმეტა ტყუილისთვის.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:50 | Сообщение # 232 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:51 | Сообщение # 233 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამინდი თუ ღრუბლებს სიყვარულს გაუბამს, მზე ჩავა გაცდება გრძნობების დარაბებს, შენ ისევ აგრძელებ წვიმაზე საუბარს, მე ისევ გისმენ და არ ვამბობ არაფერს. ვუცდიდით მაისს და მაისიც გვიცდიდა, წვიმდა და ვერცერთი ვერ ვგრძნობდით სისველეს, მე მახსოვს თვალებით შეთქმული ფიცი და, ჩურჩულით ნათქვამი: მიყვარხარ, მიშველე..! არ გავხარ არავის, არადა შენ ახლა, აკეთებ ყველაფერს წვიმაზე ბანალურს, მე მახსოვს უჯრაში გრძნობების შენახვა, მერე, რომ თვეები ვეძებდით დაკარგულს გრძნობას და ვპოვებდით ოთახის კუთხეში, იჯდა ან ეგდო და გვირილებს აცლიდა, ფურცლებს და გვირილებს ეგონათ უხეში, არადა თავს თვითონ უხეშად არ თვლიდა და მაინც პასუხი უყვარს თუ არ უყვარს, ერთია ყოველთვის გვირილის ნარჩენი, და იმ დღეს ფურცლები ნიაღვარს დაუყვა, და ნეტავ გვირილებს საერთოდ რას ვერჩით... უშენოდ ცივია სულ ყველა ამინდი, დაცინვით თითებს რომ სულ ჩემკენ იშვერენ, უბრალოდ მიყვარხარ, უბრალოდ დამინდე, უბრალოდ მოდი და, უბრალოდ მიშველე. ამინდი დღეს ღრუბლებს ლაპარაკს გაუბამს, მზე ჩადის არ ცდება გრძნობების დარაბებს, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ წვიმაზე საუბარს, წვიმა კი გვისმენს და არ ამბობს არაფერს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.11.2017, 21:51 | Сообщение # 234 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ადამიანები იბადებიან ერთად ყოფნისთვის და ადამიანები იბადებიან მარტოდ ყოფნისთვის. თუმცა ისეთებიც არიან, ერთად ყოფნისთვის რომ დაიბადნენ და მარტო არიან. ასეთებს მე ღმერთებს ვეძახი, საკუთარი ოცნების ღმერთებს. რომლებიც ქმნიან მათ სიზმრებში ფერად სამოთხეს, ევას გარეშე, ან პირიქით. ჰო ასეც ხდება.
|
|
|
|