ლექსები facebook -დან
|
|
nukria | Дата: პარ, 20.01.2017, 17:49 | Сообщение # 1051 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ის დღე დაიწყო მტრედისფერი ცით და ამინდით... ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა გემი ნაპირთან. იმ დილით პოეტს შენი გულის ნაწილს დაპირდი. და თურმე იმ დღეს პოეტს შენს თავს ღმერთი დაპირდა...
გაგრძელდა დილა საიმედოდ, რაც მთავარია, ტალღების ჯარი მოძრაობდა მწყობრად ქალაქთან... ყველა კეთილი მიზანსცენა ქარმა არია. და, უფლის ნებით ყველაფერი მისით დალაგდა.
მერე პოეტმა ცალი ხელი მოგხვია ალყად დაიძრა გემიც, შეუერთდა შორით კოჰორტას. შენც შეამჩნიე სანაპიროს ჰკოცნიდა ტალღა იდგა სურნელი სამაისო ვარდის კოკორთა...
იდგა სურნელი, იწვა ზეცა, ამინდი იჯდა... ზღვა-სივრცის მაჯა სანაპიროს ქარმა დასერა... შეგცივდა.. ხელი მიაფიცხე პოეტის ნიჭს და ტანზე მოიცვი ბედნიერი პოეტის მზერა...
ხმა იყო ლურჯი, ცა - ზღვისფერი, დრო ღია თეთრი.. დაბლა, ღრუბლებში სამი გემი მისდევდა ოც ნავს, ამაღლდით ცამდე, ალბათ ასე, ცა-მეტი მეტრით და მიაწერეთ პოეტური პირველი კოცნა...
იმ დღეს პოეტმა შენი თავი უფალს რომ სთხოვა, კარგად ვხედავდი ანგელოზი ედგა თავდებად... იწყება შენში უსასრულო გრძნობების თოვა... ლექსი კი პირველ კოცნასავით მალე თავდება!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.01.2017, 19:40 | Сообщение # 1052 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან... მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო.... გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა მეკითხება: - მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო? ენა დამე... დამეც დამე... დამე ბარე...და მე დამებარებინა ბარემ ბინა შენს გულში?! სიტყვა მიყვარ, მიყვა... მიყვააა....მიჰყვა, მიჰყვა რგოლი რგოლს და დაეხვია რგოლი ძელს.. დრო (რა მოსატანია და) ყველა, ყველა, ყველა ღიმილს ფრესკულს შლის... დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით "განისვენებს ღვთის ალქატი ვინმე გენრი დოლიძე" ჩემს საფლავზეც გაიხარებს სოხუმური კვიპაროსი თუ პალმა... გლოცავ გულით! _ რასაც ვამბობ, გულით ვამბობ _ თქვენ გაჩუმდით ტუჩებო! რას ვაბარებ? - მე მივყვები ჩემს მეგობარს, თუ მიმიღო უფალმა... რომ ზევიდან გადმოგხედო, დაგინახო, როგორა ხარ უჩემოდ!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.01.2017, 19:41 | Сообщение # 1053 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიქრების დასტები დამყვება ქუჩებში დარდები არასდროს მტოვებდა, არც ახლა დამტოვა, დღე იყო ისეთი უჩემო, რომ ყველა შეხებას თვალებით ვასახლებ.
მოვდივარ მოსკოვის პროსპექტზე მდუმარე, და თვალებს მაყოლებს იმედის ფრინვ-ელი, ხელების ცეცებით, ან ჩემი გუმანით, შენამდე მოვედი, ვიცი, რომ მიშვ-ელი.
დავხიე უეცრად ტკივილის ქვითარი, რადგანაც გიხუტებ გულების მისვლამდე, და ცრემლმორეული თვალებით გითხარი, მადლობა იმისთვის, რომ სითბო ვისწავლე.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.01.2017, 20:14 | Сообщение # 1054 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამეა... ელავს... ალბათ, წვიმდება. თბილ სამოსელშიც მცივა გახვეულს. მივათრევ სახლში, როგორც იქნება, ხეტიალისგან მოთენთილ სხეულს.
გამიშლის საწოლს და თან მსუბუქი საყვედურებით ამავსებს დედა. ხელები - ცივი, ტუჩები - მუქი, ამომიყვანეთ საყინულედან.
დავხუჭავ თვალებს, მგონია ვკვდები და ძილიც თითქოს არ მოდის განგებ. სახურავზე კი წვიმის წვეთები სამგლოვიაროს უკრავენ ჰანგებს:
„გსურს, შხამი შესვი, თუ გსურს, ილოთე; სხვისია ვერტერ, სხვისია ლოტე. გსურს, გერმანია შესძარ გოდებით, გსურს, მოთმინებით სახლში ელოდე: ისე მოკვდები, ისე მოკვდები, არ დაგამშვიდებს, არ მოვა ლოტე!”
ვიღაცა გულზე მიჭერს მარწუხებს, ჩემი ტკივილი არვის აწუხებს.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.01.2017, 21:12 | Сообщение # 1055 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ? თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები? გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში, როგორ მღერიან ბავშვები?
"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო? ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო... ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო? ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო... გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო? ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...
სული არ შეგეწამლება? გული არ დაგენაცრება? რა ქნან, სანამდე გიცადონ გაციებულმა ტაძრებმა?! გუმბათებს ჟამი დაბელავს, დროის ზავთი და ხინჯები, ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ, "ხორუმს" კლარჯელი ბიჭები. ჩემო ციხევ და ნათელო, ჭირიმე შენი გამჩენის! შიგნით რას მერჩი ქართველო, გარეთ გვყავს გადასარჩენი!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 07:27 | Сообщение # 1056 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულისყურით გემსახურე, მხოლოდ შენს ტაძარში ვწირე... ყურებამდე როცა გენდე, მაშინ მიმიყურისძირე. ვიგონებდი შენზე მითებს, მაგონებდნენ შენზე ძვირებს, როცა ყური დავიყრუე – მაშინ მიმიყურისძირე. აწი წლებმა გამცვითა და წამცხო წუთისოფლის წვირე! ...აწი ყური დამიგდე და გინდა – მიმიყურისძირე!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 07:27 | Сообщение # 1057 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მსურდა მყოლოდა ათი შვილი, ათი ვარსკვლავი, რომ ათი წყვილი დამენახა თვალები ნუკრის, ხუთი ვაჟი და ხუთიც ქალი მხრებზე ნაწნავით, ათჯერ გაყოფა შემძლებოდა ალალი ლუკმის. მსურდა მყოლოდა ხუთი ვაჟი, დევგმირი ხუთი, ერთურთზე მჯობნი ზედმიწევნით და უკეთესი, ბრგე ვაჟკაცები დაჭიმული ძარღვით და კუნთით, ხუთი დარაჯი მამულისა და ხუთი მწყემსი. ხუთი მინდოდა გამეზარდა ქართველი ქალი, ვიწრო ბეჭებზე მოფენილი ხშირ–ხშირი თმებით, თამარ დედოფლის სილამაზის სწორნი და მგვანნი, ანგელოზივით მოშრიალე ქართათა ფრთებით. ათი უზომო სიხარული და ათი შვილი, ათჯერ ტკივილით დაბადების წყურვილი მსურდა, ბევრი უძილო ღამეები და ათი ჩვილი, მერე ო, ღმერთო, მოსულიყო სიკვდილი თუნდა. შემომდგარიყო კარის ზღურბლზე, თამამად ეთქვა, აქ უნდა შეწყდეს შენი ვალი, დამთავრდა, მორჩი, შენ საქართველოს გაუხშირე პულსი და ფეთქვა, და ათ სიცოცხლედ დაუტოვე, კვირტები ნორჩი. ვაგლახ ოცნებავ, არ დაუდგა შენს ქუჩას დარი, ჩათქმულ ნატვრაზე ბოროტების გამოგკრეს ცელი, მე მსურდა, ხუთი მყოლებოდა ლამაზი ქალი, ხუთიც ვაჟკაცი, საქართველოს ერთგული მცველი. /ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 07:27 | Сообщение # 1058 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმის ღრუბელი (ცა რომ არია) ჩემს ხასიათს ჰგავს, საოცარია... მეც ასეთი ვარ, დინჯი და ბნელი, შეკვრა ადვილი, გაფანტვა ძნელი. ცხოვრება ჩემი შორს მიმაქანებს, არ ვიცი საით - მივენდე ქარებს. დავდივარ ჩემთვის და ნათელს ვფარავ, ადამიანებს სიმშვიდეს ვპარავ. როცა მხედავენ, ხურავენ ფანჯრებს, ჩემზე ამბობენ: სუფთა წყალს ამღვრევს. კეცავენ კარვებს, გარბიან სახლში, იღგზნება დედა, განიცდის ბავშვი. ელიან ქუხილს, ელიან ჭექას, ქათამი ბორგავს, კვერცხს ვეღარ ჩეკავს... წვიმის ღრუბელი (ცა რომ არია) ჩემს ხასითს ჰგავს, საოცარია! ნუ გზარავთ ჩემი შავი აფრები, ცრემლად ვიწვიმებ და სულ გავქრები...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 07:28 | Сообщение # 1059 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გენაცვალოთ მამა (ფილმიდან "ჯარისკაცის მამა") *** "ქართველი ხარ ბიჭო?" _ დაჭრილი ხარ განა? გაახილე თვალი, არ ჩასულა ეს მზე, შენხელა მყავს ვაჟი, გენაცვალოს მამა, ადე, ამბავს გეტყვი საქართველოს მთებზე. ქართველი ხარ ვიცი, მხრები მეცნო შენი, აღნაგობას თქვენსას ვინ მასწავლის ვინა, შენს ტკივილებს ახლა, თუ გრძნობს დედაშენი, ცრემლიანი თვალით რომ მოგელის შინა. აქ, არ არის შენი სამშობლო და მიწა, წამო შვილო ადექ, შეგიყენო მხრები, ის აკვანი შენი სადაც გადაირწა, წამო გენაცვალე იქ გაშალე ფრთები. შენი მტრის სისხლს დავლევ, დაუჭრიხარ სამგან, ქართველს მკვდარსაც იცნობ დაბერილი მყესით, აბა, ასეთ ოხვრას სად გაიგებ სხვაგან, ქართველები ომშიც სხვანაირად ვკვნესით. შემომხედე მოხუცს, შვილს დავეძებ მეცა, მხცოვანს ნუთუ ახლა მიმატოვებ განა, ერთი შვილის დარდი ასად გადამეცვა, სად ამოგდით სული, გენაცვალოთ მამა. იქნებ ახლა დედის იავ-ნანის ხმაზე, გებინდება ფიქრი და ბავშვობას ერთვის, მიუყვები ბილიკს წინაპართა კვალზე, სად გმირები მიჰყავს საუფლოში ღმერთის. მომისმინე შვილო, ჩუმად გეტყვი ამას, ქართველობა მუდამ ვამაყობდით რწმენით, დედას ვინ აჯობებს, თუმცა იავნანას, თუ დაგვჭირდა ბიჭო, მამებიც კი ვმღერით. პ.ს. გმირთა სხეულებზე ღამე დაწვა მკაცრი, ისტორიის ფურცელს შლიდა ომის ხანა, დაჭრილ მკერდზე ჩუმად ქვითინებდა კაცი, "ქართველი ხარ ბიჭო?" _ გენაცვალოს მამა. /ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.02.2017, 07:28 | Сообщение # 1060 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა მომბეზრდა სუსხი თებერვლის და ყორნის ფრთების ბნელი სავსავი, ვინატრე სიტყვა მშვიდი, ბებერი და მოწყენილი საყდრის ქვასავით. გამოვექეცი ზამთარს ნავსიანს, ისევ ფიქრებით, არა მისნობით, შემომყურებდა ხმელი ხავსიდან - უცვლელი თვალი მარადისობის. რად ამიხილე თვალი, უფალო, რად დამანახე ლურჯი სივრცენი, დავდივარ ჩემთვის და ხალხს ვუმალავ, რაც გავიგონე და შევიგრძენი. დღეს თებერვალმაც ვერ შემაკავა, იქიდან მოვალ, მომიხარია,. თქვენ გეჩვენებათ, რომ მე აქა ვარ, მე სხვაგან ვცხოვრობ დიდი ხანია... 1992
|
|
|
|