ლექსები facebook -დან - Page 107 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 107 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 105
  • 106
  • 107
ლექსები facebook -დან
nukriaДата: პარ, 10.02.2017, 07:30 | Сообщение # 1061
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდემდე უნდა ვიმართლოთ თავი,
ვისთან, ან რა გვაქვს დანაშაული,
რით ვერ გაირკვა თეთრი და შავი,
ვისთან გამტყუნდა ჩვენი მამული?!

ვის მივუვარდით, ვისი რა გვმართებს,
ვის მივაყენეთ ამდენი წყენა?
ან იქნებ ვინმეს სამშობლოს ვართმევთ,
ან იქნებ ვინმეს ვუკრძალავთ ენას?!

იქნებ დევნილი არ შევიფარეთ,
ან თვითონ გავხდით სხვათა მდგმურები,
სიყვარულისთვის არ შევიყვარეთ,
ვართ გულბოროტი უმადურები?!

იქნებ არა ვართ სტუმართმოყვარე,
ან ძმობის პური ჩვენ არ ვაკურთხეთ,
ან ისტორია ვინმეს მოვპარეთ,
ან სხვისი მიწა მივისაკუთრეთ?!

ან იქნებ კარი გამოვიკეტეთ,
სხვისი არჩივი გავინაწილეთ...
რად ვერ ხედავენ ამ ჩვენს სიკეთეს,
რატომ გვებრძვიან რისთვის გაგვწირეს?!

მშობელო ხალხო, რომ გვაქვს ნათელი
მხარე, ოქროს ცვრით გადანამული,
რომ ვართ ამაყნი და ვართ ქართველნი, -
ეს არის ჩვენი დანაშაული?!

არ გაპატიეს, რაც გითესია
 
nukriaДата: პარ, 10.02.2017, 07:30 | Сообщение # 1062
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
’’მზემ ღრუბლის მძიმე ფარდა გახია,
აქაც ლამაზი მთა და მდელოა.
სადაც ქართველი კაცი მარხია, -
ყველგან პატარა საქართველოა“.

ნოდარ გურეშიძე
 
nukriaДата: პარ, 10.02.2017, 07:31 | Сообщение # 1063
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ უშენობით მოვიწყინე,
მერე თეთრ ღამეებს მოვემატე.
აღარ ვიკამათოთ... მომისმინე...
უკვე უსაშველოდ მომენატრე.
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი.
წავა სიყვარული, აღარ მოვა,
მერე სინანული ვერ გვიშველის.
ჰოდა, სიყვარულსაც უნდა შველა,
ჰოდა, მეც ყოველდღე გინახულებ.
შენ არ მოიწყინო ჩემო ყველავ,
შენთვის ზამთარშიც კი ვიზაფხულებ.
/დათო ახლოური/
 
nukriaДата: პარ, 10.02.2017, 07:31 | Сообщение # 1064
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინ უშენობით მოვიწყინე,
მერე თეთრ ღამეებს მოვემატე.
აღარ ვიკამათოთ... მომისმინე...
უკვე უსაშველოდ მომენატრე.
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი.
წავა სიყვარული, აღარ მოვა,
მერე სინანული ვერ გვიშველის.
ჰოდა, სიყვარულსაც უნდა შველა,
ჰოდა, მეც ყოველდღე გინახულებ.
შენ არ მოიწყინო ჩემო ყველავ,
შენთვის ზამთარშიც კი ვიზაფხულებ.
/დათო ახლოური/
 
nukriaДата: პარ, 10.02.2017, 07:32 | Сообщение # 1065
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავიღალეთ უგულობით
დავიღალეთ მსჯელობით
დავიღალეთ უფულობით
გინდაც დაუსჯელობით
დავიღალეთ პოლიტიკით
დავიღალეთ კამათით
დავიღალეთ პოლემიკით
იმათით და ამათით
და ვეღარსად დავიმალეთ
თავს ცუდად ვგრძნობთ ამისგან
ჩვენ მე მგონი დავიღალეთ
საკუთარი თავისგან
*
თუმც ხალხი ირგვლივ დატანჯულია
ყოველ ნაბიჯით ჩვენით შემდეგით
რაც შევინახოთ უნდა რჯულია
სანამ ბოლომდე გადავშენდებით
თორემ დავკარგეთ თუკი ღირსება
უკვე დრო არის ყველას გვახსოვდეს
რომ არაფერი არ გვეღირსება
კავკასიაში აღარასოდეს *
იწყებ ელემენტარულით
გიწევს ცენტრის მოსაზღვრება
ენერგიით მენტალურით
რომ წარმოშვა მოსაზრება
ღამით სავსე მთვარობისას
შუქს რომ აზრი ეკვეთება
ფრაზის განვითარებისას
ლექსი გამოგეკვეთება
*
ამ სამყაროში ჩვენ ვართ მსხვერპლები
მავალნი ორმოს ამოთხრისაკენ
და დავფარფატებთ როგორც პეპლები
ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ
*
ჩვენი სისტემა მზისა რაკია
სივრცეთა გამასაოცრებელი
ჩვენი წმინდანიც ისააკია
მისი კანონთა დამფუძნებელი
და ხვდაებრივი მისი ადეფტი
ვისაც ამისთვის მართლა ეცალა
ეინშტეინი გაჩნდა ალბერტი
და ეს სისტემა სრულად შეცვალა
*
მოუწევლად რადგან ვკვდები
პირობა ჩემ თავთან დავდე
რომ არავარ გადამგდები
პლანის წევის სიკვდილამდე
ყოფა ვძლიო რომ წყეული
და სიბერე დავიკიდო
მინდა მოვკვდე მოწეული
და კაეფში დავიბრიდო
*
სიდებს ყვარებიხარ
*
დავიხსომოთ კარგად ესო
რის კიტრი და პომიდორი
მხოლოდ პლანი უნდა თესო
Indoori da outdoori
*
თუ მოხვდები სატირალში
სადაც არის ხმაურიო
შეეცადე სატივაში
ინდიკები აურიო
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 13:38 | Сообщение # 1066
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მეგონა ჩემი სულის აპრილს,
თუკი ვინმე შემიცვლიდა ახლა,
გმირებიც, თუ ცოცხლდებოდნენ ზღაპრის,
დრომ,
რომლებიც გულში ჩაასახლა.

მხრებზე მაწვა უმზეობა ტვირთად,
მარტო აპრილს თუ ვანდობდი ბწკარებს,
უფრო მეტის არსებობა მითად,
მიმაჩნდა და
ვუხურავდი კარებს.

ზამთრის ცივი ღამეების მერე,
გაზაფხულის სითბოს ვინ არ ნატრობს,
შენ კი, ვხედავ უკვე დამაჯერე,
სინამდვილე,
ოცნებების ავტორს.

ბაგეს შერჩა ალუბლების გემო,
თუმცა მახსოვს სულში სევდის მღვიმე,
არ მეგონა, არ მეგონა ჩემო,
აპრილს თუკი შემიცვლიდა ვინმე.

==
თუკი გიყვარდი!!!
თუკი გიყვარდი,შენი სიჩუმით ,
რატომ იმსხვერპლე ჩემი ზმანება,
თუკი გიყვარდი რატომ არ გაქცა,
მართლა უძირო შენმა თვალებმა.
თუკი გიყვარდი ,მაისის ქარში,
რატომ არჩიე სხვასთან დარჩენა,
რად არ მოხვედი იებით ხელში,
არ მომილოცე ერთხელ გაჩენა!
თუკი გიყვარდი, ნაგვიანები,
აღარ მჭირდება :სევდა ,ტკივილი..
თუკი გიყვარდი რად დამიმალე
,შენი დარდი და შენი ღიმილი.
მთელი ცხოვრება შენს გზას გავცქერი,
შენ, შენი გზით და ბილიკით დახვალ
შენ ბედნიერი ,მე -სევდიანი,
მე სევდიანი- დავდივარ ახლა.
ვერ დავიჯერე ვერავის სიტყვა,
ვერ დავიჯერე სხვისი ღიმილი.
როს ამქვეყნიდან მომიწევს წასვლა,
ჩემთან ამოდი მხოლოდ გვირილით.
გამხმარ გვირილის ერთი ფოთოლი,
ჩემს გამშრალ საფლავს დაუდე ხარკად!
გამოისყიდის შენს უგულობას..
შენ კი გაგყვები,ტკივილად.. დარდად.
მერე დრო ყველას ერთნაირს გაგხვდის,
დროში გაქრება ყველა ტკივილად,
შენ ჩემს საფლავზე ნაგვიანები,
ნაგვიანები დარგე--გვირილა..
=====
 მოვწყდი შენს თვალს
და შენსკენ გზას ვეღარ ვპოულობ...

ეს დღეც შენია,
და დროდადრო როცა გიხსენებ,
გივიწყებ კიდეც.

ჩნდება შიში და თვალს ვხუჭავ,
უფრო უკეთ რომ დაგინახო
და უნებლიე ბგერა ვიპოვო,
დაკარგულ წუთზე რომ მიმაბა და მიმატოვა.

ეს დღეც შენია,
როგორც ყველა, რაც კი ყოფილა
და ყოველ წუთში შენ იბადები.
მართმევ ყველაფერს, რაც მიბოძე
და მიტოვებ უმიზეზო გამჭვირვალობას.

ისე ვღრმავდები, ფსკერს ვერ ვხედავ,
როცა სული შენით სავსეა,
ვგრძნობ ჩემს ღამეში
შენმა მზერამ გაიდგა ფესვი,
დროებით მჩუქნი წასართმევ სივრცეს,
დახურულ გულს კი ისე გამოხსნი,
რომ გულის ნაცვლად სამყარო მიცემს.

==
სოჰრაბ სეფეჰრი
ბუდა
ყველა კარიბჭე ღია იყო... მხოლოდ იმ წუთას...
არა - ფოთოლი,
არა- ტოტი,
არყოფნის ბაღი მოჩანდა მრუდად.
ადგილის ჩიტნი მდუმარედ ისხდნენ...
ესეც მდუმარედ,
ისიც მდუმარედ...
მდუმარებას აედგა ენა...
ხოლო ის სივრცე რაღა იყო?
- ბინდბუნდის ჩენა!
ხმის ხატი იყო ფერმიმკრთალი,
ძახილის ხატიც ფერმიმკრთალი... ნუთუ ფარდა გადაეკეცათ...
წასული ვიყავ მეც
და ისიც იყო წასული..
ჩვენ გამხდარიყო უჩვენოდ ქმნილი,
ჩვენი წრიდან გასული...
მშვენიერება მარტო იყო...
და წამი - მუდამ...
ყველა მდინარე ზღვად ქმნილიყო,
არსება - ბუდად!

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ლობჟანიძემ

ვინ რა იცის,ვინ რა სევდას დაატარებს.
სად მთავრდება მირაჟი და რეალობა.
გაბზარულ გულს რას უშველის წვეთი სითბო.
მზის ფერს ,როცა მუქი ფერი ეჭარბება.
დალასლასებს ,გადაღლილი სული ასე.
გასაფრენად ,ვეღარ შველის ფრთები მჭრელი.
ზოგჯერ , თუ გულს გრძნობა ისევ ეტანება.
ვეღარც სიტყვა მიპოვია-- შესაფერი.

გშორდები...
ღმერთიც ვერაფრით მიხსნის,
მე ახლა მრუმე ნისლებში ვწევარ...
ასე
აღებულს ჟინით და სისხლით
მთასვლელი ტოვებს სანუკვარ მწვერვალს.

გშორდები...
ზარებს დაწყვიტავს მნათე,
და ლოცვა ძილში ჩამყვება შვებად...
ასე
ტოვებენ საფლავზე სანთელს,
როდესაც გული საფლავში რჩებათ...

გშორდები...
მიმაქვს ტკივილი ცალფა,
ვნებდები გამჩენს და თვალებს ვხუჭავ...
ასე
ტოვებენ სამშობლოს ალბათ,
და მიწა მიაქვთ, ორიოდ მუჭა...

 სულ ერთი დღეც და გაზაფხული გაიაპრილებს,
ჩამოიტოვებს უკან მარტის დღეებს, შლეგიანს,
გადიდგულდება, გადაიშლის მწვანე ნაპირებს,
ფერად ყვავილთა ნიაღვრები ამოსკდებიან.

ალბათ დრო არის... ალბათ მალე გამოიდარებს,
ატმის ხეები სიხარულით გაიკვირტება,
გულო, ერთხელაც გაუძელი ქარიან ღამეს,
ხვალ წავა მარტი და მოიყვანს აპრილს ტიტებად.

/ნინო ალადაშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 05.04.2017, 01:07 | Сообщение # 1067
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცოდე,
შენსკენ
ერთი გზა რომ მაქვს ,
( თუმც ლეთას მიაქვს
იმედის ნავი )...
და ჩემი თავის
ჩემგანვე პოვნას
შენგან
დაკარგვა სჭირდება თავის!..

ისიც იცოდე,
შემპარავ რჩევით,
შენ –
სიამაყის ვარდი რომ გთენთავს,
თუ არ დავკარგე
მე თავი ჩემი,
შენ ვერასოდეს იპოვი შენ თავს...
 
nukriaДата: შაბ, 29.04.2017, 04:33 | Сообщение # 1068
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაღალ–ფარდოვანს არა ვცნობ სიტყვას,
ბრჭყვიალა ნივთებს კაპიკად არ ვთვლი,
უბრალო იყო რაც დღემდე მითქვამს,
უფრო უბრალო, ისიც, რაც არ ვთქვი.

არ ვიშველიებ სხვის ნათქვამ ფრაზებს,
ვაღმერთებ სიტყვას უბრალოდ მართალს,
თითს არ ვაყოლებ გავლებულ ხაზებს,
არ ვიმეორებ, ვიღაცის ნათქვამს.

არც დიადემა არ მომიხდება,
ერთი გვირილა დამატყობს ღიმილს,
ხშირად ნატვრებიც თუ არ მიხდება,
უბრალო ლექსით ვიყუჩებ ტკივილს.

ოქრო და ვერცხლი სათქმელად არ ღის,
მდიდარს ვარამი სხვაგვარიც ახლავს,
გაასვენებენ დოვლათით დაღლილს
და სასუფეველს ვერასდროს ნახავს.

ძვირფასი თვლებით რად მინდა კაბა,
როცა უბრალო ემოსა უფალს...
მე კი ცოდვილმა, რაღა ვთქვა აბა,
იმაზე მეტი, რაც არვის უთქვამს.

თვალისმომჭრელი მიყვარს სინათლე,
სინათლე მხოლოდ სანთლების ცეცხლის,
უბრალო სიტყვით თქმული სიმართლე,
ხმა საკუთარი, სხვა რომ ვერ შესცვლის.

რამდენჯერ მიწას მოვსწყვიტე მზერა,
დავეცი და ჩემს თავზე ვბრაზდები,
არ მინდა ლექსის ამაყად წერა,
არც მოფენილი ფიანდაზები.

ფიქრშიც კი, როცა გავივლე ავი,
ვინანე, ესეც ცოდვად გამყვება,
ზეაწეული რად მინდა თავი,
როცა უფალი გვერდით დამყვება.

მართალი მზერით მინდა ვიარო,
ერთი გვირილა თმებში მშვენოდეს,
უფალო, ჩემში შენ იხმიანო
და ამ უბრალო სიტყვის გჯეროდეს.
 
nukriaДата: შაბ, 29.04.2017, 04:35 | Сообщение # 1069
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწერ და ვშლი ჩემი ცხოვრების წამებს,
(ხომ უნდა თესო, ვინმე რომ მკიდეს)
ისეთ ლექსს მაინც დავწერდე რამეს,
რომ ერთ წაკითხვად ნამდვილად ღირდეს.

მოხვედი, იყავ, სად წახვალ მერე,
უწყის არავინ, იმ ერთის გარდა,
თუ ცარიელი ლექსები წერე
და ყოფნა შენი არყოფნას ჰგავდა.

ვწერ და ვშლი...
რაღა მემახსოვრება,
ვერ დავკრეფ ნაყოფს, ხე თუ არ დავრგე
და ამ ჭიდილში გადის ცხოვრება,
ისე, რომ ქვეყნად ვერავის ვარგე.

ხმა რომ ნატვრისთვის დამაწევინა,
ფრთები მსურს, ფრთები, ლაღად გავშალო,
ისეთი ლექსი დამაწერინა,
დამენანოს და ვეღარ წავშალო.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 29.04.2017, 04:39 | Сообщение # 1070
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელისგულებზე გასავლელს ვითვლი,
ნეტავ სადამდე გრძელდება ჯვარცმა?!
მანამდე, ვიდრე რაღაცას იტყვი,
რამდენი უნდა იფიქროს კაცმა.

იხლართებიან ბედის ხაზები,
წარსულს ხსოვნაზე დავუწყე აცმა,
მანამდე ვინმეს გაუბრაზდები,
რამდენი უნდა აწონო კაცმა.

მუზები სათქმელს ხაზებში არწევს
და საოცარი სინათლე მოსავს,
ვიდრე ლექსებად რაიმეს დაწერს,
რამდენი ფიქრი სჭირდება მგოსანს.

გულზე რომ სითბოდ გადაგიაროს,
არ დაებინდოს სავალი ხედვას,
შვილმა რომ სწორი გზებით იაროს,
რამდენი ლოცვა სჭირდება დედას.

ფულსა და ვერცხლზე რომ არ გასცვალოს,
არად რომ დევდეს ღამეებს ნათევს,
სამშობლოს გული რომ ანაცვალოს,
რამხელა რწმენა სჭირდება ქართველს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
  • გვერდი 107 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 105
  • 106
  • 107
ძებნა:

მოგესალმები Гость