გიო საჯაია
|
|
nukria | Дата: შაბ, 12.04.2014, 02:23 | Сообщение # 121 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| (რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...) ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს გზაც, მათ შორის. ასეთი თოვაც ნანახი გაქვს - იცი, არ დადებს - და უკვე თითქმის არაფერი აღარ გაშორებს აღთქმულ მიწას და მით უმეტეს აღარ გადარდებს, რომ გამოსავლის შესავლიდან ისე გაზარდე ბოლოსიტყვამდე უდაბნო, რომ ახლაც შესასვლელს ეძებ ვენაში, ქანაანში, როლში, აზარტში, რეაქციაში, სამოთხეში, ხანში, ვერსალში. ქუჩაში, თოვლში, მიაბიჯებ, როგორც მამონტი, გადაშენების პირას მყოფი, პირში იგუბებ თებერვლის სუსხს და თვალს ადევნებ, როგორ ამოდის ცაზე და ყელში, ერთნაირად, მთვარე დიდუბის, მთვარე მთაწმინდის, მთვარე ვერის, მთვარე მასივის, მთვარე ლოტკინის, მთვარე გლდანის, თანაც ჯერ ასე, თანაც არასდროს, თანაც ნაზი, თანაც ასევე: ზამბახი, მტკვარი და მეტეხის თეთრი ტერასა - ეს ყველაფერი უკვე იყო.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 12:19 | Сообщение # 122 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სონეტი № 14 (შალვა ოგბაიძეს) მიამბე რამე, შენებური, ამ მთის და იმ მთის. ჩემი რა გითხრა? ვაკე-ვაკე ვეთრევი, მთა-მთა; ვედები ტყე-ღრეს, ღობე-ყორეს და ასე მიდის ცხოვრება. ზოგჯერ მართალიც ვარ საკუთარ თავთან. მითხარი რამე, სასიკეთო, იმ მთის და ამ მთის. მე ვერას გეტყვი - არაფერი ჩვენში არ ყრია, და ჩვეულებრივ, მიხაკების სურნელი ასდის სიცოცხლეს ბოლოს, ხოლო მერე, წყალში ჩაყრიან ჩვენი კეთლისმსურველები ამაო შრომას, ჩვენსას და სულში მიგვაყრიან სამშობლოს ნარჩენს და ცრემლის ნაცვლად, იქაც გესლით დაგვასველებენ. გახსოვს სასახლე, ხელთათმანი და გაზელები? - მე შემიძლია, შევუცვალო ფინალი რომანს, მაგრამ ჯანდაბას, როგოც არის, ასევე დარჩეს...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 22.04.2014, 02:54 | Сообщение # 123 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო - შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია. შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია. რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა, რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?! ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა, რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?! ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?! ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში. რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია უნაზეს გრძნობებით სასტიკი თამაში. დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ! მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო, (ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე) უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო! ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე, თუ ვერა რეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი - მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე, ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი. მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა. აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში, ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში. ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან - სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები) ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები... და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან, ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე, მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე და ასე ვიაროთ აბანოებამდე. მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო - შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია. შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა, ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია. შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება, წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ, მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 22.04.2014, 02:59 | Сообщение # 124 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სახუმარო ექსპრომტი ეს ლექსი კუთხეში, ის ლექსი უბეში, ეს აქეთ კიდეში, ის შარვლის ჯიბეში. ეს ლექსი დაცემა, პასუხის გაცემა... ეს მზეთა თაროზე, ის ჩალის კალოზე. ეს ძალზედ დაბალი, კაპიკის სადარი, ესაა ძლიერი, მოკლე და ხნიერი, ეს ლექსი ამაყი, ოქრო და ვარაყი, ეს ლექსი ზარებთან, ის ტაძრის კარებთან. ეს ძალზე მშრალია, სუსტი და მკრთალია. ეს ლექსი გრაცია, რითმები აცვია, ეს ლექსი თეთრია, სიტყვა ხომ ღმერთია! ეს ლექსი ზღაპარი, მეფეთა სადარი, ეს ლექსი ცის არი, ტყვია და ისარი. ზოგი მზის სხივია, ასხმული მძივია, ეს ლექსი ფრთიანობს, სიტყვებით მზიანობს, ეს ლექსი დიდია, თაობის ხიდია. პ.ს. ვინ სიტყვას არ აშრობს, ვინ მიეთ–მოეთობს, ჩემსავით თამაშობს. უბრალოდ პოეტობს. /ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 23.04.2014, 13:12 | Сообщение # 125 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაშვრა, როგორც იქნა, ღამე ბარბაროსი. მთვარე ჩაიძირა ნისლის მდინარეში. ჰკივის ჭოტი, როგორც მოლა მინარეთში - ალბათ პულსაციას თუ გრძნობს სამყაროსი... თენდება. და ახლა, მთელ ამ ცისკარეთში, მე ვარ ერთადერთი, როკვით და ციმ-ციმით, ნახევარ სიცოცხლის ვინც არის მიმცემი ფინჯან ყავასა და ერთ ღერ სიგარეტში.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.05.2014, 01:53 | Сообщение # 126 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღე ღამეში გავცვალე სამუდამოდ - ბარტერში. მზე შინა და... რა ვქნა, თუ მთვარე მხიბლავს მეტადრე! გამიტენეთ ეგ თქვენი მდუმარება ვალტერში, თქვენ იცოცხლეთ ათას წელს! მინდა მოვკვდე მე ადრე... გამიზეთეთ მჭიდი და ტყვია პირში მიეცით! თუ ხალხი ხარ, მიდით და... რომ არავინ გაიგოს, აუწიეთ სამყაროს ხმა, სულ ოდნავ - დიეზით, სხეულს მიწას ვუბარებ! სული - ქარმა წაიღოს! ვეჭიდავე ცხოვრებას, ჩობჯენში და პარტერში, - მახსოვს, მეუბნებოდნენ, სიგიჟემდე მიხვალო... გამიტენეთ ეგ თქვენი მყუდროება ვალტერში, მინდა მოვკვდე მე ადრე...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.05.2014, 01:00 | Сообщение # 127 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტივი ლექსი /გიო საჯაიას და ყველა ძმა-პოეტს/ „ვერა, ვერ ამოხვალ შენ ჩვენი ვალიდან ღმერთო... და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში!“ /საჯაია/ „მრცხვენია მე – რომ მჯეროდა ღმერთის! ძნელია – დღეს რომ ღმერთის არ მჯერა!“ /ესენინი/ . ვიღაც იფიქრებს – მე ვინ ვაგდივარ ბედისწერის რომ მსურს გადაწერა... ამიტომ გეტყვი ისე მარტივად, როგორც გეტყოდა გარშემო ყველა: ............................... ძმა, ეს ცხოვრება ყელზე ბანტია! და მოჭერილი ყრონტთან ჰალსტუხი... ჯერ არაფერი არ მინატრია ისე, როგორაც მართლა მაწუხებს! . ძმა, თუ ამქვეყნად ყოფნა ფუჭია - სიცოცხლე მექცა მე მავნე ჩვევად... მაშინ ვინ უნდა რამე მირჩიოს, უფალიც იქით კითხულობს რჩევას! . ძმა, მე ზეციდან ვიღაც დამყურებს! და ჩემს სიზმრებსაც ჩემში ნახულობს... მე ჯერ ვერაფრით ვერ გავახურე ისე, როგორაც მინდა ვახურო! . ძმა, შენ ხომ იცი სად მახატია ის ყველაფერი, რაც ხიბლავს ყველას... ჯერ ვერაფერი დამიხატია მე რომ მინდოდა ზუსტად იმ ფერად! . ძმა, შენ იფიქრებ – ამას მოსცლია! ჩემთვის კი ღმერთსაც არა აქვს მოცლა... ჯერ არავისთვის არ მიკოცნია ისე, როგორაც მინდოდა კოცნა! . ძმა, მგონი ღმერთიც კაი გიჟია – სუყველა ცოდვას ერთად ამოწმებს... თუ სიყვარული მხოლოდ შიშია მაშინ მეც მხოლოდ სიკვდილს ვაკოცებ! . ძმა, არსებობა ბილწი ჭორია! სამყაროს ბოროტ ენებად მოსდეს... ჯერ მე ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, როგორაც მინდა რომ მოვკვდე! . ძმა, გეფიცები – გული არ მტკივა და ღმერთის გარდა ყველასი მჯერა... მჯერა მოვკვდები ისე მარტივად როგორც მოკვდება გარშემო ყველა! . ძმა, სამოთხეში შესვლა შარია! ჩემთვის ხომ ღმერთიც არ არის წმინდა... ჯერ მე ვერავინ ვერ გადამრია ისე, როგორაც გავგიჟდე მინდა! . ძმა, ეს ცხოვრება არითმიაა და დაჭერილი თითებით მაჯა... თუკი სამოთხის კარი ღიაა იქ ყველა თავის ახლობელს ქაჩავს! . ძმა, ღმერთი ცაში ყურით წამათრევს! იქ ჯოჯოხეთის ჩამოვხევ აბრებს... უკვე ვერასდროს ვეღარ გავაფრენ ისე, როგორაც ვაფრენდი ადრე! . და მართალია – მე ვინ ვაგდივარ ბედისწერის რომ მსურს გადაწერა... ამიტომ ვიტყვი ისე მარტივად როგორც იტყოდა გარშემო ყველა: ....................... რომ ეს ცხოვრება ყელზე ბანტია! და მოჭერილი ყრონტთან ჰალსტუხი...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 26.05.2014, 13:43 | Сообщение # 128 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო - შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია. შენ ახლა სულ სხვა ხარ… ის, ჩემი თილისმა, შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია. რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა, რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?! ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა, რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?! ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?! ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში. რა დროს სიყვარული… ახლა მოდაშია უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში. დღეს ბარბარობაა… პაემანს გინიშნავ! მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო, (ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე) უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო! ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე, თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი - მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე, ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი. მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა. აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში, ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში. ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან - სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები) ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან და გეტყვი: – ხანდახან როგორ მენატრები… და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან, ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე, მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე და ასე ვიაროთ აბანოებამდე. მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო - შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია. შენ ახლა სულ სხვა ხარ… ის, ჩემი თილისმა, ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია. შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება, წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ, მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 01.06.2014, 16:32 | Сообщение # 129 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გვირაბს გამოვცდით, - შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, - შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს. მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო. მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას. გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი. ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი. შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო. მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს. მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა. " უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! " ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის... შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ. მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ. მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.06.2014, 22:26 | Сообщение # 130 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია, სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.
წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ, სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).
წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა. სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სამარიდან.
წვიმს. მკვლელობათა მაგონდება მთელი სერია... ისევ ისროლეს! - ექოზე ვცნობ, მაუზერია.
|
|
|
|