გიო საჯაია
|
|
nukria | Дата: კვ, 12.04.2015, 14:05 | Сообщение # 141 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გიორგი საჯაია-"მორფი" >> მოდი, გავექცეთ როგორმე ცხოვრებისეულ კორიდებს! მოდი, გავფრინდეთ ზღაპარებში - გავცდეთ ცებს, გავცდეთ ორბიტებს... გადავაქარდეთ ლივლივით იფნებს, არყებს და კოპიტებს... განახებ, ელფებს განახებ, გნომებს განახებ, ხობიტებს... გადაამტვრიე თავები მორფინის ჰიდროქლორიდებს და მოდი, მოდი, გავფრინდეთ - გავცდეთ ცებს, გავცდეთ ორბიტებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.09.2016, 21:02 | Сообщение # 142 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გვირაბს გამოვცდით, - შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, - შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს. მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო. მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.
გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი. ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი. შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო. მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს. მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა.
" უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! " ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის... შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ. მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ. მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.09.2016, 23:24 | Сообщение # 143 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე თქვენ მიყვარხართ. ეს აღსარება მაქვს თვრამეტი წლის გადანახული! მე ბინდს ვეკუთვნი, თქვენ-ბრწყინვალებას, მე ზამთარი ვარ, თქვენ-გაზაფხული.
ჩემს საფეთქლებზე, ვით სამარეზე, აყვავდა თეთრი იასამანი და ჩრდილი მისი, მალე, თვალებზე დამეფინება, როგორც საბანი.
გაფერმკრთალდება მზე ძვირფას დღეთა. მწუხრის წვიმები დამასველებენ... აჰა, გორაზე, მე უკვე ვხედავ ჩემს უკანასკნელ განსასვენებელს.
მაგრამ, თუ თქვენი ნაზი ამბორი გამაცილებდა სევდით გალეშილს, ბედნიერებას ნაზიარები ჩავაბიჯებდი ცივ სამარეში!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.09.2016, 23:29 | Сообщение # 144 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მხატვარი ვარ და თითო მოსმით ძალმიძს რომ შევქმნა სახეთა ჯარი, მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდები, მათ ყველას ერთად წარიღებს ქარი. ათასი სახე შევქმენი სრული, ვნებით აღვანთე, შთავბერე სული, მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი. მერიქიფე ხარ, მთვრალი და ლაღი, თუ ჩემი ტრობის გულს გიწვავს დაღი, ან იქნებ ის ხარ, ვინც დამინგრია ქვითკირნაგები სასახლე მყარი. თვით ჩემი სული, ვით ვთქვა ენითა, დაიღვარა და შენ შეგენივთა, ჩემს სულს შენ მიეც შენებრი ფშვინვა ალერსით ასე მიტომ ვარ მკვდარი. შენს ფერხთ ვარდნილი ამ სისხლის წვეთი ღაღადებს: ქვეყნად რაღა მსურს მეტი, მე შენი ტრფობის ფერი დამედო და შენი ვნების მიბერავს ქარი. ვარ წყლის და თიხის უშნო შენობა, გულს მინგრევს სევდა და უშენობა, ან შინ მეწვიე, ან მომიხდება დავთმო ეს ჩემმი სახლი და კარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.09.2016, 23:44 | Сообщение # 145 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე, მერე ვხსნი ხუფებს თვალისას და ცოცხლდება ისევ, (გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე.)
ფერად-ფერადი ვარსკვლავები ცეკვავენ ცაზე, სიბნელე ჩემკენ მოიწევს და ყველაფერს მივსებს, თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე.
მსურდა, ჯადოთი შეგეკარი საწოლში, სავსეს ნატვრით, მთვარით და სიმღერებით, გეკოცნა შეშლილს, (გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე.)
დავკარგე ღმერთი, ჯოჯოხეთის ალიც კი, ნავსი, ქრება, მტოვებენ სერაფიმიც, მსტოვარიც ეშმის, თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე.
ფიქრში გხედავდი მხოლოდ ჩემკენ მომავალ გზაზე, თუმცა ვიზრდები და ვივიწყებ შენს სახელს ახლა, (გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე).
მიჯობდა, ჩიტებს გავყოლოდი ქუხილის ხმაზე, გაზაფხულზე ხომ ბრუნდებიან, მფრინავნი მაღლა, თვალებს ვხუჭავ და ჩუმად კვდება სამყარო წამსვე, (გამოგიგონე მე თვითონვე _ მგონია ასე).
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.09.2016, 00:18 | Сообщение # 146 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე დაემხოს ვერც კი იაზროს, როგორც ტროაზე მაქვს განაგონი, ან თავის გზაზე, როგორც იაზონს, ცეცხლისმფრქვეველი შეხვდეს დრაკონი, ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი, ცოცხლად აშმორდეს, იობის დარად, სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
აბესალომებრ, თმით დაეკიდოს, სენ-ვიქტორივით შეეკრათ ძალით, ორ დოლაბს შორის გადაეხიდოთ და ღარისათვის მიეშვათ წყალი, ვით ნაბუქოდო, პირდახოკილი დაძრწოდეს, კლავდეს უტყვი ნაღველი, წვებს დასკდომოდეს, სიმონ მოგვივით, სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
ტყვეს, თურქთა უღლის ეგრძნოს სიამე, ტანტალოსივით იტანდეს შიმშილს, და, როგორც როსმე ოტოვიანეს, მისსივე განძი ჩაასხან პირში, ვენუსს ედაღოს ჟინით მდაბალით, მარსს აღემართოს მასზე მახვილი, მოესრათ, როგორც სარდანაპალი, სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
პრინცო, ერთ სანთელს ნურვინ მიუტანს, წყევლად გარდათქვან მისი სახელი, წარხდეს და წაწყდეს, როგორც იუდა, სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
|
|
|
|