თამაზ მეტრეველი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: ორ, 26.03.2012, 02:56 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენც ხომ ერთ–ერთი იმათგანი ხარ...

შენ რომ უჩემოდ აპრილს ხვდებოდი,
მე, ალბათ, მარტი მესიზმრებოდა,
შენ ოცი წლისაც არ იქნებოდი,
რომ გაგიცან და გული მწყდებოდა...
ასეა, ხშირად ჩვენს ცხოვრებაში,
აგვიანებენ გაზაფხულები,
და ილექება ჩვენს გონებაში,
ქალები, როგორც მზის ასულები...
შენც ხომ ერთ–ერთი იმათგანი ხარ,
ვინც ასე უყვართ ბედის რჩეულებს,
ვინც, სიყვარულის გზას ასწავლიან,
კაცებს თქვენს გამო გადარეულებს...
ესეც ბედია, ესეც ბედია,
რომ მარტი ვარ და მეაპრილები,
რომ თებერვალში მომნატრებია,
ტუჩები ტყუპად გახლეჩილები...
სულ მალე თოვლი დნობას დაიწყებს,
აყვირდებიან მთებში ხევები,
იცოდე თუკი მომინაკლისებ,
სადმე ზვავებში მივეხეთქები!!!
 
nukriaДата: სამ, 10.04.2012, 23:23 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვით ბავშვობის აიწონა–დაიწონა

ვაგეთ, ვაგეთ სიყვარულის ცათამბჯენი,
ხან სიცილით, ხან ცრემლებით, ხან ნუგეშით;
არ მიყვარდა, არ მიყვარდა ცრემლი შენი,
და ყოველთვის ცხელი კოცნით ვაყუჩებდი...
ვერ ვიხსენებ, სად და როდის გაიბზარა,
საწყენია, საწყენია, რომ ვერ მივხვდი;
რად დაკარგა სიყვარულმა თავის ძალა,
ბედისწერამ რად დაგვსაჯა ოცნებისთვის...
ჩამოინგრა ცათამბჯენი, დაიშალა,
ყველა კოცნა ქარში მტვერმა გაიყოლა,
ჩაიშალა, ყველაფერი ჩაიშალა...
ვით ბავშვობის აიწონა–დაიწონა...
 
nukriaДата: შაბ, 14.04.2012, 13:59 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ამ არეულ, გადარეულ,
ტვინარეულ დროში,
რაღაც თითქოს სამარეულ,
ჯვარის დასმას მოვრჩი...
ბიჭო, თავი გაგიწირავს,
მეუბნება ვიღაც,
მერე ხელში რა გიჭირავს?
ლექსებია წიგნად...
 
nukriaДата: კვ, 15.04.2012, 02:31 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღდგომა

რა არის ჯვარცმა, რაა აღდგომა?
გზა არის ძნელი, თუ ჯვარზე გაკვრა?
ბრბოს თანადგომა, ბრბოს თანადგომა,
ბრბოს თანადგომა, განდგომის ნაცვლად...
მართლაც, რომელი უარესია,
გოლგოთის გზა თუ ხელში ლურსმნები?
ისრებს ესვრიან, ისრებს ესვრიან,
და მიზანს აღწევს ყველა ისრები...
გამოისყიდა ყველა ცოდვანი,
მან ის წამებით გამოისყიდა,
დღეს ცაში ადის ჩვენი ლოცვანი,
და, ალბათ, მიდის ზეცის იქითაც...
ის აღსდგა, აღსდგა, და ჭეშმარიტად,
ის სიყვარულის დიდი ღმერთია,
ეწამა, მერე ცაში ავიდა
და ძე ქალწულის იქცა მესიად!!!
 
nukriaДата: ორ, 16.04.2012, 16:15 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ შემყვარებიხარ

როგორ შემყვარებიხარ, როგორ შემყვარებიხარ,
ისე, რომ ვერც გავიგე, თავისთავად, უბრალოდ...
ეს რა ცეცხლი გადმოდის მაგ შენი თვალებიდან,
ცეცხლი, მე რომ დამფერფლა და გამაქრო უკვალოდ...
შენი მზერა გულგრილად, მართლაც არ შემიძლია,
რაღაც უნდა ვიღონო, ჩემ თავს უნდა ვუშველო...
რაც შენ გნახე, მას მერე თავი ვეღარ მიცვნია,
უკვე იმის დარდი მაქვს, მთლად არ გამასულელო...
ყველგან სულ შენ მახსოვხარ, წამით არ მავიწყდები,
რაა ჩვენი სიცოცხლე, ერთი აბრიალება,
ვიცი, შენს ცხოვრებაში უადგილოდ ვიჭრები,
როგორც უცხო სხეული, რაღაც გამყინვარება...
სიზმრად გნახე, ვარდებთან, ციდან ფიფქი ცვიოდა,
მხრებზე თმები გაშლილი, თავთავივით გეყარა,
თითქოს ზეცის ნათელი მკერდზე გადაგდიოდა,
მე კი ჩემი მეგონა, ეს უსაზღვრო ქვეყანა...
მცივა, შენ გელოდები, გარეთ ღამე იწვება...
ცეცხლი სახლში შემოდის, მეპარება ნელ–ნელა...
ალბათ, ჩემი სიზმარი ახლა შენ გესიზმრება,
ატმების ყვავილობა და ბაღთა სურნელება...
 
nukriaДата: შაბ, 21.04.2012, 00:12 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ სჯობს

როგორ სჯობს, მართლაც, ხშირად რომ ვხვდებით,
თუ, ასე, მხოლოდ ხანგამოშვებით?
როგორ გგონია, რით ვგავართ, ფრთებით?
თუ ერთმანეთზე, ფიქრით, ლოცვებით...
გადაგარჩინოს, ღმერთს ვეხვეწები,
რომ მარად ფრენის სურვილი გქონდეს,
გაშალე ფრთები, გაშალე ფრთები,
რომ აფრენისას ბავშვივით თრთოდე.
ვერა, ვერ ვიტან, არ მინდა გნახო,
ფრთადაშვებული და მოწყენილი,
წამოდი, ყველა ზღვა გადავლახოთ,
ვნახოთ გედები გადმოფრენილი...
არ დაუჯერო, არ დაუჯერო,
რომ ყვავილები აღარა ხარობს,
ქვეყნად არსებობს ათასი მდელო,
და მილიარდჯერ მეტი სამყარო..
ღმერთიც, ვინ იცის, ერთი კი არა,
არის ასი და ასჯერ ათასი...
მართლაც, მითხარი, ვინმემ დათვალა?
ჩემი ღმერთები, თან შენი მსგავსი...
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 16:49 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაგებუტები

როცა დროებით ჩემთან ბრუნდები,
შენ, ხომ არ იცი, თუ რას განვიცდი...
როგორც კატორღელს ახსნან ხუნდები,
როგორც ზამთარში დადგეს მაისი...
მერე ჩემს ირგვლივ ცეკვას იწყებენ,
ედემის ბაღის ანგელოზები,
არ გივიწყებენ, არ გივიწყებენ,
ჩემი ფიქრები, ჩემი ლოცვები...
და მესიზმრება როგორ გჩუქნიან,
ღრუბლები ფრთებს და სხივები ფერებს,
კი, ვიცი, ვიცი, სასწაულია,
სასწაულია, მაგრამ ვიჯერებ...
რომ გაზაფხულად ხარ ჩასახული,
როცა ბულბული ვარდზე გალობდა,
და მერე ქალად გარდასახული,
თითქოს მესტუმრე სხვა სამყაროდან...
ნუ წახვალ ნურსად, ნუ წახვალ ნურსად,
გულში ვიკლავ და ვერ გეუბნები...
მე ხომ, ძვირფასო, დღეს შენით ვსუნთქავ,
თუ ისევ წახვალ, გაგებუტები...
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 14:32 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემი სისხლის ბედისწერა ხარ

შენ ჩემთანა ხარ და მომეჩვენა,
რომ საგულედან გული ამოხტა,
როგორ სჩვევია ამ გულს შეჩვევა,
არადა, მართლაც, განა რა მოხდა...
შენ ჩემთანა ხარ ულამაზესი,
და ღვთაებრივი ცეცხლით მოსილი...
სულ მუდამ, მუდამ შენი ხმა მესმის,
მეც შენს ნოტებზე ვარ აწყობილი...
მეც ხომ იქა ვარ, სადაც შენა ხარ,
და გხედავ, გხედავ, ყოველთვის გხედავ...
შენ ჩემი სისხლის ბედისწერა ხარ,
თუმც მიკვირს ამდენს როგორ გიბედავ...
რა მოხდა, თუ დღეს ჩემი არა ხარ,
და ჩვენს სიყვარულს წეწავს ქარები...
სიკვდილის მერე ხომ მაინც გნახავ,
ან, თუნდაც, ასე ხომ მეყვარები...
ვხედავ შენს ღიმილს, ვხედავ შენს თვალებს,
ვხედავ შენს ბაგეს, როგორ იპობა...
რომ სიყვარული სიყვარულს ბადებს,
რომ ჭირკარს გიღებს მარადისობა...
მოგყვები, სადაც არ უნდა ქროდე,
რომელ ვარსკვლავსაც უნდა სტუმრობდე,
რომ გიხაროდეს და ბედიც გქონდეს,
რომ მარად ასე ვარდისფურცლობდე...
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 01:25 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენც გაზაფხულის ყვავილს მოჰგავხარ

რით ვეღარ დაცხრა ეს გაზაფხული,
ისევ ცხრაპირად ჰყვავის ატმები,
როგორც ხომალდი ზღვაში გასული,
შენი გულისკენ მოვემართები...
სულ ამერია ყველა დღეები,
და წლებიც შენთვის რომ გავაჩუქე...
თუ სადმე კლდეებს შევეხეთქები,
ჩემი ნატვრები შენ შეაქუჩე...
ნატვრები შენთვის რომ ვაგროვებდი
და გპირდებოდი მათ ასრულებას,
როცა შენს გამო ნაპირს ვტოვებდი,
არ მოველოდი არ დაბრუნებას...
ნუთუ ძნელია, ნუთუ ძნელია,
უარყო ვინც კი დღემდე გიყვარდა,
და თუ გემები დაბრუნდებიან
შენ მომეგებო ნაპირის ნაცვლად...
ხელში გეჭიროს ჩემთვის ტიტანი,
და არ გაკვირდე ზღვა თუ აღელდა...
თუ გამოცვივდა გემზე ვინც არი
და ყველა შენ თუ შემოგაჩერდა...
შენც გაზაფხულის ყვავილს მოჰგავხარ,
შენსკენ მოცურავს ჩემი გემები...
შენი მონა ვარ, შენი მონა ვარ,
არ დამიმსხვრიო ეს იმედები...
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:27 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენ ქარებს ჩაუვლია

მართალია, ყველა, ყველა,
ერთმანეთის ვხედავთ ანფასს...
ვერ შეამჩნევ, მართლაც, ვერა,
ჩვენ ზურგს უკან თოვლს და ზამთარს...
ჩვენ ზურგს უკან, ჩვენ ზურგს უკან,
რამდენ ქარებს ჩაუვლია...
დროს, სამყაროს ჭირისუფალს,
ჩვენი ჭირიც წაუღია...
და ირწევა დედამიწა
სამ ვეშაპის ზურგზე მდგარი...
სულში მუდამ წვიმა ცრის და
არ მპასუხობს გულიც მკვდარი...
შენნაირებს, მე რომ მომწონს,
არ იმეტებს ბედი ჩემთვის...
მირჩევიხარ ლალს და ოქროს,
არც ტყუილად გეფიცები...
არა გჯერა? მე ჯერ შენთან
ტყუილი არ დამცდენია...
ჩემი სისხლი შენთვის ფეთქავს,
ეს ისედაც ნათელია...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость