თამაზ მეტრეველი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 123
  • 124
  • »
თამაზ მეტრეველი
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:57 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ვის, როდის, ანდა სად შეგახვედრებს,
ბედი, ვისა აქვს ამის პასუხი...
ხან ტალღებივით კლდეებს გვახეთქებს,
ხან გვისვრის სადღაც გადაკარგულში...
ისეთ სიყვარულს გადაგავიწყებს,
უმისოდ წამსაც რომ ვერა სძლებდი...
თვალწინ დაგიწვავს ყველა ნატვრისხეს,
შენ კი ცივ ნიავს არ აკარებდი...
და ხმება, ხმება, ჩვენი ფესვები,
შენ რომ საკუთარ სისხლითა რწყავდი,
ერთსა გთხოვ, ჩემ სულს ნუ შეეხები,
შენ, კარგად იცი, როგორც მიყვარდი...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 23:57 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
შენ, ალბათ, ხვდები...

შენ ალბათ ხვდები, როგორ ვიბრძვი საკუთარ თავთან,
ბუნერივია, უკვე, ალბათ, უნდა ხვდებოდე,
ასე მგონია, რომ ცხოვრებამ სილა გამაწნა,
მაქვს კი უფლება, თუნდ, უბრალოდ, მენატრებოდე...
რა უფლება მაქვს, შენზე ფიქრის, ანდა, ოცნების,
რომელსაც ლამის ველურივით გზებზე ვდარაჯობ,
ტანზე მაცვია სიყვარულის შესამოსელი,
შენ კი არ გინდა, რომ მესტუმრო და მითანაგრძნო...
გაძარცვული ვარ, ჩემს გრძნობებზე მიდის ქურდობა,
არ შემარჩინეს გრამი სისხლის, ძაფი ნერვების...
ნუ, ნუ მიყურებ, ასე რისხვით, ასე უნდობლად,
ხომ ხედავ, ვიბრძვი, ვიბრძვი, მაგრამ თავს ვერ ვერევი...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:02 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

როგორ მინდა, როგორ მინდა,

შენს ბალიშზე მედოს თავი...

ერთ საწოლში დაგვაძინა,

იყო ჩემი სალოცავი...

ჩემთვის ასე რეალური,

მიწიერი, რად ხარ ნეტა;

თან ლამაზი, თან ქალური,

ცოტა თრობა, ცოტა სევდა...

მე ჩემ მიზნებს არას ვაქნევ,

ყველაფერი დამვიწყნია,

მინდა სადმე გადავბარგდე,

სადაც კოცნა არ იციან.

დავივიწყო შენი სახე,

შენი თმები, შენი ფერი,

დაგიგია ჩემთვის მახე,

წაგილეკავს ყველაფერი...

არა სჯობდა, ჩემთვის ვიყავ,

რა ქალები, რის ქალები...

ახლა? ახლა მე ვინ მკითხავს,

უნდა ვძებნო მკითხავები!!!
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:07 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline


***

მე მაშინ მოვალ

მე მაშინ მოვალ, როცა არ მელი,

როცა დაკარგავ ყველა იმედებს,

რომ მოგბეზრდება ჩემი სახელი,

დასავიწყებლად რომ გამიმეტებ!

მე მაშინ მოვალ, როცა ნაღვლიანს,

აღარ გექნება ტრფობის საბაბი,

როცა ჩვენს შორის, როგორც ბრმა ტყვია,

გაივლის ჟამი, როგორც სახადი.

აღარ იქნები ასე ლამაზი,

ასე ამაყი და მომღიმარი,

აღარ გექნება ტახტი, დარბაზი,

შუბლზე ნათელი გადამდინარი!!!

და გაგახსენებ, როგორ მიყვარდი,

ამ სიგიჟეებს, ვნების ღვარცოფებს...

რომ ყველაფერი რაც დღეს წინ არი,

რა სისასტიკით წამოაჩოქე!!!

რომ ყველაფერი ასე რაც გშვენის,

ჰო, რაც დღეს ასე უღვთოდ გამშვენებს.

დაემსგავსება ცაზე გაჩენილ,

ავდრის მრისხანე ღრუბლის ნაფლეთებს...

და მშვიდად გეტყვი, რომ ვერ გიშველის,

ვერც ოქრო–ვერცხლი, ვერც დიადემა,

რომ დაჭკნებიან მხრები შიშველი,

რომ გადაივლის ეს აღტაცება!!!

რომ ყოველივე რაც გამოტოვე

არ დაბრუნდება არცერთი წამით,

რომ სიბერის ჟამს შენც სიმარტოვე,

გელის ვით მგელი მთვარიან ღამით!
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:08 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

მივხვდი, ყველაფერი წაიშალა,
თითქოს არაფერიც არ ყოფილა,
თითქოს არცა გცმია ვარდისკაბა,
ეს რა დრო გასულა გაცნობიდან.
თითქოს ცას ხელებით მივეწებე,
თოფი ვიყავი და დაცლილი ვარ,
მეფე ვიყავი და ვერ ვიმეფე,
რაღაც შემომიჩნდა ამ დილიდან.
კარი ჩამიკეტე, ჩამირაზე,
თითქოს ვიყო ვინმე ბედოვლათი,
ვიცი აღარასდროს დამიძახებ,
აღარც სიგარეტებს შემომაწვდი...
დავწყარდი, მეც აღარ მენატრები,
ჰოდა, ღვინის ნაცვლად ყავას დავლევ;
როგორ დამვიწყნია თეატრები,
დღეიდან ვიქნები ჩამოვლაზე...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:09 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
თუ კი ასეა, იყოს დუელი,
მხოლოდ სიცოცხლის დასასრულამდე,
მე ამ მიწისთვის ვარ უცხოელი,
ჰო, ასე იყო ბოლო წუთამდე!
დატენილია უკვე დამბაჩა,
ჩვენ ორში ერთმა უნდა იცოცხლოს,
უკანასკნელად ვდგავარ ტაძართან,
უაკანასკნელად უნდა ვილოცო!
ცა მორღვეულა, შტორმი ბობოქრობს,
ავად წივიან ალბატროსები,
მე ციცოცხლეში მეღირსა მხოლოდ,
შენი ტუჩების ცხელი კოცნები!
თუმცა, დღეს უკვე ეს წარსულია,
დღეს დუელია და მინდა მოკვდე!
მაგრამ იცოდე ჩემი გულია,
ტყვია, რომელიც შენ უნდა მოგვხდეს!
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:21 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

სიზმრად ვნახე, მომცემოდა
ქარის ჟინი, ზღვების ძალა,
ბინა მთვარის დისკზე მქონდა,
ვარსკვალების მყავდა ფარა...
ყველაფერი, ყველაფერი,
ჩემი იყო, რაც ცაშია...
მხრებზე მესხა ცის ნათელი
ტანს მემოსა კავკასია...
ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე,
სურვილები, ოცნებები,
არწივივით ვშლიდი მკლავებს,
ვბობოქრობდი, როგორც ზღვები...
მაგრამ, როცა ღამე ჩაქრა,
და მზის სხივმა გამაღვიძა,
შენ მედექი სასთუმალთან,
და მიმზერდი წყნარად მძინარს...
ყველაფერში ბედი გინდა,
ჩავიქნიე ჩემთვის ხელი...
რომ იმ ჩემი სიზმრებიდან,
არ შემომრჩა არაფერი...
ღმერთის ნაცვლად ვიყავ მონა,
ფირუზ ზეცის, ზურმუხტ მიწის...
შენ კი ჩემი დეზდემონა,
თუ ნესტანი, ან ვინ იცის?..
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:53 | Сообщение # 8
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ველოდი წარღვნას...
მე მარადიულ კითხვებს დაგისვამ,
თუმცა, ვიცი, რომ ვერ მიპასუხებ,
მთვარეს გაუსკდა გული დარდისგან,
შენ რომ ღიმილით დამასაჩუქრე...
შენ რომ ღიმილით დამასაჩუქრე,
ზეციდან გაქრა ყველა ვარსკვლავი...
ეწყინათ, რადგან, ალბათ, მათ უკეთ,
მოეხსენებათ ჩვენი ამბავი...
რომ ტკბილი ხარ და მეც რა ხანია,
მეც რა ხანია, სიტკბოს დავეძებ...
რომ შენი მსგავსი არ მინახია,
ამ სევდით სავსე არემარეზე...
შენამდე შავი მანტია მესხა,
და წუთი–წუთზე ველოდი წარღვნას,
მარტო ვიყავი ოკეანესთან,
და მემსხვრეოდა მკერდს ცივი ტალღა...
შენამდე ბევრი პროსპექტი ვკეცე,
ბედი ავბედი რას არ მახლიდა,
მაქცევდა მტვერში, მხრაკავდა მზეზე,
მკლავდა და მერე შარბათს მაწვდიდა...
და მართლაც ზოგჯერ სულ ერთი მისხლით,
ერთი ღიმილით რას არ გეტყვიან...
აჰა, ეს გული, ღიმილში გიცვლი,
შენს მერე მკერდში ვერ დაეტია...
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 17:25 | Сообщение # 9
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

რატომ გვჯერა, რატომ გვჯერა,
ბედნიერი დღეებისა,
მზემ პირჯვარი დაიწერა,
ერთგულება ცას შეჰფიცა...
და მას მერე ერთგულია,
ცაზე მეტად არვინ უყვარს,
მთვარე დაღონებულია,
მოკვდა მთვარე, დაიღუპა...
შენ კი, შენ კი, ვისზე ფიქრობ,
ნეტა, ვისი გული გინდა?
ვის უნახავ, მაგ შენს სითბოს,
რომ ასხივებ თვალებიდან...
ნეტა, ვისი ერთგული ხარ,
ეს ვიცი, რომ ჩემი არა...
მე, უბრალოდ, ბედკრული ვარ,
ნაყოფიან–ფესვიანად...
წავალ, მთვარეს ვეჩვენები,
მას გავუყოფ დარდს და ნაღველს,
ვეტყვი, მე რომ შენთვის ვკვდები,
დარდები რომ გამიახლე...
ვეტყვი, ტრფობის ხე რომ დავრგე
და გაზაფხულს როგორ ჰგავდა...
შენ იმედი როგორ მანდე
და მე როგორ დამეკარგა...
 
nukriaДата: შაბ, 17.03.2012, 13:08 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენც იცი, გველივით ქერქს რატომ იცვლიან

დამთავრდა, დავუსვი ყველაფერს წერტილი,
ჩაინგრა ის ხიდი, რომელზეც ვიდექი,
მშრალია მდინარე, ტოტი დაწრეტილი,
ვერ ვამბობ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები...
არ მინდა, არა მსურს, მიმათრევს დინება,
ჰაერი სავსეა ნაწყენი თვალებით...
სად გაქრა, რად ჩაქრა, ჩემი აღტკინება...
რამ, რამ გააშავა თეთრი მწვერვალები...
ხელები გამიკრეს, თვალები ამიკრეს,
და გილიოტინას შენ ემსახურები...
ხელი შემაშველე, ვერ ვადგამ ნაბიჯებს,
თუმც შიში არა მაქვს, არაფრის სრულებით...
ბრბო შენს მხარეზეა, ბრბოს უყვარს ჯალათი,
ეშვება დანა და სხეული მძიმდება,
სულ წამით ჩუმდება წყეული ქალაქი,
და უცებ ხარხარი და შენი გინება...
ძირს, გზას რომ იკვალავს ეს ჩემი სისხლია,
გაუშვი, იდინოს, მას ვალი არ დარჩა...
შენც იცი, გველივით ქერქს რატომ იცვლიან,
თვით ქრისტეც ამისგან სიკვდილით გადარჩა!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 123
  • 124
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость