მორის ფოცხიშვილი
|
|
nukria | Дата: კვ, 09.02.2014, 19:05 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პატარა ბინა და პატარა ხვითო,- სხვა ვინ რა ინატრა, ან ვინ რას ითხოვს?! არც ზე რამ ნათელი, არც ზე რამ მზვარე,- პატარა სარკმელი, პატარა მთვარე! სხვა თუ რამ ვინდომე, წამწყმიდე ერთობ,- დანარჩენს მე თვითონ... მე თვითონ, ღმერთო!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.02.2014, 01:13 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხვალ გადავწერ, ხვალ ავაწყობ, ხვალ მოვალ და გნახავ,- არაფერი, არაფერი არ კეთდება ახლა. ხვალ იქნება, ხვალ ითქმება, ფიქრს ხვალისთვის ვმარხავთ,- არავინ და აღარავინ არ ირჯება ახლა. ყველაფერზე ხელს იღებენ, მზე ტრიალებს ჩარხად. ხვალ მოვალ და ხვალ გაკოცებ, არ გაკოცებ ახლა !
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.02.2014, 22:46 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანათემა
ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული, მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, - მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა, სისხლი დალია და დამშვიდდა.
დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა, წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, - მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა, ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.
ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული, ნატვრა აუსრულეს ბატონებს, დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური, მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.
ლოცვა და გალობა არ გვაცალეს, ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს, ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს, კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.
ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი, მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს, ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით, სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.
შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი, ავად გაგვითენეს შავი დღე, თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით, ”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.
ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის, რომელი მსაჯული და რა ციხე, ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი, ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.
მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს, ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან, მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს, ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!
მიდის მიმავალი. მოდის მომავალი. ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს, ღმერთო, სამართალი რომ არ არი, სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.
ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა, მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,- მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა, დარჩა თბილისი და ატირდა.
დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს, ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, - ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე, ბორგავს გონიო და სამშვილდე…
”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო… გარსა ეხვეოდაო… მარადის მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…” გულს მფხანს ქართველების ღაღადი.
ჩანგო, იბერიის პანაშვიდო, როგორ შეგეხები თითებით, მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო, ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!
ალბათ ღამე უნდა გავათენოთ, მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, - ისე არ მოკვდება საქართველო, დედა არ უტიროს ჯალათებს!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.03.2014, 11:55 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერ ვისწავლე ჭკუა, დედა, გზას ვუთმობდი ხშირად შტერებს, თავზე ისე დამატენდა, ჩემი ლექსი ვერ ვიმღერე. ვერ ვისწავლე ჭკუა, დედა, ყველა მე მრაცხს გიჟად, ხელად ადრე ბევრი მატყუებდა, ახლაც მე მატყუებს ყველა. ვერ ვისწავლე ჭკუა კიდევ, სულ სხვა იყო თურმე ის დრო,- ვინც მეზობლად მოვიკიდე, მერე სწორედ იმან მიმტრო. ვერ ვისწავლე ჭკუა დღემდე, ვერ ვუწოდე ავკაცს ავი,- ვისაც ძმაკაცურად ვენდე, ძმაკაცურად მომჭრა თავი, ვერ ვისწავლე ჭკუა, დედა, სანანებლად დამრჩა მერე, სხვებს რომ ვიჯერებდი ქვეყნად და შენ რომ არ დაგიჯერე...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 05.03.2014, 22:11 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ის ახლა უკვე არ დადის არსად, აღარ გრძნობს დიდი დროის სიცხადეს, შემოივლიან, ხანდახან მასთან და როგორც წარსულს, მოიკითხავენ. დაუტოვებენ ღიმილს და ყვავილს მოგონება კი ისევ ცოცხლდება და თეთრ ფინჯანზე ცივდება ჩაი, როგორც დაკარგულ კაცზე ოცნება. არავის რჩება იმედის კვალი, დგას ჩაკეტილი წიგნის კარადა, და მშვიდად ყვება მოხუცი ქალი, ტკბილი ცხოვრების მწარე ბალადას.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 25.03.2014, 11:28 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთხელ მაინც გამაგონა მისი ხმა და სუნთქვა მისი, ვინც სიმღერა შთამაგონა ჩანგო, შენი საკადრისი! ერთხელ მაინც დამანახვა, დამანახვა ერთხელ ახლო, ვინც შენს მკერდზე დამასახლა, მგალობელთა სამოსახლოვ! ერთხელ მაინც როგორც მგზავრი შემხვდეს ის ვინც მკლავს და მლოცავს, ვინც ამ ქვეყნად ლაბა ხარის მოთმინების ძალა მომცა!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 30.03.2014, 20:29 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიქრთან ბევრჯერ დავრჩენილვარ მარტო, გული გალობს, მაგრამ დარდობს გონება, - მყინვარწვერის და ზედაზნის პატრონს არ სჭირდება მთების გამოგონება. ალგეთურ ცეცხლს ცხელ ცურებზე ვატყობ კვლავაც დაზრდის ბოკვრებს ფრთიან ლომებად, ცოტნესა და ქეთევანის პატრონს არ სჭირდება გმირთა გამოგონება. ფქვილი ჩვენი არ იქცევა ქატოდ, ვის რად უნდა ნასხვისარი დიდება, - „ვეფხისა და მოყმის“ ზვიად პატრონს სხვათა ენა სესხად არ დასჭირდება. უნდა ვწეროთ, კიდეც უნდა ვხატოთ, სული ჩვენი ტკივილს არ ემონება, - მკლავმოჭრილი დიდოსტატის პატრონს არ სჭირდება ცრემლის გამოგონება. ვარსკვლავები ვარსკვლავებთან მივლენ, ჩვენ გვეყუდვნის რაც იყო და რაც არი, - ქართვლის დედის მკერდზე მიკრულ შვილებს სულაც არ სურთ დედად დედინაცვალი. ცა იხსნება. სხვას არაფერს ვნატრობ. სიხარული კვლავ წვეთ-წვეთად გროვდება, - ნაღდზე-ნაღდი მეგობრების პატრონს არ სჭირდება მტრების გამოგონება. საქართველოვ, შენს თბილ აკვნებს ვფიცავ, სიკვდილს შევსვამ შენგან მოწვდილ ჯამიდან, - დამეყაროს გულზე შენი მიწა და სხვა ჯილდო შენს ერთგულ ყმას არ მინდა!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 30.03.2014, 20:33 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ დამითვლია ბოლომდე, ჩემი კუთვნილი წლები, ბოლო სასმისი კახურით არ შემისვია ჯერაც, არ შემვერცხლია, თუმც მიტევს, ისევ შავია თმები, ძარღვებში სისხლი ვით ადრე დარბის, ბორგავს და ღელავს. არ გამიღია კარები, ჯერ ცხრაკლიტულის...ექვსი, ბოლო კარს იქით უკუნი, მართალი რომ თქვას კაცმა, ჯერაც არ დამიწერია საუკეთესო ლექსი, ჯერაც ვერ ვხვდები ცხოვრება ედემია თუ ჯვარცმა. ცოტაც ვერ გადამიხდია ვალი კაცის და ღმერთის, არ ამინთია სანთელი ბოლოსწინა და ბოლო, თუ მომკლავ ღმერთო არ ვდარდობ, ოღონდაც ნატვრა ერთი ხორცისგან სულის გაცლამდე უნდა აღსრულდეს მხოლოდ: უფალო მიქელგაბრიელს გამოაგზავნი სანამ, სანამდე ალილუიას მე ვერ მოვისმენ მარტო... მასმინე ჩემი შვილისთვის მისგან ნამღერი ნანა, მხოლოდ და მარტო ამას გთხოვ, სხვას აღარაფერს ვნატრობ! მერაბ გიორგაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 31.03.2014, 12:08 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა იბადებოდა, ტიროდა თუ მღეროდა, ყველას ასე ეგონა, უფლისწულად ჩნდებოდა. როცა იბადებოდა და სიცოცხლით თვრებოდა, ბევრს ნამდვილად სჯეროდა, ბედს რომ არ ასცდებოდა. იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა, ყველას ასე ეგონა, ცეცხლი არ ჩაჭკნებოდა. იბრძოდა თუ იწვოდა, როცა ცარგვალს წყდებოდა, ყველას ასე ეგონა, ტყვია არ მოხვდებოდა. რწმენა უკვდავებისა ვიდრე გულში რჩებოდა, ბევრს ეგონა, სიკვდილი მას არ შეეხებოდა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.04.2014, 18:21 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიცით, დიდიხანია ვიცით,- ნულზე გაყოფა არ შეიძლება. ჩვენ კი სიცოცხლეს ყოველდღე ვყოფთ არარაობაზე და არაფერზე,... და პასუხს ვეძებთ იმ კითხვაზე, რომელსაც პასუხი არა აქვს. თუმცა კარგად ვიცით,- ნულზე გაყოფა არ შეიძლება
|
|
|
|