მორის ფოცხიშვილი
|
|
nukria | Дата: ხუთ, 17.04.2014, 21:48 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვინც აქ მოსულა, არ მოსულა, როცა მოსულა, მზე მტევანივით თუ სინათლედ არ ჩამოსწურა. ვინც თავის ჩანგზე არ მღეროდა, მწამდა, მჯეროდა, ის არასოდეს არ მღეროდა, როცა მღეროდა. ვინც არ იცოდა, რომ იცოდა, რაც არ იცოდა, არც ის იცოდა, რომ იწოდა, როცა იწოდა. ვინც ვერ გაიგო, რომ გვიყვარდა, გასაგებია, მაშასადამე, ის არავის არ ჰყვარებია!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 29.04.2014, 18:11 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შვიდი საოცრება პირველი საოცრება,დედაჩემო, გულია შენი. მეორე საოცრება-სითბოა შენი. მესამე საოცრება- შენი ღიმილია, მეოთხე საოცრება-ცრემლია შენი. მეხუთე საოცრება-რწმენაა. მეექვსე საოცრება-ლოცვააა... მეშვიდე საოცრება- სულია შენი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.05.2014, 01:11 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, - დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი, შუბლზე მაკოცა და... წავიდა... ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, - ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი, თავი დამიკრა და... წავიდა... ზეცა ჩამომექცა დარდის დარად, არადა, შეცოდება არ მინდა, სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა, გაშალა ქოლგა და... წავიდა... ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი, რეკდა მწუხარების ზარი და ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და... წავიდა... იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი, მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, - სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი, გული მატკინა და... წავიდა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 30.06.2014, 11:31 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხანდახან გინდა განმარტოვდე, წახვიდე შორს, გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს, იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა, ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _ იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად აქუცმაცებდე უბრალოდ დროს... ხანდახან გინდა განმარტოვდე, წახვიდე შორს. და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს, ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს, უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა, რატომღაც მარტო დარჩენა გსურს, რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც, გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს... საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად, მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში, თახვის თათებით შედიხარ ტყეში, შედიხარ ტყეში, უსიერ ტYყეში, უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად და, რომ გგონია, მარტო ხარ თითქოს, _ ხე რომ ხე არის, ხე ენას იდგამს, ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს. ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს, ყველაფრისათვის, რაც ჰქმენ, რაც იყავ, რაც არ იყავ ან რაც აიტანე... ხანდახან გინდა განმარტოვდე, წახვიდე შორს და... უბრუნდები ადამიანებს..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.08.2014, 03:05 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაკარგულის პოვნა მინდა, რა დავკარგე, ეს არ ვიცი. სულ შენს ახლოს ყოფნა მინდა, როგორ დავრჩე, ეს არ ვიცი. წუთისოფლის მოვლა მინდა, ერთგული ვარ, გეზს არ ვიცვლი. საწამლავის შოვნა მინდა, როგორ მოვკვდე, ეს არ ვიცი. რა ვქნა, რაც რომ ქონება მაქვს ერთ წვეთ შუქში გადაგიცვლი, – ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა, სად წავიდე, ეს არ ვიცი…
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 24.12.2014, 00:21 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პაიკივით თქვენს წინ ვდგები, რასაც ვამბობ, სიმართლეა, მენდეთ, - მეფისა და ეტლის გადაადგილებით არაფერი არ იცვლება დღემდე.
პაიკს არვინ უფრთხილდება, ამ ბოლო დროს სუყველაფერს სწირავთ, - ო, რას ვხედავ, თუ გჭირდებათ, დედოფლებსაც სწირავთ ხოლმე ხშირად.
თქვენ თამაშობთ დიდებულად, ლაჩრებს შორის იხატებით გმირად, - იჭვმა გაგაუბედურათ, ახლა ამ იჭვს უკვე რწმენას სწირავთ.
ვიცი, ჩქარა ერთმანეთში აირევით, ერთი სვლა გაქვთ, ერთი აზრი გზარავთ, - მეფისა და ეტლის გადაადგილებით არაფერი არ იცვლება, არა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 24.12.2014, 00:22 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უთო არის ძალზე ცხელი, არ დაიწვა, გოგო, ხელი.გაუსვი და გამოუსვიმოხდენილად, სწრაფად,დედოფალას მოუხდებაგატკეცილი კაბა...დაჭმუჭნული ტანსაცმელითხომ ვერ ივლის აბა?!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 24.12.2014, 00:24 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უთქმელობა სიტყვას ჟანგავს, თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, - მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს, ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, - ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ ხალხმა თითქოს არაფერი იცის. ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს, მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, - იცის თავის გაჩუქება, მაგრამ საქართველომ თავის ფასიც იცის! გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს, ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, - ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის! სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ, თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, - კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ მარაბდელთა ამხედრებაც იცის! გენი მისი არ დაირტყამს მათრახს, და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, - იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის! არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, - იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ სამართალმა სიმართლის გზა იცის! ივერიას გაშლილი აქვს ფრთები, სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.02.2015, 18:41 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბავშვებს ურქენს თიკანი, გაიხარეს ბავშვებმა, არვის არ ეშინია, ყველა ეთამაშება. სულ ტყუილად ირბინა, იბუცა და ირქინა, ბოლოს გაიბუტა და ჩუმად ჩაიკიკინა: - კი ბატონო, დამცინეთ სასაცილო ლექსებით, რქები რომ ამომივა, მერე სად გამექცევით?
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.03.2015, 12:10 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს შენ კი არა და არ გაგეცინოს, ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება მომავლის გარდა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს, მერე უბრალო შუქი გამოდგეს. ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ, გიხაროდეს და არ გიხაროდეს. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება? მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ, გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს, მერე ეჭვები არ გვაძინებენ და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ. და მიდის ასე ცხოვრების ეტლი, გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია, ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით, გვიხარია და არ გვიხარია.. ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე, ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ, შენი ცხოვრების ყველა სისწორე. თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ, ცამდე მართალმა ვერ იმართალო, სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე, რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?
|
|
|
|