გენრი დოლიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
გენრი დოლიძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 17:03 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ერთი ქალი შემიყვარდა

ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
- ან გავწირავ, ან არა!

 
nukriaДата: შაბ, 31.03.2012, 16:20 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აპრილი



თუ უშენობას გავყოფთ ორზე, მივიღებთ აპრილს,
უნდა ამ აპრილს გაზაფხულის ცრემლად დამღვაროს,
უკვირს სამყაროს,როცა სადმე პოეტი აფრენს,
და პოეტს უკვირს,რატომ უკვირს ასე სამყაროს…

შენ კი ბოჰემურ ხასიათით სულ არ კვირდები,
შენი ფიქრები პოეტური ჯვარცმით ევნება,
და როცა აპრილს მოყინული სტკივა კვირტები
შენ შეგიძლია,ეს ტკივილი თარგმნო ცრემლებად.

შემდეგ ეს ცრემლი უზიარო ცას და ამინდებს,
დრო როცა ქარის ლიტანიას თავზე დაათევს,
მახსოვს ტაძართან აპრილი რომ სანთლად ამინთე,
და ასხივებდა ყვავილობის დღე ოცდაათი.

თუ უშენობას გავყოფთ სამზე,მივიღებთ აპრილს,
მივიღებთ მაისს,ივნისს,ივლისს და იცი მერე…
შეშლილ სამყაროს ჰგონია,რომ პოეტი აფრენს,
როცა უბრალოდ პოეტები აპრილზე წერენ.
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 15:22 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავისუფალი ლექსი

დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
უბრალოდ მოხვალ თავდახრილი, მოხვალ და ხელებს
თვალებზე აიფარებ,
თვალებს კი სულზე,
ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს
გიცნობ,ფეხის ხმით, ცრემლის ფერით,დუმილით, პულსით...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს...
რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით.
ვუთხრათ სალამი... (ამ სტრიქონში რითმა გამებნა...)
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,
როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.
ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი
და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია...
გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება
რომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...
რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,
რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,
ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,
გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...
არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოქცემენ!
რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს
ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,
ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...
ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი
მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი
მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს
და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის
წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი...
 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 14:57 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდიანი სალაღობო ბათუმს

ბათუმი არის წვიმის აფიშა,
და ღმერთის გულის ფეთქვა, მკაფიო
ლექსამდე სველი ვზივარ კაფეში,
ფინჯანი ყავის ორთქლთან ვკაფიობ...
მავსებს წვიმების აპლოდისმენტი -
ჩემი ომეგაც და ჩემი ალფაც...
ასე გულდასმით არ მოვისმენდი
ზეციდან რომ არ წვეთავდეს ალბათ...
ასე მზესავით არ მოვიწყენდი...
(და სხვა მოწყენის სურვილი არც მაქვს)
გულით ვატარებ ყელთან მიწყვეტილ
ჩემი ძმის ნაქონ თითბერის ჯვარცმას...
ხშირად ვიხსენებ, ფეხით გათელილ
და მოყინული კვირტების მარშებს...
(ო, რა ამაყი, ო, რა ნათელი,
ო, რა მართალი იყავი მაშინ...)
და ვერ ვივიწყებ ამ ძველ ბიჭებსაც
სულ რომ არ ჰგვანდნენ სახით იმ ახლებს...
ხელში გვეკავა მზე და ბეჭებზე
გვედგა ბათუმურ ზეცის სიმაღლე...
რა დაბალია მთვარე ამაღამ,
ზღვისპირას ღრუბელს ბეჭი აჰკარი...
ყველა ობოლი ბიჭის მამა ხარ
და უბინაო კაცის სახლ-კარი...
ლამაზი ქალის სუფთა აურა,
უდედო ბავშვის საღამოს ლოცვა,
მზის სიმფონია, ზღვა და აუუ რააააააააააააა
სანახავი ხარ, ყოველთვის, როცა
მზეს შემოიდებ ლომის თათივით
და ზღვაში სიზმრებს ააციმციმებ
მე შენი ქუჩის დეპუტატი ვარ
შენი კაცური სიტყვის სიმძიმე!

წვიმა წვიმაში დგომით გაცივდა...
მზე ზეცას







როგორც ატომი...
მადლობა უფალს, რომ ვარ კაცი და
ჩემი სახელი არის
ბ ა თ უ მ ი!
 
nukriaДата: ორ, 24.03.2014, 12:12 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვობიდან გულში მქონდა
საოცნებო, ერთი რამ,
რომ ოდესმე ჩემს მკლავებში

ლამაზ გოგოს ეტირა...
მტკიოდა და რომ გავიგე
გულის წამლის რეცეპტი
ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო
მტირალ გოგოს ვეძებდი...
ვერ ვპოვე და დავიღალე
ბევრი ძებნა-ლოდინით.
გულზე სევდა ჩამომაწვა
დაშლილ ციხის ლოდივით
და როდესაც მეგონა, რომ
დამიღამდა ცისკარი,
თავის ფეხით მომაყენა
სახიერმა ის ქალი...
ტალღასავით შემეფეთა,
მერე უცებ, იცი, რა?
ნიავივით ჩამეკრა და
ღრუბელივით იტირა...
გაყინული ნიავქარი
ქროდა სანაპიროდან,
შევამჩნიე, მის თვალებში
ანგელოზი ტიროდა...
მის თვალთაგან გადმოღვრილი
გაზაფხულის სინაზე
გულზე ისე შემევერცხლა,
როგორც წვიმა - მინაზე
ძლიერ მსურდა მის წამწამზე
ცრემლად ჩამოკიდება,
ცოტა ხანში გავათბე და
გავაცინე კიდევაც!
ბედზე როგორ დავიჩივლებ,
როგორ დავიწყევლები?!
როცა უღირსს წილად მერგო
ანგელოზის ცრემლები!..
ქარი თვლემდა, მზე გვიცქერდა
გაწითლებულ ტილოდან
შორს, ზღვის გაღმა, აფხაზეთში,
ღვთისმშობელი ტიროდა...

გენრი დოლიძე
 
nukriaДата: ხუთ, 24.04.2014, 22:54 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
- ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: - შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს?
მიპასუხა:
- აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა...
მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
- დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость